ვაკის პარკთან ავარიას ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარედ, ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა. შედეგად, ავტომანქანაში მჯდომი კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ქალი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას "აიპრესი" ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება.
ყველა სიახლე
29 სექტემბერი 2026, 16:39
კულტურა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული საიუბილეო ალბომის - „ივანე ჯავახიშვილის სახე ქართულ სახვით ხელოვნებასა და პოეზიაში“ წარდგენა გაიმართა
საიუბილეო ალბომის წარდგენის ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა დაესწრო. ალბომი ივანე ჯავახიშვილის დაბადების 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა. მასში თავმოყრილია სხვადასხვა მუზეუმსა თუ კერძო კოლექციაში დაცული უდიდესი მოღვაწისადმი მიძღვნილი ხელოვნების ნიმუშები: ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები და ქანდაკებები, ასევე ქართველი პოეტების ლექსები.
29 სექტემბერი 2026, 15:53
პოლიტიკა
3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება დასრულდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სწავლების ცენტრმა 2026 წლის 3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადება დაასრულა.
29 სექტემბერი 2026, 15:51
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ირანის ელჩს ვურჩევ, დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, ეს მისი საქმე არ არის
„მინდა, მას შევახსენო, რომ თავის დროზე, საქართველოსა და სპარსეთს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მძიმე ისტორია არსებობს და ეს ნებისმიერი ქართველისთვის მგრძნობიარე საკითხია. მას ვურჩევ, რომ დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, რადგან ეს მისი საქმე არ არის. თუ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, მაშინ მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
29 სექტემბერი 2026, 15:51
ჯანდაცვა
ადიგენის მუნიციპალიტეტში სკრინინგ აქცია ჩატარდა
ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ აქციები გრძელდება. მორიგი მასშტაბური აქცია ადიგენის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომლის მიზანიც , მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
29 სექტემბერი 2026, 15:43
მსოფლიო
მარკ რუტე: რუსეთის დივერსიული კამპანია ვერ ახერხებს უკრაინისადმი მხარდაჭერის შესუსტებას
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სიმშვიდისკენ მოუწოდა ევროპაში რუსეთის დივერსიული კამპანიის ფონზე და განაცხადა, რომ ეს კამპანია ვერ ახერხებს უკრაინისადმი მხარდაჭერის შესუსტებას.
29 სექტემბერი 2026, 15:18
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: ალან ბერსემ თავის პირით აღიარა, რომ თავად ევროსაბჭოც საჭიროებს რეფორმას. ნამდვილად საჭიროებს, რომ როგორც მინიმუმ, დაინტერესებული ჯგუფების და მსგავსი ფსევდო ენჯეოების ზეგავლენით არ მიიღოს სულელური და რეალობას აცდენილი რეზოლუციები საქართველოზე
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროსაბჭოში ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ვიზიტს და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს განცხადებას ეხმაურება.
29 სექტემბერი 2026, 15:12
თავდაცვა
თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა
თავდაცვის ძალების მეთაურმა მაიორ ცოტნე ღონღაძეს, უფროს ლეიტენანტ ტარიელ ღიბრაძეს, უფროს სერჟანტ ვლადიმერ მეყანწიშვილს, უმცროს სერჟანტ პაატა საბიაშვილს, კაპრალ დავით მეშველიანს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
29 სექტემბერი 2026, 15:03
მსოფლიო
დონალდ ტუსკმა მოქალაქეები მოსალოდნელი რთული კვირებისა და თვეების შესახებ გააფრთხილა, რაც პოლონეთის საზღვართან რუსული თავდასხმების ინტენსივობის გაზრდას უკავშირდება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მოქალაქეები მოსალოდნელი რთული კვირებისა და თვეების შესახებ გააფრთხილა, რაც პოლონეთის საზღვართან რუსული თავდასხმების ინტენსივობის გაზრდას უკავშირდება.
29 სექტემბერი 2026, 14:52
ეკონომიკა
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, სიტყვით გამოვიდა ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაზე.
29 სექტემბერი 2026, 14:51
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: გიორგი გახარია გარე ძალების დავალების მიხედვით გადადგა
დღემდე არ მიგვიღია კონკრეტული პასუხი, თუ რატომ გადადგა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ დროის სხვადასხვა მონაკვეთში. საგამოძიებო კომისიაზე ახალი ვერსიები გააჟღერა გიორგი გახარიამ. ჯერ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ერეოდა მის საქმეებში და ეს იყო მისი გადადგომის მიზეზი, ბოლოს მას წამოსცდა, რომ ელჩებს შეხვდა და მათთან კონსულტაცია გაიარა. რა თქმა უნდა, გიორგი გახარია გადადგა გარე ძალების დავალების მიხედვით, -განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
29 სექტემბერი 2026, 14:48
თავდაცვა
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის სამეთაურო-საშტაბო კომპიუტერული სწავლება დაიწყო
საქართველო თავდაცვის უწყება ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის კომპიუტერულ სწავლებას „SHARP LYNX 2026” მასპინძლობს. სწავლების გახსნის ცერემონია ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, თავდაცვის გენერალ-მაიორი შალვა შენგელია და JTEC-ის მეთაური, პოლკოვნიკი დავით გაგუა დაესწრნენ და სწავლების მონაწილეებს წარმატებები უსურვეს
29 სექტემბერი 2026, 14:44
მსოფლიო
Rapporteur: ევროკომისია გადაწყვეტილების მიღების რეფორმას გეგმავს, რათა წევრი ქვეყნების ვეტოს უფლებას გვერდი აუაროს
ევროკომისია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმას წარადგენს, რომლის მიზანიც ცალკეული წევრი ქვეყნების მიერ ეროვნული ვეტოს გამოყენების უფლების გვერდის ავლით პროცესების დაჩქარებაა. ამის შესახებ გამოცემა Rapporteur-ი გაფართოების სტრატეგიის შიდა დოკუმენტების პროექტზე დაყრდნობით იუწყება.
29 სექტემბერი 2026, 14:42
სამართალი
სიძულვილის ენასთან ბრძოლის ფარგლებში სასამართლო პროცესები გაიმართა
სიძულვილის ენასთან ბრძოლის ფარგლებში სასამართლო პროცესები გაიმართა
29 სექტემბერი 2026, 14:39
პოლიტიკა
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება
საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას.
29 სექტემბერი 2026, 14:39
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე ალბანეთში საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ: კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმ გზის სისწორეში, რომელიც აქვს არჩეული საქართველოს ხელისუფლებას
კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირთა მხრიდან ისმოდა ძალიან ცალსახა გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელმა უნდა გადახედოს თავის მიდგომებს, უნდა გადახედოს თავის ორმაგ სტანდარტებს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
29 სექტემბერი 2026, 14:32
ჯანდაცვა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე და თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს, ლიანა სირაძეს შეხვდნენ.
29 სექტემბერი 2026, 14:30
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: IRI-ს შედეგები მიუთითებს, რომ საზოგადოება სწორად უყურებს იმ პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ამ მძიმე წლებში, აწარმოებდა და ამას პოზიტიურად აფასებს
IRI-ს შედეგები მიუთითებს, რომ საზოგადოება სწორად უყურებს იმ პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ამ მძიმე წლებში აწარმოებდა და ამას პოზიტიურად აფასებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.
29 სექტემბერი 2026, 14:24
პოლიტიკა
პარლამენტმა ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო
საქართველოს პარლამენტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის, მაია ბითაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო. გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის 79-მა წევრმა დაუჭირა.
29 სექტემბერი 2026, 14:23
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია „ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს ძალა, საზოგადოების თვალში, არის გაკოტრებული და დამთავრებული - ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მას უპრეცედენტო ნდობა აქვს“
„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანამატებს, რომლებიც მუდმივად ფინანსდებიან და გარედან მხარდაჭერილები არიან, აქვთ ერთადერთი დავალება - პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია მოახდინონ, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ, რითავ IRI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.
29 სექტემბერი 2026, 14:13
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამართალდარღვევა გამოავლინეს.


