imedi /  03 სექტემბერი 2017, 08:08 / სანდო წყარო

ქარის გამო დილიდან ხახაბოს ტყეში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესი გაუარესდა

თუშეთში ვითარება დღეს კიდევ უფრო გაუარესდა. რთული რელიეფის და ქარის გამო 200-მდე მეხანძრე- მაშველს სტიქიის ზონაში მუშაობა უჭირს. ადგილზე ამ დრომდე რჩება ცოცხალი ძალა. „imedinews“-ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული მათ მოხალისეები და სხვა რაიონის რეინჯერები შეუერთდნენ.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში გუშინ, დღის მეორე ნახევარში ჩაერთო საჰაერო ავიაცია. ცუდი ხილვადობის გამო ვერტმფრენმა მუშაობა დღეს დილამდე შეაჩერა და პროცესში ცოტახანში ისევ ჩაერთვება.

ამ წუთებში სოფელ ხახაბოს მიმდებარე ტერიტორიაზე ცოცხალი ძალა იკრიბება. ისინი ცეცხლის ლოკალიზებას დღეს კიდევ შეეცდებიან.

ხახაბოს ტყის მასივზე დიდი დაკვამლიანება და ცეცხლის რამდენიმე კერა დილიდან ისევ შეიმჩნევა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ასწლოვან ხეებს მოედო და დაახლოებით 15 ჰექტარზეა გავრცელებული.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

31 მარტი 2026, 15:29

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მოგიწევთ ისწავლოთ საკუთარი თავისთვის ბრძოლა, აშშ აღარ იქნება იქ თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენ გვერდით

„მოგიწევთ ისწავლოთ საკუთარი თავისთვის ბრძოლა, აშშ აღარ იქნება იქ თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენ გვერდით. ირანი, ფაქტობრივად, განადგურებულია. რთული საქმე უკვე გაკეთებულია. წადით და აიღეთ თქვენი საკუთარი ნავთობი!“ - წერს ტრამპი.

31 მარტი 2026, 15:16

პოლიტიკა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

ირაკლი ქადაგიშვილი

31 მარტი 2026, 15:06

პოლიტიკა

ქადაგიშვილი: საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა და ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ „მოსკოვის მექანიზმით“ მოგვილოცა ეს დღე - ბევრ მექანიზმს მოიგონებენ უცხოელები, რომ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა კონტროლის ქვეშ აიყვანონ

31 მარტია, საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა და ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორ გვაფასებენ უცხოელები საქართველოს და "მოსკოვის მექანიზმით" მოგვილოცა ეს დღე - გეტყვით, რომ ბევრ მექანიზმს მოიგონებენ იმისთვის, რომ შენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მათი კონტროლის ქვეშ აიყვანონ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია- საქართველოსთვის“ წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლას.

 გიორგი გაბუნია

31 მარტი 2026, 15:06

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: წლების განმავლობაში საშინელი ინფანტილური ისტერიით ებრძოდნენ ეკლესიას, ვინაიდან კარგად იციან, რომ რთულია ზეგავლენის მოპოვება საზოგადოებაზე, რომელსაც ზურგს უმაგრეს ძლიერი ეკლესია

ორი კვირა გავიდა, რაც ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ერმა დაკარგა უძვირფასესი ადამიანი ჩვენი პატრიარქი ილია II. ჩვენი ეკლესიის და მთელი ერის მამა, ადამიანი, რომელმაც 69 წლიანი ბერული ცხოვრებისა და 49 წლიანი პატრიარქობის პერიოდში მოწამებრივი და მოციქულებრივი ღვაწლით მთელი სიმძიმით იტვირთა ჩვენი ერისა და ქვეყნის სულიერი ტვირთი, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გიორგი გაბუნია

31 მარტი 2026, 15:05

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: როდესაც ჩვენმა მუსლიმმა ძმებმა და დებმა საერთო მწუხარება გაიზიარეს, ამ დროს, ისინი, ვინც ევრო ბიუროკრატიიდან ტოლერანტობას და დემოკრატიას გვასწავლიან, მათგან ერთი სამძიმრის წერილიც კი ვერ მივიღეთ

„დღეს არის 31 მარტი, დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების დღე და მინდა, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე, ასევე ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე. და სწორედ დღევანდელ დღეს მინდა ვისურვო და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს პატრიარქი, რომელიც გააგრძელებს ილია II-ის გზას, გააგრძელებს ერის სულიერ და მორალურ გაძლიერებაზე ზრუნვას და შეეწევა ჩვენს ქვეყანას, რომ ამ ურთულეს დროში, როდესაც დანაღმულ ველს ჰგავს მთელი მსოფლიო მშვიდობით, სიბრძნით, გონიერებით, მოთმინებით, ერთობით გავიდეთ სამშვიდობოს“, - განაცხადა გაბუნიამ.

31 მარტი 2026, 14:55

საზოგადოება

კახა კალაძემ 101 წლის მარიამ ბებიაშვილს დაბადების დღე მიულოცა

„გილოცავთ დაბადების დღეს, 101 წლის შესრულება და რაც მთავარია, თქვენი შემართება, ბრწყინვალე გონება, შრომისუნარიანობა უდიდესი მოტივაციის მომცემია თითოეული ჩვენგანისთვის. გისურვებთ კიდევ ხანგრძლივ სიცოცხლეს, გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი”, - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

ირაკლი ქადაგიშვილი

31 მარტი 2026, 14:54

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას: თუ თქვენ ხართ საქართველოს პატრიოტი პოლიტიკოსები, პირველ რიგში უნდა გესმოდეთ, რა არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი

„მინდა ჩვენი კოლეგების გამონათქვამს გამოვეხმაურო. მით უმეტეს 31 მარტია , საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე - ჩვენმა ოპოზიციურმა კოლეგამ საუბარი დაიწყო, თუ როგორ გვაფასებენ უცხოელები და „მოსკოვის მექანიზმით“ მოგვილოცა რეფერენდუმის დღე. გეტყვით, რომ ბევრ მექანიზმს მოიგონებენ იმისთვის, რომ ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა საკუთარ კონტროლქვეშ აიყვანონ“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

დავით ჩიხელიძე

31 მარტი 2026, 14:51

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: თამარ ბაგრატიონის აშშ-ში ვიზიტი არაა უმნიშვნელო მოვლენა - ასეთ პლატფორმებზე მონაწილეობა ნიშნავს, რომ ქვეყანა აღიქმება როგორც პარტნიორი, რომელსაც შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს გლობალური საკითხების განხილვაში

საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის აშშ-ში ვიზიტი არ წარმოადგენს რიგით და უმნიშვნელო მოვლენას. ეს იყო პოლიტიკურად დატვირთული და სიმბოლურად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ასახავს ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებას, პარტნიორულ ურთიერთობებს და საქართველოს მზარდ როლს გლობალურ პროცესებში, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

31 მარტი 2026, 14:49

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

გიორგი გაბუნია

31 მარტი 2026, 14:47

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: გაჩნდა რწმენა იმისა, რომ შეგვიძლია ვიყოთ ერთიანი, ერთ მუშტად შეკრული ერი, როგორც ჩვენი ეკლესიის, ასევე ჩვენი ქვეყნის ინტერესების ირგვლივ

მისი თქმით, ეს გულისხმობს ისეთ სახელმწიფოსა და საზოგადოებას, სადაც ძლიერია ეროვნული იდენტობის, ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვა, რაც ერთადერთი იმუნიტეტია დღეს, თანამედროვე გლობალური ქარტეხილების ეპოქაში, რასაც წლების განმავლობაში ებრძოდნენ.

31 მარტი 2026, 14:45

მსოფლიო

მედია: აშშ-მა პოლონეთს ახლო აღმოსავლეთში Patriot-ის ერთი ბატარეის გადასროლა სთხოვა

აშშ-მა პოლონეთის ხელისუფლებას ახლო აღმოსავლეთში Patriot-ის ტიპის ერთი ბატარეისა და PAC-3 MSE ტიპის რამდენიმე რაკეტის გადასროლა სთხოვა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

ბაჩო ახალაია

31 მარტი 2026, 14:44

პოლიტიკა

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც წინასასამართლო პროცესის თარიღი განისაზღვრა. შემდეგი სხდომა 21 მაისს ჩატარდება.

გიორგი ვოლსკი

31 მარტი 2026, 14:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე: საზოგადოება გაცილებით უკეთ არის ინფორმირებული, ვიდრე ადამიანები, ვინც გარედან მიღებულ შეკვეთებზე მუშაობენ

„თარიღები, რომლებიც ჩვენი გაგებით გამაერთიანებელია საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, ისევე როგორც საეკლესიო დღესასწაულები, მათთვის კარგი ასპარეზია იმისთვის, რომ დაპირისპირება იყოს უფრო სკანდალური, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში. სწორედ აქედან გამომდინარეა შერჩეული 26 მაისი, მხოლოდ ის უნდათ, რომ მავნებლობის ხარისხი მეტი იყოს“, - მიიჩნევს ვოლსკი.

31 მარტი 2026, 14:38

პოლიტიკა

ოპოზიცია 26 მაისს აქციას აანონსებს

ოპოზიცია 26 მაისს აქციას აანონსებს. ოპოზიციის გეგმებზე ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ ისაუბრა. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციის მიზანია ქვეყნის დესტაბილიზაცია.

31 მარტი 2026, 14:35

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირების შედეგად ნახევარფაბრიკატების საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.

31 მარტი 2026, 14:31

სამართალი

გეკა გელაძემ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში სამუშაო შეხვედრა გამართა

გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების კონტექსტში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე - აკადემიის ინსტიტუციურ განვითარებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარე პროექტების მხარდაჭერას.

თორნიკე ფაღავა

31 მარტი 2026, 14:28

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდება რადიკალური ოპოზიცია თუ დაიშლება, მათი ნებისმიერი პოლიტიკური მისწრაფება განწირულია გამოუსწორებელი მარცხისთვის და ასე იქნება მუდამ

9-წლიანი მმართველობის, 12-წლიანი რადიკალური ოპოზიციონერობის და რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობის შემდეგ, რადიკალურმა ოპოზიციამ, ქართული საზოგადოებისთვის, პოლიტიკური გემოვნების კატეგორიიდან უკვე მორალური წითელი ხაზის კატეგორიაში გადაინაცვლა. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან ისინი თუ დაიშლებიან. მათი ნებისმიერი პოლიტიკური მისწრაფება იმთავითვე განწირულია გამოუსწორებელი მარცხისთვის და ასე იქნება მუდამ, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ.

არჩილ ბერიძე

31 მარტი 2026, 14:21

პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ბრძანა პატრიარქმა. ეს არის ის ღირებულებითი სამეული, რომელსაც ემყარება ჩვენი პოლიტიკაც

„ეს არის პოლიტიკა, რომელიც ეყრდნობა ჩვენს ისტორიას და ტრადიციას, იმ გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიარა არა მხოლოდ ხმლითა და ფარით, არამედ გონივრული პოლიტიკით, გამოცდილებით და მომავლის ხედვით. ეს არის გზა, რომელიც აერთიანებს რწმენას, სახელმწიფოებრიობას და ადამიანის ღირსებას. სწორედ ამ გზაზე დგას საქართველო დღესაც“, - განაცხადა ბერიძემ.

გიორგი ვოლსკი

31 მარტი 2026, 14:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ეს ზარი არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა. რუბიო არის სახელმწიფო მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს ლაპარაკის უფლებამოსილება

„ეს ზარი არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა. რუბიო არის სახელმწიფო მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს ლაპარაკის უფლებამოსილება“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

31 მარტი 2026, 14:20

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს ერთ-ერთი ბანკის თანამდებობის პირად გაეცნო და თითქოსდა მაღალი სარგებლის მისაღებად, შესთავაზა მათ საკუთარი თანხები მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე განეთავსებინათ. ამ გზით ბრალდებულმა, დაზარალებულებს პირად ანგარიშებზე 397 760 ლარი ჩაარიცხინა, რასაც თაღლითურად დაეუფლა.