imedi /  05 დეკემბერი 2018, 13:14 / სანდო წყარო

ხელვაჩაურში 2 თვის ჩვილი საბავშვო ეტლიდან გადავარდა და დაიღუპა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. ორი თვის ჩვილი საბავშვო ეტლიდან გადავარდა და დაიღუპა.

სავარაუდოდ, დაღუპვის მიზეზი თავის ტრავმა გახდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ქუთაისი

10 დეკემბერი 2018, 13:08

საქართველო

ქუთაისში აფეთქებისას დაშავებულ კაცს სხეულის 17%-იანი დამწვრობა აქვს

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 75 წლის კაცს სახისა და ორივე ზედა კიდურის არეში 17-პროცენტიანი დამწვრობა აქვს. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

ცხოველები

10 დეკემბერი 2018, 13:03

საქართველო

10 დეკემბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა

10 დეკემბერს ცხოველთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს სიმბოლურ აქციას გამართავს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 17 საათზე ცხოველთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით საჯარო ლექციაა დაგეგმილი.

დიმიტრი ლორთქიფანიძე

10 დეკემბერი 2018, 12:57

საქართველო

დიმიტრი ლორთქიფანიძე: დავიწყებთ აჯანყებისთვის მზადებას

იუსტიციის სახლთან სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გაყიდვის წინააღმდეგ აქციაა. იუსტიციის სახლთან შეკრებილები იუსტიციის მინისტრს მიმართავენ არ დაუშვან მიწების უცხოელებზე გასხვისება. აქციის მინაწილეები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.

სარეზერვო ფონდი

10 დეკემბერი 2018, 12:54

საქართველო

რომან კაკულია საერთო სარეზერვო ფონდის შექმნის მომხრეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის სარეზერვო ფონდების გაუქმებისა და საერთო ფონდის შექმნის მომხრეა.

იგორ კოსტიუკოვი

10 დეკემბერი 2018, 12:53

მსოფლიო

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ახალი უფროსი შეარჩიეს

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) ხელმძღვანელად ვიცეადმირალი იგორ კასტიუკოვი დანიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

პარაკალათბურთელი

10 დეკემბერი 2018, 12:47

სპორტი

თბილისში პარაკალათბურთელთა მატჩი ჩატარდა

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში, პარაკალათბურთის ნაკრებსა და მთაწმინდის გამგეობის წარმომადგენლებს შორის მეგობრული მატჩი გაიმართა. ხუთ-ხუთი მოთამაშისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა ეტლებით იასპარეზეს, სადაც გამარჯვება პარასპორტსმენებმა მოიპოვეს.

კინოჩვენება

10 დეკემბერი 2018, 12:43

კულტურა

პოლონეთში ქართულ ღვინოზე გადაღებული ფილმი აჩვენეს

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში საქართველოს მეღვინეობის 8-ათასწლიან ტრადიციებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ (OUR BLOOD IS WINE) ჩვენება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი გამომცემლობა „ვინისფერა“ (Vinisfera.Pl) იყო.

ფასების ინდექსი

10 დეკემბერი 2018, 12:43

ეკონომიკა

FAO: სურსათის ფასების ინდექსი კლების ტენდენციას ნოემბერშიც ინარჩუნებს

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა, 2016 წლის მაისის თვის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. შემცირებულმა ინდექსმა, ნოემბრის თვეში საშუალოდ 160.1 ერთეული შეადგინა, რაც ოქტომბრის თვესთან შედარებით 1.3%-ით ნაკლებია, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი 8.5% ნაკლები.

10 დეკემბერი 2018, 12:40

მსოფლიო

ბრიტანეთს Brexit-ის შეჩერების უფლება მიეცა

დიდ ბრიტანეთს Brexit-ის შესაჩერებლად ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის უკან გაწვევა ცალმხრივად შეუძლია. დადგენილება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დღეს მიიღო.

პურის ფასი

10 დეკემბერი 2018, 12:36

ეკონომიკა

საქართველოში პური 5-10 თეთრით გაძვირდა

საქართველოში პური გაძვირდა, პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ამის მიზეზად ფქვილზე ფასების ზრდას ასახელებენ. პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის თქმით, ზაფხულთან შედარებით ერთი ტომარა ფქვილი 32%-ით გაძვირდა. დღეს მისი ფასი 47-50 ლარია.

მუჰამედ აბულკაზემი

10 დეკემბერი 2018, 12:27

მსოფლიო

ეგვიპტეში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ბრიტანელი სტუდენტი გაათავისუფლეს

19 წლის მანჩესტერელი სტუდენტი, მუჰამედ აბულკაზემი, რომელიც ეგვიპტეში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, - თავისუფალია. მანჩესტერელი სტუდენტი ეგვიპტეში გადაღებული ფოტოს გამო დააპატიმრეს, რომელზეც უკანა ფონზე ეგვიპტური სამხედრო თვითმფრინავია აღბეჭდილი.

ქალები საქართველოში

10 დეკემბერი 2018, 12:23

საქართველო

კვლევა: ქართველი ქალები საოჯახო საქმეებზე კაცებზე სამჯერ მეტ დროს ხარჯავენ

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში კვირაში საშუალოდ 45 საათს საოჯახო საქმეების შესრულებას უთმობენ, რაც სამჯერ მეტია კაცების მიერ საოჯახო საქმეებზე დახარჯულ დროზე. საოჯახო საქმე ქალების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობის ერთ-ერთ მნიშნველოვან ბარიერია.

თორნიკე რიჟვაძე

10 დეკემბერი 2018, 12:21

საქართველო

რიჟვაძე: პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას

„პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას,“ - ამ სიტყვებით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციის წარმომადგენელს ჯელალ ქიქავას.

იარაღი

10 დეკემბერი 2018, 12:20

მსოფლიო

მსოფლიოში იარაღის გაყიდვებით აშშ პირველ ადგილზეა

ორგანიზაცია SIPRI-ს მონაცემებით, რომელიც იარაღის კონტროლზეა სპეციალიზებული, პირველ ადგილს იარაღის გაყიდვებით აშშ იკავებს. ანგარიშში 42 ამერიკული კომპანია მოხვდა, რომელმაც 2017 წელს 226,6 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გაყიდა.

ქალაქები

10 დეკემბერი 2018, 12:09

ეკონომიკა

2018 წლის ყველაზე პოპულარული ქალაქები გამოვლინდა

ბრიტანულმა კომპანიამ, Euromonitor International-მა გამოავლინა მსოფლიოს ის ქალაქები, რომელთაც 2018 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ტურისტი ესტუმრა. რეიტინგის სათავეშია ჰონგ-კონგი, რომელსაც 2018 წლის 11 თვეში 30 მილიონამდე ადამიანი ესტუმრა.

მინდია გოგოჭური

10 დეკემბერი 2018, 11:58

საქართველო

მინდია გოგოჭურის მამა: ჩემი შვილი „ბულკი“ არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში უდანაშაულოა

მინდია გოგოჭურის მამის, მამუკა გოგოჭურის თქმით, ბინაში, სადაც მისი შვილი მეგობართან ერთად პოლიციამ აიყვანა, არც იარაღია აღმოჩენილი და არც სხვა რამ უკანონო ნივთი. მამუკა გოგოჭური ამბობს, რომ კორპუსის ტერიტორიაზე ნაპოვნი იარაღი სულაც არ ნიშნავს, რომ ის მის შვილს ეკუთვნის.

კენგურუ

10 დეკემბერი 2018, 11:53

ტაბლოიდი

12 წლის გიგანტური კენგურუ როჯერი მოკვდა

კენგურუ როჯერი, რომელიც ცნობილი გახდა თავისი დიდი ზომებით, 12 წლისა მოკვდა. როჯერის დედა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა და ის ავსტრალიის ნაკრძალში გაზარდეს. ის სიმაღლეში 2 მეტრამდე გაიზარდა და 89 კილოგრამს იწონიდა.

ეკონომიკა

10 დეკემბერი 2018, 11:34

ეკონომიკა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის III კვარტალში 322.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 48.2 პროცენტით ნაკლებია.

ბავშვთა უფლებები

10 დეკემბერი 2018, 11:29

ეკონომიკა

Unicef: ქართველი მშობლები შვილების ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ნაკლებად ზრუნავენ

კვლევის თანახმად, საქართველოში მშობლების დიდი ნაწილი მოზარდთა აღზრდის პროცესში სირთულეებს განიცდის, მოზარდები ვერ გრძნობენ მშობლების სათანადო მხარდაჭერას. მშობლები ძირითადად ზრუნავენ მოზარდების მატერიალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე და ნაკლებად მათ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

კარლოს გონი

10 დეკემბერი 2018, 11:26

მსოფლიო

Nissan-ის ყოფილ დირექტორს იაპონიაში ბრალი წაუყენეს

Nissan-ის ყოფილი ხელმძღვანელი კარლოს გონს იაპონიაში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. კარლოს გონი 19 ნოემბერს დააკავეს. 22 ნომბერს კი მანქანათმწარმოებელი კომპანიის დირექტორთა საბჭომ ის თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლა.