imedi /  12 მაისი 2018, 03:51 / სანდო წყარო

სამართალდამცველებმა ბექა წიქარიშვილი დააკავეს

სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია მისი დაკავების მიზეზი.

ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. დაკავებულთა რაოდენობა იზრდება. კლუბ "გალერიში" სულ მცირე 3 ადამიანი დააკავეს პოლიციაზე წინააღმდეგობის გაწევისთვის.

Image may contain: one or more people, people standing, night, crowd and outdoor

Image may contain: 1 person, dancing, standing, night, basketball court and outdoor

უფლებადამცველი გიორგი მახარაძე აცხადებს,რომ 20-ზე მეტი ადამიანია დაკავებული და შინაგან საქმეთა სამინისტოში გადაყვანილი. როგორც მახარაძე ამბობს, გენერალური ინსპექცია ჩაყენებული ჰყავთ საქმის კურსში მაგრამ არანაირი რეაგირება ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

ადგილზე დაკავებულების ოჯახის წევრებიც და მხარდამჭერებიც არიან.

შსს-ს ცნობით, დღეს კლუბ "ბასიანსა" და "გალერიში" სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი 8 პირი. მანამდე, სამართალდემცელები კლუბში შევიდნენ, იქ მყოფი სტუმრები გარეთ გაიყვანეს და შენობაში დაწესებულების თანამშრომლები დატოვეს.

"იმედინიუსის" ინფორმაციით, პოლიციელებთან შეტაკებების დროს, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. კლუბი "ბასიანი" ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების რიცხვი იზრდება, რომლებიც თანდათანობით პარლამენტისკენ მიემართებიან.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

11 აგვისტო 2026, 20:16

პოლიტიკა

კახა კალაძე: მინდა გითხრათ: ნუ დაიჯერებთ ამ სიცრუეს, ჩამოდით საქართველოში და თავად დარწმუნდით, რომ ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, დიდი ისტორიითა და კულტურით, დაუვიწყარი დღეები გელით. გპირდებით, არასოდეს დაგავიწყდებათ საქართველოში გატარებული ბედნიერი მომენტები

თითქმის ყველას, ვინც საქართველოში ყოფილა, სურს აქ კვლავ დაბრუნდეს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში.

კახა კალაძე

11 აგვისტო 2026, 20:07

პოლიტიკა

კახა კალაძე: მინდა პატიოსნად, გულწრფელად და ოფიციალურად განვაცხადო, რომ მთელი ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში არის აბსოლუტური სიცრუე. ჩვენს ქვეყანაში არავინ ეპყრობა ცუდად არცერთ ტურისტს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს - არც რუსებს, არც უკრაინელებს, არც ევროპული, აზიური თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს. ჩვენი ხალხი სტუმარს ღვთის საჩუქრად მიიჩნევს

მინდა პატიოსნად, გულწრფელად და ოფიციალურად განვაცხადო, რომ მთელი ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში არის აბსოლუტური სიცრუე. ჩვენს ქვეყანაში არავინ ეპყრობა ცუდად არცერთ ტურისტს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს - არც რუსებს, არც უკრაინელებს, არც ევროპული, აზიური თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში.

კახა კალაძე

11 აგვისტო 2026, 19:56

პოლიტიკა

კახა კალაძე: თბილისი და საერთოდ, მთელი საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქი და ქვეყანაა, მაგრამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, საზღვარგარეთიდან მოქმედმა ძალებმა დაიწყეს ახალი პროპაგანდისტული კამპანია ჩვენი ხალხისა და ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ

თბილისი და საერთოდ, მთელი საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქი და ქვეყანაა, მაგრამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, საზღვარგარეთიდან მოქმედმა ძალებმა დაიწყეს ახალი პროპაგანდისტული კამპანია ჩვენი ხალხისა და ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში.

11 აგვისტო 2026, 19:21

საზოგადოება

გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

11 აგვისტო 2026, 18:53

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან დამატებით რაკეტებს იღებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან ახალ სამხედრო მხარდაჭერას იღებს.

11 აგვისტო 2026, 18:46

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და ბათუმის მერ გიორგი ცინცაძესთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და შინდისის გმირების სახელობის სკვერში მემორიალი ყვავილებით შეამკო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 18:45

მსოფლიო

CNN: ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე „ღიაა“, თუმცა ნაოსნობის მონაცემები ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „ღიაა“. მისი მტკიცებით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა საზღვაო გზა ნაღმებისგან გაწმინდეს და მას სრულად აკონტროლებენ, თუმცა ნაოსნობის მონაცემები ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

სოზარ სუბარი

11 აგვისტო 2026, 18:12

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ძალიან დიდი ძალაა, როცა ყველა მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში გვყავს ფრაქცია. ეს მნიშვნელოვანია სამომავლოდ ჩვენი გეგმების განხორციელებისთვის

ადგილობრივ სახელისუფლებო რგოლებში პარტიული წარმომადგენლობების საქმიანობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

მიხეილ სააკაშვილი

11 აგვისტო 2026, 18:08

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი უძველესი მეგობრის, გია ბარამიძის ნათქვამი სრული სისულელე, მართლაც არ იყო არავისთვის სასიამოვნო და გიას მართებს უფრო დეტალური განმარტება იმ ხალხთან, ვინც გულწრფელად ნაწყენი დარჩა

მიხეილ სააკაშვილი გია ბარამიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

11 აგვისტო 2026, 17:49

საზოგადოება

მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაო დღესაც მიმდინარეობდა

მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაო დღესაც მიმდინარეობდა. ამინდის გამო ახლა შეწყდა. პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ტერიტორიას ამოწმებენ.

ანატოლი საშჩუკი

11 აგვისტო 2026, 17:45

მსოფლიო

უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე არსებულ გაუსაძლის პირობებზე ამახვილებენ ყურადღებას - ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკუთარ შარდს ვსვამთ და ველოდებით, როდის მოგვაწვდიან თუნდაც რამეს

უკრაინელი ჯარისკაცები შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ფრონტიდან უსაფრთხო ევაკუაციას სთხოვენ. საბრძოლო პოზიციებზე რთული ვითარების შესახებ ვიდეომიმართვა 121-ე ბრიგადის მეთაურმა გაავრცელა, იუწყება უკრაინული მედია.

დიმიტრი გვრიტიშვილი

11 აგვისტო 2026, 17:42

სამართალი

დიმიტრი გვრიტიშვილი: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დადასტურდა ის ფაქტი, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა განიცდის განუწყვეტელ პროგრესს და ეს უკვე მერამდენედ დასტურდება საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დადასტურდა ის ფაქტი, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა განიცდის განუწყვეტელ პროგრესს და ეს უკვე მერამდენედ დასტურდება საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, - განაცხადა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ანდრაშ ბაკა

11 აგვისტო 2026, 17:29

მსოფლიო

უნგრეთის პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ანდრაშ ბაკა გახდა

უნგრეთის პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ქვეყნის პრეზიდენტად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ანდრაშ ბაკა აირჩია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

თეა ახვლედიანი

11 აგვისტო 2026, 17:28

პოლიტიკა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

11 აგვისტო 2026, 17:15

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით მოქმედების სამი სტრატეგია აქვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით მოქმედების სამი სტრატეგია აქვს - დაელოდოს მოვლენების განვითარებას, მიიტანოს მასშტაბური იერიში, ან მეტად დააზარალოს ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკა.

11 აგვისტო 2026, 16:53

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის ძალებმა, ირანის ბლოკადის გარღვევის მცდელობისას, პანამის დროშით მცურავ გემს ცეცხლი გაუხსნეს

აშშ-ის ძალებმა დღეს დილით ცეცხლი გაუხსნეს პანამის დროშით მცურავ გემს, რომელიც ირანის პორტების ამერიკული საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 16:24

მსოფლიო

Bloomberg: გერმანიაში სიცხის ფონზე საწვავზე ფასები გაიზარდა

გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა შტეფენ ბილგერმა განაცხადა, რომ მთავრობა საწვავის ფასების მკვეთრ ზრდას აკვირდება, რადგან ამ ზაფხულს ინტენსიური სიცხის შედეგად მდინარეებში წყლის დონის კლებამ ევროპის უმსხვილეს ეკონომიკაში ზოგიერთ რეგიონში ფასების მატება გამოიწვია. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 16:19

კულტურა

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქვეყნის სახელით, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“ ქართულ ფილმს წარადგენს

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქვეყნის სახელით, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“ ქართულ ფილმს წარადგენს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 15:53

ჯანდაცვა

ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მშობელი სახელმწიფოს მიერ ინოვაციური პრეპარატის დაფინანსებაზე: ეს ჩვენი შვილების ხელახალი დაბადებაა“

„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი შვილებისთვის, მათი სიცოცხლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მედიკამენტი გვექნება. ეს არის სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი, რომელიც ამ დაავადების მქონე ადამიანებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრეპარატია. ამიტომ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ყველა იმ პაციენტისთვის, ვისთვისაც ეს მედიკამენტი განკუთვნილია“, - აღნიშნა გოგა ბერიძემ.

დოდო აგლაძე

11 აგვისტო 2026, 15:50

ჯანდაცვა

გენეტიკოსი დოდო აგლაძე ცისტური ფიბროზის მედიკამენტის შესყიდვაზე: დღეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღეა, ეს არის სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ძალიან დიდი გამარჯვება

პრეპარატი განკუთვნილია 2 წლისა და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები შეესაბამება აშშ-ის (FDA) და ევროპის (EMA) წამლის მარეგულირებელი უწყებების მიერ დამტკიცებულ ჩვენებებს. საქართველოში ცისტური ფიბროზის დიაგნოზით, დაახლოებით, 110 პაციენტია რეგისტრირებული. მათგან, შესაბამისი გენეტიკური მუტაცია, დაახლოებით, 60 პაციენტს აქვს.