imedi /  03 ოქტომბერი 2018, 18:53 / სანდო წყარო

ლევან ყიფიანი: მე და ზაზა ოქუაშვილი შეთანხმებულად ვმოქმედებდით

ლევან ყიფიანი

ლევან ყიფიანი

თბილისში საქალაქო სასამართლოში დაკითხვიდან გამოსულმა სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან ზეწოლაზე ჩანაწერები ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად, შეთანხმებულად, ჩაწერა.

„არ ვიცი ეს იყო ჩემი მიამიტობა თუ სურვლი, რომ დავხმარებოდი, ვყოფილიყავი მის გვერდით მდგომი. მივიღე ეს გამოწვევა, განვახორციელეთ ერთობლივად. უბედურება ისაა, რომ ამ ჩანაწერებს აკეთებს დიდი ხანია. ის ჩანაწერებიც კი, რომელიც ერთობლივად გავაკეთეთ, დამონტაჟებულია“, - აცხადებს ყიფიანი.

მისი თქმით, ის მუშაობდა ომეგა ჯგუფში და მისი მოვალეობა იყო სხვა პირებთან კონტაქტის დამყარება.

ლევან ყიფიანმა საზოგადოებას და ოჯახს ბოდიში მოუხადა.

"ზაზა ოქუაშვილმა ერთ-ერთი შეხვედრისას შემომთავაზა მივსულიყავი მასთან და რადგან მისი ბიზნესი წნეხს განიცდიდა უცხოელი პარტნიორებისგან, საქართველოში ბიუჯეტის გადასახადისგან. მან გადაწყვიტა ჩაგვეწერა მაკომპრომეტირებელი მასალა. მან მითხრა, რომ შიდა წარმოებისთვის სჭირდებოდა. ამით ის დაარწმუნებდა უცხოელ პარტნიორებს, რომ საქართველოს ხელისუფლება წნეხს ახორციელებდა მასზე და გადავადებას მოსთხოვდა. შესაბამისად, ეს მოგვარდებოდა საქართველოშიც", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

პირველი ჩანაწერი რამდენიმე კვირის წინ "იბერიას" ეთერში გამოქვეყნდა, რომლის მფლობელიც "ომეგა ჯგუფია". არხი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება „ომეგას“ ბიზნესზე ზეწოლით მას ავიწროებს და „თავისუფალი სიტყვის ჩახშობა სურს“. ფინანსთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფს“ 51 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება აქვს და სახელმწიფოსგან შეღავათიანი რეჟიმის დაწესების მიუხედავად ვალის გადახდა არ სურს, ტელევიზიას კი შანტაჟისთვის იყენებს.   

„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული სავარაუდო კორუფციული სკანდალის ფარული ჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტია კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური. ის ჩანაწერს ცრუს უწოდებს და „ომეგას“ საქმესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

პატივისა და ღირსების შელახვისთვის სამართლებრივ დავას აპირებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

"იბერიისა" და "ომეგა ჯგუფის" თემას 12 სექტემბერს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური სანქციების დაწესებისგან მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას. ბახტაძის თქმით, უწყებებმა კომპანია 11-ჯერ გააფრთხილეს, თუმცა ამის შემდეგ ვალი კიდევ უფრო გაიზარდა.

14 სექტემბერს სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიცია დატოვა. 17 სექტემბერს კი ის პროკურატურაში გამოკითხეს. 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

19 ოქტომბერი 2018, 11:46

საქართველო

სოციოლოგიური კვლევის შედეგად სტუდენტები მხარს არჩევნებში ზურაბ ჯაფარიძეს უჭერენ

არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესული თაობა საქართველოსთვის" სოციოლოგიური კვლევის შედეგს აქვეყნებს, რომლის მიხედვით საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ლიდერობს.

19 ოქტომბერი 2018, 11:44

ვიდეო

ე.წ "ცენტრ პოინტის" საქმე

19 ოქტომბერი 2018, 11:40

ვიდეო

სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმე

19 ოქტომბერი 2018, 11:38

ეკონომიკა

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში აზერბაიჯანი ლიდერობს

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 124.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.8 პროცენტით აღემატება.

„ნოვაია გაზეტას რედაქცია

19 ოქტომბერი 2018, 11:36

მსოფლიო

რუსულ გამოცემას ემუქრებიან

„ნოვაია გაზეტას" განცხადებით, უცნობმა პირებმა რედაქციის შენობასთან დატოვეს სამგლოვიარო გვირგვინი ჟურნალისტ დენის კოროტკოვისადმი მუქარით, ხოლო მეორე დღეს კალათა ცხვრის მოჭრილი თავით და წერილით, რომელშიც მთელ რედაქციას ეუქრებიან.

19 ოქტომბერი 2018, 11:36

ვიდეო

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმე

19 ოქტომბერი 2018, 11:31

ვიდეო

იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

19 ოქტომბერი 2018, 11:24

ვიდეო

მარია ზახაროვას განცხადება

19 ოქტომბერი 2018, 11:22

მსოფლიო

ამერიკული ვერტმფრენი ავიამზიდ „რონალდ რეიგანს“ დაეცა

აშშ-ის საზღვაო საძლების ვერტმფრენი „სი ჰოკი“, იაპონიის სანაპიროსთან ავიამზიდ „რონალდ რეიგანს“ დაეცა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.

19 ოქტომბერი 2018, 11:21

ვიდეო

საქართველოს საგარეო უწყების განცხადება

19 ოქტომბერი 2018, 11:16

ვიდეო

პროკურატურაში, გვიან ღამით დასრულდა, გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცის გამოკითხვა

მუჰამედ ბენ სალმანი

19 ოქტომბერი 2018, 11:12

მსოფლიო

NYT: საუდის არაბეთი ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალს მემკვიდრე პრინცის მრჩეველს წაუყენებს

საუდის არაბეთის ხელისუფლება ჟურნალისტი ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაში ბრალის წაყენებას გენერალ ახმედ ასარის უპირებენ. ის საუდის არაბეთის დაზვერვის მაღალჩინოსანია და მემკვიდრე პრინცის მუჰამედ ბენ სალმანის მრჩეველი.

Google Maps

19 ოქტომბერი 2018, 11:11

ტექნოლოგიები

iOS-ის მომხმარებლები Google Maps-ზე ადგილმდებარეობას რეალურ დროში გააზიარებენ

ფუნქციით სარგებლობა როგორც ავტომობილით, ისე ველოსიპედით და ფეხით გადაადგილებისას არის ხელმისაწვდომი. ლოკაციის რეალურ დროში გაზიარების სერვისი Android-ის მომხმარებლებისთვის 2017 წლის მაისში ამოქმედდა.

19 ოქტომბერი 2018, 11:11

ვიდეო

თეა წულუკიანი: "თუ ოპოზიციას ჩემი მოსმენა სურს, ამისათვის შესაბამისად უნდა მოემზადოს"

მკლავჭიდი

19 ოქტომბერი 2018, 11:10

სპორტი

პარასპორტსმენებმა მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს

მარჯვენა-მარცხენა ხელში პარა-მკლავჭიდელებმა ჯამში 42 მედალი აიღეს, აქედან 25 ოქრო, 8 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. გარდა ამისა, ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერთად აიღო 23 მედალი - 8 ოქრო, 6 ვერცხლი და 9 ბრინჯაო და გუნდური 3 ადგილი.

პარკირება

19 ოქტომბერი 2018, 10:56

საქართველო

ის ქუჩები დასახელდა, სადაც პარკირების საათობრივი გადასახადი დაწესდება

ამავე ცნობით, ძველ თბილისში საათობრივი პარკირება საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, მოიცავს ყველა ახლომდებარე ქუჩას ზაარბრიუკენის მოედნამდე და ამაღლების ქუჩამდე. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, საათობრივი პარკირება დაწესდება შარტავას, კოსტავას, პეკინის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებზე.

19 ოქტომბერი 2018, 10:50

ვიდეო

მთავარი პროკურატურა, ფარულ აუდიოჩანაწერებს, სკოტლანდ იარდში გადაგზავნის

19 ოქტომბერი 2018, 10:46

მსოფლიო

თურქეთში მეჩეთის მრევლი 37 წლის განმავლობაში არასწორი მიმართულებით ლოცულობდა

თურქეთის პროვინცია იალოვის მეჩეთი მექის საპირისპიროდ იდგა. 37 წლის განმავლობაში, მუსლიმებმა ეს ვერ შენიშნეს და არასწორი მიმართულებით ლოცულობდნენ. ამის შესახებ გაზეთი Daily Sabah-ი წერს.

19 ოქტომბერი 2018, 10:43

ვიდეო

აშშ უახლოეს მომავალში უნივერსალური საფოსტო კავშირის დატოვებას გეგმავს

19 ოქტომბერი 2018, 10:41

ვიდეო

MIT-ის მკვლევარების მიერ შექმნილი რობოტი კანის დაავადებების გამოვლენას ემსახურება