imedi /  26 ნოემბერი 2017, 21:10 / სანდო წყარო

იმედის კვირის ექსკლუზივი: კადრები სპეცოპერაციის ადგილიდან

ფოტოები, რომლებიც "იმედის დღის" ჟურნალისტმა სოფო მთივლიშვილმა არხის საკვირო გადაცემისთვის "იმედის კვირა" მოიპოვა, დიდი ალბათობით სპეცოპერაციის ადგილასაა გადაღებული. ამას ადასტურებს, ჯავშანმანქანა ნომრით 703, რომელიც სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, ასევე მსუბუქი ავტომანქანის კუთხეც, რომელსაც სისხლის ლაქები ეტყობა, რაც ორმხრივ შეტაკებაზე მოწმობს.






ფოტომასალაზე ასახულია ასევე ადამიანის ცხედარი. ეს სავარაუდოდ ახალგაზრდა კაცია. მის გვერდით შეინიშნება მცირე ზომის საგანი, შესაძლოა, ეს იყოს ცეცხლსასროლი იარაღიც.



მეორე ფოტოზე, სავარაუდოდ იმ დამნაშავის ცხედრის ნაწილებია, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით თავი აიფეთქა. ეს ფოტო, რამდენიმე დეტალზე დაკვირვებით შესაძლოა ამყარებდეს ვერსიას ტერორისტებს შორის აჰმედ ჩატაევის არსებობის შესახებ. ფოტოზე ჩანს სავარაუდოდ ფეხის პროთეზი, უფრო ზუსტად, ფეხსაცმელი და პროთეზის ნაწილი. ცნობილია, რომ აჰმედ ჩატაევმა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მარცხენა ფეხი დაკარგა.



ყველა სიახლე

21 ივნისი 2019, 02:10

საქართველო

აქციაზე რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტი დაშავდა

საქართველოს პირველი არხის სამი ოპერატორი და ერთი ჟურნალისტი დაშავდა. ორ მათგანს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, ორი კი კლინიკებში გადაიყვანეს. მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.

საქართველოს საპატრიარქო

21 ივნისი 2019, 02:00

საქართველო

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს.

21 ივნისი 2019, 01:57

საქართველო

ესტონეთის საელჩო საქართველოში: ყველა მხარეს ვურჩევთ შეინარჩუნონ სიმშვიდე

„ვაღიარებთ იმ ტკივილს, რომელსაც დღეს ბევრი ადამიანი განიცდის. ვურჩევთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, აჩვენონ თავშეკავება და ყოველთვის იმოქმედონ სამართლის და კონსტიტუციის ფარგლებში“-ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის საელჩოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ინგოროყვას კლინიკა

21 ივნისი 2019, 01:57

საქართველო

აქციაზე დაშავებულ სამ პაციენტს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია უტარდება

"დანარჩენები სტაციონარში შემდგომი მკურნალობის მიზნით რჩებიან სტაბილურ მდგომარეობაში. ყველა მათგანს შესაბამისი მომსახურება უტარდება. სხვადასხვა სახის მსუბუქი ზედაპირული ტრავმებია, რამდენიმე ინტოქსიკაცია. ქირურგიული ოპერაცია ფეხის მიდამოს ტრავმებია სამივე შემთხვევაში“,- განაცხადა ნინო ქოჩორაშვილმა.

21 ივნისი 2019, 01:49

ძალოვნები

სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოვიდა, მეორე მხარეს აქციის მონაწილეები არიან. სპეცრაზმი ისვრის რეზინის ტყვიებს და იყენებს წყლის ჭავლს.

აქცია

21 ივნისი 2019, 01:44

საქართველო

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ხელკეტებით და ქვებით დაუპირისპირდნენ. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის ძირითადი ნაწილი დაშლილია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზეა. ისინი სამართალდამცველებს ხელკეტებით და ქვებით დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეებმა დაშალეს ჯებირები და სპეცრაზმის მიმართულებით ისვრიან.

ლევან ვასაძე

21 ივნისი 2019, 01:38

ძალოვნები

ლევან ვასაძის გამოკითხვა დასრულდა

ლევან ვასაძის პოლიციის მთავარ სამმართველოში მისვლამდე სამართალდამცველებმა გურამ ფალავანდიშვილი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. თუმცა რამდენიმე საათის წინ ფალავანდიშვილი გათავისუფლდა, სასამართლო პროცესი კი რამდენიმე დღით გადაიდო.

21 ივნისი 2019, 01:31

საქართველო

პარლამენტის შენობის წინ ისევ რეზინის ტყვიებს და ცრემლმდენ გაზს იყენებენ

პარლამენტის შენობის წინ უკვე მესამედ ისვრის სპეცრაზმი რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს. აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ხელკეტებით და სხვადასხვა ნივთით უპირისპირდებიან.

ულრიკ ტიდესტრომი

21 ივნისი 2019, 01:25

საქართველო

საქართველოში შვედეთის ელჩი: ყველა მხარეს სიმშვიდის შენარჩუნებისა და კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოვუწოდებთ

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. ვაღიარებთ იმ ტკივილს, რომელიც ბევრმა ადამიანმა დღეს იგრძნო. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოავლინონ თავშეკავებულობა და ყოველთვის იმოქმედონ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში“,"- წერს ელჩი.

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში

21 ივნისი 2019, 01:11

საქართველო

გირჩი: პარლამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებელი იყო დაეცვა საკუთარი სკამი ოკუპანტისგან

"რისკს ზრდის ის ფაქტიც, რომ ქვეყნის შიგნითაც არსებობენ ივანიშვილის რევოლუციით დამხობის მსურველები და გარეთაც გვყავს კონკრეტული მტერი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის,რომ ამ ქვეყანაში სიტუაცია იყოს უმართავი,"- წერია განცხადებაში.

აქცია

21 ივნისი 2019, 01:06

საქართველო

„იმედის“ ჟურნალისტს პირდაპირი ჩართვის დროს აქციის რამდენიმე წევრი დაუპირისპირდა

იმედის ჟურალისტს ვარლამ წიკლაურს პირდაპირი ჩართვის დროს აქციის რამდენიმე წევრი დაუპირისპირდა და მისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა სცადეს. როგორც ჟურნალისტი ჰყვება, გადაღების პროცესში ოპერატორი კახა როინიშვილი წააქციეს, ასევე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც.

21 ივნისი 2019, 01:02

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო: აქციაზე 38 სამართალდამცველი და 14 მოქალაქე დაშავდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა. თბილისის სასწარფოს ინფორმაციით, აქციის 4 მონაწილეს საშუალო სიმძიმის დაზიანება აქვს, ხოლო 10 მსუბუქად დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

21 ივნისი 2019, 01:00

ძალოვნები

შსს: პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები

„პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და პოლიციელთა ჯანმრთელობის დაზიანების და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

21 ივნისი 2019, 00:47

საქართველო

თბილისში განვითარებულ მოვლენებზე მსოფლიო მედია წერს

თბილისის ცენტრში გამართულ აქციას მსოფლიო მედია სტატიებს უძღვნის. BBC წერს, რომ მასობრივი პროტესტი რუსი დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში გამოჩენას მოჰყვა. ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ ათასობით ადამიანი სერგეი გავრილოვის ვიზიტის გასაპროტესტებლად შეიკრიბა.

პარლამენტი

21 ივნისი 2019, 00:43

საქართველო

სპეცრაზმმა პარლამენტთან ცრემლმდენი გაზი მეორედ გამოიყენა. ფოტო

პარლამენტის შენობის წინ სპეცდანიშნულების რაზმმა ისევ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ისვრიან რეზინის ტყვიებსაც, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის.

პარლამენტი

21 ივნისი 2019, 00:33

საქართველო

რა ვითარება იყო პარლამენტთან ცრემლმდენი გაზის გაშვების შემდეგ. ვიდეო

ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან სამართალმდაცველებმა ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს, არიან დაშავებული მოქალაქეები, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ ცნობილი არ არის. გარკვეულ მომენტში აქცია დაიშალა, თუმცა ამ ეტაპზე პარლამენტის წინ ხალხი ისევ გროვდება.

სალომე ზურაბიშვილი

21 ივნისი 2019, 00:32

საქართველო

ზურაბიშვილი: მიუღებელია უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არსებული ინფორმაციით ცრემლმდენი გაზი გაუშვეს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით ორი საათით ადრე აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა.

21 ივნისი 2019, 00:08

საქართველო

ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარეებს მოუწოდებს, ყველა შემთხვევაში კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ საელჩოს განცხადებას ავრცელებენ. „ჩვენთვის სრულიად გასაგებია, რომ დღეს ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილად გრძნიობს თავს. მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი შეიკავონ და ყველა შემთხვევაში იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში“.

აშშ-ის საელჩო თბილისში

21 ივნისი 2019, 00:04

საქართველო

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე

"ყურადღებით ვაკვირდებით ამ საღამოს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს. გვესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში", - აღნიშნულია განცხადებაში.

21 ივნისი 2019, 00:00

საქართველო

პარლამენტთან ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. ფოტო და ვიდეო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არსებული ინფორმაციით ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით ორი საათით ადრე აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა.