ქედაში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა
ქედა
ფოტო: არქივი
ქედაში, სოფელ დოლოგანში კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა.
როგორც ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ განაცხადა, ჭინკაძეების თემში, კარიერის აფეთქების დროს ბავშვს ქვა დაეცა. ლევან გორგაძის თქმით, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა და ის დეტალების გასაცნობად ადგილზე მიდის.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს კომპანიის წარმომადგენლები.
ყველა სიახლე
24 მარტი 2026, 10:10
საზოგადოება
მეუფე შიომ საპატრიარქო რეზიდენციაში უწმინდესის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, სადაც სოციალურად დაუცველებს ტრაპეზზე უმასპინძლა
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სინოდის წევრებთან ერთად საპატრიარქო რეზიდენციაში გადაიხადა პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს სულის საოხად, რომელსაც საპატრიარქოს თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ სოციალურად დაუცველნი.
24 მარტი 2026, 10:05
მსოფლიო
რუსეთმა პოლტავისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაბომბა. არიან დაღუპულები და დაშავებულები
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რაკეტებითა და დრონებით უკრაინის რეგიონებზე კომბინირებული თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
24 მარტი 2026, 09:43
საზოგადოება
პრემიერი: ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, თუმცა გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს! განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ მუსლიმი თემის მიმართ ჩვენი საერთო მწუხარების გაზიარებისთვის
ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, თუმცა გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს - ნოვრუზ ბაირამს!, - ნათქვამია ირაკლი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
24 მარტი 2026, 09:28
მსოფლიო
„ჩვენ შეგვიძლია, ერთად მივაღწიოთ რეალურ ცვლილებებს ევროპაში“ - ვიქტორ ორბანმა მარინ ლე პენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
ჩვენ შეგვიძლია, ერთად მივაღწიოთ რეალურ ცვლილებებს ევროპაში, ამ სიტყვებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მარინ ლე პენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
24 მარტი 2026, 09:28
მსოფლიო
კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე სულ 114 სამხედრო და ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ერთი ჯარისკაცი, 77 დაშავებული უკვე ევაკუირებულია, დანარჩენებს ამ დრომდე ეძებენ.
24 მარტი 2026, 09:22
საზოგადოება
ცხოვრების დონის შეფასების ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა
ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელთან და საერთაშორისო შემფასებელ კვლევით ორგანიზაცია Gullup-თან პარტნიორობით მსოფლიო ბედნიერების 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
24 მარტი 2026, 09:12
საზოგადოება
პრეზიდენტი: მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს მუსლიმ თანამოქალაქეებს. მადლობას გიხდით იმ უდიდესი თანადგომისათვის, რომელიც პატრიარქის, გარდაცვალების გამო მგლოვიარე ქართველი ქრისტიანების მიმართ გამოავლინეთ
მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს. გულწრფელ მადლობას გიხდით იმ უდიდესი თანადგომისათვის, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო მგლოვიარე ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ გამოავლინეთ, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
24 მარტი 2026, 09:05
მსოფლიო
ანტისემიტური აქტების გახშირების ფონზე, ბელგია ებრაული თემის უსაფრთხოებას ამკაცრებს
ბელგია ებრაული თემის უსაფრთხოებას ამკაცრებს. ქვეყნის დიდ ქალაქებში, ებრაულ ობიექტებთან, მათ შორის სინაგოგებთან და სკოლებთან სამხედროები განალაგეს.
24 მარტი 2026, 09:01
მსოფლიო
ესპანეთმა ისრაელი ლიბანის დაბომბვის გამო საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა
ესპანეთის მთავრობამ ისრაელის მიერ ლიბანში ხიდებისა და საცხოვრებელი სახლების დაბომბვა დაგმო. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
24 მარტი 2026, 08:55
მსოფლიო
ირანის პარლამენტის სპიკერი: შეერთებულ შტატებთან არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა
ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ყალიბაფი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან არანაირი მოლაპარაკებები არ გამართულა. მისი თქმით, ყალბ ინფორმაციას მანიპულირების მიზნით ავრცელებენ.
24 მარტი 2026, 08:46
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: მე არ დამირეკავს, ირანელებმა დამირეკეს. მათ სურთ შეთანხმება, ჩვენც მზად ვართ. მათ აღარ ექნებათ ბირთვული იარაღი - ამ საკითხზე თუ არ იქნება შეთანხმება, საერთოდ არ იქნება გარიგება
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანელებს მოლაპარაკება სურთ და თეირანის წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბარი დააანონსა. ტრამპმა ასევე თქვა, რომ ირანი, შესაძლოა, მშვიდობის სანაცვლოდ, ბირთვული იარაღის პროგრამის შეწყვეტას დათანხმდეს.
24 მარტი 2026, 08:36
საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს სამუშაო სესია გაიმართება, რომელსაც მელანია ტრამპი გახსნის - საქართველოს პირველი ლედი აშშ-ის პირველი ლედის მიწვევით, ვაშინგტონში იმყოფება
საქართველოს პირველი ლედი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით, ვაშინგტონში იმყოფება. თამარ ბაგრატიონი, დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში არიან განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, მონაწილეობას მიიღებს მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“.
24 მარტი 2026, 08:28
საზოგადოება
თბილისის საგუნდო მუსიკის XVI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ჯუზეპე ვერდის „რეკვიემი“ შესრულდა - საღამო ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში, თბილისის საგუნდო მუსიკის XVI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ჯუზეპე ვერდის რეკვიემი შესრულდა. საღამო ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა.
24 მარტი 2026, 08:20
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: ეს ვართ ჩვენ, მისი თაობა, რომელთაც ვიცხოვრეთ მასთან ერთად, ვიხილეთ იგი, ვიგრძენით მისი მადლი და ვამოწმებთ მის სიდიადეს
საუკუნოდ იყოს ჩვენი პატრიარქის ხსენება!, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
24 მარტი 2026, 08:12
საზოგადოება
„ხალხის ნაკადი არ წყდება“ - სიონის ტაძარში პანაშვიდები 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება
სიონის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისთვის პატივის მისაგებად საფლავზე მისვლა მოქალაქეებს ყოველ დღე, 08:00 საათიდან 22:00-მდე საათამდე შეეძლებათ. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, შიოს კურთხევით, პანაშვიდები 40 დღის განმავლობაში უწყვეტად გაგრძელდება.
24 მარტი 2026, 08:04
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
24 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.
24 მარტი 2026, 03:20
მსოფლიო
POLITICO: ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც პოტენციურ პარტნიორს და შესაძლოა, მომავალ ლიდერსაც კი
ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც პოტენციურ პარტნიორს და შესაძლოა, მომავალ ლიდერსაც კი, - წერს გამოცემა POLITICO.
24 მარტი 2026, 01:49
მსოფლიო
CNN: ირანის უზენაესი ლიდერის სამხედრო მრჩევლის განცხადებით, ომი მანამ გაგრძელდება, სანამ ირანი სრულ კომპენსაციას არ მიიღებს მიყენებული ზიანისთვის
ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის უფროსმა სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა, რომ ომი მანამ გაგრძელდება, სანამ ირანი სრულ კომპენსაციას არ მიიღებს მიყენებული ზიანისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
24 მარტი 2026, 00:48
მსოფლიო
ისრაელური გამოცემა Ynet: ვაშინგტონმა ომის დასრულების სამიზნე თარიღად 9 აპრილი დაადგინა
დონალდ ტრამპის განცხადებების კვალდაკვალ, ისრაელის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ომის დასრულების სამიზნე თარიღად 9 აპრილი დაადგინა, რაც საბრძოლო მოქმედებებისა და მოლაპარაკებების გასაგრძელებლად დაახლოებით 21 დღეს ტოვებს, - წერს ისრაელური გამოცემა Ynet-ი.
24 მარტი 2026, 00:29
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანს ომის დარეგულირება სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ომის დასრულება სურს. მისი თქმით, აშშ-ის სამხედრო ძალების მიღწევების გამო, „ამჯერად, ისინი სერიოზულად არიან განწყობილნი“.


