სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ შეძლო და ჩაატარა მშვიდობიანი, სამართლიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული არჩევნები
სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: Twitter
საქართველომ შეძლო და ჩაატარა მშვიდობიანი, სამართლიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული არჩევნები. შეიძლება ითქვას, რომ ევროპული არჩევნები, - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 31 ოქტომბრის არჩევნები.
მისი თქმით, მიუხედავად ურთულესი და უპრეცედენტო გამოწვევებისა, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო დემოკრატიულობის და განვითარების გზაზე შეუფერხებელ სვლას აგრძელებს.
„ჩვენ შევძელით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის მაჩვენებლით და მძიმე დარღვევების გარეშე. თითოეულ ამომრჩეველს, პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად, ამისთვის მინდა ვუთხრა მადლობა, რადგან ეს ყველას გამარჯვებაა! მინდა მადლობა ვუთხრა სამართალდამცველებს, რომლებმაც საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოება უზრუნველყვეს და ყველა საჭირო შემთხვევაში მოახდინეს მყისიერი რეაგირება, რამაც დაიცვა ჩვენი მოქალაქეების არჩევანის თავისუფლება.
მადლობას ვუხდი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში მონაწილეობისთვის. ჩვენთვის, და პირადად ჩემთვის, ძალიან საამაყოა მათ მიერ საარჩევნო გარემოსა და პროცესების პოზიტიური შეფასება.
ჩვენ შევძელით, არჩევნების ახალი საარჩევო სისტემის მიხედვით ჩატარება, რომელიც მეტწილად პროპორციული გახდა. ეს დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ხოლო ახალი საარჩევნო კოდექსით, რომელშიც გათვალისწინებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია, უზრუნველყოფს პარლამენტის უფრო მეტ მრავალპარტიულობას და გაუმჯობესებულ გენდერულ ბალანს.
ჩვენ შევძელით, პანდემიის მიუხედავად, ჩაგვეტარებინა უსაფრთხო არჩევნები. ამისი მაგალითი იყო მთელს ქვეყანაში, საარჩევნო უბნებთან მოქალაქეების მოწესრიგებული რიგები, პანდემიამ ვერ შეაშინა ამომრჩეველი, ყველგან იგრძნობოდა სიფრთხილე და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი.
მადლობა მინდა ვუთხრა ცესკოს, მის წევრებს, მის თავმჯდომარეს და ყველა იმ ადამიანს ვინც საარჩევნო ადმინისტრაციაში ურთულესი პანდემიის პირობებში ზრუნავდა არჩევნების უსაფრთხოებასა და სამართლიანობაზე.
ჩვენ შევძელით, რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად, არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩაგვეტარებინა. მშვიდობიანად დამთავრდა საარჩევნო პროცესი იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ სომეხი და აზერბაიჯანული წარმოშობის ჩვენი მოქალაქეები. ეს იმის ნიშანია, რომ ამ ურთულესი და მტკივნეულ კონფლიქტის პირობებში, საქართველო კვლავ არის სტაბილურობის კუნძული და ქვეყანა სადაც კავკასიური თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის ტრადიციები გრძელდება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ პოზიტიური როლის შესრულებას იმისათვის, რომ ჩვენს რეგიონში აღდგეს მშვიდობა, რაც სამივე ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი პირობაა.
და ბოლოს, 31 ოქტომბრის, საპარლამენტო არჩევნებით ქართულმა საზოგადოებამ დაამარცხა ნიჰილიზმი და საკუთარ თავს დაუმტკიცა, რომ პოსტსაბჭოთა ეპოქა საქართველოში სრულდება!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ეტაპობრივ განახლებას თვალი შეგიძლიათ ადევნოთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 01:03
საზოგადოება
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
13 აპრილი 2026, 00:50
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს
მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.
12 აპრილი 2026, 23:55
მსოფლიო
პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა
უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.
12 აპრილი 2026, 23:39
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას
არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.
12 აპრილი 2026, 23:30
კულტურა
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.
12 აპრილი 2026, 23:07
სპორტი
ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.
12 აპრილი 2026, 22:55
სპორტი
მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია
პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
12 აპრილი 2026, 22:49
პოლიტიკა
მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.
12 აპრილი 2026, 22:30
პოლიტიკა
მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.
12 აპრილი 2026, 22:15
პოლიტიკა
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
12 აპრილი 2026, 22:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული
ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
12 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან
უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.
12 აპრილი 2026, 21:38
საზოგადოება
რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.
12 აპრილი 2026, 21:29
მსოფლიო
ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე
მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.
12 აპრილი 2026, 21:25
მსოფლიო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.
12 აპრილი 2026, 21:25
საზოგადოება
წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.
12 აპრილი 2026, 21:15
საზოგადოება
მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე
„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.
12 აპრილი 2026, 21:02
საზოგადოება
უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.
12 აპრილი 2026, 20:33
საზოგადოება
ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო
2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.
12 აპრილი 2026, 20:30
საზოგადოება
დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე
მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.


