ნუცუბიძის ინციდენტზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას დაფიქსირებული არ აქვს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი, ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პირის ადმინისტრაციულად დაკავების შემდგომი პერიოდი, რაზეც პროკურატურაში გამოკითხვისას პატრულ-ინსპექტორმა განმარტა, რომ ის, სამხრე კამერით უწყვეტად იწერდა კონფლიქტის მონაწილე პირებთან, გ.კ.-სთან და ნ.შ.-სთან გასაუბრებას, რის შემდგომაც სამხრე კამერა გამორთო და ჩართო მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და მისი შეუძლოდ გახდომის შემდგომ. მეორე პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, მისი სამსახურებრივი სამხრე კამერა შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს განმუხტული იყო და ინახებოდა დამუხტვის მიზნით ავტომანქანაში, ხსენებულ კამერაზე არ არის ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი“
პროკურატურის განცხადებაში ასევე საუბარია ავტომანქანაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერის ჩანაწერზეც.
„კამერაზე არ აღმოჩნდა ინციდენტის პერიოდის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ასევე იგი არ ფარავს იმ ტერიტორიას, სადაც განხორციელდა დაკავება. ამოღებულ სამხრე კამერებზე, ავტომანქანის კამერაზე და შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ გარე პერიმეტრის კამერებსა და ე.წ. „დივიარებზე“ ჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად, დაინიშნა შესაბამისი კომპიუტერული ექსპერტიზა.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე გამოკითხულია მომხდარი ფაქტის თვითმხილველი 20-მდე მოწმე. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ყველა სხვა შესაძლო თვითმხილველის დადგენა, გამოკითხვის მიზნით. ასევე გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც ამ ეტაპზე დასრულებული არ არის.
საქართველოს პროკურატურა საქმეზე აქტიურად აგრძელებს გამოძიებას, რომლის შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას“,- აღნიშნულია განცხადებაში.
25 ოქტომბერს, ნუცუბიძეზე 33 წლის კაცი იმ დროს გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. საქმეზე გამოძიება დაიწყო.
ყველა სიახლე
18 სექტემბერი 2026, 17:56
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს
მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში გააკეთა, სადაც ის გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს მასპინძლობს.
18 სექტემბერი 2026, 17:52
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: ღვინის ხარისხის გაუმჯობესება პირდაპირ უკავშირდება როგორც სექტორის განვითარებას, ისე ჩვენი მევენახეების ინტერესებს
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის განცხადებით, კახეთში რთველი აქტიურად მიმდინარეობს და ამ ეტაპზე პიკი ჯერ არ დამდგარა. ამ დროისთვის დაკრეფილი და გადამუშავებულია დაახლოებით 15 000 ტონა ყურძენი. მიმდინარე წელს, საქართველოში მოსალოდნელია ყურძნის რეკორდული მოსავალი და საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 320 000 ტონას შეადგენს.
18 სექტემბერი 2026, 17:45
მსოფლიო
აშშ-ის ელჩი ნატოში ჩეხეთს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებს
ჩეხეთმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს, რათა ნატოს მიერ განსაზღვრულ მიზნებს მიაღწიოს, - განაცხადა ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა.
18 სექტემბერი 2026, 17:43
საზოგადოება
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი: ჩემი ვიზიტი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ძალიან დროული იყო ინოვაციების სამიტის სამზადისის პროცესში, რომელიც ასევე ქუთაისში გაიმართება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, კერძოდ, თუმოში (TUMO). დიდი სიამოვნებით შევხვდი სტარტაპებს, რამაც მოგვცა გარკვეული იდეები და მოსაზრებები ინოვაციების სამიტისთვის, რომელიც ასევე ქუთაისში გაიმართება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა (UN Tourism) და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ეგიდით“ - განაცხადა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა.
18 სექტემბერი 2026, 17:42
ეკონომიკა
J.P. Morgan-ის წარმომადგენელი: მოხარულნი ვართ, რომ რეგიონული მმართველების პირველი მრგვალი მაგიდა თბილისში იმართება სებ-თან თანამშრომლობით
მოხარულნი ვართ, რომ ვიმყოფებით თბილისში, რეგიონული მმართველების პირველ მრგვალ მაგიდაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთელ რეგიონს ერთად ვკრებთ. თბილისი საოცარი მასპინძელი ქალაქია ამ ღონისძიების დასაწყებად, - განაცხადა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ევროპაში ნიკოლას სტინბერგენმა ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით გამართულ რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე.
18 სექტემბერი 2026, 17:36
პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის სახელით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს - მათში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებების ჩათვლით - რომელთა საფუძველზეც 2026 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მათ შედეგს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
18 სექტემბერი 2026, 17:31
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების მომსახურების საფასური გაუქმდეს
მცირე ზომის მარნები ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელების შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან. შესაბამისი ცვლილება პროცედურების გავლის შემდეგ შევა ძალაში.
18 სექტემბერი 2026, 17:29
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ხელოვნების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი“ გაიხსნა. ღონისძიებას KIU-ს არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლამ (AUD) უმასპინძლა.
18 სექტემბერი 2026, 17:27
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრის აპარატი: ცხინვალის რეგიონში ჩატარებული უკანონო, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
18 სექტემბერი 2026, 17:17
პოლიტიკა
შალვა სუთიაშვილი: ჩვენი ხელისუფლება სიტყვით კი არა, საქმით დგას თითოეული ახალგაზრდის გვერდით
ეს ციფრები და კონკრეტული პროგრამები მკაფიო და ხელშესახები დასტურია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება სიტყვით კი არა, საქმით დგას თითოეული ახალგაზრდის გვერდით. ჩვენ ამით არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა ყოველ მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტ სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა ისწავლოს, იმოგზაუროს, დაკავდეს სპორტით და გახდეს ჩვენი ქვეყნის წარმატების თანამონაწილე“, - განაცხადა შალვა სუთიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე.
18 სექტემბერი 2026, 17:16
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე კვლავ ვერ შეთანხმედნენ
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ.
18 სექტემბერი 2026, 17:08
სამართალი
პროკურატურა: საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გიორგი ჩახუნაშვილს 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. რაც შეეხება ზაქრო ალბუთაშვილს, მის მიმართ დანიშნული სასჯელი შეიცვალა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა
საქართველოს პროკურატურა გიორგი ჩახუნაშვილის და ზაქრო ალბუთაშვილის საქმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართეს.
18 სექტემბერი 2026, 16:59
პოლიტიკა
თინათინ ნიბლოშვილი: პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივა საჯარო სამსახურებში ანაზღაურებად სტაჟირებაზე ახალგაზრდების მომავალზე ზრუნვაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივა, რომელიც საჯარო სამსახურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ეხება, კიდევ ერთი დასტურია ახალგაზრდების მომავალზე, მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვისა ,- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა გააკეთა.
18 სექტემბერი 2026, 16:58
სამართალი
გიორგი ჩახუნაშვილმა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების შესახებ დააკმაყოფილა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია, ამავე საქმეზე მსჯავრდებული ზაქრო ალბუთაშვილი კი, საპატიმროს 8 ოქტომბერს დატოვებს.
18 სექტემბერი 2026, 16:57
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ნატა ფერაძეზე: „რეჟიმისგან“ გაქცეული პირდაპირ „დიქტატურაში“ აღმოჩენილა. რა ბედისწერაა, რომ სოცმედიაში შეურაცხყოფის დასჯადობის დაუშვებლობაზე წარმოებული ენჯეოპროპაგანდა, ასე ლამაზად, მათივე ხელით დაიმსხვრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აზიარებს, რითაც იგი ნატა ფერაძის განცხადებას ეხმიანება.
18 სექტემბერი 2026, 16:56
მსოფლიო
რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
18 სექტემბერი 2026, 16:42
სამართალი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო სამსახურისა და გენპროკურატურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით სიგარეტის საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლით და მისგან მალულად გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ანალიტიკური მუშაობის, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს გავლით აქციზური მარკის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.
18 სექტემბერი 2026, 16:40
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ნაცსექტის ერთ-ერთი ყველაზე მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რეპრესიასა“ და „ავტორიტარიზმში“ ადანაშაულებს, ბერლინში ჩასულმა კი, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცეს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ნატა ფერაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, Facebook-ზე გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტის გამო, ბერლინში ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს.
18 სექტემბერი 2026, 16:33
თავდაცვა
თავდაცვის მინისტრმა ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების პირად შემადგენლობას ქვედანაყოფების დაარსების დღე მიულოცა
ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეროვნული გვარდიის ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადები სარეზერვო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საქართველოს უსაფრთხოების დაცვის საქმეში.
18 სექტემბერი 2026, 16:29
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის, მაია ბითაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა.


