სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ მუქარის ფაქტს შსს იძიებს
შსს
ფოტო: არქივი
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, მიმდინარე წლის 10 ნოემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართა და შეატყობინა, რომ Facebook-ის მეშვეობით მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა მუქარა. კერძოდ, მათ მიიღეს შეტყობინებები სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის შესახებ.
ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის I ნაწილით და 151-ე მუხლის I ნაწილით. მისი თქმით, საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება პრეზიდენტობის კანდიდატს, გამოძიება წარიმართება ინტენსიურად. ასევე, ვიყენებთ კანონით დასაშვებ ყველა შესაძლო ბერკეტს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად. როგორც კი გვექნება გამოძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ 9, 10 და 11 ნოემბერს მას და მის შვილებს შეტყობინებები გაუგზავნეს, სადაც ნათლად იყო გამოხატული სიცოცხლის მოსპობის მუქარა. „შუბლს გაგიხვრიტავ, თქვენს სისხლს დავლევ“, - ზურაბიშვილმა მუქარის შემცველი სიტყვების ციტირება გააკეთა.
ყველა სიახლე
01 ივნისი 2026, 18:57
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, ფოკაში ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, ფოკაში ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორის - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო.
01 ივნისი 2026, 18:54
მსოფლიო
კაია კალასი: ევროკავშირს გადამწყვეტი როლი აკისრია ირანსა და აშშ-ს შორის მსგრადი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაში
ევროკავშირს გადამწყვეტი როლი აკისრია ირანსა და აშშ-ს შორის მსგრადი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაში, რაც თეირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებულ შეშფოთებებსაც უპასუხებს, - განუცხადა POLITICO-ს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა.
01 ივნისი 2026, 18:52
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი „ჩენდლერის ინსტიტუტის“ კვლევაზე: კეთილსინდისირება, სასამართლო სისტემის და ბიუროკრატიის ხარისხი, ბიზნესრეგულირების სტაბილურობა, ასევე - უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ყველა მიმართულებით გვქონდა მნიშვნელოვანი შედეგები, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალ წლებში უკეთესი შედეგები გვქონდეს
მნიშვნელოვანია, რომ ინდიკატორები, რომლებიც კვლევაშია წარმოდგენილი, არის კეთილსინდისირება, სასამართლო სისტემის და ბიუროკრატიის ხარისხი, ბიზნესრეგულირების სტაბილურობა, ასევე - უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „ჩენდლერის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე საუბრისას.
01 ივნისი 2026, 18:45
რეგიონი
ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს
1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ახალციხეში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში განსაკუთრებული მხიარულება და ჟრიამული იყო, სადაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით პატარებისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები გაიმართა.
01 ივნისი 2026, 18:43
მსოფლიო
პეტერ მადიარი ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლით დაიმუქრა, რათა პრეზიდენტი ტამაშ შუიოკი თანამდებობიდან გადააყენოს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლით დაიმუქრა, რათა პრეზიდენტი ტამაშ შუიოკი თანამდებობიდან გადააყენოს.
01 ივნისი 2026, 18:38
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: ვმუშაობთ რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო ჰაბის როლის განმტკიცებაზე
პლენარულ სესიაზე, სახელწოდებით „საერთაშორისო თანამშრომლობა მდგრადი და დივერსიფიცირებული ენერგეტიკული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას ინგა ფხალაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო ჰაბის როლის განმტკიცებაზე. მისივე თქმით, ეს პროცესი ხელს უწყობს უფრო მეტ სტაბილურობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას.
01 ივნისი 2026, 18:30
მსოფლიო
„ეს არის ელიტარული და ანტიდემოკრატიული მიდგომა“ - ევროკავშირის ყოფილმა ომბუდსმენმა ევროკომისიაში გამჭვირვალობის ნაკლებობა მკაცრად გააკრიტიკა
ევროკავშირის ყოფილმა ომბუდსმენმა ევროკომისიაში გამჭვირვალობის ნაკლებობა მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 18:20
პოლიტიკა
ანალიტიკოსი ოთარ ჭულუხაძე სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებაზე: ვხედავთ, რომ გარკვეული ტიპის გადატვირთვის ნიშნები არის. ამის ნიშანი გახლავთ სწორედ, არა ორ და სამსიტყვიანი ქარდები, არამედ ვრცელი, დიპლომატიური მესიჯი
„ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ საელჩოს მხრიდან უცნაური ტიპის კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი. გარკვეული ქარდებით საუბარი. ამ მხრივ ეს არის უდიდესი პროგრესი. რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი შეიძლება, აღმოგვეკითხა ამ წერილიდან, პირველი - ეს არის სუვერენიტეტზე და ამ სუვერენიტეტის საერთოობაზე საუბარი, ანუ რაც იყო ქართული სახელმწიფოებრიობის მოთხოვნა, რომ შემოგვხედეთ ჩვენ, როგორც სუვერენულ ქვეყანას, ამ წერილში ასეთი ტიპის აღიარების პასაჟები გვხვდება.
01 ივნისი 2026, 18:20
მსოფლიო
ირანული მედია: ლიბანში ისრაელის თავდასხმების გამო, ირანმა აშშ-თან შეტყობინებების გაცვლა გაყინა
ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა ორშაბათს განაცხადა, რომ თეირანის მომლაპარაკებელი ჯგუფი შუამავლების მეშვეობით ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეტყობინებების გაცვლას წყვეტს ლიბანში ისრაელის თავდასხმების გამო, პარალელურად კი ირანის სამთვიანი ომის დასასრულებლად დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება.
01 ივნისი 2026, 18:11
რეგიონი
ფოთში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცენტრალურ პარკში ბავშვებისთვის მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები და კონცერტები გაიმართა.
01 ივნისი 2026, 18:10
პოლიტიკა
ანალიტიკოსი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე: ვხედავ გარკვეული ყინულის ლღობას
„ვხედავ, რომ გარკვეული ყინულის ლღობა არის და ეს ძალიან ლოგიკურია, რადგან ქართულ სუვერენისტულ პოლიტიკაში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არავითარი ანტი არ უნდა ვიყოთ, რაოდენ არ უნდა მოგვწონდეს რუსეთი, ჩინეთი, ამერიკა თუ სხვა გეოპოლიტიკური ძალა, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება გადავიქცეთ რომელიმე ანტი დიდ გეოპოლიტიკურ ძალად.ამ მიმართულებით ამერიკასთან გარკვეული ტიპის დათბობები, თუნდაც ნარატიულ დონეზე, საქართველოს უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
01 ივნისი 2026, 18:07
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი: ოპოზიცია არის მხოლოდ ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული, თუ ამას შეიძლება იდეა ეწოდოს, ეს არის გარე დავალებების და გარე აქტორების დავალებების შესრულება. ხან ფანჩატურში გაერთიანდნენ, ხან სხვა ადგილას და ყველაფერი ნათელია, რომ მათში არის პიროვნული შეუთავსებლობები
მათი დაპირისპირება არ არის ახალი ჩვენთვის და ეს დაპირისპირება რომ არ ყოფილიყო უფრო გასაკვირი იქნებოდა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა მიხეილ სააკაშვილის და ნიკა მელიას დაპირისპირებაზე საუბრისას.
01 ივნისი 2026, 18:06
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი შსს-ში ახალი სამმართველოს შექმნაზე: ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ვალდებულები ვართ, რომ უზრუნველვყოთ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. და მეორეს მხრივ, არ დავუშვათ შუღლი, ზიზღის ენა, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა. ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმ გარემოს, რომელიც გვქონდა
ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ვალდებულები ვართ, რომ უზრუნველვყოთ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. და მეორეს მხრივ, არ დავუშვათ შუღლი, ზიზღის ენა, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა. ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმ გარემოს, რომელიც გვქონდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, საბურთალოს დელეგატმა აკაკი ალადაშვილმა შსს-ში ახალი სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით.
01 ივნისი 2026, 17:59
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებაში იკითხება მესიჯი, რომ ისინი მზად არიან, უნდათ ჩვენთან ურთიერთობების გაჯანსაღება და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარება. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებაში იკითხება მესიჯი, რომ ისინი მზად არიან, უნდათ ჩვენთან ურთიერთობების გაჯანსაღება და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე აკაკი ალადაშვილმა.
01 ივნისი 2026, 17:50
რეგიონი
ფონდმა „ქართუმ“ „ციცინათელას“ პარკის მიმდებარედ არსებული 27 714 კვმ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა
„თითქმის ყველა რეგიონში ჩვენ გვაქვს განხორციელებული სხვადასხვა ტიპის პროექტი, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ფონდის მხრიდან ერგო აჭარა-გურიის რეგიონს. ამჯერადაც მსგავსი ტიპის ქველმოქმედებასთან გვაქვს საქმე - ფონდი „ქართუ“ გადასცემს ჩუქების ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიწის ნაკვეთს, რომელიც მოხმარდება ახალი პარკის მოწყობას. კიდევ ერთი, ძალიან ლამაზი სივრცე დაემატება ამ რეგიონს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტულ ნაკადებს, ასევე ჩვენი მოქალაქეების დასვენებას“, - აღნიშნა ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
01 ივნისი 2026, 17:37
რეგიონი
შეკვეთილში მალე ქვეყანაში ყველაზე დიდი დინო პარკი - „დინოტოპია“ აშენდება
ამ მიზნით, საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა” და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის შეთანხმება შედგა. რომლის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, „ციცინათელას“ პარკთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შპს „აკვა ცენტრისგან” შეიძინა ფონდმა “ქართუმ” და იგი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ეს ტერიტორია არსებულ გასართობ სივრცეს შეუერთდება. შედეგად კი, შეიქმნება ერთიანი, მასშტაბური ტურისტული კომპლექსი .
01 ივნისი 2026, 17:34
მსოფლიო
ევროკომისიის ყოფილი კომისარი ვერა იუროვა: უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების რიგში პირველი არ არის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები მას 20 წელია ელოდებიან
„ბოლო კვირების განმავლობაში ბევრ ადამიანს ვესაუბრე დასავლეთ ბალკანეთიდან და ისინი უკვე დაიღალნენ იმით, რომ ფაქტობრივად 20 წელია „მოსაცდელ ოთახში“ არიან. აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა იყოს და რაღაც ნაბიჯი გადაიდგას. დროთა განმავლობაში კი სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მათი ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე მათ სჭირდებათ ევროპა“, - განაცხადა ვერა იუროვამ.
01 ივნისი 2026, 17:34
საზოგადოება
მეუფე იაკობი: ქართველებმა უნდა გავითავისოთ ის, რომ წარსული დიდებით თავი კი არ მოგვქონდეს, შევეცადოთ, მასზე უკეთესი აწმყო და მომავალი შევქმნათ. განათლება ყველაფერს მოგვიტანს
დილიდან ხალხმრავლობაა ბოდბის დედათა მონასტერში. მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წმინდა ნინოს საფლავის მოსალოცად ჩავიდნენ. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლინა.
01 ივნისი 2026, 17:29
სამართალი
პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი: ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირების მიერ დასტურდება როგორც თანხის აღების, ასევე გადაცემის, შეგროვებისა და უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებთან კავშირის ეპიზოდები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირების მიერ დასტურდება როგორც თანხის აღების, ასევე გადაცემის, შეგროვებისა და უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებთან კავშირის ეპიზოდები, - განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა, ელიზბარ გოზალიშვილმა.
01 ივნისი 2026, 17:27
მსოფლიო
ევროკომისიის ყოფილი კომისარი ვერა იუროვა: რუსეთი ან ჩინეთი კი არა, აშშ მაშინებს
„რა არ დამაძინებდა ღამით, ახლა რომ კომისარი ვიყო? ზოგადად ევროპაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობა. დღესაც სწორედ ამიტომ ვარ აქ. ჩემს გუნდთან ერთად ვიწყებ ახალ პროექტს, „დემოკრატია 27“, რომელიც მოქალაქეთა ინიციატივაა და შეავსებს იმას, რასაც უკვე აკეთებს ევროკომისია“, - აღნიშნა იუროვამ.


