imedi /  01 იანვარი 2019, 15:50 / სანდო წყარო

ზუგდიდში ყაჩაღობის ბრალდებით პირი დააკავეს

ზუგდიდი

შემთხვევის ადგილი

ზუგდიდში ყაჩაღობის ბრალდებით 1968 წელს დაბადებული ი. გ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.გ.-მ ზუგდიდში, გუშინ, 31 დეკემბერს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანო ორგანიზაცია “ლენდო” დააყაჩაღა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 1000 ლარზე მეტი თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

პოლიციამ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ყაჩაღობის შედეგად გატაცებული თანხის ნაწილი და დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

სტუდენტები

25 მარტი 2019, 17:54

საქართველო

ცნობილია რამდენ დროს ხარჯავენ ქართველი სტუდენტები სწავლასა და მუშაობაზე

სტუდენტის მიერ სწავლაზე დახარჯული დრო ხარისხიანი განათლების მიღების ერთ-ერთი განმსაზღვრელია. ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო კვლევა „ევროსტუდენტი VI“-ს ფარგლებში შეგროვებული მონაცემები, საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ როგორ ანაწილებენ ქართველი სტუდენტები დროს სწავლასა და მუშაობაზე.

25 მარტი 2019, 17:52

საქართველო

ლაიფციგის ციხის ქართველ პატიმრებს საქართველოდან წიგნები გაუგზავნეს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმმა“ გერმანიის ქალაქ ლაიფციგის ციხის საავადმყოფოს ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გაუგზავნა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, უახლესი ლიტერატურა უკვე ადგილზე ჩაიტანეს.

ბაღდათი

25 მარტი 2019, 17:51

ძალოვნები

ბაღდათში ერთ-ერთი სასტუმროს შენობიდან ქალი გადავარდა და დაიღუპა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ქალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ქალი ფანჯარას წმენდდა, რა დროსაც ის გადავარდა და დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვიმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სოფი ტერნერი

25 მარტი 2019, 17:35

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ სპოილერების გავრცელებაში სოფი ტერნერს ადანაშაულებენ

მსახიობი სოფი ტერნერი, რომელიც „სამეფო კარის თამაშებში“ სანსა სტარკის როლს ასრულებს, ამტკიცებს, რომ ინტერნეტში გავრცელებულ სპოილერებთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას Entertainment Weekly ავრცელებს.

სმარტფონი

25 მარტი 2019, 17:32

ტექნოლოგიები

ცნობილია რა მოცულობის მობილურ ინტერნეტს მოიხმარენ საქართველოში

2019 წლის იანვრის მონაცემებმა აჩვენა, რომ საქართველოში ერთი აბონენტი თვეში საშუალოდ 2.36 GB მობილურ ინტერნეტს მოიხმარს, ხოლო ტელეფონზე საუბარს 166 წუთს უთმობს. პარალელურად მარეგულისრებელი კომისია დაინტერესდა 2018 წლის განმავლობაში ვინ რომელი თაობის მობილურ ინტერნეტს მოიხმარდა.

მასწავლებლები

25 მარტი 2019, 17:25

საქართველო

საქართველოში ყველაზე ასაკოვანი პედაგოგი ქალი 97 წლის, კაცი კი 95 წლის არის

„ეისითი“ საქართველოს საჯარო სკოლების პედაგოგების ასაკით დაინტერესდა. განათლების სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების თანახმად, საქართველოს მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდა პედაგოგი მამაკაცებშიც და ქალებშიც არის 19 წლის, ყველაზე ასაკოვანი ქალი პედაგოგი 97 წლის, კაცი კი 95 წლისაა.

მალხაზ კობაური

25 მარტი 2019, 16:58

ძალოვნები

სმითების მკვლელობის საქმეზე 12 ნაფიცი მსაჯული სათათბიროდ გავიდა

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელობის საქმეზე ვერდიქტის გამოსატანად მათ 4 საათი აქვთ. მანამდე კი სმითების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულმა დასკვნითი სიტყვა თქვა და საკუთარ უდანაშაულობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

ავოკადო

25 მარტი 2019, 16:44

ტაბლოიდი

ამერიკის 6 შტატში ავოკადოს შეტანა აკრძალეს

ამერიკამ 6 შტატში, არიზონაში, კალიფორნიაში, ფლორიდაში, ნიუ-ჰემფშირში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ვისკონსინში ავოკადოს შეტანაზე, საშიში ბაქტერიის შესაძლო აღმოჩენის გამო, უარი თქვა. ამის შესახებ The Time წერს.

Google Maps

25 მარტი 2019, 16:43

ტექნოლოგიები

Android-ს Google Maps-ის საჯარო ღონისძიებების ფუნქცია დაემატა

Contribute - ასე ჰქვია ახალ ღილაკს, საიდანაც ღონისძიებების განყოფილებაში გადადის მომხმარებელი და ახალ წვეულებას ქმნის. ირკვევა, რომ ღონისძიების შექმნისას წვეულების ტიპის მითითება, აღწერილობისა და ვებგვერდის ბმულის დამატებაა შესაძლებელი. ისევე, როგორც ეს Facebook-ზე არის ნებადართული.

მამუკა ბახტაძე იენს სტოლტენბერგი

25 მარტი 2019, 16:34

საქართველო

საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი დასრულდა

საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. მან საქართველო უკვე დატოვა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იენს სტოლტენბერგი შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს მამუკა ბახტაძეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე

25 მარტი 2019, 16:33

ტაბლოიდი

ბერა ივანიშვილი თავის გამომწერებს სთხოვს, ურჩიონ სად გაატაროს თაფლობისთვე

უნდა აღინიშნოს, რომ ბერა ივანიშვილსა და ნანუკა გუდავაძეს გამომწერები უფრო ეგზოტიკურ ქვეყნებს ურჩევენ, როგორებიცაა ტაილანდი, ინდონეზია, სამხრეთ აფრიკა და სხვა. ჯერჯერობით უცნობია გაითვალისწინებს თუ არა ბერა ამ რეკომენდაციებს და სად გაატარებს წყვილი თაფლობისთვეს.

ფილიპე VI
დედოფალი ლეტისია

25 მარტი 2019, 16:27

ტაბლოიდი

ესპანეთის მეფე არგენტინის აეროპორტში თვითმფრინავიდან 1 საათი ვერ გადმოდიოდა

24 მარტს არგენტინაში ესპანეთის მეფე ფილიპე მეექვსე და მისი მეუღლე ლეტისია ჩავიდნენ. მათი თვითმფრინავი ბუენოს-აირესის აეროპორტში დაეშვა. იქ სამეფო ოჯახს უკვე ელოდებოდა ოფიციალური დელეგაცია არგენტინის, მათ შორის ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, მაგრამ ფილიპე თვითმფრინავიდან ვერ გადმოვიდა - ტრაპი, რომელიც მათ მიუტანეს, ძალიან დაბალი აღმოჩნდა.

დაჭრა

25 მარტი 2019, 16:10

ძალოვნები

ბათუმის პოლიციაში კაცმა თავის მოკვლა სცადა

ორივე კაცი სავარაუდოდ ბიზნესპარტნიორები იყვნენ, დაჭრამდე კი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, პოლიციიდან დაჭრილი გუშინ საღამოს გამოიყვანეს. მეორე დაჭრილი ბათუმის მედცენტრშია გადაყვანილი. როგორც კლინიკაში ამბობენ, ის სამედიცინო დაწესებულებაში საკუთარი ფეხით მივიდა.

Google Chrome 74

25 მარტი 2019, 16:08

ტექნოლოგიები

Windows-ზე Google-ის ბრაუზერის საცდელ ვერსიას „შავი ფონის“ მხარდაჭერა აქვს

Chrome 74-ის ფინალური ვერსიის გამოშვების თარიღად 23 აპრილი სახელდება. Chrome-ზე შავი ფონი ავტომატურად მაშინ გააქტიურდება, როცა Windows-ის ფერების სქემიდან Light-ს Dark-ით შეცვლით. მსგავსი ფუნქცია Chrome 73-ზე macOS-ის მომხმარებლებისთვის აქამდე ხელმისაწვდომი იყო.

ტაილანდი

25 მარტი 2019, 15:49

საქართველო

14 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეები ტაილანდის ვიზას საზღვარზე აიღებენ

საქართველოს ორდინარული პასპორტის მქონე მოქალაქეთათვის ამოქმედდება Visa on Arrival რეჟიმი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და 15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში.

ჯეკ შეპარდი

25 მარტი 2019, 15:39

ძალოვნები

ჯეკ შეპარდი შესაძლოა საქართველოდან ბრიტანეთში ექსტრადიციას დასთანხმდეს

მკვლელობაში ბრალდებული ჯეკ შეპარდი შესაძლოა, ექსტრადიციას დასთანხმდეს და დიდ ბრიტანეთში კვირის ბოლომდე დაბრუნდეს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ სამშაბათს გახდება ცნობილი. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ბრიტანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ელენე გოგალაძე

25 მარტი 2019, 15:30

საქართველო

ხაშურელი მოსწავლე სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

"კალიფორნიაში სტუდენტები პირველი წლის განმავლობაში სწავლობენ, შემდეგ კი 6 სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში ატარებენ თითოეულ სემესტრს. ეს ქალაქებია: სეული, ბერლინი, ლონდონი, ტაიპეი, ბუენოს-აირესი და ჰაიდერაბადი. ანუ საბოლოოდ სტუდენტები ბაკალავრიატზე სწავლის დროს 7 სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში სწავლობენ", - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იენს სტოლტენბერგი

25 მარტი 2019, 15:18

საქართველო

სტოლტენბერგი ქართველ სამხედროებს: თქვენი დამსახურებით ავღანეთი ტერორისტების თავშესაფარი აღარ არის

როგორც სტოლტენბერგმა დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა, ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი ტერორისტებისთვის, რაშიც წვლილი ქართველ სამხედროებსაც მიუძღვით. მან ქართველ სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

მთაწმინდა

25 მარტი 2019, 14:58

საქართველო

გიორგი ანდრიაძე მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირდა

"ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის" ლიდერი გიორგი ანდრიაძე მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად დარეგისტრირდა. როგორც თავად ამბობს, საზოგადოებას ახალი ძალა სჭირდება და ეს წინა არჩევნებმა დაადასტურა. შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.

გაფიცვა

25 მარტი 2019, 14:52

საქართველო

საქართველოს ქალაქებში სოცმუშაკები გაიფიცნენ

გაფიცულები შრომის პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარებას, ხელფასების ზრდასა და სხვადასხვა სერვისის განვითარებას ითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტრში განმარტავენ, რომ პრობლემურ საკითხთაგან მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია, ნაწილის შესახებ გეგმა არსებობს, ნაწილის მოგვარებას კი დრო სჭირდება.