imedi /  31 მაისი 2018, 11:44 / სანდო წყარო

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლის განაჩენი ცნობილია

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია. სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

ადვოკატის ინფორმაციით, ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს, თუმცა ერთ-ერთი ბრალდებული ერთ ნაწილში გამართლდა.

„ერთ-ერთი ბრალდებული ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში დამნაშავედ ცნეს, მაგრამ გამართლდა დავით სარალიძის საქმესთან მიმართებაში. მეორე ბრალდებული ცნეს დამნაშავედ დავით სარალიძის საქმესთან მიმართებაში, ოღონდ მოხდა გადაკვალიფიცირება მუხლის 19-109-ს მიმართულებით“,- განაცხადა ადვოკატმა.

კერძოდ, ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მოსამართლე ეკა არეშიძის განაჩენით, ერთ-ერთი ბრალდებული დამნშვედ ცნობილია სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, მეორე არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 19-109ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით.

ამასთან, ჩაინიშნება სხდომა, სადაც მოზარდებს სასჯელის ვადა განესაზღვრებათ, რადგან  არასრულწლოვანთა კოდექსიდან გამომდინარე სასჯელის განსაზღვრის მიზნით დამატებითი სხდომა უნდა დაინიშნოს.

იმის გამო, რომ ორივე ბრალდებული არასრულწლოვანია სასჯელის მაქსიმალური ზომა 12-წლიანი პატიმრობა იქნება.

მკვლელობაში ბრალდებული 2 მოზარდის მიმართ სახელმწიფო ბრალდება სასჯელის უმაღლეს ზომას ითხოვდა.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 

მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

არქივი

ენტონი ჯოშუა

23 სექტემბერი 2018, 10:20

სპორტი

ენტონი ჯოშუამ რუსი მეტოქე ნოკაუტში ჩააგდო. ვიდეო

ჩემპიონატი ლონდონში უემბლის სტადიონზე გაიმართა. ბრიტანელმა მოკრივემ მეტოქე მეშვიდე რაუნდში ჩააგდო ნოკაუტში. პოვეტნიკს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე პოვეტნიკი 2013 წელს უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომაც დაამარცხა.

ნაომი ოსაკა

23 სექტემბერი 2018, 10:11

სპორტი

ტოკიოში WTA-ის ტურნირი დასრულდა

ორივე ჩოგბურთელი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა საკუთარ გეიმებში, განსაკუთრებით პლიშკოვა, რომელმაც არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა მეტოქეს, თავად კი ორი გამოიმუშავა, ორივე გამოიყენა და საათსა და ოთხ წუთში 6:4, 6:4 მოიგო.

მოდელები

23 სექტემბერი 2018, 10:00

ტაბლოიდი

ჟურნალმა Vogue წვერიანი მოდელების ფოტოები დაბეჭდა

ჟურნალის გარე ყდაზე ამერიკელი მოდელი ჟინევ ვან სინუსი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ფოტოები 1981 წელს იტალიელმა მომღერალმა მინა მაძინიმ გადაიღო.

თბილისი

23 სექტემბერი 2018, 09:45

საქართველო

თბილისი 327 ქალაქს შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით მეთექვსმეტე ადგილზეა

რეიტინგის ლიდერები უსაფრთხოების თვალსაზრისით აბუ-დაბი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), დოჰა (ყატარი), ბაზელი (შვეიცარია), სინგაპური და კვებეკი (კანადა) არიან. რაც შეეხება ყველაზე საშიშ ქალაქებს, Numbeo-ს მონაცემებით, ესენია: სან-პედრო-სულა (ჰონდურასი), კარაკასი (ვენესუელა), პორტ-მორბსი (პაპუა-ახალი გვინეა), ფორტალეზა (ბრაზილია) და დურბანი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

აიათოლა ალი ხამენეი

23 სექტემბერი 2018, 09:32

მსოფლიო

ირანმა მომხდარ ტერაქტში სპარსეთის ყურის ქვეყნები დაადანაშაულა

სპარსეთის ყურის ამ ქვეყნებს აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-ის მარიონეტები უწოდა. მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა თქვა, რომ გარე ძალები ირანის დესტაბილიზაციას ცდილობენ.ირანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომხდარი ტერაქტის გამო, ევროპის 3 ქვეყნიდან ელჩები გაიწვია.

რეფერენდუმი

23 სექტემბერი 2018, 09:17

მსოფლიო

შვეიცარიაში საკვები პროდუქტების წარმოების სტანდარტებზე რეფერენდუმი დღეს იმართება

ინიციატივა ითვალისწინებს, რომ ქვეყანაში პროდუქტების წარმოება უმკაცრესი ეკოლოგიური ნორმების გათვალისწინებით და უმაღლესი სოციალური სტანდარტების დაცვით უნდა ხდებოდეს. ეს პუნქტი შრომის სამართლიან პირობებს და ცხოველებისადმი ჰუმანურ მოპყრობას ითვალისწინებს. ამასთანავე ინიციატივა იმპორტზე შეზღუდვების დაწესებასაც ითვალისწინებს.

რუპერტ მერდოკი

23 სექტემბერი 2018, 09:00

ეკონომიკა

რუპერტ მერდოკმა ბრიტანული Sky-ს შეძენა ვერ შეძლო

როგორც გაირკვა, ახლა ტელეარხის ნაწილი ამერიკის სატელეკომუნიკაციო კორპორაცია Comcast-ის საკუთრებაა. Comcast-მა Sky News-ის სანაცვლოდ 38,8 მილიარდი დოლარი გადაიხადა.აუქციონი 3 რაუნდად 21-23 სექტემბერს გაიმართა.

23 სექტემბერი 2018, 08:54

ძალოვნები

შსს-მ ფოთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 3,1204 გრამი ჰეროინი, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 13 აბი და 6 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

არჩევნები

23 სექტემბერი 2018, 08:43

მსოფლიო

მალდივის რესპუბლიკაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია

პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის აბდულა იამინი, რომელიც ქვეყანას 2013 წლის შემდეგ მართავს და იბრაჰიმ მოჰამედ სოლიჰი, რომელიც ოპოზიციური კოალიციის კანდიდატია. არჩევნებს დააკვირდებიან ჩინეთი და ინდოეთი, ხოლო ევროპის ქვეყნები და აშშ მალდივის რესპუბლიკას არჩევნებისას დემოკრატიული პრინციპების დარღვევის შემთხვევაში სანქციებით ემუქრებიან.

23 სექტემბერი 2018, 08:38

სპორტი

მადრიდის „რეალმა“ სუპერთასი მოიგო

„რეალის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი სერხიო იული იყო 15 ქულით. 13-13 ქულა დაგროვეს პრეპელიჩმა და კამპაცომ. თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 17 წუთსა და 22 წამში 12 ქულა და 3 მოხსნა იყო.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

23 სექტემბერი 2018, 08:17

მსოფლიო

ირანმა ტერაქტის გამო 3 ევროპული ქვეყნიდან ელჩები გაიწვია

ლაპარაკია ნიდერლანდებზე, დანიასა და დიდ ბრიტანეთზე. როგორც თეირანში აცხადებენ, ეს ქვეყნები იმ პირების დაკავებას აფერხებენ, რომელთაც ირანი ტერორისტებად მიიჩნევს, კონკრეტულად ვისზე ან რა დაჯგუფებაზეა საუბარი, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

23 სექტემბერი 2018, 08:10

კულტურა

The Black Eyed Peas-მა ახალი კლიპი გადაიღო

9-წუთიანი ვიდეო, რომელიც გაფრთხილებით იწყება, სკოლებში ცეცხლსასროლი იარაღით გამოწვეული მსხვერპლის, ძალადობისა და იმიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ მოგვითხრობს.

ჯულიან ასანჟი

23 სექტემბერი 2018, 07:49

მსოფლიო

Reuters: ეკვადორი ცდილობდა ასანჟი რუსეთში ელჩად დაენიშნა

ლაპარაკია 2017 წელზე. გადაწყვეტილება 19 დეკემბერს ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ მიიღო. თუმცა, ასანჟმა დიპლომატიური სამსახური რუსეთში მას შემდეგ ვერ მიიღო, რაც დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა მისი დიპლომატიური იმუნიტეტის აღიარებაზე.

სტრასბურგი

23 სექტემბერი 2018, 00:56

ძალოვნები

სამოქალაქო აქტივისტმა იუსტიციის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ სტრასბურგში საქმე მოიგო

როგორც სტრასბურგის სასამართლო განმარტავს, კოტე კემულარიამ ჯიშკარიანი ისე დაადანაშაულა კორუფციაში, რომ არ იყო დასრულებული მისი საქმის მოკვლევა. მინისტრს არ ჰქონდა დადასტურებული ინფორმაცია ჯიშკარიანის შესაძლო უკანონო ქმედებაზე.

23 სექტემბერი 2018, 00:41

კულტურა

შერიმ ABBA-ს სიმღერების ქავერები ჩაწერა

ამერიკელმა მომღერალმა შერიმ, შვედური ჯგუფის ABBA-ს საკულტო სიმღერა SOS შეასრულა და კლიპი გადაიღო. 28 სექტემბერს, შერი ალბომს უშვებს სახელად Dancing Queen, რომელშიც შვედური ჯგუფის სიმღერების ქავერები შევა.

23 სექტემბერი 2018, 00:28

ტექნოლოგიები

რობოტები ასტეროიდზე პირველად დაფრინდნენ და ფოტოები გადაიღეს

ორი იაპონური მინირობოტი MINERVA-II1A და MINERVA-II1B ასტეროიდ რიუგუზე წარმატებულად დაფრინდნენ. ორივე კარგ მდგომარეობაში იმყოფება და ასტეროიდიდან ინფორმაციას და ფოტოებს აგზავნიან. ამის შესახებ იაპონიის კვლევითი ცენტრი JAXA აცხადებს.

კოღო

23 სექტემბერი 2018, 00:00

საქართველო

დაავადებათა კონტროლის ცენტრი დასავლეთ ნილოსის ვირუსზე ინფორმაციას ავრცელებს

დღემდე არ არსებობს დასავლეთ ნილოსის ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის დოკუმენტირებული დადასტურება - უსაფრთხო კონტაქტისას და ასევე სამედიცინო პერსონალის დაავადებისა პაციენტთან ურთიერთობისას, როდესაც დაცულია ინფექციის კონტროლის სტანდარტული ზომები.

ქრისტინე ბლეიზი ფორდი 
ბრეტ კავანო

22 სექტემბერი 2018, 23:46

მსოფლიო

აშშ-ის უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატის წინააღმდეგ ჩვენებას შემდეგ კვირას მიცემენ

ქალი, რომელმაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატი ბრეტ კავანო სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, შემდეგ კვირას მიწ წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ხიდი

22 სექტემბერი 2018, 23:30

საქართველო

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთზე ცალხმრივად შეზღუდულია. მიმდინარე სამუშაოები, 10-12 დღეში დასრულდება.

საგამოცდო ცენტრი

22 სექტემბერი 2018, 23:21

საქართველო

რა შეღავათით სარგებლობენ სტუდენტები მართვის მოწმობის გამოცდაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის გამოცდაზე, სტუდენტები, რომლებიც სტუდენტის ID ბარათს წარადგენს, 55 ლარის ნაცვლად, 15 ლარს გადაიხდის. თუ სტუდენტი პირველ გამოცდაზე ჩაიჭრება, მას შემდეგ მცდელობაზე, ჩვეულებრივ, 55 ლარის გადახდა მოუწევს.