imedi /  12 აგვისტო 2026, 18:43 / სანდო წყარო

POLITICO: მერცის შეთანხმება თალიბანის რეჟიმთან შეშფოთებას იწვევს გერმანიაში მცხოვრებ ავღანელ ოპოზიციონერებსა და აქტივისტებში

არმინა ფარიანსა და მის ოთხ დას ეშინიათ, რომ შესაძლოა მალე ისევ მოუწიოთ იმ მდევნელებთან პირისპირ შეხვედრა, რომლებსაც ავღანეთიდან გაექცნენ, ამჯერად უკვე გერმანიაში - 27 წლის ფარიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 2021 წელს ავღანელმა ექსტრემისტებმა დედაქალაქი კვლავ დაიკავეს, ის და მისი დები თალიბანის საწინააღმდეგო აქციების გამო ქაბულში ორჯერ დააპატიმრეს, უსაფრთხო თავშესაფრის ძიებაში, ოჯახი საბოლოოდ გერმანიაში ჩავიდა, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „მერცის შეთანხმება თალიბანის რეჟიმთან შეშფოთებას იწვევს გერმანიაში მცხოვრებ ავღანელ ოპოზიციონერებსა და აქტივისტებში“.

„თუმცა ახლა ბერლინმა ფაუსტისეულ გარიგებას მოაწერა ხელი - ავღანელი მიგრანტების დეპორტაციაში თანამშრომლობის სანაცვლოდ, თალიბანს საშუალება ეძლევა, გერმანიაში დიპლომატიური პოზიციები გააძლიეროს. ფარიანისა და იმ სხვა ავღანელი აქტივისტებისთვის, რომლებიც სამშობლოში თალიბანს ეწინააღმდეგებოდნენ, ეს შეთანხმება მათ ყოფილ მდევნელებს დევნილობაშიც კი მათი ცხოვრების გაკონტროლების ახალ ბერკეტებს აძლევს“, - ნათქვამია სტატიაში.

„რთულია იმასთან შეგუება, რომ ჩემს ბედსა და საქმეებზე სწორედ იმ ადამიანებთან მსჯელობენ, ვისგანაც გამოვიქეცი - მათგან, ვინც მჩაგრავდა, მაპატიმრებდა და ჩემზე ძალადობდა“, - განუცხადა POLITICO-ს ფარიანმა.

ფრიდრიხ მერცის მთავრობამ ავღანეთის ხელისუფლებასთან პირველი შეთანხმება გასულ ოქტომბერში გამოაცხადა. გარიგების თანახმად, თალიბანის ოფიციალურ პირებს ბერლინსა და ბონში დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე კონტროლი გადაეცემათ, ავღანელი მიგრანტების პირდაპირ ავღანეთში დაბრუნებაზე თანხმობის სანაცვლოდ. ეს თანამშრომლობა მიმდინარე ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო გაღრმავდა ახალი შეთანხმებით, რაც გერმანიაში თალიბანის დამატებითი მოხელეების მუშაობას უშვებს, დამატებითი სადეპორტაციო რეისების ორგანიზების სანაცვლოდ - თვეში სამ რეისამდე.

ახალი შეთანხმების თანახმად, გერმანიამ დეპორტაციის მასშტაბი გააფართოვა - პროცესი ეხება არა მხოლოდ დანაშაულში მსჯავრდებულ ავღანელ კაცებს, არამედ, უფრო ფართო გაგებით, ყველა იმ ავღანელ კაცსაც, რომელსაც არ აქვს მინიჭებული დაცვის სტატუსი ან გერმანიაში დარჩენის კანონიერი უფლება.

თალიბანთან დადებული შეთანხმებით გერმანია ევროპაში გამონაკლისად იქცა - ის გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც თალიბანის მიერ დანიშნულ მოხელეებს საკუთარ ტერიტორიაზე არსებულ დიპლომატიურ მისიებში მუშაობის უფლება მისცა. ამ შეთანხმებამდე, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს სათავეში კვლავ ავღანეთის ყოფილი, პროდასავლური მთავრობის დიპლომატები ედგნენ.

გერმანიაში მყოფი ავღანელი აქტივისტებისთვის ბერლინისა და თალიბანის შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგი ის არის, რომ მან შესაძლოა განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ დააყენოს დაახლოებით 35 000 ავღანელი. ისინი გერმანიაში სპეციალური ჰუმანიტარული პროგრამებით ჩავიდნენ, როგორც თალიბანისგან განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფი. მათ შორის არიან ფარიანი და მისი დები, აგრეთვე ათასობით უფლებადამცველი და ის ავღანელები, რომლებიც გერმანიის სამხედრო კონტინგენტთან თანამშრომლობდნენ ქვეყანაში მისი თითქმის ოცწლიანი ყოფნის განმავლობაში.

გარდა ამისა, აქტივისტები და ლტოლვილები შიშობენ, რომ გერმანიაში თალიბანის წარმომადგენლობის გაფართოებასთან ერთად, რეჟიმს ხელი მიუწვდება საელჩოებსა და საკონსულოებში დაცულ პერსონალურ მონაცემებზე, მათ შორის მათი ოჯახების წევრების შესახებ ინფორმაციაზე, რაც მათ შანტაჟისა და გამოძალვის წინაშე სრულიად დაუცველს გახდის.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

12 აგვისტო 2026, 19:34

მსოფლიო

ტრამპი: ირანი მხოლოდ ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს, ის ახლო აღმოსავლეთის მოძალადე აღარ არის - დიდება ალაჰს

აშშ სრულად აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს - ვფიქრობ, მას შევინარჩუნებთ! ჩვენს საზღვაო ბლოკადას ყველა „ფოლადის კედელს“ უწოდებს და ირანი ამის წინააღმდეგ ვერაფერს გახდება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

12 აგვისტო 2026, 19:28

რეგიონი

არაგვის ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა ერთი მიმართულებით დროებით ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთვება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე, პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დროებით ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთვება.

12 აგვისტო 2026, 19:03

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

12 აგვისტო 2026, 18:48

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა.

დავით სონღულაშვილი

12 აგვისტო 2026, 18:42

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: ადგილობრივი წარმოების განვითარება რეგიონების გაძლიერებას და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებსა და დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარე საქმიანობას გაეცნო.

12 აგვისტო 2026, 18:25

საზოგადოება

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის პროფესიულ კოლეჯ „იბერიაში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა.

12 აგვისტო 2026, 18:21

საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: „მთის ამბების” მიერ ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ სტატიაში სამუშაო პროცესში კონკრეტულ მონაკვეთზე გამოვლენილი შეუსაბამობა განზოგადებულია და იქმნება მცდარი წარმოდგენა, თითქოს პრობლემა მთლიან პროექტს ეხება, მშენებლობის ხარისხი სათანადოდ არ კონტროლდება და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება არ ხდება

გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალება „მთის ამბების” მიერ ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ სტატიას, რომელშიც სამუშაო პროცესში კონკრეტულ მონაკვეთზე გამოვლენილი შეუსაბამობა განზოგადებულია და იქმნება მცდარი წარმოდგენა, თითქოს პრობლემა მთლიან პროექტს ეხება, მშენებლობის ხარისხი სათანადოდ არ კონტროლდება და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება არ ხდება, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

12 აგვისტო 2026, 18:04

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: დაცული ტერიტორიების განვითარება ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თბილისის ეროვნულ პარკში არსებული ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მინისტრი საბადურისა და ზედაზნის ტერიტორიებზე პარკის ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და ვიზიტორებისთვის არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო.

12 აგვისტო 2026, 18:01

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ნიშურმა პროდუქტებმა, საერთაშორისო ბაზრებზე დაიმკვიდროს ადგილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თიანეთში მცირე ზომის რძის გადამმუშავებელი საწარმოს „მართა ბებო“ საქმიანობას გაეცნო.

ოლგა სტეფანიშინა

12 აგვისტო 2026, 17:46

მსოფლიო

უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ყოფილმა ელჩმა გირაოს თანხა არ შეიტანა, რის გამოც მას პატიმრობა ემუქრება

აშშ-ში უკრაინის ყოფილმა ელჩმა ოლგა სტეფანიშინამ სასამართლოს მიერ შეფარდებული 6 მილიონი გრივნის ოდენობის გირაო არ შეიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

12 აგვისტო 2026, 17:29

სპორტი

„პსჟ“ და „ასტონ ვილა“ UEFA-ს სუპერთასისთვის დღეს იბრძოლებენ⚽

ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ დღეს UEFA-ს სუპერთას მოპოვებას შეეცდება. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ევროპა ლიგის ჩემპიონ „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.

12 აგვისტო 2026, 17:24

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორს შეხვდა, სადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობაზე იმსჯელეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორს, ტიმ დევოლდერს შეხვდა. შეხვედრაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

ჭუ ჟუნძი

12 აგვისტო 2026, 17:18

მსოფლიო

ჩინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჭუ ჟუნძი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჩინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჭუ ჟუნძი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

12 აგვისტო 2026, 17:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: მიზანი არის, რომ ხალხებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბოს, მოხდეს კონფლიქტები, რაც თავისთავად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის გარდაუვალ ნაბიჯებს

მიზანი არის, რომ ხალხებს შორის ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვა მოხდეს, მოხდეს კონფლიქტები, რაც თავისთავად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის გარდაუვალ ნაბიჯებს, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

12 აგვისტო 2026, 17:02

სამართალი

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლომ კახა ლომსაძისა და ვასილ მანაგაძის საქმეებზე იმსჯელა

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლომ კახა ლომსაძისა და ვასილ მანაგაძის საქმეებზე იმსჯელა

ირაკლი კობახიძე

12 აგვისტო 2026, 17:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს - რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს ეფუძნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

12 აგვისტო 2026, 16:58

ეკონომიკა

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერდაღრმავების სამუშაოები დაიწყო

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ბელგიური კომპანია Jan De Nul-ის ფლოტის დამღრმავებელმა გემმა Tristao Da Cunha ტალღმტეხის არხის მოსაწყობად ფსკერდაღრმავების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა გაეცნენ.

12 აგვისტო 2026, 16:54

მსოფლიო

თურქეთში საბრძოლო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

12 აგვისტო 2026, 16:53

რეგიონი

სოფელ ველისციხის ცენტრალური გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მეორე ეტაპის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

სოფელ ველისციხის ცენტრალური გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მეორე ეტაპის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიცავს როგორც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.