imedi /  14 ნოემბერი 2017, 14:43 / სანდო წყარო

გიორგი გახარია შს მინისტრის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

გიორგი გახარია დღეიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს სამინისტროში გიორგი მღებრიშვილი დახვდა.

გიორგი მღებრიშვილი გიორგი გახარიას სამინისტროში ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. შსს-ს ახალი მინისტრი მულტიფუნქციური, მაღალტექნოლოგიური ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მუშაობას გაეცნო.

დღესვე, გიორგი გახარია შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და უწყების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.

გუშინ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა განახლებული კაბინეტი წარადგინა. სამთავრობო ცვლილების თანახმად, შს სამინისტროს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს. 

კომენტარები ()

არქივი

19 ნოემბერი 2017, 10:13

ვიდეო

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება

19 ნოემბერი 2017, 10:09

ძალოვნები

სამეთაურო-საშტაბო სწავლება "დიდგორი 2017“ დასრულდა

„დიდგორი 2017“ სამთავრობო უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება იყო, რომელიც სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა ათასზე მეტმა სამთავრობო უწყების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

19 ნოემბერი 2017, 10:06

კულტურა

ბათუმში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმა იგეგმება

ბათუმის მოქმედი საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარის ნინო ბერაძის განმარტებით, კომისიაში ამ საკითხზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ ბათუმში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლი უნდა დაიდგას, თუმცა შესაბამისი განკარგულება ჯერ არ მოუმზადებიათ.

19 ნოემბერი 2017, 10:05

საქართველო

გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსმა“ მეტოქესთან წააგო

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე 22:26 წუთი გაატარა. ბითაძემ 7-დან 3 ორქულიანი ჩააგო, 3 სამიანი კი ააცილა. შედეგად, 18 წლის ქართველმა ცენტრმა 6 ქულა მოაგროვა, რასაც 4 მოხსნა და 3 დაფარება მოაყოლა. ბიმაქსელთაგან საუკეთესო შედეგი სტეფან სინოვეცმ დააფიქსირა 22 ქულით.

19 ნოემბერი 2017, 09:41

საქართველო

გურამ კაშია: ამდენი ზიზღი არასდროს მიგვრძნია

„ვიტესის“ კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების მცველმა, გურამ კაშიამ ჰოლანდიურ ინტერნეტ გამოცემა voetbalprimeur.nl-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც გახმაურებული თემის- ლგბტ პირთა მხარდასაჭერ სამკლავურთან დაკავშირებითაც ისაუბრა

19 ნოემბერი 2017, 09:18

მსოფლიო

ათენში დემონსტრაციაზე პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ ათენში არეულობაში მონაწილე 16 ადამიანი დააკავა. მათ შორის საბერძნეთის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ერაყის მოქალაქეები. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ავრცელებს. ათენში 1973 წლის წინანდელი მოვლენები გამოსვლებით აღნიშნეს. მიტინგი ქალაქში არელობაში გადაიზარდა.

19 ნოემბერი 2017, 08:35

მსოფლიო

2018 წელს ევროპაში შესვლის მსურველი 3000-მდე მიგრანტი ზღვაში დაიღუპა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს ხმელთაშუა ზღვიდან ევროპაში დაახლოებით 160 000 მიგრანტი შევიდა, აქედან 75% იტალიაში, ხოლო დანარჩენი საბერძნეთში, კვიპროსსა და ესპანეთში აპირებდნენ შესვლას. 3000-მდე მიგრანტი ზღვაში დაიღუპა.

19 ნოემბერი 2017, 08:19

ძალოვნები

სამეგრელოში მცირეწლოვანი ბავშვი აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა

სამეგრელოს რეგიონში მომხდარი შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანმა ბავშვმა მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა. ბავშვი საავადმყოფოში ამპუტირებული კიდურით შეიყვანეს. სავარაუდოდ, ბავშვს ხელში ფეთქებადი ნივთიერება ამონალი აუფეთქდა. ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

19 ნოემბერი 2017, 08:08

ეკონომიკა

დღეიდან სოციალური კამპანია „დაზოგე წყალი-გაუფრთხილდი გარემოს“ იწყება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორის გიორგი ცხადაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ წყლის რესურსი ბუნებრივად განახლებადია, ადამიანების მხრიდან არასწორი გამოყენება მას ჩვენთვის და ჩვენი გარემოსთვის უვარგისს ხდის.

19 ნოემბერი 2017, 00:57

მსოფლიო

ესპანეთის გენერალური პროკურორი არგენტინაში გარდაიცვალა

ესპანეთის გენერალური პროკურორი, ხოსე მანუელ მასა არგენტინაში, ბუენოს-აირესის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რახოი Twitter-ზე წერს.

19 ნოემბერი 2017, 00:40

მსოფლიო

ერდოღანი ნატოს აღარ ენდობა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ​ჩრდილო-ატლანიტკური ალიანსის ბოდიშს არ იღებს. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ასეთი დამოკიდებულების პატიება მარტივად შეუძლებელია. „თქვენ ნახეთ ნატოს მხრიდან უპატივცემულო დამოკიდებულება. არსებობს შეცდომები, რომლებსაც არა სულელები არამედ დაბალი დონის ადამიანები უშვებენ“ - განაცხადა ერდოღანმა.

19 ნოემბერი 2017, 00:17

კულტურა

ერისთავის თეატრში მორიგი პრემიერა გაიმართა

ერისთავის თეატრში მორიგი პრემიერა გაიმართა. თეატრის მესამე სივრცეში ნამდვილი ექსპერიმენტი გაითამაშეს. სპექტაკლი რომელსაც ასაკობრივი ზღვარი აქვს, 13 წლის გოგოების ცხოვრების რამდენიმე დღეზე მოგვითხრობს. სპექტაკლი თამთა მელაშვილის მცირე რომანის, „გათვლა“-ს მიხედვით სცენოგრაფმა და რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა დადგა.

18 ნოემბერი 2017, 23:47

ტაბლოიდი

ემირატელმა ბიზნესმენმა თავისი ავტომობილისთვის ნომერი 3 მილიონ დოლარად შეიძინა

ემირატელმა ბიზნესმენმა აჰმედ ალ-მარზუკიმ ავტომობილისთვის სარეგისტრაციო ნომერი 10 მილიონ დირჰამად (3 მილიონი დოლარი) შეიზინა. მანქანებისთის ექსკლუზიური ნომრების აუქციონი აბუ-დაბიში ჩატარდა. ინფორმაციას გამოცემა Khaleej Times-ი ავრცელებს.

18 ნოემბერი 2017, 23:36

მსოფლიო

პენტაგონი ამერიკულ არმიაში სექსუალური ძალადობის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს

დოკუმენტში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამერიკული თავდაცვის სამსახურის თანამშრომლების საჩივრებია აღწერილი. ანგარიშში შედის სექსუალური ძალადობისა და უხამსი ქცევების 2013-2016 წლის მონაცემები, საზღვაო, საჰაერო, აშშ-ის ქვეითი ჯარის, და ასევე საბრძოლო ზონების ბაზაზე (ერაყი, ავღანეთი და სხვ.) მომხდარი ფაქტებისა.

18 ნოემბერი 2017, 23:29

კულტურა

საქართველოში დევიდ ლინჩი ჩამოვიდა

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი საქართველოშია. ეს მისი პირველი ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში. ლინჩის ვიზიტი ოთხდღიანია და ამ დროის განმავლობაში ის მთავრობის, კულტურის სფეროს და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს, ასევე სტუდენტებს შეხვდება.

18 ნოემბერი 2017, 23:08

საქართველო

პრემიერმინისტრი ბორჯღალოსნებს: მადლობა თავდადებული თამაშისთვის

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს რაგბის ნაკრებს, მარცხის მიუხედავად, უელსის ნაკრებთან თამაშს უწონებს და მადლობასაც უხდის. “მადლობა თავდადებული თამაშისთვის! #რაგბიჩვენითამაშია“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი Facebook-ზე,თავის ოფიციალურ გვერდზე.

18 ნოემბერი 2017, 22:55

მსოფლიო

მედია: ტრამპის თანაშემწეები მას უარყოფით რეიტინგებს უმალავენ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველები პრეზიდენტს მხოლოდ დადებითი შეფასების მქონე გამოკითხვის შედეგებს აჩვენებენ. ამის შესახებ გამოცემა Politico ტრამპის რამდენიმე თანაშემწის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

18 ნოემბერი 2017, 22:32

კულტურა

"სუპეროჯახი 2-ის" თიზერი გამოვიდა

"სუპეროჯახის" პირველი ნაწილი 2004 წელს გამოვიდა და "ოსკარის" ორ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის "საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მულტფილმი". მიიღო BAFTA-ს პრემია და "ენის" ჯილდო, რომელიც ანიმაციურ შემოქმედებას გადაეცემა.

18 ნოემბერი 2017, 22:04

ტაბლოიდი

"არსენალისა" და "ტოტენჰემის" ფანებმა მატჩის შემდეგ იჩხუბეს

ლონდონის "არსენალისა" და "ტოტენჰემის" ფანებს შორის მატჩის შემდეგ ჩხუბი ატყდა. ვიდეოს YouTube-არხ VINTAGE TERRACE-ი ავრცელებს. ჩხუბი "ემირეიტსის" სტადიონის მახლობლად თამაში შემდეგ მოხდა. პოლიციას ფანების გაშველება დასჭირდათ.

18 ნოემბერი 2017, 21:51

მსოფლიო

პარიზში მაკრონის რეფორმების წინააღმდეგ მასობრივი მანიფესტაცია იმართება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ხელისუფლების რეფორმების წინააღმდეგ პარიზში რამდენიმე ასეული ადამიანი მანიფესტაციას მართავს. ისინი სოციალურ და შრომით სფეროში ცვლილებებს აპროტესტებენ.