imedi /  03 დეკემბერი 2017, 12:24 / სანდო წყარო

ოფშკვითში გარდაცვლილის ბიცოლა: კონფლიქტი მობილური ტელეფონის გამო დაიწყო

სოფელ ოფშკვითში გარდაცვლილი ბიჭის ბიცოლა ამბობს, რომ კონფლიქტი მობილური ტელეფონის გამო დაიწყო.

თეა ჯულაყიძის თქმით, დაკავებულმა მოკლულის ნაცნობს ტელეფონი მოპარა. ე.წ.საქმის გარჩევისას შელაპარაკება მოხდა და 17 წლის ბიჭი გულის არეში მიყენებული ჭრილბით გარდაიცვალა. ბიცოლა იხსენებს, რომ გარდაცვლილი სასაფლაოს ჭიშკართან დატოვეს და ის გამვლელმა აღმოაჩინა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 2 დეკემბერს სოფელში სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი დედისერთა იყო და დედა თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. შვილის გარდაცვალების შესახებ მან ამ დრომდე არაფერი იცის.

პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი თბილისში დააკავეს."- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

29 მარტი 2026, 17:40

პოლიტიკა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რიგით მესამე ოფისი ქუთაისში გახსნა

მხარს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ნეიტრალური სტატუსი უალტერნატივოა ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ლიდერებმა ქუთაისის როლზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ქუთაისი, როგორც ქვეყნის საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი, გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს სტაბილურობაში. ამიტომ, რეგიონის ეკონომიკური გაძლიერება და მოსახლეობის ინტერესების დაცვა პარტიის პროგრამის განუყოფელი ნაწილია.

მეუფე საბა

29 მარტი 2026, 17:34

საზოგადოება

მეუფე საბა: ერთი მნიშვნელოვანი რამ არ იციან ადამიანებმა, რომ ყველაფერი ზეცაში წყდება. არ იციან, რომ პატრიარქობა არ არის გარკვეული ადმინისტრაციის ადმინისტრატორობა, ან თანამდებობა. პატრიარქობა არის ტვირთი, ჯვარი, ცხოვრების წესი

პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით ვინ ცხენით და დადის და ვინ მანქანით, არ ხდება იმ შედარებით ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას, ან პირიქით, - განაცხადა ხონის და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ ქადაგებისას.

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი

29 მარტი 2026, 17:30

საზოგადოება

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი ახალი პატრიარქის არჩევაზე: ყველას გვმართებს დღეს ლოცვა, რომ გამორჩეული კანდიდატი იყოს ღირსეული და თუ იგი დამტკიცება, მას ჰქონდეს ღვთით ძალა, რომ ეს პასუხისმგებლობა ატაროს

ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება - ვინ იქნება ღირსი პატრიარქობის გვირგვინის. უნდა იცოდეთ, რომ ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა,- აღნიშნა აბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა საკვირაო ქადაგებისას.

დავით ქართველიშვილი

29 მარტი 2026, 17:28

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლონეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა მზადყოფნა, მოლაპარაკება აწარმოოს პუტინთან. ტუსკმა კი პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლა „რეალურ საფრთხედ“ გამოაცხადა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის განცხადებებს ევროკავშირის შესახებ. ანალიტიკოსი წერს, რომ პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპელი ბიუროკრატების გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მოკლებულია საღ აზრს და მაგალითად მოიყვანა ენერგოპოლიტიკა და მიგრაციის პოლიტიკა.

დავით ქართველიშვილი

29 მარტი 2026, 17:25

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მზარდი ეკონომიკური დინამიკა, რომელზეც საუბრობს ირაკლი კობახიძე, არა „თვითშეფასება“, არამედ საერთაშორისო ექსპერტული ცენტრების მიერ დადასტურებული სურათია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს ეკონომიკურ დინამიკას და წერს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების - „მსოფლიო ბანკისა“ და „საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში რეგიონში ყველაზე მაღალი ტემპით იზრდება.

რატი იონათამიშვილი

29 მარტი 2026, 17:22

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ვინც გაბედავს და წინ აღუდგება ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს წმინდა ეროვნულ და სარწმუნოებრივ ინსტიტუტებს, ის ქართველ ხალხთან დამარცხდება

ვინც გაბედავს და წინ აღუდგება ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს წმინდა ეროვნულ და სარწმუნოებრივ ინსტიტუტებს, რა თქმა უნდა, ის ქართველ ხალხთან დამარცხდება, - განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა რადიკალების მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმის შემთხვევების შეფასებისას.

გიორგი ვოლსკი

29 მარტი 2026, 17:14

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ამ მძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა პროცესები მიდის საქართველოში, ჩვენს გარეშემო რა სიტუაციაა შექმნილი და ვის რაში სჭირდება საქართველო

ამ მძიმე დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა პროცესები მიდის საქართველოში, ჩვენს გარეშემო რა სიტუაციაა შექმნილი და ვის რაში სჭირდება საქართველო, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

29 მარტი 2026, 17:10

სპორტი

კაუნასში საქართველოსა და ლიეტუვის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს ნაკრები დღეს წლის პირველი შეკრების მეორე ამხანაგურ მატჩს მართავს. ვილი სანიოლის გუნდი ლიეტუვაში, დარიაუს ირ გირენოს სტადიონზე ლიეტუვის ეროვნულ გუნდს უპირისპირდება.

ზაალ ანჯაფარიძე

29 მარტი 2026, 16:43

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ბოკერიას გუშინდელი ბოდვა, თითქოს ხელისუფლება საქართველოს რუსეთთან პირისპირ ტოვებს, მისი პოლიტიკურ-მენტალური დეგრადაციის მორიგი გამოვლინებაა

ბოკერიას გუშინდელი ბოდვა, თითქოს ხელისუფლება საქართველოს რუსეთთან პირისპირ ტოვებს, მისი პოლიტიკურ-მენტალური დეგრადაციის მორიგი გამოვლინებაა, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე „ფედერალისტების“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი“.

არჩილ გორდულაძე

29 მარტი 2026, 14:50

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ადამიანებმა, რომლებიც გარეთ დგანან ხოლმე, თავი ვერ შეიკავეს, რომ ასეთ მძიმე დღეებში, როცა გლოვაში იყო მთელი ქართველი ერი, მაშინაც ზიზღი არ ენთხიათ

ადამიანებმა, რომლებიც გარეთ დგანან ხოლმე, თავი ვერ შეიკავეს, რომ ასეთ მძიმე დღეებში, როცა გლოვაში იყო მთელი ქართველი ერი, მაშინაც ზიზღი არ ენთხიათ,- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

დავით მათიკაშვილი

29 მარტი 2026, 14:48

პოლიტიკა

მათიკაშვილი ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაზე: თავი ვერ შეიკავეს შეურაცხყოფისგან, რაც მოედინებოდა, ეკლესიის, პირადად გარდაცვლილი პატრიარქისა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მიმართ - ქართული საზოგადოების ერთობა მათთვის მიუღებელია

„ის ადამიანი, რომელიც პატრიარქმა თავის დროზე აირჩია, როგორც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, ასევე მიუღებელია, რადგანაც არის მოლოდინი მათი მხრიდან, რომ მეუფე შიო სწორედ ამ ხაზს გააგრძელებს საპატრიარქოში - ქვეყნის გაერთიანების, ეროვნული ღირებულებების პატივისცემის, სულიერების ამაღლების. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება იმ მიზნებსა და ამოცანებს, რაც აქვთ რადიკალებს და მათ დამფინანსებლებს ქვეყნის ფარგლებს გარედან“, - აცხადებს მათიკაშვილი.

მეუფე იაკობი

29 მარტი 2026, 14:46

საზოგადოება

მეუფე იაკობი: დღეს მთავარია, სინოდი ძლიერად ვიყოთ და როცა ავირჩევთ პატრიარქს, პატრიარქთან ერთად ერთი საქმე ვაკეთოთ, ერთსულოვნებით

ახლა ბევრი ვნებათაღელვაა. ქრისტიანმა ადამიანმა რომ დაიწყოს - ეს აირჩიეთ, ის აირჩიეთ, ეს ნიშნავს, რომ ქრისტესგან დაშორებულია. მე ვიცი, ვინც უნდა ავირჩიო. განა არ ვიცი? დღეს მთავარია, სინოდი ძლიერად ვიყოთ და როცა ავირჩევთ პატრიარქს, პატრიარქთან ერთად ერთი საქმე ვაკეთოთ, ერთსულოვნებით. ძალიან ძლიერი სინოდი დაგვტოვა და უწმინდესმა რა საქმეც დაიწყო, ბოლომდე გვაქვს მისაყვანი“, - განაცხადა მეუფემ.

მამა გიორგი ვაშალომიძე

29 მარტი 2026, 14:41

საზოგადოება

მამა გიორგი ვაშალომიძე: სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც მდებარეობს მისი უწმინდესობის საფლავი, არ შეწყვეტილა ხალხის ნაკადი,დღევანდელი დღის ჩათვლით

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც მდებარეობს მისი უწმინდესობის საფლავი, არ შეწყვეტილა ხალხის ნაკადი, დღევანდელი დღის ჩათვლით,- განაცხადა სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურმა, სასულიერო აკადემიის დეკანმა, მამა გიორგი ვაშალომიძემ.

29 მარტი 2026, 14:32

მსოფლიო

მეუფე დიმიტრი პატრიარქზე: ის იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა, თავდადებისა

„ვხედავდი ამდენ აცრემლებულ, ატირებულ, მგლოვიარე ადამიანს და საოცარი გრძნობა მეგულებოდა - გრძნობა იმისა, რომ ის, ვისაც განიცდი, ვისაც მთელი ცხოვრება თვლიდი შენი ოჯახის წევრად, ის მარტო შენი არ ყოფილა. ის არის უამრავი ადამიანის ოჯახის წევრიც და ეს იყო უდიდესი სიხარულნარევი გლოვა, უდიდესი განცდა ამ ადამიანისა, რომელმაც მთელი ცხოვრება, როგორც კი თვალი გავახილე, ამ ადამიანს ვუყურებდი. მთელი ცხოვრება ეს იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა, თავდადებისა“, - განაცხადა მეუფემ.

დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი

29 მარტი 2026, 14:31

საზოგადოება

დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი: ჩვენ მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათა ღელვაა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან დაკავშირებით და ეს ჩვეული პროცესები არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო, სულიერ ველზე

ჩვენ მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათა ღელვაა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან დაკავშირებით და ეს ჩვეული პროცესები არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო, სულიერ ველზე,- განაცხადა დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა.

29 მარტი 2026, 14:21

მსოფლიო

მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რამდენიმე მალაიზიურმა ტანკერმა ჰორმუზის სრუტის გადასვლის ნებართვა მიიღო

მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჰასანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ადრე ჩარჩენილ რამდენიმე მალაიზიურ ნავთობტანკერს გადასვლის ნებართვა მიეცა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნებართვის მიღების მიუხედავად, დაძაბული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით გემები შესაბამის სატრანზიტო ვადებს უნდა დაელოდონ.

29 მარტი 2026, 14:15

მსოფლიო

პოლონეთი და ესტონეთი დრონების გადამჭერ უპილოტო საფრენ აპარატებს დაამზადებენ

პოლონეთი ესტონეთთან ერთად „შაჰედის“ ტიპის დრონების წინააღმდეგ იაფფასიანი გადამჭერი უპილოტო საფრენი აპარატების დამზადებას იწყებს. მინი-რაკეტების „მარკ 1“ მოქმედების არეალი 2 კილომეტრამდე, სიმაღლე კი 1,5 კილომეტრამდე იქნება.

მეუფე შიო

29 მარტი 2026, 14:14

საზოგადოება

მეუფე შიო: კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო - რაც ჩვენ ვიხილეთ საქართველოში ამ დღეებში, ამას არ შეიძლება, სხვა რამ ეწოდოს, თუ არა სამოციქულო ღვაწლის გამოვლინება

კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო - რაც ჩვენ ვიხილეთ საქართველოში ამ დღეებში, ამას არ შეიძლება, სხვა რამ ეწოდოს თუ არა სამოციქულო ღვაწლის გამოვლინება,- განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ, სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

29 მარტი 2026, 14:11

მსოფლიო

რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთის ენერგოობიექტებს შეუტიეს

რუსეთი უკრაინაში მასირებულ თავდასხმებს განაგრძობს. ღამით საოკუპაციო ძალებმა „კინჟალის“ ტიპის აერო-ბალისტიკური რაკეტით და 442 უპილოტო საფრენი აპარატით, მათ შორის 300 „შაჰედით“ იერიშები განახორციელა. თავდასხმების სამიზნე კვლავ ენერგეტიკული და სამოქალაქო ობიექტები გახდა. დაიბომბა მიკოლაევის, ოდესის, სუმისა და ხმელნიცკის ოლქები.

თამთა მეგრელიშვილი

29 მარტი 2026, 13:49

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ბოკერიამ კარგად იცის, რომ ოპოზიციის და მათ შორის მისი მხრიდან გაკეთებული პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასებები, „ქართული ოცნებისთვის“ მხოლოდ პოლიტიკური მტვერია

„ქართული ოცნება” რაციონალურად მოაზროვნე გუნდია, რომელიც კონსენსუალურ პოლიტიკურ კულტურაზე დამყარებული მოდელით იმართება. „ქართული ოცნება” ორიენტირებულია ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებზე და ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და პოლიტიკური ხელწერაა. ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასებები, თუნდაც ზემოაღნიშნული საკითხის მიმართ, მათ პოლიტიკურ ნარატივს სჭირდება და ეს მესმის, მაგრამ გიგა ბოკერია, რომელსაც ოპოზიციური სპექტრის „ბრბოსაგან“ განსხვავებით მეტი ანალიზის უნარი აქვს უცნაურია ახლა მათ ძირითად ნარატივზე რატომ გადაჯდა. გიგა ბოკერიამ კარგად იცის, რომ ოპოზიციის, მათ შორის მისი მხრიდან გაკეთებული პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასებები, „ქართული ოცნებისთვის“ მხოლოდ პოლიტიკური მტვერია“. - წერს მეგრელიშვილი