imedi /  27 ნოემბერი 2019, 15:17 / სანდო წყარო

პანკისში სავარაუდოდ გვარებს შორის დაპირისპირების გამო ერთი დაჭრილი გარდაიცვალა

პანკისის ხეობა

პანკისის ხეობა

"ქრონიკის" ინფორმაციით, პანკისის სოფელ საკობიანოში სავარაუდოდ გვარებს შორის დაპირისპირების დროს ოთხი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრეს, მათგან ერთი გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი გვარებს შორის, ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის წარსულში მომხდარი კონფლიქტია. 

ტელეკომპანია "მთავარის" ინფორმაციით კი დაპირისპირების მიზეზი ჰესის მშენებლობაა.

"დაღუპული ბიძაჩემია. აუცილებლად მინდა ვთქვა - ეს ამბავი დაიწყო ჰესის გამო. მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში საზოგადოება ხედავდა, რა პროცესი მიმდინარეობდა ხეობაში. რა თქმა უნდა, იყო ადგილობრივი ჯგუფი, რომელიც ამ ამბავს ლობირებდა, იყო გარიგებული მთავრობასთან, სუსთან, და მიზან მიმართულად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეწეოდნენ კამპანიას მშენებლობის წინააღმდეგ... და არ ვიცი რის ფასად უნდა ყოფილი თუნდაც ერთი მსხვერპლი", - ამბობს ტელეკომპანია "მთავართან" დაღუპულის ნათესავი. 

მისი თქმით, ხელისუფლებას კომუნიკაცია უნდა ჰქონოდა საზოგადოებასთან, "აეხსნა რეალურად მოგება, ზარალი რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ხელისუფლებამ მიუშვა ეს პროცესი თავის ნებაზე და ყველაზე მძიმე შედეგი დადგა რასაც ახლა ვხედავთ", - თქვა დაღუპულის ნათესავმა. 

პოლიციას პანკისთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტილი აქვს. მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ყველა სიახლე

ჰარვი ვაინშტეინი

12 დეკემბერი 2019, 11:45

მსოფლიო

ჰარვი ვაინშტეინი 25 მილიონს გადაუხდის ქალებს, რომლებიც მას შევიწროებაში ადანაშაულებენ

ცნობილმა ჰოლივუდელმა პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტეინმა მშვიდობიან შეთანხმებას მიაღწია ქალებთან, რომლებიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. გარიგების თანხა 25 მილიონი დოლარია. ეს ფული 30-ზე მეტ მსახიობსა და სტუდია Weinstein Company-ს თანამშრომლებზე განაწილდება, რომლებმაც ვაინშტეინის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 11:44

საქართველო

იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესის მოსამართლეობის 14 კანდიდატს გაუწია რეკომენდაცია

პარლამენეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყარა კენჭი, საიდანაც რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაუწია. კენჭისყრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მანამდე კომიტეტის სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.

სოციალური ქსელი

12 დეკემბერი 2019, 11:40

ტექნოლოგიები

YouTube-ი ფარული მუქარის შემცველ ვიდეოებსა და კომენტარებსაც წაშლის

საუბარია შინაარსზე, რომელიც ასახავს ფიზიკურ ძალადობას ან ივარაუდება, რომ ეს შეიძლება მოხდეს. როგორც The Verge წერს, აკრძალვის ქვეშ მოექცევა ვიდეორგოლები, სადაც პირდაპირ არის მოწოდება მკვლელობის შესახებ, მაგალითად "ჩვენ თქვენ მოგკლავთ" ან "მოგკლავ".

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 11:03

საქართველო

ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს კენჭისყრის პროცედურის დაწყების საშუალება არ მისცა

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან ავიდა და უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცედურის დაწყების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ კომიტეტზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 11:03

საქართველო

პარლამენტის წინ ლელოსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

პარლამენტის შესასვლელთან მოძრაობა "ლელოსა" და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მოძრაობის წევრები კახა კოჟორიძე და ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში შესვლას შეეცადნენ, სადაც იურიდიული კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.

ფეხბურთი

12 დეკემბერი 2019, 10:44

სპორტი

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტები გაირკვა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ყველა მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვა. ყველაზე საინტერესო შეხვედრა ხარკოვში გაიმართა, სადაც ადგილობრივი "შახტარი" "ატალანტასთან" 0:3 დამარცხდა და ბერგამოს კლუბი ლიგის პლეი-ოფში არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა.

აპლიკაცია

12 დეკემბერი 2019, 10:39

ტექნოლოგიები

აიფონის iPod-ად გადაკეთებისთვის კიდევ ერთი აპლიკაცია შექმნეს

Rewound-ი მუსიკალური პლეერია, რომლის გადაწყობაც იმგვარად არის შესაძლებელი, რომ 2000-იან წლებში გამოსულ ნებისმიერ პლეერს დაემსგავსება, მათ შორის iPod Classic-ს. როგორც The Verge წერს, აპლიკაციის გამოყენებისას ჩნდება შეგრძნება თითქოს მუსიკას iPod-ში ვუსმენთ.

პარლამენტი აქცია

12 დეკემბერი 2019, 10:24

ძალოვნები

პარლამენტთან აქციაზე 12 ადამიანი დააკავეს

პიკეტირების დროს „ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძესა და სამრთალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც გიორგი ვაშაძე და რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გურამ ჩალაგაშვილი და გიორგი თევდორაძე ადგილიდან გაიყვანეს.

ტერორიზმი

12 დეკემბერი 2019, 10:23

მსოფლიო

დანიაში ტერორიზმის ბრალდებით რეიდების დროს 20 ადამიანი დააკავეს

დაკავებულები ტერორისტული თავდასხმების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები. პოლიციის ინფორმაციით, რამდენიმე ეჭვმიტანილმა დაკავებისას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ისინი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებას შეეცადნენ.

12 დეკემბერი 2019, 10:21

საქართველო

სამოქალაქო საზოგადოება „შევინარჩუნოთ სიცოცხლე" პარლამენტთან კონტრაქციას მართავს

სამოქალაქო საზოგადოება „შევინარჩუნოთ სიცოცხლე" პარლამენტის შენობის წინ კონტრაქციას მართავს. აქციაზე იმყოფება სოსო რობაქიძეც, რომლის თქმითაც, ვაშაძეს, ბოკერიას და „ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებს პროტესტის გამოხატვისა და აქციის გამართვის უფლება არ აქვთ.

ვაჟა სირაძე

12 დეკემბერი 2019, 10:09

საქართველო

შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პარლამენტის შესასვლელები არ ჩაკეტონ

გარკვეულმა ორგანიზატორებმა მოუწოდეს გადაეკეტათ სავალი ნაწილი და შესასვლელები, რის შემდეგაც მოვუწოდეთ გადასულიყვნენ გზიდან. გარკვეული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციას, რის გამოც იქნებ დაკავებულები," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ისრაელი არჩევნები

12 დეკემბერი 2019, 09:59

მსოფლიო

ისრაელში მე-3 რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2 მარტს გაიმართება

კენჭისყრა ისრაელის ქნესეთში მას შემდეგ გაიმართა, რაც კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ვერც მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამიმ ნეთანიაჰუმ და ვერც მისმა მეტოქემ ბენი განცმა შეძლო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ისრაელში მე-3 რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იქნება.

ნიკა მელია

12 დეკემბერი 2019, 09:53

საქართველო

საპროცედურო კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტზე რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

გიორგი გახარია

12 დეკემბერი 2019, 09:38

საქართველო

გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართება. მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერმინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.

12 დეკემბერი 2019, 09:14

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნება და 22:00 საათზე დაიხურება. წინასწარი გამოკითხვებით, პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის „კონსერვატიული პარტია“ ლიდერობს.

რუსეთის საგარეო

12 დეკემბერი 2019, 08:52

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის შესახებ განცხადება გაავრცელა

რუსული მხარის თქმით, აღნიშნული განცხადების შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. განცხადების თანახმად, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა.

ეუთო

12 დეკემბერი 2019, 08:44

საქართველო

ეუთომ ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომუნიკე გამოაქვეყნა

თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრციულ გამყოფ ხაზზე გადასასვლელ პუნქტებზე რამდენჯერმე დაწესდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი უკვე ხუთ თვეზე მეტია ჩაკეტილია. ამან კი ბევრი ინციდენტი გამოიწვია, მათ შორის არის დაკავებები.

ნიკა მელია

12 დეკემბერი 2019, 08:29

საქართველო

პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ

გამამტყუნებელი განაჩენი, რომელსაც შესაძლოა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეეწიროს. „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მისი კოლეგები დღეს იმსჯელებენ.

12 დეკემბერი 2019, 08:18

საქართველო

პარლამენტთან ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რამდენიმე კანდიდატი დამტკიცებას იმსახურებს, მაგრამ მიაჩნიათ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების დროს მმართველი გუნდი მარტო უნდა დარჩეს. ამიტომ თავის დამოკიდებულებას ოპოზიცია საპროტესტო აქციით გამოხატავს.

უზენაესი სასამართლო

12 დეკემბერი 2019, 08:09

საქართველო

პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა დილიდან ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, შემდეგ პლენარულ სხდომაზე გაიმართება. თითოეულ კანდიდატს უზენაეს სასამართლოში განწესებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.