imedi /  26 იანვარი 2018, 21:14 / სანდო წყარო

ბაჩო ახალაია პრეზიდენტს სთხოვს არ შეიწყალოს

ბაჩო ახალაია

ბაჩო ახალაია

თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ამჟამად კი მსჯავრდებული ბაჩანა ახალაიას Facebook-ის გვერდზე განცხადება ვრცელდება, რომლის ადრესატი საქართველოს პრეზიდენტია. მას ხელს თავად ახალაია აწერს. ამ განცხადებას მისი მეუღლე და ადვოკატი, ანი ნადარეიშვილიც აზიარებს თავის გვერდზე.

განცხადებაში საუბარია შეწყალების შესახებ დოკუმენტზე, რომელსაც ახალაია გაუგებარს უწოდებს და მარგველაშვილს თხოვს, არ შეიწყალოს ის.

 

 

 

“წუხელ ციხეში რაღაც მოულოდნელი დოკუმენტი გამაცნეს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო შეწყალების კომისიის მხრიდან ჩემი საქმის გამოთხოვა, ანუ შეწყალების კომისია ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზებით აპირებს ჩემი საკითხის განხილვას.

ბატონებო, მინდა გითხრათ, რომ უკიდურესად გაკვირვებული ვარ, თქვენ რატომ, რისთვის უნდა განიხილოთ ის, რაც მე თქვენთვის არასდროს მითხოვია და არც არასდროს ვაპირებ ასეთი თხოვნით მომართვას. იმედია ნებას იბოძებთ და იმაში მაინც გამარკვევთ, თუ ვინ მოგმართათ ასეთი თხოვნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას, რომელიც 2012 წლის ნოემბერში დააპატიმრეს, თავდაპირველად სამ საქმეზე ჰქონდა ბრალი წაყენებული; მათგან ორში ის გაამართლეს, ერთში კი დამნაშავედ ცნეს; ის 2013 წლის ნოემბერში მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. თუმცა, ახალაია არ გამოუშვეს ციხიდან, რადგანაც სასამართლომ მას მორიგი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად. 2014 წლის ჯერ იანვარში და შემდეგ ივლისში პოკურატურამ მას დამატებით რამდენიმე ბრალდება წაუყენა, მათ შორის გადამდგარი პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის და კიდევ რამდენიმე სამხედროს წამების საქმეზე. ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობს. 

ყველა სიახლე

21 ივნისი 2026, 22:16

პოლიტიკა

ევროკავშირის ახალი მიდგომა „მეორეხარისხოვან წევრობაზე“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ბრიუსელში განიხილავენ მოდელს, რომლის მიხედვითაც გაერთიანების მომავალ წევრ ქვეყნებს ევროკავშირის ყველა ვალდებულების შესრულება მოუწევთ, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებაზე მათი გავლენა შეზღუდული იქნება.

21 ივნისი 2026, 22:10

პოლიტიკა

ბრიუსელი ემუქრება ყველას, ვინც ოჯახური ღირებულებების დაცვისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის იბრძვის. საქართველო ამ საკითხში შეუვალი და პრინციპულია - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

ბრიუსელი ემუქრება ყველას, ვინც ოჯახური ღირებულებების დაცვისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის იბრძვის. საქართველო ამ საკითხში შეუვალი და პრინციპულია. სწორედ ამიტომ აშანტაჟებს ევრობიუროკრატია ქართველ ხალხს და მის არჩეულ ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

დონალდ ტრამპი და კირ სტარმერი

21 ივნისი 2026, 18:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება

კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება, - წერს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში. აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს წარმატებები უსურვა, თუმცა აღნიშნა, რომ მან უმნიშვნელოვანეს საკითხებში კრახი განიცადა.

21 ივნისი 2026, 18:00

სპორტი

დევიზით - „გამარჯვება იწყება მეგობრობით“, ამბროლაურში 14-წლამდელთა რაგბის ფესტივალი გაიმართა

დევიზით - „გამარჯვება იწყება მეგობრობით“, ამბროლაურში 14-წლამდელთა რაგბის ფესტივალი გაიმართა.

კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე

21 ივნისი 2026, 18:00

საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე: პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ყველაფერი მოგვეცემა. პირველ რიგში მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება

პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ყველაფერი მოგვეცემა. პირველ რიგში მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

21 ივნისი 2026, 17:41

მსოფლიო

ბერლინს ზაფხულის შტორმი დაატყდა თავს

მეტეოროლოგები სეტყვას არ გამორიცხავენ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მათივე პროგნოზით მომდევნო კვირიდან გერმანიის ძირითად ნაწილში ისევ ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი.

21 ივნისი 2026, 17:37

მსოფლიო

ედინბურგში დააკავეს კაცი, რომელიც მეჩეთის მახლობლად ხალხს თავს დაესხა

დაკავებულს ბრალი ქსენოფობიურ ნიადაგზე თავდასხმაში წარუდგინეს. სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ წელს ზემოთ შიშველი კაცი ავტოგასამართ სადგურზე მანქანებს და პიცერიის შენობას აზიანებს. შემდეგ კი მას პოლიცია აკავებს.

21 ივნისი 2026, 17:31

საზოგადოება

მთაწმინდის პარკში ქართული ხორბლის პირველი სახალხო დღესასწაული - „ოქროს თავთავი“ ტარდება

მთაწმინდის პარკში ქართული ხორბლის პირველი სახალხო დღესასწაული - „ოქროს თავთავი“ იმართება, რომელიც ზაფხულის მზე-ბუდობის, სიუხვისა და ნაყოფიერების დღეს ეძღვნება.

21 ივნისი 2026, 17:30

სპორტი

ირაკლი დემეტრაშვილი ძიუდოში ულან-ბატორის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია

ირაკლი დემეტრაშვილი ძიუდოში ულან-ბატორის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია

21 ივნისი 2026, 17:22

მსოფლიო

ნავთობის ობიექტებზე უკრაინის დარტყმების შემდეგ, ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა შეწყდა

უკრაინის უშიშროების სამსახურის ძალები რუსი ოკუპანტების სამიზნეების, მათ შორის ნავთობ-ბაზების, ტერმინალის, გაზის ინფრასტრუქტურის, საჰაერო თავდაცვის სისტემების და ლოგისტიკის განადგურების შესახებ იუწყება.

ელისო ბოლქვაძე

21 ივნისი 2026, 17:20

კულტურა

ელისო ბოლქვაძე: იუნესკოს პატრონაჟი, რომელიც ბათუმის შავი ზღვის ფესტივალს უკვე მერვეჯერ მიენიჭა, ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენაა. პირველ რიგში, ეს საქართველოს გამარჯვებაა

იუნესკოს პატრონაჟი, რომელიც ბათუმის შავი ზღვის ფესტივალს უკვე მერვეჯერ მიენიჭა, ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენაა, - განუცხადა ჟურნალისტებს აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ.

მასუდ პეზეშკიანი

21 ივნისი 2026, 17:20

მსოფლიო

მასუდ პეზეშკიანი: აშშ-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა პუნქტი ჩვენთვის მომგებიანია და ამ მოლაპარაკებების შედეგები თვალსაჩინო გახდება

„ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა პუნქტი ჩვენთვის მომგებიანია და ამ მოლაპარაკებების შედეგები თვალსაჩინო გახდება. ჩვენი სახსრებიდან 6 მილიარდ დოლარს, რომელიც კატარში ინახება, დაგვიბრუნებენ. შეერთებულ შტატებს მხოლოდ ერთი შიში აქვს, რომ ჩვენ არ შევქმნათ ბირთვული ბომბი. გარდაცვლილმა ლიდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ ბირთვული ბომბი არ გვჭირდება. ამერიკელებმა გვითხრეს, უბრალოდ გადმოიტანეთ ეს წერილობით და მოაწერეთ ხელი. ჩვენც მოვაწერეთ. ირანი არ იტყვის უარს ბირთვულ პროგრამაზე. ეს ჩვენი უფლებაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

21 ივნისი 2026, 17:14

საზოგადოება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ფესტივალში „ოქროს თავთავი - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“ მონაწილეობდა

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, რომელმაც ქართული ხორბლის ენდემური სახეობების, ადგილობრივი ჯიშების დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

21 ივნისი 2026, 17:07

მსოფლიო

კიევში ლგბტქ თემის მხარდამჭერი მარში გაიმართა

ორგანიზატორების ცნობით, „თანასწორობის მარშში“ 5 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის კანადის ელჩი უკრაინაში. პარალელურად, უკრაინის დედაქალაქში კონტრაქცია მოეწყო.

პაკისტანის პრემიერი მუჰამად შაჰბაზ შარიფი და ჯეი დი ვენსი

21 ივნისი 2026, 16:51

მსოფლიო

შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

ამერიკულ დელეგაციას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს. შვეიცარიაში გაფრენის წინ მან თავის მთავარ პრიორიტეტებად მოლაპარაკებების პროცესის სტრუქტურის შემუშავება, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში წინსვლა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა დაასახელა.

21 ივნისი 2026, 14:58

მსოფლიო

შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების გამო უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

საპატრულო კონტროლის გამკაცრებასთან ერთად ქალაქის ყველა შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები განათავსეს, ბიურგენშტოკში უკვე ჩავიდა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომელიც მომლაპარაკებელ გუნდთან ერთად ირანის დელეგაციას შეხვდება.

21 ივნისი 2026, 14:53

კულტურა

„იმედზე“, 16:00 საათზე, ფილმის - „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ ჩვენება გაიმართება

ადამიანები, ვინც არ იციან დანებება და ვისაც ქვეყანა მხარში დაუდგა - 16:00 საათზე, „იმედზე“, ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობების“ ჩვენება გაიმართება, რომელიც ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით მომზადდა.

21 ივნისი 2026, 14:38

კულტურა

გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრმა 180-ე სეზონი სპექტაკლ „ხანუმას“ პრემიერით დაასრულა

გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრმა 180-ე სეზონი სპექტაკლ „ხანუმას“ პრემიერით დაასრულა. რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ ცნობილი პიესა მაყურებელს ახლებური ინტერპრეტაციით წარუდგინა.

21 ივნისი 2026, 14:36

რეგიონი

ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი" გრძელდება

ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი" გრძელდება. საოცრებათა მოედანზე შეკრებილ სტუმრებს დღესაც არაერთი გასართობი და მუსიკალურ ღონისძიებას ელოდებათ. ფესტივალის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ლაუნჯ-ზონები და კაფე-ბარები, მიმდინარეობს ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მოწყობილია ფოტო ზონები და გასართობი სივრცეები.

21 ივნისი 2026, 14:29

მსოფლიო

მაღალი სიცხის გამო საფრანგეთში ალკოჰოლის მოხმარება შეიზღუდა

ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამინდის პირობებზე რეაგირებისთვის უწყებათაშორისი მექანიზმი აამოქმედა. საგანგებო ზომების მიღებისთვის ემზადება საბანკო სექტორიც. ექსტრემალურმა სიცხემ შესაძლოა ხანძრები, წყალდიდობები და სხვა კატასტროფები გამოიწვიოს, რაც სადაზღვევო სისტემასა და საბანკო სექტორს ტვირთად დააწვება.