imedi /  07 ივლისი 2018, 21:20 / სანდო წყარო

დუშეთში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი დაღუპული იპოვეს

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი დაღუპული იპოვეს, შსს მათ დაკარგულ 4 წლის ვაჟს ეძებს. შსს-ში აცხადებენ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში დაკარგული ბავშვის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დილიდან განახლდება.

ცოლ-ქმარი არიან 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა. მათ ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობდნენ.

6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის  მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათ ვერ უკავშირდებოდნენ.

სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი 
ნივთები იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ერთ-ერთი დაკარგული ტურისტი (ქალი) ავტომანქანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი იპოვეს. დანარჩენი ორის სამძებრო და სამაშველო სამუშაოები რთული რელიეფისა და ღამის საათებში ცუდი ხილვადობის გამო  შეჩერებული იყო. სამუშაოები დღეს, დილიდან განახლდა. ტურისტი კაცი ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე გარდაცვლილი იპოვეს.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში 25 მაშველი მონაწილეობდა. მომხდარ ფაქტზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

არქივი

ალ პაჩინო

23 სექტემბერი 2018, 10:39

ტაბლოიდი

ალ პაჩინოს ასაკით ორჯერ უმცროსი შეყვარებული ჰყავს

ალ პაჩინოს ახალი მეგობარი ქალი ჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, 78 წლის მსახიობი უკვე რამდენიმე თვეა, 39 წლის ებრაელ მომღერალსა და მსახიობს, მეიტალ დოჰენს ხვდება. მათ რესტორნებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე ერთად არც ისე იშვიათად ხედავენ.

Brexit

23 სექტემბერი 2018, 10:33

მსოფლიო

The Sunday Times: ტერეზა მეი ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება

გამოცემა ინფორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, მეის ცდილობს პოსტი შეინარჩუნოს და Brexit-ი ამ გზით გადაარჩინოს. ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი დიდ ბრიტანეთში Brexit-ზე ახალი რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობა.

გემი

23 სექტემბერი 2018, 10:31

მსოფლიო

ჩინელი ექიმები ვენესუელელებს ერთი კვირის განმავლობაში უფასოდ მოემსახურებიან

ვენესუელაში, ლა-გუაირას პორტში გაჩერდა ჩინეთის სამედიცინო გემი, რომელიც ქვეყნის სანაპიროსზე ერთი კვირის განმავლობაში გაჩერდება და ექიმები ადგილობრივებს უფასო სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

ენტონი ჯოშუა

23 სექტემბერი 2018, 10:20

სპორტი

ენტონი ჯოშუამ რუსი მეტოქე ნოკაუტში ჩააგდო. ვიდეო

ჩემპიონატი ლონდონში უემბლის სტადიონზე გაიმართა. ბრიტანელმა მოკრივემ მეტოქე მეშვიდე რაუნდში ჩააგდო ნოკაუტში. პოვეტნიკს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე პოვეტნიკი 2013 წელს უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომაც დაამარცხა.

ნაომი ოსაკა

23 სექტემბერი 2018, 10:11

სპორტი

ტოკიოში WTA-ის ტურნირი დასრულდა

ორივე ჩოგბურთელი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა საკუთარ გეიმებში, განსაკუთრებით პლიშკოვა, რომელმაც არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა მეტოქეს, თავად კი ორი გამოიმუშავა, ორივე გამოიყენა და საათსა და ოთხ წუთში 6:4, 6:4 მოიგო.

მოდელები

23 სექტემბერი 2018, 10:00

ტაბლოიდი

ჟურნალმა Vogue წვერიანი მოდელების ფოტოები დაბეჭდა

ჟურნალის გარე ყდაზე ამერიკელი მოდელი ჟინევ ვან სინუსი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ფოტოები 1981 წელს იტალიელმა მომღერალმა მინა მაძინიმ გადაიღო.

თბილისი

23 სექტემბერი 2018, 09:45

საქართველო

თბილისი 327 ქალაქს შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით მეთექვსმეტე ადგილზეა

რეიტინგის ლიდერები უსაფრთხოების თვალსაზრისით აბუ-დაბი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), დოჰა (ყატარი), ბაზელი (შვეიცარია), სინგაპური და კვებეკი (კანადა) არიან. რაც შეეხება ყველაზე საშიშ ქალაქებს, Numbeo-ს მონაცემებით, ესენია: სან-პედრო-სულა (ჰონდურასი), კარაკასი (ვენესუელა), პორტ-მორბსი (პაპუა-ახალი გვინეა), ფორტალეზა (ბრაზილია) და დურბანი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

აიათოლა ალი ხამენეი

23 სექტემბერი 2018, 09:32

მსოფლიო

ირანმა მომხდარ ტერაქტში სპარსეთის ყურის ქვეყნები დაადანაშაულა

სპარსეთის ყურის ამ ქვეყნებს აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-ის მარიონეტები უწოდა. მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა თქვა, რომ გარე ძალები ირანის დესტაბილიზაციას ცდილობენ.ირანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომხდარი ტერაქტის გამო, ევროპის 3 ქვეყნიდან ელჩები გაიწვია.

რეფერენდუმი

23 სექტემბერი 2018, 09:17

მსოფლიო

შვეიცარიაში საკვები პროდუქტების წარმოების სტანდარტებზე რეფერენდუმი დღეს იმართება

ინიციატივა ითვალისწინებს, რომ ქვეყანაში პროდუქტების წარმოება უმკაცრესი ეკოლოგიური ნორმების გათვალისწინებით და უმაღლესი სოციალური სტანდარტების დაცვით უნდა ხდებოდეს. ეს პუნქტი შრომის სამართლიან პირობებს და ცხოველებისადმი ჰუმანურ მოპყრობას ითვალისწინებს. ამასთანავე ინიციატივა იმპორტზე შეზღუდვების დაწესებასაც ითვალისწინებს.

რუპერტ მერდოკი

23 სექტემბერი 2018, 09:00

ეკონომიკა

რუპერტ მერდოკმა ბრიტანული Sky-ს შეძენა ვერ შეძლო

როგორც გაირკვა, ახლა ტელეარხის ნაწილი ამერიკის სატელეკომუნიკაციო კორპორაცია Comcast-ის საკუთრებაა. Comcast-მა Sky News-ის სანაცვლოდ 38,8 მილიარდი დოლარი გადაიხადა.აუქციონი 3 რაუნდად 21-23 სექტემბერს გაიმართა.

23 სექტემბერი 2018, 08:54

ძალოვნები

შსს-მ ფოთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 3,1204 გრამი ჰეროინი, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 13 აბი და 6 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

არჩევნები

23 სექტემბერი 2018, 08:43

მსოფლიო

მალდივის რესპუბლიკაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია

პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის აბდულა იამინი, რომელიც ქვეყანას 2013 წლის შემდეგ მართავს და იბრაჰიმ მოჰამედ სოლიჰი, რომელიც ოპოზიციური კოალიციის კანდიდატია. არჩევნებს დააკვირდებიან ჩინეთი და ინდოეთი, ხოლო ევროპის ქვეყნები და აშშ მალდივის რესპუბლიკას არჩევნებისას დემოკრატიული პრინციპების დარღვევის შემთხვევაში სანქციებით ემუქრებიან.

23 სექტემბერი 2018, 08:38

სპორტი

მადრიდის „რეალმა“ სუპერთასი მოიგო

„რეალის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი სერხიო იული იყო 15 ქულით. 13-13 ქულა დაგროვეს პრეპელიჩმა და კამპაცომ. თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 17 წუთსა და 22 წამში 12 ქულა და 3 მოხსნა იყო.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

23 სექტემბერი 2018, 08:17

მსოფლიო

ირანმა ტერაქტის გამო 3 ევროპული ქვეყნიდან ელჩები გაიწვია

ლაპარაკია ნიდერლანდებზე, დანიასა და დიდ ბრიტანეთზე. როგორც თეირანში აცხადებენ, ეს ქვეყნები იმ პირების დაკავებას აფერხებენ, რომელთაც ირანი ტერორისტებად მიიჩნევს, კონკრეტულად ვისზე ან რა დაჯგუფებაზეა საუბარი, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

23 სექტემბერი 2018, 08:10

კულტურა

The Black Eyed Peas-მა ახალი კლიპი გადაიღო

9-წუთიანი ვიდეო, რომელიც გაფრთხილებით იწყება, სკოლებში ცეცხლსასროლი იარაღით გამოწვეული მსხვერპლის, ძალადობისა და იმიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ მოგვითხრობს.

ჯულიან ასანჟი

23 სექტემბერი 2018, 07:49

მსოფლიო

Reuters: ეკვადორი ცდილობდა ასანჟი რუსეთში ელჩად დაენიშნა

ლაპარაკია 2017 წელზე. გადაწყვეტილება 19 დეკემბერს ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ მიიღო. თუმცა, ასანჟმა დიპლომატიური სამსახური რუსეთში მას შემდეგ ვერ მიიღო, რაც დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა მისი დიპლომატიური იმუნიტეტის აღიარებაზე.

სტრასბურგი

23 სექტემბერი 2018, 00:56

ძალოვნები

სამოქალაქო აქტივისტმა იუსტიციის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ სტრასბურგში საქმე მოიგო

როგორც სტრასბურგის სასამართლო განმარტავს, კოტე კემულარიამ ჯიშკარიანი ისე დაადანაშაულა კორუფციაში, რომ არ იყო დასრულებული მისი საქმის მოკვლევა. მინისტრს არ ჰქონდა დადასტურებული ინფორმაცია ჯიშკარიანის შესაძლო უკანონო ქმედებაზე.

23 სექტემბერი 2018, 00:41

კულტურა

შერიმ ABBA-ს სიმღერების ქავერები ჩაწერა

ამერიკელმა მომღერალმა შერიმ, შვედური ჯგუფის ABBA-ს საკულტო სიმღერა SOS შეასრულა და კლიპი გადაიღო. 28 სექტემბერს, შერი ალბომს უშვებს სახელად Dancing Queen, რომელშიც შვედური ჯგუფის სიმღერების ქავერები შევა.

23 სექტემბერი 2018, 00:28

ტექნოლოგიები

რობოტები ასტეროიდზე პირველად დაფრინდნენ და ფოტოები გადაიღეს

ორი იაპონური მინირობოტი MINERVA-II1A და MINERVA-II1B ასტეროიდ რიუგუზე წარმატებულად დაფრინდნენ. ორივე კარგ მდგომარეობაში იმყოფება და ასტეროიდიდან ინფორმაციას და ფოტოებს აგზავნიან. ამის შესახებ იაპონიის კვლევითი ცენტრი JAXA აცხადებს.

კოღო

23 სექტემბერი 2018, 00:00

საქართველო

დაავადებათა კონტროლის ცენტრი დასავლეთ ნილოსის ვირუსზე ინფორმაციას ავრცელებს

დღემდე არ არსებობს დასავლეთ ნილოსის ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის დოკუმენტირებული დადასტურება - უსაფრთხო კონტაქტისას და ასევე სამედიცინო პერსონალის დაავადებისა პაციენტთან ურთიერთობისას, როდესაც დაცულია ინფექციის კონტროლის სტანდარტული ზომები.