imedi /  14 ნოემბერი 2018, 23:50 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: ჰააგაში რუსეთთან წაგებულ პროცესზე ნაციონალურმა მოძრაობამ მილიონობით დოლარი დახარჯა

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

ნაციონალური მოძრაობა, როგორც ჩანს, უკვე მიხვდა, რომ მათი მეორე ტურში მოგების შანსი, რბილად რომ ვთქვათ, მცირდება, ცდილობს ყველაფრის ერთმანეთთან შერევით, საქმეში გაუთვითცნობიერებულ ადამიანებს დააჯეროს გარკვეული ტყუილები და ისინი მათ მიჰყიდოს რეალობად. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში "იმედი-Live" განაცხადა.

ისინი საუბრობენ, მაგალითად, რომ "ქართული ოცნების" მთავრობამ ჰააგაში საქმე უკან არ შეაბრუნა. თუ არ ხარ საქმეში ჩახედული, ბუნებრივია, გიჩნდება ეს კითხვა, რატომ არ შეაბრუნა, - ამბობს მინისტრი და იქვე განმარტავს, რა არის რეალური სურათი.

„ჰააგაში ორი სასამართლოა - სისხლის, სადაც გამოძიება მიმდინარეობს და სადაც მოღვაწეობს ჩვენთვის კარგად ცნობილი პროკურორი ფატუ ბენსუდა. აქ საქართველო მხარე ვერ იქნება. ფატუ ბენსუდა იძიებს აგვისტოს ომის დანაშაულებს და თუ მივა დასკვნაზე, რომ მართლა არის დანაშაული, დაკავების მოთხოვნით შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

მეორე არის გაეროს მართლმსაჯულების სასამართლომ, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობამ 2008 წლის 12 აგვისტოს თვითონ შეიტანა სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ და 2011 წლის პირველ აპრილს ეს დავა წააგო. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ეს იყო მარცხი“, - ამბობს წულუკიანი და აცხადებს, რომ როდესაც ის მივა პარლამენტში, "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ კითხვები ექნება და ასევე წარადგენს იმ ქვითრებს, რომელიც ადასტურებს, თუ რამდენად კოლოსალური თანხები დაიხარჯა ამ წაგებულ პროცესზე.

წულუკიანს სჯერა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაადგენს დამნაშავეებს, რომელთაც ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელეს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ადამიანების რიგი

15 დეკემბერი 2018, 15:47

ეკონომიკა

vali.ge-ს მონაცემები განახლდა

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას დღეს კიდევ 3 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა.

ყვითელი ჟილეტები

15 დეკემბერი 2018, 15:38

მსოფლიო

საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ აქციას 8 ათასამდე პოლიციელი აკონტროლებს

ემანუელ მაკრონის მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების 28-ე დღეს, პარიზის ქუჩებში წესრიგის შესანარჩუნებლად 8 ათასამდე პოლიციელი გამოიყვანეს. ამასთან, ქუჩებში 14 ერთეული ჯავშანტექნიკაა მობილიზებული.

საახალწლო განათებები

15 დეკემბერი 2018, 15:23

საქართველო

ღამით რუსთაველის გამზირი დროებით გადაიკეტება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირი, თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან - თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 საათიდან 16 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.

გამოკითხვა მომღერლებზე

15 დეკემბერი 2018, 15:17

კულტურა

ტურიზმის ადმინისტრაცია საყვარელ უცხოელ შემსრულებლებზე გამოკითხვას ატარებს

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და Black Sea Arena-მ ერთობლივი გამოკითხვა დაიწყეს -რომელი ვარსკვლავის კონცერტზე წახვიდოდით Black Sea Arena-ს გახსნაზე მაისში. გამოკითხვის მონაწილეებს სასურველი მომღერლის არჩევა მერაია ქერის; უილ სმიტის; Earth, Wind and Fire-ს; შადეს; კაილი მინოუგის; სტინგის; „დეფეშ მოუდის“ და „მობის“ შორის შეუძლია.

ლაშა შავდათუაშვილი

15 დეკემბერი 2018, 15:08

სპორტი

შავდათუაშვილმა გუანჯოუს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ამირან პაპინაშვილის (60 კგ.) ვერცხლისა და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) ბრინჯაოს მედლების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მესამე მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოუპოვა. მან მცირე ფინალში მონღოლი, ოდბაიარ განბაატარი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

police line

15 დეკემბერი 2018, 15:04

ძალოვნები

მარნეულში შუა ხნის ქალი მოკლეს

მარნეულის რაიონის სოფელ კიროვკაში გამთენიისას მკვლელობა მოხდა. როგორც თანასოფლელები ყვებიან, მოკლულია შუახნის ქალი, რომლის ცხედარი საკუთარ სახლში ნათესავმა ნახა. მათივე თქმით, სახლის ეზოში აღმოაჩინეს ორმოც. მეზობლები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ორმოში აპირებდა მკვლელობის ჩამდენი ცხედრის დამარხვას.

15 დეკემბერი 2018, 15:00

საქართველო

თბილისი სოლიდარობისა და ინოვაციების ფორუმს მასპინძლობს

პარლამენტში სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა. ორდღიანი კონფერენცია, რომელსაც საქართველო, ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყნის რანგში, საფრანგეთთან და გაეროსთან თანამშრომლობით მართავს, ირაკლი კობახიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

ტექნოპარკი

15 დეკემბერი 2018, 14:44

ტექნოლოგიები

ტექნოპარკში ProductTank-ის ღონისძიებების სერია დაიწყო

ტექნოპარკში დღეიდან ProductTank-ის ღონისძიებების სერია დაიწყო, რომელიც სტარტაპბიუროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით ტარდება. ProductTank-ის შეხვედრების სერია 2010 წელს ლონდონში დაიწყო.

გუდაური-კობი

15 დეკემბერი 2018, 14:34

საქართველო

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მიხეილ ბატიაშვილი

15 დეკემბერი 2018, 14:14

საქართველო

საქართველოში მასწავლებელთა მეექვსე კონფერენცია გაიმართა

„თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ უანგაროდ ემსახურებით ყველაზე მნიშვნელოვანს - ჩვენს ბავშვებს და მათ მომავალს“.

წყალი ჭიქაში

15 დეკემბერი 2018, 14:04

ეკონომიკა

დღიურად გაქირავებული ბინების წყლის საფასური ისევ საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდება

სემეკის განმარტებით, კომისიის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება არ გულისხმობს ბინების გაქირავებისას სასმელი წყლის არასაყოფაცხოვრებო ტარიფის დაწესებას. ის პირები, რომლებიც სხვადასხვა საიტების საშუალებით აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად, ასევე გრძელვადიან პერიოდში გადაიხდიან საყოფაცხოვრებო ტარიფს.

ამირან პაპინაშვილი

15 დეკემბერი 2018, 13:53

სპორტი

ამირან პაპინაშვილმა ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში მასტერსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ამირან პაპინაშვილმა ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში მასტერსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. პაპინაშვილი ვაზარით დამარცხდა რობერტ მშვიდობაძესთან. შეჯიბრზე ლაშა შავდათუაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება მოიპოვეს.

ზურაბ ჯაფარიძე და თემურ ცამციშვილი

15 დეკემბერი 2018, 13:41

საქართველო

„გირჩი“ ნაციონალური მოძრაობის აქციაზე არ გავა

პოლიტიკური მოძრაობა ,,გირჩი" არ უერთდება თელავში ინაუგურაციის პარალელურად დაგეგმილ ნაციონალური მოძრაობის აქციას, - ამის შესახებ მისმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ნიკოსეული სასახლე

15 დეკემბერი 2018, 13:35

კულტურა

ზუგდიდიში ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაცია დასრულდა

ზუგდიდში ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია შენობის გახსნის თარიღი. რეკონსტრუქცია 2015 წლის აგვისტოში დაიწყო.

ადა მარშანია

15 დეკემბერი 2018, 13:32

საქართველო

ადა მარშანია პატრიოტებში ოცნების რამდენიმე წევრის გადასვლას აანონსებს

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია ელოდება, რომ „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებში“ გადავა. მისი თქმით, გამოირიცხა, რომ ეს იქნება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე, თუმცა ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.

მეწყერი

15 დეკემბერი 2018, 13:23

საქართველო

ოქტომბერი-გოგინიძეების საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ოქტომბერი-გოგინიძეების საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ჩამოსულმა მიწის მასამ გზა გადაკეტა, თუმცა საავტომობილო მიმოსვლა არ შეზღუდულა, რადგან სოფლებს ალტერნატიული, შემოვლითი გზა აკავშირებს. გაწმენდით სამუშაობი დილიდან დაიწყო.

დაკავება

15 დეკემბერი 2018, 13:22

ძალოვნები

სუსმა ადვოკატი დააკავა

გამოძიებამ დაადგინა, რომ ადვოკატი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს თითქოსდა საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირების ხელშეწყობით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 10 000 აშშ დოლარის გადახდა.

ნეიმარი

15 დეკემბერი 2018, 13:21

სპორტი

ესპანურმა კლუბებმა ნეიმარში 36 მილიონი ევროს გადახდაზე უარი თქვეს

„პსჟ“- თავდამსხმელმა ნეიმარმა საფრანგეთის ჩემპიონატში დარჩენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ფეხბურთელით დაინტერესებული კლუბები არ დათანხმდნენ იმას, რომ ბრაზილიელში 36 მილიონი ევრო გადაეხადათ სეზონზე. სწორედ ასეთი ანაზღაურება აქვს 26 წლის ფორვარდს ფრანგულ კლუბში.

პასკალ მენიე

15 დეკემბერი 2018, 13:07

საქართველო

პასკალ მენიე: საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ბევრი ფრანგი ჩამოდის

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ბევრი ფრანგი ჩამოდის, ეს ბუნებრივია, რადგან სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქე იყო, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ განაცხადა.

ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი

15 დეკემბერი 2018, 12:45

სპორტი

მარგველაშვილმა და შავდათუაშვილმა ჩინეთში ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება მოიპოვეს

ლაშა შავდათუაშვილი ბილალ ცილოღლუს დაიპონებს შემდეგ, მეოთხედფინალში რუსტამ ორუჯოვთან დამარცხდა გაფრთხილებებით. შავდათუაშვილმა დამამშვიდებელში იპონით სძლია აკილ ჯაკოვას და ბრინჯაოთვის ჭიდაობის უფლება მოიპოვა.