Imedi /  17 ივლისი 2017, 15:26 / სანდო წყარო

თათია დოლიძის მიმართ სავარაუდო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თათია დოლიძე

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა პერტაიას განცხადებით, თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-ს მიერ გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლით დაიწყო. 

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ "ქართველთა მარშის" ორგანიზატორები და მონაწილეები, 16 ივლისს, Facebook-ზე სექსუალური ძალადობის შინაარსის კომენტარებს წერდნენ. აგრესიული კომენატრები, დოლიძის მიერ "ქართული მარშის" გაპროტესტებამ გამოიწვია.

კომენტარები ()