imedi /  20 სექტემბერი 2018, 15:54 / სანდო წყარო

თბილისსა და რეგიონებში ახალი ვიდეოკამერები ამოქმედდა

კამერები

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, დედაქალაქის მასშტაბით კიდევ 20 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, 550 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს, მათ შორის, 306 ნომრის ამომცნობი და 244 ზოგადი ხედვის კამერა. საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხაშურისა და ბორჯომის საავტომობილო გზის მონაკვეთის ორ ლოკაციაზე, ორმხრივი მიმართულებით, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 2 სექცია ამოქმედდა.

ასევე, 3 სიჩქარის მზომი წერტილოვანი რადარი ამოქმედდა კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავში, სოფელი ვარდისუბნისა და სოფელი ნასამხარალის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. დღეის მდგომარეობით, სრული დატვირთვით ფუნქციონირებს სიჩქარის მზომი 23 წერტილოვანი რადარი.

საქართველოს მასშტაბით კი ჯამში 253 კმ სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, ვიდეოჯარიმების შესახებ მოქალაქეთა დროულად ინფორმირების მიზნით, მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში მობილური ტელეფონის ნომრის განახლების პროცესი გაამარტივა. მოქალაქეს, პერსონალური მონაცემების მაქსიმალური დაცვით, მონაცემთა ბაზაში მობილური ტელეფონის ნომრის დისტანციურად შეცვლის შესაძლებლობა აქვს.

სატელეფონო ნომრის შესაცვლელად, ავტომანქანის მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს, ცხელ ხაზზე - 2 41 91 91. შემდეგ, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, ოპერატორს უნდა უკარნახონ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, თავიანთ მფლობელობაში არსებული ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, ტექმოწმობის ან შასის/vin კოდის ბოლო 4 ციფრი და განაახლონ მობილური ტელეფონის ნომერი.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ.

ჯარიმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20%-იანი შეღავათით. იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება,"- წერია განცხადებაში.

ყველა სიახლე

22 ივლისი 2026, 19:16

რეგიონი

ლანჩხუთის ახალგაზრდულ ცენტრში მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი, ციცინო კობიაშვილი და მსახიობი, მერაბ კილაძე ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდნენ

ლანჩხუთის ახალგაზრდულ ცენტრში მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი, ციცინო კობიაშვილი და მსახიობი, მერაბ კილაძე ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდნენ.

კინგა გალი

22 ივლისი 2026, 19:02

მსოფლიო

ევროპარლამენტარი კინგა გალი: დღეს უნგრეთში მიმდინარე მოვლენები უპრეცედენტოა - მთავრობა ახლა სამართლებრივ ბერკეტებს იყენებს უძლიერესი ოპოზიციური პარტიის პარალიზებისთვის, დემოკრატიულ და კანონის უზენაესობაზე დამყარებულ სახელმწიფოში ეს მიუღებელია

დღეს უნგრეთში მიმდინარე მოვლენები უპრეცედენტოა - პროკურორები წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ იმ შენობაში, სადაც „ფიდესის“ სერვერებია განთავსებული, რათა პარტიის მთელი საკომუნიკაციო სისტემა და მონაცემთა ბაზები ამოეღოთ, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, კინგა გალიმ.

მატეო სალვინი

22 ივლისი 2026, 18:53

მსოფლიო

იტალიის ვიცე-პრემიერი: რაც უგრეთში ხდება, ცუდ პრეცედენტს ქმნის - თვალშისაცემია ბრიუსელისა და იმ ადამიანების ყრუ სიჩუმე, რომლებიც წლების განმავლობაში საუბრობენ, ხშირად უადგილოდ, „კანონის უზენაესობაზე“

რაც უგრეთში ხდება, სერიოზულია და ცუდ პრეცედენტს ქმნის - თუ დემოკრატია ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად იხრება, ის აღარ არის დემოკრატია, - განაცხადა იტალიის ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ.

 გიორგი აბუთიძე

22 ივლისი 2026, 18:46

საზოგადოება

გიორგი აბუთიძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: წელს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა გათვალისწინებული, შენობების განახლება შემდგომი ეტაპია, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს

ბევრი ობიექტია ნამდვილად რუსთაველის გამზირზე და ყველა გაფრთხილებულია, გამგეობის თანამშრომლების მიერ ინფორმირებულია, რომ იწყება გამზირის რეაბილიტაცია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ.

მიხეილ სააკაშვილი

22 ივლისი 2026, 18:40

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში - არანაირი ავტორიტეტი თქვენ არ გაქვთ, ხალხი გთვლით არაგულწრფელ გრანტიჭამიებად

სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს, არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში, - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

ნინო ბაგაშვილი

22 ივლისი 2026, 18:20

საზოგადოება

ნინო ბაგაშვილი: რუსთაველის გამზირის დიზაინის შექმნაზე რამდენიმე წელია ვმუშაობთ და ამ დიზაინის შექმნაში მონაწილეობდნენ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტები - სამანქანო გზის გაბარიტი არ იცვლება, ქუჩა არ ვიწროვდება

იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს რეაბილიტაცია, გადაწყდა რუსთაველის გამზირის სრული დაკეტვა სამანქანო მოძრაობისთვის. შესაბამისად გვაქვს მცირედი ცვლილებები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ბაგაშვილმა.

დონალდ ტრამპი

22 ივლისი 2026, 18:19

მსოფლიო

ტრამპი: ამერიკელები ომის წინააღმდეგნი არ არიან - ამერიკელებს არ სურთ მაღალი ფასები საწვავზე, მაგრამ ისინი ომის წინააღმდეგნი არ არიან

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელებს საწვავის მაღალი ფასები არ მოსწონთ, თუმცა ისინი ომის წინააღმდეგნი არ არიან.

22 ივლისი 2026, 18:18

ეკონომიკა

თამარ იოსელიანის თავმჯდომარეობით საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.

22 ივლისი 2026, 18:16

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები ქართული პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებს ეწვია.

22 ივლისი 2026, 18:12

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკის ელჩსა და სამხედრო ატაშეს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის და სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ილჰან ოქტენდურალს შეხვდა.

გიორგი აბუთიძე

22 ივლისი 2026, 18:04

საზოგადოება

გიორგი აბუთიძე: დღეს ღამე, თორმეტი საათიდან ჩაიკეტება რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩის ნაწილი, ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი. დღეს ღამევე, ჩაკეტვის შემდგომვე დაიწყება უშუალოდ სამუშაოები

დღეს ღამე, თორმეტი საათიდან ჩაიკეტება რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩის ნაწილი, ეს არის ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი. დღეს ღამევე, ჩაკეტვის შემდგომვე დაიწყება უშუალოდ სამუშაოები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 ივლისი 2026, 17:59

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირის დამოკიდებულებამ საქართველოში დემოკრატიას არანაირი მხარდაჭერა და წინსვლა არ მოუტანა, პირიქით, მათი ქმედებებით საქართველოში დემოკრატიის გარკვეული ფუნქციონირება შეფერხებამდეც მიიყვანა

ევროკავშირში საბოლოო ჯამში წინ წამოიწევს სახელმწიფოთა ინტერესები და ეს იმოქმედებს ევროკავშირის პოლიტიკაზეც. ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირს საქართველოსთან მიმართ, აღმოჩნდა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ყველა მიმართულებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 ივლისი 2026, 17:53

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, სადაც ცალსახად არის განმარტებული, რომ გინება და უწმაწური სიტყვების ძახილი არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც ცივილიზაციის კონტექსტში ჯდება

„არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, სადაც ცალსახად არის განმარტებული - სამწუხაროა, რომ დღევანდელ კაცობრიობას ამის განმარტება უწევს, ის რომ გინება და უწმაწური სიტყვების ძახილი, ადამიანების წყევლა, კრულვა და ათასი უბედურება არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც ცივილიზაციის კონტექსტში ჯდება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბოროტების ენა, რომელიც საზოგადოებაში დაპირისპირებას, გახლეჩას და ყველანაირ ეროზიას იწვევს ქვეყნისა და სახელმწიფოსა, მისი არსებობის წინააღმდეგ არის მიმართული ასეთი კლიმატის დამკვიდრება ქვეყანაში, საზოგადოებაში, რომელიც შემდეგ ოჯახებში გადადის. ამიტომ, ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ვინც ამბობს, რომ ასეთი რამ არის გამოხატვის თავისუფლება, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ამ ადამიანებს ადამიანობის გაგების მიმართ აბსოლუტური განსხვავება აქვთ“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 ივლისი 2026, 17:53

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ყველამ დაინახა, რომ საქართველო არ არის ის სახელმწიფო, რომელიც შეიძლება ადვილად გამოყენებადი იყოს არა ჩვენი ეროვნული მიზნების, არამედ პირიქით, ჩვენი ეროვნული მიზნების დამაზიანებელ საქმეში ჩასართავად - საქართველო არის ის სახელმწიფო, რომელსაც აქვს სტაბილურობა და რომელიც არის სანდო პარტნიორი

ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლა, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

ვიქტორ ორბანი

22 ივლისი 2026, 17:53

მსოფლიო

ვიქტორ ორბანის განცხადებით, პროკურატურამ მისი პარტიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკით დემოკრატიულ ნორმებსა და კანონებს გადააბიჯა

უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, პროკურატურამ მისი პარტიის, „ფიდესის“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკით დემოკრატიულ ნორმებსა და კანონებს გადააბიჯა.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 ივლისი 2026, 17:51

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი სამთავრობო დელეგაციის სინგაპურში ვიზიტზე: ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, დროული. თანამშრომლობის კარგი პირობები არსებობს. სინგაპურის გამოცდილება ლოგისტიკის, ფინანსების, ინოვაციების კუთხით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქართველოსთვის

ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, დროული. თანამშრომლობის კარგი პირობები არსებობს. სინგაპურის გამოცდილება ლოჯისტიკის, ფინანსების, ინოვაციების კუთხით არის განსაკუთრებული მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, სინგაპურში პრემიერის ხელმძღვანელობით სამთავრობო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

22 ივლისი 2026, 17:39

მსოფლიო

უკრაინაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობისას ოთხჯერ აღემატება

უკრაინაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობისას ოთხჯერ აღემატება. ოფიციალურ სტატისტიკას უკრაინული კომპანია Opendatabot-ი ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

22 ივლისი 2026, 17:24

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მინდა საზოგადოების იმ ნაწილს მივმართო, ვინც ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვახო სანაია დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის. ვახო სანაია დააკავეს იმისთვის, რომ არაერთგზის შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს

ვახო სანაია დააკავეს იმისთვის, რომ არაერთგზის შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

22 ივლისი 2026, 17:18

ეკონომიკა

„საქართველოს ფოსტამ" Alibaba Group-ის ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა

გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველო რეგიონულ სატრანზიტო და სადისტრიბუციო კვანძად ყალიბდება, რომელიც ელექტრონული კომერციის საერთაშორისო ნაკადებს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით მოემსახურება.

22 ივლისი 2026, 17:15

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.