ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 7 ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების გაუქმების შესახებ წარმოებაში მიიღო. ინფორმაციას droa.ge ავრცელებს.
მესამე სექტორი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იმ დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც თვითმმართველი ქალაქები სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანდა და გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები შეიქმნა.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ დაირღვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 10.2 მუხლის სავალდებულო მოთხოვნა “შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან კონსულტაციის” შესახებ, რის გამოც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თავად პროცედურის კანონიერება.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის ჩანიშნავს სასამართლო სხდომას. არასამთავრობოები იმედოვნებენ, რომ საქმის განხილვა უმოკლეს დროში დაიწყება.
ყველა სიახლე
23 ივლისი 2026, 17:32
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: აბა თუ გახსოვთ, სად იყო „სწიოპა“ როცა გირგვლიანი აწამეს, როცა ვაზაგაშვილი და რობაქიძე დახვრიტეს, როცა ნავთლუღში სამ აჭარელს სიცოცხლე ტყვიამფრქვევებით წაართვეს, ციხეებში პატიმრები აწამეს და სულში ჩააფურთხეს? სად იყო და სააკაშვილის და ნაცების უკანალში იყო თავით გარჭობილი და თრიაქით გაბრუებული
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ლევან ნიკოლეიშვილი, მომღერალ, სტეფანე მღებრიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ხელისუფლებამ „ქვეყანა ჯოჯოხეთად აქცია.“
23 ივლისი 2026, 17:22
სამართალი
სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის, მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლომ 2 თასი ლარით დააჯარიმა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი სამართალდამრღვევად სცნო.
23 ივლისი 2026, 17:16
მსოფლიო
ზელენსკიმ პუტინთან და ამერიკულ მხარესთან სამმხრივი შეხვედრის გამართვა არ გამორიცხა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან და ამერიკულ მხარესთან ომის დასრულების საკითხზე სამმხრივი შეხვედრის გამართვა არ გამორიცხა.
23 ივლისი 2026, 17:12
სამართალი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკონდიტრო საწარმოს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შპს „თამპა“ (მისამართი: ქსნის ქუჩა N12) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ამავდროულად, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
23 ივლისი 2026, 17:02
საზოგადოება
23 ივლისის საღამოს საათებიდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ივლისის საღამოს საათებიდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
23 ივლისი 2026, 16:55
პოლიტიკა
ალექსანდრე კარტოზია: გერმანიის ახალი ელჩი ჩამოდის მოკლე ხანში საქართველოში. ცნობილია გენშერის გამონათქვამი: „ელჩი არის საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელი ადგილსამყოფელ ქვეყანაში და ადგილსამყოფელი ქვეყნის ადვოკატი საკუთარ ქვეყანაში“. თუ ამ პრინციპით ვიმოქმედებთ ორივე მხარე, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება
მოგეხსენებათ გერმანიის ახალი ელჩი ჩამოდის მოკლე ხანში საქართველოში. მე მას არ ვიცნობ მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისიც ისე იქნება მოწადინებული საქართველო-გერმანიას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს და იმ ვითარებას დაუბრუნდეს, რომელიც ჩვენ ისტორიულად გვახასიათებს, როგორც მე, ჩემი მხრიდან ვიქნები ამისთვის მზად, - განაცხადა „ქრონიკასთან“ გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ.
23 ივლისი 2026, 16:53
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, თუ ჰუსიტები წითელ ზღვაში საუდის არაბეთის კუთვნილ გემებს დაბომბავენ, პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, თუ ჰუსიტები წითელ ზღვაში საუდის არაბეთის კუთვნილ გემებს თავს დაესხმებიან, პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება.
23 ივლისი 2026, 16:52
პოლიტიკა
ალექსანდრე კარტოზია: გერმანიის პრეზიდენტთან კარგი საუბარი შედგა. ისეთი შთაბეჭდილებაა და სურვილი, რაც მთავარია, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს, კიდევ უფრო განმტკიცდეს, გახდეს ისეთი, როგორიც ეკადრება ჩვენს ისტორიულ ურთიერთობას
გერმანიაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები დღეს გადასცა, შესაბამისად, კარტოზია 9-თვიანი ლოდინის შემდეგ დიპლომატიურ საქმიანობას დღეიდან შეუდგება.
23 ივლისი 2026, 16:50
პოლიტიკა
ალექსანდრე კარტოზია: შეიძლება, ითქვას, რომ გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს გულშემატკივარი და მოყვარული ადამიანია, ეს დღევანდელ საუბარშიც დაადასტურა. მან თქვა, რომ როცა საქართველოში ყოფილა, ყოველთვის უგრძნია ის, რაზეც ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ - ქართულ-გერმანული ურთიერთობის სიძველე და განსაკუთრებულობა
გერმანიის პრეზიდენტი, შეიძლება, ითქვას, საქართველოს გულშემატკივარი და საქართველოს მოყვარული ადამიანია, - განაცხადა გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ, რომელმაც დღეს გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
23 ივლისი 2026, 16:22
რეგიონი
სემეკი „საჩხერის წყალკანალის“ აბონენტებისათვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
შპს „საჩხერის წყალკანალის“ აბონენტთა საყურადღებოდ! საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკ) მიერ კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებით, გაუქმდა შპს „საჩხერის წყალკანალის“ წყალმომარაგების ლიცენზია. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 16:21
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: ,,დიქტატურა ტელევიზიების მოხურვას აპირებს“, - განაცხადა TV იმედის, TV იბერიისა და TV-25-ის დამრბეველმა, ანტენების დამყადაღებელმა მიხეილ სააკაშვილმა, იმ ფონზე, როცა, ქვეყანაში 2012 წლიდან დღემდე 40-მდე არხი მაუწყებლობს
„დიქტატურა ტელევიზიების მოხურვას აპირებს“, - განაცხადა დღეს TV იმედის, TV იბერიისა და TV-25-ის დამრბეველმა, ანტენების დამყადაღებელმა მიხეილ სააკაშვილმა. იმ ფონზე, როცა, ქვეყანაში 2012 წლიდან დღემდე 40-მდე არხი მაუწყებლობს“, - წერს ანანიძე
23 ივლისი 2026, 16:17
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, დიღმის ტყე-პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ, დიდუბის რაიონის გამგებელ დავით გელოვანთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ქევხიშვილთან ერთად მიიღო. აქციაში კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
23 ივლისი 2026, 15:55
მსოფლიო
პესკოვის განცხადებით, უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ დიალოგში ძვრები არ არის
„ამ სიტუაციაში ზედმეტ ოპტიმიზმს არ მივეცემოდი. კონტაქტები ნამდვილად ხორციელდება - ეს ყოველთვის პოზიტიურია. მაგრამ ახლა რაიმე ახალ დინამიკაზე ან ახალ დაჩქარებაზე საუბარი არ არის საჭირო“, - აღნიშნა მან.
23 ივლისი 2026, 15:49
რეგიონი
ჯივიპი ქალაქ რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, დავით აღმაშენებლის გამზირზე წყალარინების სისტემის გაუმჯობესების მიზნით 3.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს და 1.5 კმ სიგრძის ამორტიზებულ ქსელს აახლებს.
23 ივლისი 2026, 15:43
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების „მედსქილის“ ხელმძღვანელებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების „მედსქილის“ ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარეებმა ჯანდაცვის სექტორისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებისა და პროფესიული განათლების, განსაკუთრებით საექთნო საქმის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 15:33
მსოფლიო
საფრანგეთში ტყის ხანძრების გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული
ჟირონდის რეგიონის მთავრობამ განაცხადა, რომ განადგურებულია 2,400 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, ბორდოს აეროპორტის მახლობლად კი სტიქიას ორი მეხანძრე ემსხვერპლა.
23 ივლისი 2026, 15:31
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
23 ივლისი 2026, 15:25
მსოფლიო
POLITICO: რუსეთი შავ ზღვაზე უკრაინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საექსპორტო დერეფანს კეტავს
რუსეთის მიერ შავ ზღვაში უკრაინული პორტებისკენ მიმავალი სამოქალაქო სატვირთო გემების წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმებმა კიევის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საექსპორტო დერეფნის მუშაობა სერიოზულად შეაფერხა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 15:21
რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს მთავრობის დავალებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბური პროგრამა დაიწყო. ამ ეტაპზე ქვეყანაში 54-მდე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი შენდება. დღეს მეჯვრისხევში მიმდინარე სამუშაოები დავათვალიერეთ', - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
23 ივლისი 2026, 15:16
თავდაცვა
მე-2 ქვეითმა ბრიგადამ 34 წლის იუბილე აღნიშნა
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 34 წლის იუბილე სენაკში, ქვედანაყოფის დისლოკაციის ტერიტორიაზე აღინიშნა. სამწყობრო მოედანზე მოწყობილ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა.


