imedi /  18 მარტი 2026, 10:48 / სანდო წყარო

მიტროპოლიტი ეპიფანე: ვუსამძიმრებ სამღვდელოებასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს, რომლებმაც თავიანთი წინამძღვარი დაკარგეს, ასევე ქართველ ერს, რომლისთვისაც ის ნამდვილი სულიერი მამა იყო

მიტროპოლიტი ეპიფანე

მიტროპოლიტი ეპიფანე

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ეპიფანე მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ პატრიარქ ილია II-ის პიროვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის.

„მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე ცნობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მარადისობაში გარდასვლის შესახებ - ის იყო სულიერი ლიდერი, რომელმაც თავისი ცხოვრება ღმერთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიუძღვნა.

მრავალწლიანი საპატრიარქო მსახურების განმავლობაში იგი რჩებოდა სულიერ ორიენტირად მრავალი მორწმუნისთვის, ძალისხმევას არ იშურებდა რწმენის განმტკიცების, ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებისა და საზოგადოების სულიერი აღდგენისათვის ათეისტური წლების შემდეგ.

ჩვენთვის ასევე დასამახსოვრებელია ისიც, რომ მან მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ, რომელიც რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიან შეჭრას განიცდის.

პატრიარქ ილია II-ის პიროვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის. მისი მსახურება შთააგონებდა მრავალ ადამიანს, ეხმარებოდა მათ განსაცდელების გადალახვასა და იმედის შენარჩუნებაში ყველაზე რთულ დროსაც კი, განსაკუთრებით, რუს დამპყრობელთა მიერ წამოწყებული ომების პერიოდში.

გულითადად ვუსამძიმრებ ეპისკოპატს, სამღვდელოებასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს, რომლებმაც თავიანთი წინამძღვარი დაკარგეს, ასევე ქართველ ერს, რომლისთვისაც ის არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ნამდვილი სულიერი მამა იყო.

ვლოცულობთ, რათა ჩვენმა ზეციურმა მამამ თავისი მსახური ზეციურ სამყოფელში მიიღოს.

დაე, უფალმა დაამკვიდროს ახლადშესვენებული კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სული თავის სასუფეველში, ხოლო ყველას, ვინც მის დაკარგვას გლოვობს, მიანიჭოს ნუგეში, მშვიდობა და სულიერი ძალა. მარადიული და ნათელი ხსოვნა მას!“. - აღნიშნულია სამძიმარში.

17 მარტს, 93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

18 მარტი 2026, 12:11

საზოგადოება

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოცხადებული გლოვის გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

კირაკოს დავთიანი

18 მარტი 2026, 12:00

საზოგადოება

საქართველოს სომეხთა ეპარქია: ილია მეორის ცხოვრების მთელი გზა, მისი თავდადება ეკლესიის, სულიერი მსახურების, თავისი ხალხისა და მთელი კაცობრიობის მიმართ, წარუშლელი ასოებით ჩაიწერა სულიერი ცხოვრების ისტორიის ფურცლებზე

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, კირაკოს დავთიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

ზაალ ანჯაფარიძე

18 მარტი 2026, 11:54

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: სამძიმარსაც რომ პოლიტიკური და მერკანტილური მომენტებით დატვირთავ, ნიშნავს, რომ ყალბია - ეტყობა სალომე ზურაბიშვილის დეგრადაცია ჯერ არ დასრულებულა

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილს, სოციალურ ქსელში აფასებს.

18 მარტი 2026, 11:32

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: მისი უწმინდესობა, ილია მეორე იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი საყრდენი და სინდისი - თაობების გზამკვლევი, რწმენის დამცველი და სიმტკიცის სიმბოლო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელ X-ში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დეკანოზი იოანე გორელიშვილი

18 მარტი 2026, 11:30

საზოგადოება

დეკანოზი იოანე გორელიშვილი: მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს და მართლმადიდებლურ სამყაროს, რადგანაც ეპოქალური პიროვნება დავკარგეთ

მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს და მართლმადიდებლურ სამყაროს, რადგანაც ეპოქალური პიროვნება დავკარგეთ, - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

18 მარტი 2026, 11:20

საზოგადოება

ნორვეგიის საელჩო: ვიზიარებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ხალხის დიდ მწუხარებას. ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა ყველას, ვინც ამ დიდ დანაკარგს გლოვობს

ნორვეგიის საელჩო თბილისში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო.

18 მარტი 2026, 11:20

საზოგადოება

ავსტრიის საელჩო: ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ილია II-ს გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ყველა მართლმადიდებელს საქართველოში და საზღვარგარეთ

„ავსტრიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოხატავს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ყველა მართლმადიდებელს საქართველოში და საზღვარგარეთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

18 მარტი 2026, 11:16

საზოგადოება

საფრანგეთის საელჩო: მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის ფიგურამ, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისადმი ღრმა ერთგულება ამოძრავებდა. ამ ეროვნული გლოვის ჟამს, საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველ ხალხის მწუხარებას

საფრანგეთის საელჩო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

18 მარტი 2026, 11:15

საზოგადოება

კახა კალაძე: მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას - ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია

„დღეს მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას - ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია. მისი მოღვაწეობა იყო სიყვარულის, თავმდაბლობის, მოთმინების და მსახურების საოცარი მაგალითი. ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ, მისი გარდაცვალება საქართველოს და მის სულიერ შვილებს კი ძალიან დიდხანს გაგვყვება მოუშუშებელ ჭრილობად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

18 მარტი 2026, 11:05

საზოგადოება

შვედეთის საელჩო: მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისმა უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

საქართველოში შვედეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.

18 მარტი 2026, 10:53

სამართალი

საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

18 მარტი 2026, 10:52

სამართალი

პოლიციამ თბილისში ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ბრალდებით 2 პირი - 2004 წელს დაბადებული გ.ჯ. და წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული შ.ჩ. დააკავეს.

18 მარტი 2026, 10:50

საზოგადოება

ლატვიის ელჩი: ღრმა მწუხარებას ვუცხადებ საქართველოს ეკლესიას, ქართველ ხალხს და ყველა ჩემს ძვირფას მეგობარს საქართველოდან, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო

„ღრმა მწუხარებას ვუცხადებ საქართველოს ეკლესიას, ქართველ ხალხს და ყველა ჩემს ძვირფას მეგობარს საქართველოდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო“, - აღნიშნავს ლატვიის ელჩი.

18 მარტი 2026, 10:48

სამართალი

კახეთის პოლიციამ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1959 წელს დაბადებული რ.მ. წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

პეტერ ფიშერი

18 მარტი 2026, 10:48

საზოგადოება

პეტერ ფიშერი: სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო

„როგორც სულიერი მამა, იგი ერს მიუძღოდა სიხარულსა და მწუხარებაში. ვიცი, რომ გერმანიას კარგად იცნობდა. მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ“, - წერს ფიშერი.

ილჰამ ალიევი

18 მარტი 2026, 10:47

პოლიტიკა

ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კათალიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

18 მარტი 2026, 10:47

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2007 წელს დაბადებული ლ.ბ. დააკავეს.

ალი მუჯანი

18 მარტი 2026, 10:23

საზოგადოება

საქართველოში ირანის ელჩი: ილია მეორე იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი

საქართველოში ირანის ელჩი, ალი მუჯანი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

18 მარტი 2026, 10:21

საზოგადოება

პოლონეთის საელჩო: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ერს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება ერის სულიერ მამად და რთულ დროს გადარჩენის სიმბოლოდ

საქართველოში პოლონეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო ქართველ ერს სამძიმარს უცხადებს.