Bloomberg: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა ჩავიდეს მოსკოვში და პუტინს შეხვდეს
ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირაში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კვლავ მოუწოდა რუსეთის ლიდერთან ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასულიყო, მიუხედავად უკრაინის პრეზიდენტის არაერთი უარისა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ამ გზით ვაშინგტონი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას ცდილობს.
როგორც Bloomberg-ი წერს, ზელენსკიმ ტრამპის შეთავაზება გაეროში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას უარყო. უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებული პირების განცხადებით, ტრამპის მიერ საკითხის ხელახლა წამოწევამ ზელენსკი გააღიზიანა.
როდესაც რუსმა ჟურნალისტებმა ნიუ-იორკში მყოფ ზელენსკის ჰკითხეს, როდის გაემგზავრებოდა მოსკოვში, მან უპასუხა: „რაკეტაზე“, რასაც უცენზურო სიტყვა დაამატა.
ზელენსკიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიმდინარე კვირაში ნიუ-იორკში ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართეს.
აშშ ორივე მხარეს მოუწოდებს, შეთანხმდნენ ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეჩერებაზე, მაშინ როდესაც მსოფლიოში დიზელის ფასი მკვეთრად იზრდება. თუმცა, ამ ეტაპზე არც უკრაინას და არც რუსეთს შეთავაზება არ მიუღია, წერს სააგენტო.
ზელენსკიმ პარასკევს განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ტექნიკური ხასიათის სამშვიდობო მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება, თუმცა აშშ-ს შეხვედრის თარიღი ჯერ არ შეუთავაზებია.
ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპი და მისი გუნდი მზად იყვნენ, ზამთრის დადგომამდე უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების თაობაზე ევროპის მოწოდებები მოესმინათ. მათი თქმით, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაც, ძირითადად, პოზიტიური იყო.
ტრამპს ჯერ არ გადაუწყვეტია, გაუგზავნის თუ არა უკრაინას ამ ზამთარში დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და აღჭურვილობას. აშშ თავად განიცდის შეიარაღების დეფიციტს ირანთან მიმდინარე ომის გამო. ამასთან, ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემას დათანხმდა.
ზელენსკის თქმით, ტრამპმა გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშრებით მიმდინარე კვირაში უკვე მიიღო. თუმცა უკრაინის პრეზიდენტს მიწოდების კონკრეტულ ვადებზე დეტალები არ გაუჟღერებია.
Patriot-ის რაკეტების წარმოების დაწყებას, სავარაუდოდ, სულ მცირე ერთი წელი დასჭირდება, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება უკრაინის გადაუდებელ საჭიროებას ვერ დააკმაყოფილებს — განსაკუთრებით ცივი თვეების განმავლობაში, როდესაც ქვეყანას რუსეთის იერიშებისგან კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა სჭირდება.
ტრამპის შეთავაზება რუსეთში შეხვედრის გამართვის შესახებ იმავე კვირას გაკეთდა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა პუტინი დეკემბერში, ფლორიდაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვია.
ამ განცხადებას ევროპაში კრიტიკა მოჰყვა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა CNN-თან განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება „ძალიან მძიმე მოსასმენი იყო“.
ყველა სიახლე
26 სექტემბერი 2026, 10:38
ეკონომიკა
საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ სამი გამარჯვებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოვლინდა
სააგენტოს ინფორმაციით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან, მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები, რომელიც შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ შეაფასა.
26 სექტემბერი 2026, 10:33
სამართალი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
დაკავებული, შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
26 სექტემბერი 2026, 10:28
სამართალი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 76 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. პოლიციის მიერ, ნივთმტკიცებად, ასევე ამოღებულია, ცეცხლსასროლი პისტოლეტი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
26 სექტემბერი 2026, 10:27
სამართალი
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
26 სექტემბერი 2026, 10:16
თავდაცვა
მუხროვანში სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს, რუმინეთისა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები ქართველმა ინსტრუქტორებმა მოამზადეს. ორი კვირის განმავლობაში, კურსანტებმა რთული რელიეფის პირობებში სხვადასხვა დისტანციიდან საცეცხლე სავარჯიშოები შეასრულეს და შორ მანძილზე სროლის უნარები დახვეწეს. სწავლების დასკვნითი ნაწილი მუხროვანის პოლიგონზე გაიმართა, სადაც მათ სნაიპერული შაშხანებით სხვადასხვა მანძილზე ისროლეს.
26 სექტემბერი 2026, 10:03
კულტურა
ელისო ბოლქვაძე: მუდამ დიდი სიხარულია ქართველ მევიოლინესთან, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსთან, ვიტალი იმერელთან შეხვედრა და მისი საოცარი ნიჭიერებით გადმოცემულ ჯაზის სამყაროში მოგზაურობა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, ცნობილი მუსიკოსის, მევიოლინე ვიტალი იმერელის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება და იმედოვნებს, რომ მსმენელი მის შემოქმედებას კიდევ მოისმენს.
26 სექტემბერი 2026, 09:36
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპი ირანის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტას უარყოფს და არჩევნების შემდეგ დაბომბვის განახლებას ელოდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მიერ შეთავაზებული შვიდდღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო და თანაშემწეებს განუცხადა, რომ ნოემბერში შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგ ირანის დაბომბვის განახლებას ელოდება. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 სექტემბერი 2026, 09:35
საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: მდინარე არაგვზე ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დაიწყო
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის ფარგლებში, ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დათქმულ დროს დაიწყო.
26 სექტემბერი 2026, 09:14
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 სექტემბერს საქართველოში
26 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
26 სექტემბერი 2026, 08:29
მსოფლიო
The Washington Post: ომში მზარდი ხარჯების დასაფარად, უკრაინა პორნოგრაფიის დეკრიმინალიზაციას განიხილავს. შედეგად კიევი დაახლოებით 25 მილიონი დოლარის შემოსავალს მიიღებს, ეს კი 30 ათასი სამხედრო დრონისთვის საკმარისი თანხაა
The Washington Post-ის ცნობით, წლების განმავლობაში უკრაინაში მოქმედი უზარმაზარი, თუმცა უკანონო პორნოინდუსტრია ჩრდილში არსებობდა. სამართალდამცველები, როგორც წესი, ამ სფეროს ყურადღებას არ აქცევდნენ, თუმცა ცალკეული მაღალჩინოსნები კანონის გვერდის ავლაში შემჩნეული ადამიანებისგან ქრთამის გამოძალვის მიზნით საკუთარ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდნენ.
26 სექტემბერი 2026, 08:00
საზოგადოება
„რთველი - 2026“ დაიწყო - ქვეყანა მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდება - რა გამოწვევებია პროცესის ორგანიზების კუთხით და როგორ მოქმედებს სახელმწიფო საკოორდინაციო შტაბების სისტემა? - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერი“ „იმედზე“
„რთველი - 2026“ დაიწყო - ქვეყანა მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდება - რა გამოწვევებია პროცესის ორგანიზების კუთხით და როგორ მოქმედებს სახელმწიფო საკოორდინაციო შტაბების სისტემა?
26 სექტემბერი 2026, 00:06
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი თეა ადეიშვილის და ლაშა ბაქრაძის რეპლიკაზე: როცა ერთი საბაბიც არ გაქვს, პრემიერზე რაიმე ცუდი თქვა და ინგლისურის აქცენტს უწუნებ... სექტაა, აბა რა არის ეს?!
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში პრემიერის შესახებ გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც გადაცემის წამყვანმა თეა ადეიშვილმა და სტუმარმა ლაშა ბაქრაძემ ირაკლი კობახიძის უცხო ენების ცოდნა და აქცენტი დაიწუნეს.
25 სექტემბერი 2026, 23:31
სპორტი
სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე პარაძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნას დაესწრო
ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო. მსოფლიოს პირველობაზე 44 ქვეყნის 312 პარაათლეტი მონაწილეობს, აქედან 16 ქართველი პარაძიუდოისტია.
25 სექტემბერი 2026, 22:42
საზოგადოება
პატრიარქი შიო III ნანული გუგუნავაზე: მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი ადამიანი შეუერთდა მარადისობას. იგი მუდამ ერთგულად ედგა მხარში სახელოვან მეუღლეს, ბატონ ნოდარ დუმბაძეს. მათი სიყვარული მწერლის შემოქმედების მასაზრდოებელ წყაროდ იქცა
საპატრიარქო, ნანული გუგუნავა-დუმბაძის გარდაცვალების გამო, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამძიმრის წერილს აქვეყნებს. სამძიმრის წერილში შიო მესამე თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
25 სექტემბერი 2026, 22:03
სპორტი
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის ნაკრების შეხვედრა 0:1 დასრულდა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის ნაკრების შეხვედრა 0:1 დასრულდა. ირლანდიელებმა გოლის გატანა მეორე ტაიმის ბოლოს, დამატებულ დროში, მე-9 წუთზე შეძლეს.
25 სექტემბერი 2026, 21:47
კულტურა
„მიმღერეს“ შემქმნელებისგან „იმედზე“ ყოველ პარასკევს განახლებული პროექტი - „ქართული ხალხური“ გავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„მიმღერეს“ შემქმნელებისგან „ქართული ხალხური“ „იმედზე“ - პროექტის მთავარი გმირები ათი სხვადასხვა რეგიონიდან მომღერალი ოჯახები იქნებიან, მათ კი სხვადასხვა ანსამბლი და სალოტბარო სკოლების აღსაზრდელები შეუერთდებიან.
25 სექტემბერი 2026, 21:44
საზოგადოება
პარლამენტის წევრები ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ილია ინჯიამ და პარლამენტის წევრებმა მარტვილში, ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
25 სექტემბერი 2026, 21:39
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ბელარუსის მხარის ინიციატივით გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან.
25 სექტემბერი 2026, 21:30
საზოგადოება
„მობილურ იუსტიციის სახლს“ კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ნიდერლანდებში გამართულ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე, პროექტი ინოვაციურ პრაქტიკად აღიარეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ 134 პროექტს შორის გამოარჩიეს. ქვეყნის მასშტაბით უკვე 20 მობილური იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.


