ზუგდიდთან სოფელ ოდიშში მიკროავტობუსი ამობრუნდა
ფოტო: პაპუნა შუშანია
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშში. ზუგდიდი-ყულიშკარის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს სავარაუდოდ საბურავი გაუსკდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ყველა სიახლე
04 აგვისტო 2026, 12:53
მსოფლიო
Euronews: სანქციები გაურკვეველ მდგომარეობაშია: როგორ აღმოჩნდა ჩიხში ევროკავშირის რუსული საზღვაო მომსახურების აკრძალვის გეგმა
Euronews-ი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც აღნიშნულია, თუ როგორ აღმოჩნდა ჩიხში ბრიუსელის რუსული საზღვაო მომსახურების აკრძალვის გეგმა.
04 აგვისტო 2026, 12:52
რეგიონი
ონის მუნიციპალიტეტში შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი-მრავალძალის 9 კილომეტრზე მეტი სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო.
04 აგვისტო 2026, 12:48
პოლიტიკა
ნინო წილოსანი რადიკალებზე: დღეს პრემიერმა სრულიად ლეგიტიმური კითხვა დასვა - „რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა?“
დღეს პრემიერმა სრულიად ლეგიტიმური კითხვა დასვა, „რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა?” - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი რადიკალებთან დაკავშირებით.
04 აგვისტო 2026, 12:41
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: საკუთარ ქვეყანაში ომისა და ოკუპაციის დროს დუმხარ, რუსულ კაპიტალს ტაშს უკრავ და 2022 წლიდან უცებ „მთავარი რუსოფობი“ ხდები - აი, ეს არის რადიკალური ჯგუფების და ოპოზიციის სახე!
საკუთარ ქვეყანაში ომისა და ოკუპაციის დროს დუმხარ, რუსულ კაპიტალს ტაშს უკრავ და 2022 წლიდან უცებ „მთავარი რუსოფობი“ ხდები - აი, ეს არის რადიკალური ჯგუფების და ოპოზიციის სახე! - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.
04 აგვისტო 2026, 12:19
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ევროპული ფეხბურთი შეიძლება აღმოჩნდეს უკიდურესად სახიფათო პრეცედენტის წინაშე, როდესაც ევროტურნირების მატჩების ბედი უკვე სპორტული შედეგებით კი არა, ადმინისტრაციული ბარიერებით განისაზღვრება
„ნებისმიერი გუნდი უნდა აგებდეს ან იგებდეს ფეხბურთის მოედანზე და არა სავიზო შტამპის მოლოდინში, რომელიმე პოლიტიკური სისტემის ახირების გამო,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონის გარშემო შექმნილ ვითარებას და იმ შეფერხებებს, რასაც გუნდი ბრიტანეთის სავიზო ორგანოების მხრიდან წააწყდა.
04 აგვისტო 2026, 12:18
მსოფლიო
პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთის ატომური ელექტროსადგური გამორთვას გადაურჩა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გასულ ღამეს ქვეყნის ერთადერთი პაკშის ატომური ელექტროსადგური მდინარე დუნაიში წყლის დაბალი დონის გამო გამორთვის პირას იყო, თუმცა წყალმა კლება შეწყვიტა.
04 აგვისტო 2026, 12:07
რეგიონი
საზამთროს და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია საზამთროს და ნესვის 50 ნიმუში. კვლევის შედეგებით, ნიტრატები კანონმდებლობით დადგენილ ნორმას (საზამთრო-60 მგ.კგ ნესვი-90 მგ.კგ) არ აღემატება
04 აგვისტო 2026, 11:53
მსოფლიო
Reuters: ვაშინგტონის შტატში, სპოკანის მახლობლად ხანძრებმა 700-ზე მეტი შენობა გაანადგურა, 64 000 ადამიანს კი ევაკუაცია მოუწია
ვაშინგტონის შტატის ქალაქ სპოკანის გარეუბნებში მესამე დღეა ტყის ხანძრები მძვინვარებს, რომლებმაც, ოფიციალური პირების განცხადებით, სულ მცირე 700 შენობა გაანადგურა და ათიათასობით ადამიანი აიძულა, დაეტოვებინა საკუთარი სახლი შტატის სიდიდით მეორე ქალაქსა და მის შემოგარენში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
04 აგვისტო 2026, 11:35
პოლიტიკა
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მედია არქივი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების განცხადებებს ინახავს - ფაქტები კარგად ასახავს იმ განსხვავებულ მიდგომას, რომელზეც პრემიერი წერს
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მედია არქივი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების განცხადებებს ინახავს - ფაქტები კარგად ასახავს იმ განსხვავებულ მიდგომას, რომელზეც პრემიერი წერს
04 აგვისტო 2026, 11:30
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
04 აგვისტო 2026, 11:12
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ გალუზინის განცხადებით, მოსკოვი კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის.
04 აგვისტო 2026, 11:01
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 4 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა კიდევ სამ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
04 აგვისტო 2026, 10:58
რეგიონი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ონის შესასვლელთან, საავტომობილო გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ქალაქ ონის შესასვლელთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნო.
04 აგვისტო 2026, 10:49
რეგიონი
პრემიერ-მინისტრი შქმერი-მრავალძალის გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
04 აგვისტო 2026, 10:45
მსოფლიო
Reuters: დანია რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და ტრამპის განცხადებების ფონზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადებს ზრდის
Reuters-ის ინფორმაციით, დანიაში დაახლოებით 1 600 ახალწვეულმა დაიწყო ქვეყნის განახლებული სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა. რეფორმის ფარგლებში მათი სამსახურის ვადა 11 თვემდე გაიზარდა.
04 აგვისტო 2026, 10:26
სამართალი
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
04 აგვისტო 2026, 10:24
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
04 აგვისტო 2026, 10:20
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.
04 აგვისტო 2026, 10:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური ძალები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობოები, რომლებიც ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ, ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია - ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა
ფაქტია, რომ ეს პოლიტიკური ძალები, მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა აქტიური მიმდევრები, რომლებიც გარედან მართულ აგენტურად - ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ და არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოში მხოლოდ გარე ძალების ინტერესების გატარებით არიან დაკავებული, ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია, - წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში.
04 აგვისტო 2026, 10:15
მსოფლიო
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ომის შედეგსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებს განსაზღვრავს
უკრაინა და რუსეთი ერთმანეთის ენერგეტიკული სისტემების დაზიანებისთვის ბრძოლას აგრძელებენ და სწორედ ეს კამპანია განსაზღვრავს მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიგალმა POLITICO-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.


