imedi /  10 ოქტომბერი 2018, 15:51 / სანდო წყარო

პროკურატურამ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ლევან ყიფიანის ჩვენება გაასაჯაროვა

ლევან ყიფიანი პროკურატურაში გამოკითხვაზეა

ლევან ყიფიანი

საქართველოს მთავარი პროკურატურა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს. 

ის თბილისის პროკურატურაში კიდევ ერთხელ, 2018 წლის 9 ოქტომბერს, მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. იხ. ლევან ყიფიანის გამოკითხვა.

როგორც გამოკითხვიდან ირკვევა, ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ ფინანსთა სამინისტრომ არაერთხელ გადაავადა დავალიანების გადაუხდელობის გამო საჭირო პროცედურების აღსრულების პროცესი, რათა კომპანიის საქმიანობა არ შეფერხებულიყო და ხალხი უმუშევარი არ დარჩენილიყო.

ლევან ყიფიანი ჩვენებაში ადასტურებს, რომ ზაფხულში ზაზა ოქუაშვილმა მას სიგარეტის ბიზნესის წილში უსასყიდლოდ შესვლის სანაცვლოდ, აუდიოჩანაწერების გაკეთებაში დახმარება სთხოვა. ამასთან, ამ კომპანიის ხელმძღვანელები ყიფიანის თქმით, "ომეგა ჯგუფის" წევრები იყვნენ.

რაც შეეხება ბანკიდან თანხის გატანას, ყიფიანი ჩვენებაში ამბობს, რომ ოქუაშვილმა მას უთხრა, რომ ფულს ოფშორული კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხავდა და ყიფიანს სთხოვა, ამ კომპანიის ხელმძღვანელებს ფულის სწრაფად განაღდებაში დახმარებოდა. 

ყიფიანსა და ოთარ ფარცხალაძის ჩუბის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ყიფიანი ჩვენებაში "აბსურდს" უწოდებს: "ოთართან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და არანაირი კონფლიქტი, მითუმეტეს სერიოზული, არასდროს მქონია მასთან", - ამბობს ჩვენებაში ლევან ყიფიანი.

მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია ნატო ჩხეიძის მიერ მოსამართლის თანდასწრებით გაკეთებულ ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც ჩხეიძემ განაცხადა, რომ 2016 წლის 21-22 აპრილს, შპს ,,ოლიმპუსის“ საბანკო ანგარიშიდან განაღდებული თანხა მოთავსებული და წაღებული იქნა ტოიოტას მარკის, სავარაუდოდ ,,პრადოს“ მოდელის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით III-333.

"მოწმის განმარტებით, მას აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა შპს ,,ოლიმპუსის’’ დირექტორმა დ.ფ.-მ, რომელმაც დაკითხვისას ასევე მიუთითა, რომ მან დაიმახსოვრა ავტომანქანის მარკის და სანომრე ნიშანი და მიუთითა იგივე მოდელზე და ნომერზე, რაზეც  ნატო ჩხეიძემ ისაუბრა.

ამ  ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურის მიერ შსს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, შსს  სახელმწიფო სანომრე ნიშანი III-333 - 07.04.2014 წელს გაიცა  მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე MERCEDES-BENZ ML 500, მესაკუთრე დ.კ., 19.10.2014 წელს აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას შეეცვალა სახელმწიფო სანომრე ნიშანი და გაიცა სხვა სახელმწიფო სანომრე ნიშანი, ხოლო სახელმწიფო სანომრე ნიშანი III-333 ჩაბარდა სარეგისტრაციო განყოფილებას და განადგურდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. იხ. წერილი - შსს მომსახურების სააგენტო

ამდენად, შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციით, ეს ნომერი 2016 წელს არ იყო გაცემული ტოიოტას მარკის ანდა სხვა მარკის ავტომანქანაზე", - წერია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

მედიაში გავრცელებული ჩანაწერების გამო პროკურატურაში გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო.

პირველი ჩანაწერი ერთი თვის წინ „იბერიას" ეთერში გამოქვეყნდა, რომლის მფლობელიც „ომეგა ჯგუფია". არხი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება „ომეგას“ ბიზნესზე ზეწოლით მას ავიწროებს და „თავისუფალი სიტყვის ჩახშობა სურს“. ფინანსთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფს“ 51 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება აქვს და სახელმწიფოსგან, შეღავათიანი რეჟიმის დაწესების მიუხედავად, ვალის გადახდა არ სურს, ტელევიზიას კი შანტაჟისთვის იყენებს.   

„იბერიისა" და „ომეგა ჯგუფის" თემას 12 სექტემბერს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური სანქციების დაწესებისგან მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას. უწყებებმა კომპანია 11-ჯერ გააფრთხილეს, თუმცა ამის შემდეგ ვალი კიდევ უფრო გაიზარდა.

3 ოქტომბერს სასამართლოში დაკითხვიდან გამოსულმა სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან ზეწოლაზე ჩანაწერები ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად, შეთანხმებულად, ჩაწერა. 

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული აუდიოჩანაწერები ავთენტიკური არ არის და დამონტაჟებულია. ასეთი დასკვნა დადო ლევან სამხარაულის სახელობის ექსერტიზის ბიურომ. ანალოგიური აღმოჩნდა ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც.

ყველა სიახლე

პაატა ასათიანი

27 მაისი 2026, 22:11

პოლიტიკა

სულიკო ასათიანის შვილი პაატა ასათიანი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: „ნაცმოძრაობაზე“ თავიდანვე ამბობდა - ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს. სხეულზე არცერთი ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი რომ ნაცემი არ ყოფილიყო

ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამბობდა თავიდანვე და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს, - განუცხადა „ქრონიკას“ სულიკო ასათიანის შვილმა პაატა ასათიანმა 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ანტონიო ტაიანი

27 მაისი 2026, 21:52

მსოფლიო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ იმ პროცესის დაწყებას, რომელიც უკრაინას ევროკავშირში მიიყვანს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობენ სხვა კანდიდატი ქვეყნებიც - ჩვენთვის პრიორიტეტი ბალკანეთია

იტალია მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას, თუმცა სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტერესებსაც ითვალისწინებს და რომისთვის პრიორიტეტად დასავლეთ ბალკანეთი რჩება. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ლიმასოლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

27 მაისი 2026, 21:47

სამართალი

გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა

გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა.

27 მაისი 2026, 21:17

მსოფლიო

რუბიო: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ადასტურებს, რომ აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე „გარკვეულ პროგრესს“ მიაღწიეს.

მიხეილ სარჯველაძე

27 მაისი 2026, 21:12

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მკურნალობასა და ახალი მედიკამენტების შემოტანის საკითხებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა პროცესში სწორი მოლოდინების შექმნისა და მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობას.

27 მაისი 2026, 21:08

პოლიტიკა

დიასპორის კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს მოუსმინეს

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიასპორის კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს მიერ შემუშავებული დიასპორული პოლიტიკის განხორციელების კონცეფცია წარადგინა.

27 მაისი 2026, 20:53

პოლიტიკა

უკრაინაში ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ შეერთებული შტატებისთვის სასარგებლო იყოს - სენატორი ჯინ შაჰინი ომში მყოფ ქვეყანაზე და შეფასებები თბილისიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ინტერესების დაცვა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია. ამ გზის აუცილებლობას მმართველ გუნდს ამერიკელი სენატორის განცხადებაც უჩვენებს.

27 მაისი 2026, 20:51

პოლიტიკა

ისტორიის გადაწერის მცდელობა ოპოზიციისგან - მმართველი გუნდი 26 მაისის საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს 2011 წლის 26 მაისის სისხლიან მოვლენებს კიდევ ერთხელ ახსენებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

26 მაისი იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც დღევანდელ ოპოზიციას წარმოადგენენ და მართავენ, მძიმე წარსულის ფაქტობრივი დასტურია.

გიორგი ვოლსკი

27 მაისი 2026, 20:47

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი რადიკალებზე: ლოზუნგი უჩვენებს კრეატიულობის დაბალ დონეს და იმ ადამიანის აბსოლუტურად უცოდინარობას, რომელიც მათ კარნახობს, სცენარებს უწერს

ლოზუნგი უჩვენებს კრეატიულობის დაბალ დონეს და იმ ადამიანის აბსოლუტურად უცოდინარობას, რომელიც მათ კარნახობს, სცენარებს უწერს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ რადიკალების ლოზუნგთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპი

27 მაისი 2026, 20:42

მსოფლიო

ტრამპი ირანთან შეთანხმების დაჩქარებას გამორიცხავს - „მე შუალედური არჩევნები არ მადარდებს“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ირანთან ომის დასასრულებლად ხელსაყრელ შეთანხმებას მიაღწევს.

27 მაისი 2026, 20:41

პოლიტიკა

„ეროვნული სამოსით მოგვიწია გავლა რუსთაველის გამზირზე. ამ დროს მოდიოდნენ აქციის მონაწილეები, გადაგვიღეს და თავისთვის გამოიყენეს ეს კადრები“ - მარიამ კირვალიძე, რომელიც აქციის მონაწილედ გამოაცხადეს, ამბობს, რომ მოდელია და გადაღებაზე იმყოფებოდა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, თითქოს ახალდაქორწინებული წყვილი 26 მაისს გამართულ აქციაზე მივიდა. მარიამ კირვალიძე, რომელიც აქციის მონაწილედ გამოაცხადეს, ამბობს, რომ მოდელია და გადაღებაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ის რუსთაველის გამზირზე ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე მივიდა.

27 მაისი 2026, 20:38

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდა.

27 მაისი 2026, 20:29

პოლიტიკა

ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ - ახალი სლოგანი დაპირისპირების მიზეზი ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის ახალი სლოგანი ოპოზიციური განხეთქილების მორიგ საბაბად იქცა. აქციაზე გახმიანებულ ფრაზას მათივე მხარდამჭერები აკრიტიკებენ. ხელისუფლებამ კი ოპონენტებისგან წარდგენილი ე.წ. საპროტესტო შეგონება საკუთარ ქებად მიიღო.

27 მაისი 2026, 20:23

პოლიტიკა

„თავს ვგრძნობ მოტყუებულად, იმიტომ რომ არ ვიცოდი სად მივდიოდი, ვიცოდი, რომ რაღაც პატარა კონცერტი უნდა ჩატარებულიყო“ - როგორ მოხვდა აპარატურა რუსთაველზე? „ქრონიკის“ რეპორტაჟი

„ქრონიკა“ დაუკავშირდა იმ მანქანის მძღოლს, რომელმაც აქციაზე ტექნიკა მიიტანა. როგორც ირაკლი დუდაშვილმა აღნიშნა, ის მოატყუეს და უთხრეს, რომ ტექნიკა კონცერტისთვის სჭირდებოდათ. მისივე თქმით, ამ საკითხზე მას ელენე ხოშტარიას პარტიის წევრი დაუკავშირდა.

დონალდ ტრამპი

27 მაისი 2026, 20:20

მსოფლიო

„არა, არა, არავითარ შემთხვევაში“ - ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისთვის სანქციების შემსუბუქება არ იგეგმება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებზე უარს იტყვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისთვის სანქციების შემსუბუქება არ იგეგმება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებზე უარს იტყვის.

27 მაისი 2026, 20:19

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა.

27 მაისი 2026, 20:17

სამართალი

გამოძიება სამართალდამცველების წინააღმდეგ. დეტალები „ქრონიკაში“

ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტება - პროკურატურამ გორში მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც პოლიციელები ფიგურირებენ, გამოძიება დაიწყო. მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები.

27 მაისი 2026, 20:08

რეგიონი

პროექტები სამეგრელოში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

მომავალ წელს ზუგდიდში დევნილებს ახალი და კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ექნებათ. ეს ერთ-ერთია სამეგრელოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიდან. მათ შორის არის განახლებული სკოლა სენაკში და რძის საწარმო.

მიხეილ ყაველაშვილი

27 მაისი 2026, 20:02

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მიხეილ ყაველაშვილი დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეჩეთში იმყოფებოდა.

მიხეილ ყაველაშვილი

27 მაისი 2026, 19:54

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.