20 ივნისის აქციის ღამესთან დაკავშირებით შესაძლოა ანზორ ჩუბინიძეც გამოიკითხოს
ანზორ ჩუბინიძე
ფოტო: არქივი
20 ივნისის აქციის ღამესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის გამოკითხვის შემდეგ, არ არის გამორიცხული გენერალურ პროკურატურაში გიორგი გახარიას მოადგილე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც დაიბარონ. პროკურორმა გიორგი მუჯირმა ეს განცხადება შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის გიორგი ესიაშვილის პროცესის დაწყებამდე, სასამართლოში გააკეთა.
პროკურორი გიორგი მუჯირი ამბობს, რომ სპეცრაზმელმა სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა იარაღის გამოყენებით. გენერალური პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
"მოცემული საქმის ფარგლებში გამოიკითხა შინაგან საქმეთა მინისტრი, გამოძიებამ მას დაუსვა ყველა ის კითხვა, რაც გამოძიების ამ ეტაპზე საჭირო და მნიშვნელოვანი იყო. შინაგან საქმეთა მინისტრმა ყველა კითხვას უპასუხა. საჭიროების შემთხვევაში, გამოიკითხება ყველა პირი, რომელიც საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს, მათ შორის მინისტრის მოადგილეც... ანზორ ჩუბინიძეც ყველა არის", - განაცხადა გიორგი მუჯირმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე შსს-სგანსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლევან იმერლიშვილის დაკავებაზე ინფორმაცია 15 ივლისს გაავრცელა.
გენერალური პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაკავებულია იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ამ საქმეზე უკვე ჯამში 2 სამართალდამცველია დაკავებული.
20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.
ყველა სიახლე
27 მაისი 2026, 08:50
პოლიტიკა
მაროკოს მეფე მუჰამედ VI მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, თუ რაოდენ ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ურთიერთობების შემდგომ გაფართოებას ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესების შესაბამისად“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
27 მაისი 2026, 08:45
პოლიტიკა
ბულგარეთის პრეზიდენტი ილიანა იოტოვა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
„გულწრფელად ვუსურვებ ქართველ ხალხს კეთილდღეობას, ხოლო პირადად თქვენ - ჯანმრთელობას და თქვენს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებულ საქმიანობას. ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
27 მაისი 2026, 08:42
მსოფლიო
თურქეთის პოლიციამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხარდამჭერი აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა
თურქეთის ქალაქ იზმირში აქცია გაიმართა ოზგურ ოზელის მხარდასაჭერად, რომელსაც, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის თავმჯდომარეობა ჩამოერთვა.
27 მაისი 2026, 08:32
მსოფლიო
მედვედევი: ევროკავშირმა განაცხადა, რომ კიევში თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობას უცვლელად შეინარჩუნებს. როგორც ჩანს, მათ დიპლომატები ზედმეტი რაოდენობით ჰყავთ და მათი რაოდენობის შემცირება სურთ
„ევროკავშირმა განაცხადა, რომ, რუსეთის გაფრთხილებების მიუხედავად, კიევში თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობას უცვლელად შეინარჩუნებს. როგორც ჩანს, მათ დიპლომატები ზედმეტი რაოდენობით ჰყავთ და მათი რაოდენობის შემცირება სურთ“, - წერს მედვედევი.
27 მაისი 2026, 08:28
მსოფლიო
ისრაელის დარტყმებს ლიბანში ათობით ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელმა სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციის მასშტაბი გააფართოვა. თავდაცვის ძალების განცხადებით, ოპერაციის მიზანი ჩრდილოეთ ისრაელში დრონებით თავდასხმების საფრთხის შემცირებაა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ დარტყმებს სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა.
27 მაისი 2026, 08:23
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული აბიტურიენტებისთვის დღეს ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს
კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის უცხოური ენების გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა დღეს 14:00 საათზე დაიწყება და 1 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
27 მაისი 2026, 08:17
პოლიტიკა
ნათია თურნავას დღეს პარლამენტში მოუსმენენ
„ბევრი საკითხია, რაზეც შეკითხვები იქნება, ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებაზე, მაგრამ საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მსოფლიო დონის იტალიური კომპანიის შემოსვლა საქართველოში. საქართველოს ეროვნული ბანკი იქნება ამ კომპანიის მთავარი პარტნიორი და, რასაკვირველია ამ თემებზე იქნება გამახვილებული ყურადღება. რამდენიმე მილიარდის ოდენობის ინვესტიცია არის მოსალოდნელი“, - ამბობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.
27 მაისი 2026, 08:11
პოლიტიკა
გაეროს ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების გაძლიერება და დიპლომატიური დაწესებულებების მიმართ მუქარები დაგმეს
„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მოთხოვნას, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი აგრესიული ომი და უზრუნველყოს მთელი თავისი სამხედრო ძალებისა და ტექნიკის სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
27 მაისი 2026, 08:03
საზოგადოება
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თბილისში გალა კონცერტით დასრულდა
დედაქალაქში მთელი დღის განმავლობაში კულტურულ, სპორტულ, გასართობ და საბავშვო ღონისძიებებს ორბელიანის მოედანმა და ალექსანდრეს ბაღმა უმასპინძლა. 26 მაისისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები თბილისის მსგავსად, საქართველოს ყველა რეგიონში საზეიმო გალა კონცერტებით დასრულდა.
27 მაისი 2026, 08:02
პოლიტიკა
შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრი: მეგობარ ქართველ ხალხს ვუგზავნი ჩემს გულთბილ მილოცვებსა და საუკეთესო სურვილებს. შრი-ლანკა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან მეგობრულ და გულითად ურთიერთობებს
„მოუთმენლად ველი თქვენს აღმატებულებასთან ერთად მუშაობას ორმხრივი ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისა და გაღრმავებისთვის, ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. ასევე, მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და ჯანმრთელობა და წარმატება გისურვოთ, ასევე გადმოგცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები საქართველოს წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
27 მაისი 2026, 08:01
პოლიტიკა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი: გიგზავნით საუკეთესო სურვილებს თქვენი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით
„თქვენო აღმატებულებავ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და პირადად ჩემი სახელით, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს თქვენი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ თქვენს ქვეყანასა და FAO-ს შორის არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია წერილში.
27 მაისი 2026, 08:00
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც ანალოგიური ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
27 მაისი 2026, 01:24
მსოფლიო
აიათოლა მოჯთაბა ხამენეი: რეგიონის ქვეყნები და ტერიტორიები ამერიკული ბაზებისთვის ფარად აღარ გამოდგებიან
აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ თანამდებობის დაკავების შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები აშშ-ის სამხედრო ბაზებისთვის პლაცდარმად აღარ გამოდგებიან.
27 მაისი 2026, 00:33
მსოფლიო
ირანმა აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა
ირანმა აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „უხეშ“ დარღვევაში დაადანაშაულა და ისლამური რესპუბლიკის დაცვის პირობა დადო მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ძალებმა ირანულ სარაკეტო გამშვებებსა და კატარღებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს.
27 მაისი 2026, 00:06
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ისრაელი ლიბანში სტრატეგიულ ზონებზე კონტროლის დამყარებას ცდილობს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხრეთ ლიბანში ქვეყნის გაფართოებული სახმელეთო ოპერაციების შესახებ კომენტარი გააკეთა.
26 მაისი 2026, 23:13
პოლიტიკა
ოპოზიციის აქციაზე აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ოპოზიციის აქციაზე აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რამდენიმე ადამიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მოხდა.
26 მაისი 2026, 23:12
პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: პირადად მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, ინიაციო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის, და ყველა იმ ქვეყნის, რომელმაც დღეს მკაფიოდ დაიცვა გაეროს წესდება და ჰელსინკის პრინციპები
პირადად მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, ინიაციო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის, და ყველა იმ ქვეყნის, რომელმაც დღეს მკაფიოდ დაიცვა გაეროს წესდება და ჰელსინკის პრინციპები, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.
26 მაისი 2026, 22:53
მსოფლიო
Reuters: ნატო თავისი აღმოსავლეთ ფლანგის დაცვას გააძლიერებს ახალი სტრუქტურით, რომელიც რუსეთთან ომის შემთხვევაში ლატვიასა და ესტონეთში ძალების სწრაფ განლაგებას შეუწყობს ხელს
ნატო თავისი აღმოსავლეთ ფლანგის დაცვას გააძლიერებს ახალი სტრუქტურით, რომელიც რუსეთთან ომის შემთხვევაში ლატვიასა და ესტონეთში ძალების სწრაფ განლაგებას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 მაისი 2026, 22:52
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა „იმედის“ გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენეს
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა „იმედის“ გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენეს
26 მაისი 2026, 22:38
პოლიტიკა
ლაშა გეგეჭკორი ოპოზიციურ ალიანსს: 1 თვე ემზადებოდით და 4 000 ხართ. არ მოვმზადებულვართ და ოჯახის სიწმინდის დღეს ასიათასობით გამოვედით. ჩვენ მომზადება არ გვჭირდება. ვიცით, როდის და სად უნდა გავიდეთ
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში “ოპოზიციური ალიანსის” აქციას ეხმიანება და წერს, რომ 1 თვე ემზადებოდნენ და 4 000 არიან.


