აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
ფოტო: შსს/ვიდეოკადრი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 76 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
პოლიციის მიერ, ნივთმტკიცებად, ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ყველა სიახლე
26 სექტემბერი 2026, 10:38
ეკონომიკა
საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ სამი გამარჯვებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოვლინდა
სააგენტოს ინფორმაციით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან, მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები, რომელიც შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ შეაფასა.
26 სექტემბერი 2026, 10:33
სამართალი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
დაკავებული, შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
26 სექტემბერი 2026, 10:27
სამართალი
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
26 სექტემბერი 2026, 10:19
მსოფლიო
Bloomberg: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა ჩავიდეს მოსკოვში და პუტინს შეხვდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირაში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კვლავ მოუწოდა რუსეთის ლიდერთან ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასულიყო, მიუხედავად უკრაინის პრეზიდენტის არაერთი უარისა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
26 სექტემბერი 2026, 10:16
თავდაცვა
მუხროვანში სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს, რუმინეთისა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები ქართველმა ინსტრუქტორებმა მოამზადეს. ორი კვირის განმავლობაში, კურსანტებმა რთული რელიეფის პირობებში სხვადასხვა დისტანციიდან საცეცხლე სავარჯიშოები შეასრულეს და შორ მანძილზე სროლის უნარები დახვეწეს. სწავლების დასკვნითი ნაწილი მუხროვანის პოლიგონზე გაიმართა, სადაც მათ სნაიპერული შაშხანებით სხვადასხვა მანძილზე ისროლეს.
26 სექტემბერი 2026, 10:03
კულტურა
ელისო ბოლქვაძე: მუდამ დიდი სიხარულია ქართველ მევიოლინესთან, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსთან, ვიტალი იმერელთან შეხვედრა და მისი საოცარი ნიჭიერებით გადმოცემულ ჯაზის სამყაროში მოგზაურობა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, ცნობილი მუსიკოსის, მევიოლინე ვიტალი იმერელის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება და იმედოვნებს, რომ მსმენელი მის შემოქმედებას კიდევ მოისმენს.
26 სექტემბერი 2026, 09:36
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპი ირანის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტას უარყოფს და არჩევნების შემდეგ დაბომბვის განახლებას ელოდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მიერ შეთავაზებული შვიდდღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო და თანაშემწეებს განუცხადა, რომ ნოემბერში შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგ ირანის დაბომბვის განახლებას ელოდება. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 სექტემბერი 2026, 09:35
საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: მდინარე არაგვზე ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დაიწყო
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის ფარგლებში, ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დათქმულ დროს დაიწყო.
26 სექტემბერი 2026, 09:14
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 სექტემბერს საქართველოში
26 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
26 სექტემბერი 2026, 08:29
მსოფლიო
The Washington Post: ომში მზარდი ხარჯების დასაფარად, უკრაინა პორნოგრაფიის დეკრიმინალიზაციას განიხილავს. შედეგად კიევი დაახლოებით 25 მილიონი დოლარის შემოსავალს მიიღებს, ეს კი 30 ათასი სამხედრო დრონისთვის საკმარისი თანხაა
The Washington Post-ის ცნობით, წლების განმავლობაში უკრაინაში მოქმედი უზარმაზარი, თუმცა უკანონო პორნოინდუსტრია ჩრდილში არსებობდა. სამართალდამცველები, როგორც წესი, ამ სფეროს ყურადღებას არ აქცევდნენ, თუმცა ცალკეული მაღალჩინოსნები კანონის გვერდის ავლაში შემჩნეული ადამიანებისგან ქრთამის გამოძალვის მიზნით საკუთარ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდნენ.
26 სექტემბერი 2026, 08:00
საზოგადოება
„რთველი - 2026“ დაიწყო - ქვეყანა მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდება - რა გამოწვევებია პროცესის ორგანიზების კუთხით და როგორ მოქმედებს სახელმწიფო საკოორდინაციო შტაბების სისტემა? - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერი“ „იმედზე“
„რთველი - 2026“ დაიწყო - ქვეყანა მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდება - რა გამოწვევებია პროცესის ორგანიზების კუთხით და როგორ მოქმედებს სახელმწიფო საკოორდინაციო შტაბების სისტემა?
26 სექტემბერი 2026, 00:06
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი თეა ადეიშვილის და ლაშა ბაქრაძის რეპლიკაზე: როცა ერთი საბაბიც არ გაქვს, პრემიერზე რაიმე ცუდი თქვა და ინგლისურის აქცენტს უწუნებ... სექტაა, აბა რა არის ეს?!
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში პრემიერის შესახებ გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც გადაცემის წამყვანმა თეა ადეიშვილმა და სტუმარმა ლაშა ბაქრაძემ ირაკლი კობახიძის უცხო ენების ცოდნა და აქცენტი დაიწუნეს.
25 სექტემბერი 2026, 23:31
სპორტი
სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე პარაძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნას დაესწრო
ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო. მსოფლიოს პირველობაზე 44 ქვეყნის 312 პარაათლეტი მონაწილეობს, აქედან 16 ქართველი პარაძიუდოისტია.
25 სექტემბერი 2026, 22:42
საზოგადოება
პატრიარქი შიო III ნანული გუგუნავაზე: მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი ადამიანი შეუერთდა მარადისობას. იგი მუდამ ერთგულად ედგა მხარში სახელოვან მეუღლეს, ბატონ ნოდარ დუმბაძეს. მათი სიყვარული მწერლის შემოქმედების მასაზრდოებელ წყაროდ იქცა
საპატრიარქო, ნანული გუგუნავა-დუმბაძის გარდაცვალების გამო, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამძიმრის წერილს აქვეყნებს. სამძიმრის წერილში შიო მესამე თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
25 სექტემბერი 2026, 22:03
სპორტი
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის ნაკრების შეხვედრა 0:1 დასრულდა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის ნაკრების შეხვედრა 0:1 დასრულდა. ირლანდიელებმა გოლის გატანა მეორე ტაიმის ბოლოს, დამატებულ დროში, მე-9 წუთზე შეძლეს.
25 სექტემბერი 2026, 21:47
კულტურა
„მიმღერეს“ შემქმნელებისგან „იმედზე“ ყოველ პარასკევს განახლებული პროექტი - „ქართული ხალხური“ გავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„მიმღერეს“ შემქმნელებისგან „ქართული ხალხური“ „იმედზე“ - პროექტის მთავარი გმირები ათი სხვადასხვა რეგიონიდან მომღერალი ოჯახები იქნებიან, მათ კი სხვადასხვა ანსამბლი და სალოტბარო სკოლების აღსაზრდელები შეუერთდებიან.
25 სექტემბერი 2026, 21:44
საზოგადოება
პარლამენტის წევრები ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ილია ინჯიამ და პარლამენტის წევრებმა მარტვილში, ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
25 სექტემბერი 2026, 21:39
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ბელარუსის მხარის ინიციატივით გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან.
25 სექტემბერი 2026, 21:30
საზოგადოება
„მობილურ იუსტიციის სახლს“ კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ნიდერლანდებში გამართულ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე, პროექტი ინოვაციურ პრაქტიკად აღიარეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ 134 პროექტს შორის გამოარჩიეს. ქვეყნის მასშტაბით უკვე 20 მობილური იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.


