სუსის მიერ დაკავებული პირი, სავარაუდოდ, ზუგდიდის კორუფციული საქმის ფიგურანტია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით.
"მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებული საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ზაზა ხ. ამ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება,"- წერია სუსის განცხადებაში.
"ქრონიკის" ინფორმაციით, დაკავებულია ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას დაცვის უფროსი ზაზა ხასაია. ხასაია გამოძიების ფარგლებში იარაღის უკანანო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს, სუსში გამოკითხვაზე დაბარებულია მისი მეუღლეც.
"არაფერი ვიცი, დაკავების შესახებაც ინფორმაციას არ ვფლობ. დილას დამირეკეს და მოვედი,"- განაცხადა ხასაიას მეუღლე ხათუნა ფიფიამ.
15 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის კახა მიქაიას გარდა, ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვიაც გამოკითხეს.
სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბიზნემენი ზურაბ კვირკვია ზუგდიდის უკვე ყოფილ მერს, ლაშა გოგიას ესაუბრება, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ჩანაწერში, ბიზნესმენი გოგიას ახსენებს, როგორ გადასცა გარიგების სანაცვლოდ მის მოადგილეს, გია გულორდავას 10 ათასი დოლარი კონვერტით. ასევე დამატებით როგორ ჩარიცხა კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე 30 ათასი ლარი.
ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა. 11 სექტემბერს ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.
ყველა სიახლე
17 აპრილი 2026, 12:54
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
17 აპრილი 2026, 12:48
პოლიტიკა
პაპუაშვილი: რომ დადიოდა სხვის ჭკუაზე „ნაცმოძრაობა“, იმიტომაც მივიღეთ ომი. ჩვენც რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც ესენი - დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, წავსულიყავით რუსეთთან ესკალაციაზე, დღეს კიდევ ერთი ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით
რომ დადიოდა სხვის ჭკუაზე „ნაცმოძრაობა“, იმიტომაც მივიღეთ ომი. ჩვენც რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც ესენი იქცეოდნენ - დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, წავსულიყავით რუსეთთან ესკალაციაზე, დღეს კიდევ ერთი ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
17 აპრილი 2026, 12:40
მსოფლიო
POLITICO: „მეტი კომპრომისი“: ტრამპს ირანთან ომის დასრულება სურს
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების წარმოება სურს, რაც ხუთშაბათს მის მიერ ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებული განცხადებით დასტურდება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 12:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მნიშვნელოვანია გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვენი რეგიონის გარშემო ხდება. საბედნიეროდ, რეგიონის ხელისუფლებები ბრძნულ პოლიტიკას მიჰყვებიან, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა
მნიშვნელოვანი იყო, რომ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა შეხვედრა, თუმცა, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვენი რეგიონის გარშემო ხდება”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თურქ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან.
17 აპრილი 2026, 12:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას, ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“, ისევ ისეთ ბოროტ ძალად რჩება, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს
სამწუხაროა, რომ პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას, ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“, ისევ ისეთ ბოროტ ძალად რჩება, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კრიტიკას.
17 აპრილი 2026, 12:38
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ბრიუსელის ფილტრით ხდება საქართველოზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება - ძალიან შინაარსიანი შეხვედრები გვქონდა, არის სურვილი, რომ უშუალო შეხვედრებით გვქონდეს კოლეგებთან პირდაპირი კონტაქტი
გავაგრძელებთ რეგიონში, ამ ფორმატში ინტენსიურ ურთიერთობებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
17 აპრილი 2026, 12:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ამ ისტორიის გამჟღავნება არის ევროკავშირის სირცხვილი. დეტალურად ჩავეძიებით რასთან გვაქვს საქმე
„ის, რაც მანამდე, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს, ამერიკული წყაროებით ფინანსდებოდა და ორგანიზდებოდა, დღეს გადართულია ევროკავშირზე. თუ ადრე იყო აკერმანი, რომელიც საქართველოში შუღლის გაღვივების, მტრობის, არეულობის სცენარებს წერდა, მას შემდეგ, რაც ტრაპის ადმინისტრაციამ ყოველგვარი ასეთი მავნებლური დაფინანსებები შეწყვიტა და ჩახსნა, ეს ყველაფერი არის ევროკავშირის მხრებზე. ყველა ასეთი არეულობა ევროკავშირიდან უნდა დაფინანსდეს, დაორგანიზდეს. ეს არის ცივილიზაციურ უფსკრულზე როდესაც ვსაუბრობთ. ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!
17 აპრილი 2026, 12:12
საზოგადოება
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იგეგმება საველე მოსამზადებელი ცენტრის შექმნა, რაც ადგილზე უზრუნველყოფს სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულების მიზნით, სამოქალაქო რაზმების გადამზადებასა და ჩამოყალიბებას
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს შეხვდნენ.
17 აპრილი 2026, 12:07
საზოგადოება
გივი მიქანაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელთან პარტნიორობის გაძლიერების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელ დარენ ბიტთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 12:05
საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიზანი არა ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, არამედ მუნიციპალური თავშესაფრის დისკრედიტაცია და მისი საქმიანობის მიზანმიმართული დაზიანებაა
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურო ბოლო დროს საზოგადოებაში გავრცელებულ უარყოფით და ცილისმწამებლურ განცხადებებს ჰპასუხობს.
17 აპრილი 2026, 12:00
მსოფლიო
მედია: პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კიდევ ერთი გამოკითხვის ლიდერი გახდა
გერმანიაში ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ყველაზე პოპულარული პარტია გახდა. ინფორმაციას გერმანული მედია ZDF Politbarometer-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 11:55
რეგიონი
რუსთავის მერია სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანესთვის" ახალ შენობას ააშენებს
რუსთავის მერია სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანესთვის" ახალი შენობის აშენებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.
17 აპრილი 2026, 11:42
პოლიტიკა
მომსახურების სააგენტო: ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე, მოქალაქეების მიზანმიმართული ჩაჭრა და მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა ხორციელდება, რაც არის სრული ტყუილი
ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე, მოქალაქეების მიზანმიმართული ჩაჭრა და მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა ხორციელდება, რაც არის სრული ტყუილი, აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
17 აპრილი 2026, 11:36
მსოფლიო
POLITICO: გერმანია მზად არის ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო მისიის ფარგლებში გამნაღმველი გემები გააგზავნოს
გერმანია მზად არის ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო მისიის ფარგლებში გამნაღმველი გემები გაგზავნოს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 11:27
მსოფლიო
ლიბანი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს
ლიბანის არმიის განცხადებით, ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 11:15
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ორმხრივი ურთიერთობების მთავარ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად, ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი
თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების მთავარ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოსა და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.
17 აპრილი 2026, 11:07
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო ღრმად ინტეგრირდება დასავლურ ფინანსურ სივრცეში არა დეკლარაციების, არამედ რეალური ფულადი ნაკადების მეშვეობით
„ფულადი გზავნილები აღარ არის მიბმული ერთ გეოგრაფიულ ცენტრზე და განაწილებულია რამდენიმე მიმართულებას შორის, რაც ამცირებს გარე შოკებისადმი მოწყვლადობას,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ფულადი გზავნილების გეოგრაფიის ანალიზს აკეთებს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საქართველოსკენ მომართული ფინანსური ნაკადების ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ გზავნილებში არ არის დომინანტი ქვეყანა და არეალი გაფართოებულია.
17 აპრილი 2026, 11:06
კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალი გაიხსნა, სადაც საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი
წიგნის ფესტივალის გახსნის ცერემონიას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი UNESCO-ში ირაკლი ყურაშვილი დაესწრნენ.
17 აპრილი 2026, 10:54
მსოფლიო
რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
რუსეთის ფედერაციის მიერ გვიან ღამით უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 10:37
ეკონომიკა
ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ
აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს, მარნიქს ვან რეის შეხვდნენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


