მდინარაძე: ველისციხის ინციდენტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
მამუკა მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 16 დეკემბერს გურჯაანში პოლიციელებზე თავდასხმის გამო კიდევ ერთი პირი დააკავეს და ამ დროისთვის ამ ინციდენტის ფარგლებში უკვე 4 პირია დაკავებული. ამის შესახებ მან გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საღამოს, გადაცემის მსვლელობის დროს კიდევ ერთი პირი დააკავეს იგივე მუხლით, რითაც კირკიტაძეა დაკავებული.
მდინარაძე განმარტავს, რომ დანარჩენ ორ პირს სამართალდამცველები აქციის მონაწილის ცემას ედავებიან.
ყველა სიახლე
02 აგვისტო 2026, 10:39
სამართალი
სამართალდამცველებმა ბათუმში 10 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს ბათუმში 5 პირი დააკავეს. მათ შორი ერთი საქართველოს და ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
02 აგვისტო 2026, 10:37
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
02 აგვისტო 2026, 10:35
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1
პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
02 აგვისტო 2026, 10:35
მსოფლიო
ტრამპმა ირანზე დარტყმების შეჩერების შესახებ განაცხადა
Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტმა დაწერა, რომ მიიღო გადაწყვეტილება „შეტევის გაუქმების შესახებ, იმ პირობით, თუ შესაძლებელი იქნება შეთანხმების სწრაფად დადება“, რაც მოიცავს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნასა და „ირანის მხრიდან ბირთვული საფრთხის“ დასრულებას. ტრამპის თქმით, ეს გადაწყვეტილება ისრაელთან ერთად იყო მიღებული.
02 აგვისტო 2026, 10:17
საზოგადოება
გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის სტუდენტები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურასა და წილკნის ბაზებზე იმყოფებოდნენ
გერმანიის გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სტუდენტები სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურასა და წილკნის სამეცნიერო ბაზებზე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
02 აგვისტო 2026, 10:13
კულტურა
მსახიობი ვინსენტ პასტორე გარდაიცვალა
მედიის ცნობით, პასტორე ნიუ-იორკში, ბრონქსში მდებარე საკუთარ სახლში იპოვეს. დანაშაულის ნიშნები არ გამოვლენილა. სერიალში The Sopranos პასტორე ტონი სოპრანოს საუკეთესო მეგობარს თამაშობდა, რომელიც საბოლოოდ გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმატორი გახდა. მეორე სეზონში მისი პერსონაჟის სიკვდილი შოუს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სიუჟეტური ხაზი იყო.
02 აგვისტო 2026, 09:45
მსოფლიო
პერუში, ნასკას ხაზების არქეოლოგიური კომპლექსის თავზე ფრენის დროს ტურისტული თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა 13 ადამიანი
პერუში ნასკას ხაზების არქეოლოგიური კომპლექსის თავზე ფრენის დროს მცირე ზომის ტურისტული თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. ბორტზე 11 მგზავრი და 2 პილოტი იმყოფებოდა.
02 აგვისტო 2026, 09:35
საზოგადოება
თამარ ჩიბურდანიძე: მივესალმებით განათლების მინისტრის ინიციატივას სწავლის დაფინანსების ახალ მეთოდთან დაკავშირებით. ეს არის სწორედ ის, რის შედეგადაც მივიღებთ განათლების მაღალ დონეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში
თამარ ჩიბურდანიძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვას ითვალისწინებს. მისი განცხადებით, ახალი სისტემა სტუდენტებს მაღალი აკადემიური შედეგების მიღწევის მოტივაციას მისცემს და სახელმწიფო რესურსი ხარისხიან განათლებაზე იქნება ორიენტირებული.
02 აგვისტო 2026, 09:23
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ახლო აღმოსავლეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს „განიხილონ რეგიონის დატოვება, ან მზად იყვნენ გასამგზავრებლად, თუ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება“
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ახლო აღმოსავლეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს „განიხილონ რეგიონის დატოვება, ან მზად იყვნენ გასამგზავრებლად, თუ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება“
02 აგვისტო 2026, 09:06
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 ადამიანი
მოსკოვში, კუდრინსკაიას მოედანზე მდებარე რესტორანში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 21 დაშავდა.
01 აგვისტო 2026, 23:36
საზოგადოება
თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი: ერთადერთი ხე მოიჭრა თავისუფლების მოედანზე, რომელიც იყო მთლიანად ფუღუროვანი და საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს - მოკლედ, ჭადრები არ იჭრება, არა, უფრო მეტიც, ბევრი ხე დაირგვება დამატებით რუსთაველზე და გვექნება არა მხოლოდ განახლებული, არამედ უფრო მწვანე მთავარი გამზირი
„ასევე, გადაიბელა ტროტუართან ახლოს მდებარე ერთი ხე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს უნდა მოიჭრას მიწა. სხვლა-ფორმირების შედეგად ამ ხეს არაფერი ემუქრება. კიდევ ერთი ხე გაისხვლება რუსთაველის გამზირზე ამავე მიზეზით. დანარჩენი ჭადრის ხეები სრულად იქნება შენარჩუნებული“.
01 აგვისტო 2026, 21:46
სპორტი
გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს
იტალიის ქალაქ ვარეზეში აკადემიურ ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა მსუბუქ წონაში ორადგილიანი ნავის (LM2-) დისციპლინაში მეორე ადგილი დაიკავეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
01 აგვისტო 2026, 19:08
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა ნაცი და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, თუმცა, ქალთა თავყრილობაზე ისეთი სახეები გამოჩნდნენ, თავად ერეკლე კოდუას ყოფილი ცოლით დაწყებული და ბაჩანა ახალაიას მოქმედი ცოლით დამთავრებული- ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო" კი არა „ჩემით ყარს საქართველო" უნდა ერქვას
ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო" კი არა „ჩემით ყარს საქართველო" უნდა ერქვას, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში.
01 აგვისტო 2026, 18:56
მსოფლიო
გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია
სტიქიის გამო ქვეყნის სამხრეთ პროვინციაში მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. მოვარდნილმა წყალმა გზები დააზიანა, მაღაზიები და საცხოვრებელი სახლები კი დატბორა. ვრცელდება ცნობა ერთი დაღუპულის შესახებ.
01 აგვისტო 2026, 18:12
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსულია დამღრმავებელი გემი. აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია, რათა 2029 წელს შევძლოთ მსხვილტონაჟიანი გემის მიღება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში, რომელიც ასევე აღნიშნული ნავსადგურის კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს
„გადავდივართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე: საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსულია დამაღრმავებელი გემი, რომელიც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ უკვე დაიწყებს დაღრმავებით სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ 2029 წელს შევძლოთ მსხვილტონაჟიანი გემის მიღება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში, რომელიც ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული ნავსადგურის კონკურენტუნარიანობას“, - ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
01 აგვისტო 2026, 18:12
ეკონომიკა
ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის
დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის, - აცხადებს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემის (Tristao Da Cunha) შესვლასთან დაკავშირებით. კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდგომ, გემი მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხის არხის მოწყობის მიზნით.
01 აგვისტო 2026, 18:08
ეკონომიკა
ზურაბ სიჭინავა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები
„ამ მიზნის მისაღწევად მას დაახლოებით ერთ თვეში შემოუერთდება უფრო დიდი ზომის დამღრმავებელი გემი Al-Idrisi, რომლებიც ერთობლივად დაიწყებენ დაღრმავებით სამუშაოებს, რის შედეგადაც ანაკლიაში ფსკერი დაახლოებით 17,5 მეტრამდე დაღრმავდება და აშენდება 1380 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელსაც ევროპული დიდი ოთხეულის წევრი, მსოფლიოში ცნობილი Jan De Nul N.V. ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს“, - აცხადებს ზურაბ სიჭინავა.
01 აგვისტო 2026, 18:04
სპორტი
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას იწყებს
გუნდი აგვისტოში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს - 19 აგვისტოს თბილისში დახურულ მატჩში ლიბანს უმასპინძლებს, ხოლო 23 აგვისტოს ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება. მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ ეროვნულ გუნდს ოფიციალური შეხვედრები ელის - 28 აგვისტოს თბილისში მონტენეგროს მიიღებს, 31 აგვისტოს კი პორტუგალიას სტუმრად შეხვდება. ჩვენი ქვეყნის მეტოქეები ასევე ესპანეთის, საბერძნეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან.
01 აგვისტო 2026, 17:36
პოლიტიკა
ალბი კორძაია: ნანუკა ჟორჟოლიანმა შეხვედრაზე მოიწვია ქალები - რამხელა ცინიზმი და დაცინვაა, გაემიჯნა გოგოს, რომელსაც მისი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ხელი დააფარა მოძალადეს
ნანუკა ჟორჟოლიანმა დღევანდელ შეხვედრაზე მოიწვია ქალები. რამხელა ცინიზმი და დაცინვაა, უბრალოდ წარმოუდგენელია, - წერს ოპოზიციონერი აქტივისტი, ალბი კორძაია, სოციალურ ქსელში.
01 აგვისტო 2026, 17:33
რეგიონი
ონის კულტურის სახლში თამაზ (გია) ჯაფარიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში, ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის, თამაზ (გია) ჯაფარიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.


