მაია ნიკოლეიშვილმა მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორებზე გენინსპექციის შეკითხვებს უპასუხა
მაია ნიკოლეიშვილი
ფოტო: 1tv
26 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის განხილვისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე იყო. მას ორი საათის განმავლობაში კითხავდნენ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
საქმე შეეხება ნიკოლეიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორები ზვიად ფხაკაძე და ინა გუგუშვილი მის მიმართ აგრესიით არიან განწყობილები და მის დაშინებას ცდილობენ.
"განვმარტე, რომ ის ატმოსფერო, რომელიც სუფევდა პროკურორების მიერ იმ დღეს, პრაქტიკულად იყო ძალიან დაძაბული. მე ვთქვი, რომ ზვიად ფხაკაძე და ინა გუგუშვილი, ერთიც და მეორეც, ითხოვდა სისხლის სამართლის აღძვრას. პროკურორების მხრიდან საუბარი იყო, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილი დასკვნა იყო სულელური და აბსურდული", - თქვა მაია ნიკოლეიშვილმა გენინსპექციაში გამოკითხვის შემდეგ.
პროკურორების უკმაყოფილება 26 მაისს ნიკოლეიშვილის ექსპერტიზის დასკვნამ გამოიწვია (რომელიც მან ადვოკატების დაკვეთით ჩაატარა). დასკვნაში წერია, რომ საქმეში არსებული დანების გარდა დაღუპულებისთვის დაზიანებები შესაძლოა, მიყენებული ყოფილიყო სხვა ბასრი საგნებითაც.
პროკურორი ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ მზად არის მისი მისამართით არსებულ შეკითხვებს პასუხი გასცეს, რადგან არ ეთანხმება ქსპერტ მაია ნიკოლეიშვილისა და დაცვის მხარის ბრალდებებს.
ნიკოლეიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, გენინსპექციამ პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
გასული წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე მოზარდი მრავლობითი დაზიანებებითსაავადმყოფოში მოთავსებიდან, მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს.
მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ყველა სიახლე
06 აპრილი 2026, 21:41
საზოგადოება
საქპატენტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტები ესტუმრნენ
საქპატენტის ინფორმაციით, ვიზიტი უკავშირდება სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი არჩევით პრაქტიკულ კომპონენტს „საქპატენტის კლინიკას“, რომელიც 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ამოქმედდა და ითვალისწინებს პრაქტიკულ სწავლებას საქპატენტში. „კლინიკა“ სტუდენტებს საშუალებას აძლევს უშუალოდ ადგილზე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, გაეცნონ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქმიანობის სპეციფიკას და ექსპერტიზის პროცედურებს.
06 აპრილი 2026, 21:33
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და ეს ღამე, შესაძლოა, სამშაბათი იყოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის „განადგურება“ ერთ ღამეშია შესაძლებელი და დასძინა, რომ ეს ღამე „შესაძლოა“ სამშაბათი საღამო იყოს.
06 აპრილი 2026, 21:31
რეგიონი
„კულტურა მთაში“ პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ღონისძიება - „პოეზია მუსიკაა სულისა“ გაიმართა
პროგრამა „კულტურა მთაში“ აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ხულოს მუნციაპლიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს მაღალმთიან აჭარაში შემოქმედებითი პროცესების გაძლიერებას, კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და ადგილობრივი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას.
06 აპრილი 2026, 21:27
საზოგადოება
თბილისში საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება - სიმბოლურ ფასად ბინა კიდევ 30 ოჯახს გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მერიის ინიციატივით, დედაქალაქში ბინა სიმბოლურ ფასად, კიდევ 30 ოჯახს გადაეცა.
06 აპრილი 2026, 21:20
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: თბილისი დე-ფაქტო იბრუნებს სამხრეთ კავკასიის ცენტრის სტატუსს
მისი განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი საქართველოს რეგიონული როლის გაძლიერებაზე მიუთითებს და ადასტურებს ქვეყნის, როგორც სტაბილური და პროგნოზირებადი პარტნიორის მნიშვნელობას.
06 აპრილი 2026, 21:14
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანელ ხალხს ბომბების ხმის გაგონება სურს, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებები, საბოლოო ჯამში, ირანელ ხალხს ეხმარება, რადგან „მათ სურთ ბომბების ხმის გაგონება, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი“.
06 აპრილი 2026, 21:06
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სხდომაზე საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.
06 აპრილი 2026, 20:58
საზოგადოება
ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების მსურველებს რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების მსურველებს, რეგისტრაციის გავლა გამოცდების ვებგვერდზე 11 მაისის 18:00 საათამდე უკვე შეუძლიათ.
06 აპრილი 2026, 20:53
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ჩემი ნება რომ იყოს, მე უბრალოდ ნავთობის აღება მსურს - თუმცა, არ ვიცი, რამდენად უნდა ეს ამერიკელ ხალხს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი ირანში „ნავთობის მითვისების“ შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ არ იცის, „სურს თუ არა ეს ამერიკულ საზოგადოებას“. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 20:47
პოლიტიკა
პლასტიკის ბოთლების აკრძალვას „ხალხის ძალა“ ეწინააღმდეგება - მთავრობის გადაწყვეტილების აღსრულებამდე ფართო დისკუსიას ითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პლასტიკის ბოთლების აკრძალვას „ხალხის ძალა“ ეწინააღმდეგება. საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ბიზნესს და მოსახლეობასაც პრობლემას შეუქმნის.
06 აპრილი 2026, 20:35
სამართალი
მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ნოღაიდელის დაპირისპირება სასამართლოში - რამ გამოიწვია კონფლიქტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
განსასჯელისა და მოწმის ჩხუბი სასამართლოში. მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ნოღაიდელის გაშველება პროცესზე მანდატურებს მოუხდათ.
06 აპრილი 2026, 20:28
სამართალი
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო - განაჩენი 8 აპრილს დაზუსტდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თვალთვალი, ჩასაფრება, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ფიზიკური ანგარიშსწორება, რამაც ახალგაზრდა მასწავლებელი იმსხვერპლა.
06 აპრილი 2026, 20:20
პოლიტიკა
საქართველოს პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევას უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ეწვია.
06 აპრილი 2026, 20:15
პოლიტიკა
აზერბაიჯანის პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნებს შორის მეგობრობისა და კავშირების მნიშვნელობა აღნიშნა და სტუმარს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
06 აპრილი 2026, 20:14
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: მათ აღარ ექნებათ ხიდები, აღარ ექნებათ ელექტროსადგურები, აღარაფერი ექნებათ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის მიმართ მუქარა გაამკაცრა და განაცხადა, რომ მას იმაზე „უარესი“ ვარიანტებიც აქვს მომზადებული, ვიდრე ქვეყნის ელექტროსადგურებისა და ხიდების დაბომბვაა იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე შეთანხმებას არ დათანხმდება.
06 აპრილი 2026, 20:11
პოლიტიკა
თამარ ბაგრატიონის სახელით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას პატივსაცემად სადილი გაიმართა
თბილისში, საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის სახელით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას პატივსაცემად სადილი გაიმართა.
06 აპრილი 2026, 19:57
მსოფლიო
Reuters: ირანმა უარყო ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება
აშშ-მა და ირანმა განიხილეს ჩარჩო გეგმა კონფლიქტის დასასრულებლად, თუმცა თეირანმა განაცხადა, რომ ომის საბოლოო დასრულება სურს და წინააღმდეგობა გაუწია ზეწოლას დროებითი ზავის პირობებში ჰორმუზის სრუტის სასწრაფოდ გახსნასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 19:42
პოლიტიკა
ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია
ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერმეკ კოშერბაევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
06 აპრილი 2026, 19:21
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის გზამკვლევი გამოაქვეყნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „გზამკვლევი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის“ - ვებგვერდზე https://www.naec.ge/#/ge/post/3543 გამოაქვეყნა.
06 აპრილი 2026, 19:12
მსოფლიო
ტრამპი ისრაელზე: ჩვენ უფროსი და უმცროსი ძმებივით ვართ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელთან ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ისინი კარგი პარტნიორები“ არიან.


