12 აგვისტო 2026, 18:25 / სანდო წყარო

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის პროფესიულ კოლეჯ „იბერიაში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა.

მონაწილეებმა პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეები და კოლეჯებში, სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, განსახორციელებელი ინიციატივები განიხილეს.

„კოლეჯების დირექტორებთან განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რომლებიც უკავშირდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას და მათ მზაობას შემდგომი სასწავლო წლის დაწყებისთვის. დირექტორებს მივაწოდეთ ინფორმაცია პროფესიული განათლების რეფორმის ძირითად მიმართულებებზე - უახლოეს მომავალში ჩვენ მათ წარვუდგენთ ხედვის კონცეფციის პირველად, სამუშაო დოკუმენტს და მოვისმენთ უკუკავშირს კოლეჯების წარმომადგენლებისგან“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

სხდომაზე საუბარი შეეხო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებსა და საჭირო რესურსებით უზრუნველყოფის საკითხებს.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ საკითხებზე მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ. საბჭოს სხდომას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სამინისტროს წარმომადგენლები და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომები მინისტრის, გივი მიქანაძის ინიციატივით რეგულარულად იმართება. საბჭოს ფორმატი პროფესიული განათლების სისტემაში არსებული საკითხების განხილვას და არსებულ გამოწვევებზე ერთობლივ მსჯელობას ემსახურება.

საბჭოს დასრულების შემდეგ გივი მიქანაძემ კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და კოლეჯის დამატებითი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. შენობა აღიჭურვება თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურითა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. ადგილზე შესაძლებელი იქნება როგორც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ისე მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელება.

ყველა სიახლე

12 აგვისტო 2026, 19:03

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

12 აგვისტო 2026, 18:48

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა.

12 აგვისტო 2026, 18:43

მსოფლიო

POLITICO: მერცის შეთანხმება თალიბანის რეჟიმთან შეშფოთებას იწვევს გერმანიაში მცხოვრებ ავღანელ ოპოზიციონერებსა და აქტივისტებში

არმინა ფარიანსა და მის ოთხ დას ეშინიათ, რომ შესაძლოა მალე ისევ მოუწიოთ იმ მდევნელებთან პირისპირ შეხვედრა, რომლებსაც ავღანეთიდან გაექცნენ, ამჯერად უკვე გერმანიაში - 27 წლის ფარიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 2021 წელს ავღანელმა ექსტრემისტებმა დედაქალაქი კვლავ დაიკავეს, ის და მისი დები თალიბანის საწინააღმდეგო აქციების გამო ქაბულში ორჯერ დააპატიმრეს, უსაფრთხო თავშესაფრის ძიებაში, ოჯახი საბოლოოდ გერმანიაში ჩავიდა, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „მერცის შეთანხმება თალიბანის რეჟიმთან შეშფოთებას იწვევს გერმანიაში მცხოვრებ ავღანელ ოპოზიციონერებსა და აქტივისტებში“.

დავით სონღულაშვილი

12 აგვისტო 2026, 18:42

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: ადგილობრივი წარმოების განვითარება რეგიონების გაძლიერებას და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებსა და დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარე საქმიანობას გაეცნო.

12 აგვისტო 2026, 18:21

საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: „მთის ამბების” მიერ ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ სტატიაში სამუშაო პროცესში კონკრეტულ მონაკვეთზე გამოვლენილი შეუსაბამობა განზოგადებულია და იქმნება მცდარი წარმოდგენა, თითქოს პრობლემა მთლიან პროექტს ეხება, მშენებლობის ხარისხი სათანადოდ არ კონტროლდება და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება არ ხდება

გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალება „მთის ამბების” მიერ ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ სტატიას, რომელშიც სამუშაო პროცესში კონკრეტულ მონაკვეთზე გამოვლენილი შეუსაბამობა განზოგადებულია და იქმნება მცდარი წარმოდგენა, თითქოს პრობლემა მთლიან პროექტს ეხება, მშენებლობის ხარისხი სათანადოდ არ კონტროლდება და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება არ ხდება, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

12 აგვისტო 2026, 18:04

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: დაცული ტერიტორიების განვითარება ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თბილისის ეროვნულ პარკში არსებული ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მინისტრი საბადურისა და ზედაზნის ტერიტორიებზე პარკის ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და ვიზიტორებისთვის არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო.

12 აგვისტო 2026, 18:01

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ნიშურმა პროდუქტებმა, საერთაშორისო ბაზრებზე დაიმკვიდროს ადგილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თიანეთში მცირე ზომის რძის გადამმუშავებელი საწარმოს „მართა ბებო“ საქმიანობას გაეცნო.

ოლგა სტეფანიშინა

12 აგვისტო 2026, 17:46

მსოფლიო

უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ყოფილმა ელჩმა გირაოს თანხა არ შეიტანა, რის გამოც მას პატიმრობა ემუქრება

აშშ-ში უკრაინის ყოფილმა ელჩმა ოლგა სტეფანიშინამ სასამართლოს მიერ შეფარდებული 6 მილიონი გრივნის ოდენობის გირაო არ შეიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

12 აგვისტო 2026, 17:29

სპორტი

„პსჟ“ და „ასტონ ვილა“ UEFA-ს სუპერთასისთვის დღეს იბრძოლებენ⚽

ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ დღეს UEFA-ს სუპერთას მოპოვებას შეეცდება. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ევროპა ლიგის ჩემპიონ „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.

12 აგვისტო 2026, 17:24

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორს შეხვდა, სადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობაზე იმსჯელეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორს, ტიმ დევოლდერს შეხვდა. შეხვედრაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

ჭუ ჟუნძი

12 აგვისტო 2026, 17:18

მსოფლიო

ჩინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჭუ ჟუნძი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჩინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჭუ ჟუნძი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

12 აგვისტო 2026, 17:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: მიზანი არის, რომ ხალხებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბოს, მოხდეს კონფლიქტები, რაც თავისთავად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის გარდაუვალ ნაბიჯებს

მიზანი არის, რომ ხალხებს შორის ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვა მოხდეს, მოხდეს კონფლიქტები, რაც თავისთავად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის გარდაუვალ ნაბიჯებს, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

12 აგვისტო 2026, 17:02

სამართალი

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლომ კახა ლომსაძისა და ვასილ მანაგაძის საქმეებზე იმსჯელა

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლომ კახა ლომსაძისა და ვასილ მანაგაძის საქმეებზე იმსჯელა

ირაკლი კობახიძე

12 აგვისტო 2026, 17:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს - რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს ეფუძნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

12 აგვისტო 2026, 16:58

ეკონომიკა

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერდაღრმავების სამუშაოები დაიწყო

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ბელგიური კომპანია Jan De Nul-ის ფლოტის დამღრმავებელმა გემმა Tristao Da Cunha ტალღმტეხის არხის მოსაწყობად ფსკერდაღრმავების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა გაეცნენ.

12 აგვისტო 2026, 16:54

მსოფლიო

თურქეთში საბრძოლო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

12 აგვისტო 2026, 16:53

რეგიონი

სოფელ ველისციხის ცენტრალური გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მეორე ეტაპის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

სოფელ ველისციხის ცენტრალური გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მეორე ეტაპის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიცავს როგორც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.

ირაკლი კობახიძე

12 აგვისტო 2026, 16:45

პოლიტიკა

პრემიერი: დიდგორის ბრძოლა არის ქართული გამარჯვების ყველაზე გამორჩეული მაგალითი და ამ დღეს სააკაშვილმა, რომელიც თავს დავით აღმაშენებელს ადარებდა, გააფორმა რუსეთთან კაპიტულაციის შეთანხმება, რაც თავისთავად ტრაგიკული მოვლენაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო კაპიტულაციის აქტი, იქ გარკვეული გარანტიები იყო ჩადებული ქართული მხარისთვის და ჩვენი ამოცანაა, ეს შეთანხმება და მისი თითოეული პუნქტი ბოლომდე შესრულდეს

დიდგორის ბრძოლა არის ქართული გამარჯვების ყველაზე გამორჩეული მაგალითი და ზუსტად ამ დღეს სააკაშვილმა, რომელიც თავს დავით აღმაშენებელს ადარებდა, გააფორმა რუსეთთან კაპიტულაციის შეთანხმება, რაც თავისთავად ტრაგიკული მოვლენაა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

ირაკლი კობახიძე

12 აგვისტო 2026, 16:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ - “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში

ჩვენ თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ გავაკეთებთ “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოდან საწვავის შეტანის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.