imedi /  10 იანვარი 2019, 12:55 / სანდო წყარო

თავდაცვის სამინისტრო მუხროვანის ბაზიდან სამხედროების გათავისუფლებას არ ადასტურებს

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო

მუხროვანის სამხედრო ბაზიდან სამხედროების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ. როგორც უწყებაში imedinews-სთან საუბარში განაცხადეს, საქმე ეხება აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთის მიმართულებით სამხედროების როტაციას.

კერძოდ, თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ თუ აქამდე აღმოსავლეთ საქართველოში იყო სპეცდანიშნულების ძალების ცენტრი, ახლა ასეთი ცენტრი დასავლეთის მიმართულებითაც შეიქმნა და ამის ფარგლებში ხდება როტაცია. 

ამის შესახებ თავდაცვის უწყება 8 იანვარს გავრცელებულ განცხადებაშიც წერდა. 8 იანვარს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო, რომელიც თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება.

"აღსანიშნავია, რომ ტრანსფორმაციის პროცესი სპეციალური ოპერაციების ძალებსაც შეეხება, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მათი გამოყენების ეფექტიანობა. რეორგანიზაციის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე ორი ერთნაირი სტანდარტისა და შესაძლებლობის მქონე სპეციალური ოპერაციების ბატალიონი ჩამოყალიბდეს. ეს უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან ამ დრომდე, სპეციალური ოპერაციების ელემენტები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში იყო თავმოყრილი. აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მართვისა და კონტროლის შესაძლებლობებს საბრძოლო ამოცანების დეცენტრალიზებული აღსრულების პირობებში. სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, განხორციელდება მათი აღჭურვა და მომზდება, რათა დაკმაყოფილდეს თავდაცვის ძალების ოპერატიული მოთხოვნები და გაიზარდოს ნატოსთან თავსებადობა.

ტრანსფორმაციის პროცესი არ ითვალისწინებს სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის შემცირებას. ტრანსფორმაციის პროცესში გათვალისწინებული იქნა პარტნიორი ქვეყნებისა და სამხედრო მრჩევლების რეკომენდაციები", - წერია 8 იანვარს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ყველა სიახლე

კრიშტიანუ რონალდუ

21 მარტი 2019, 21:47

სპორტი

უცენზურო ჟესტისთვის UEFA-მ რონალდუ დააჯარიმა

UEFA-მ დღეს იმ ინციდენტზე იმსჯელა, რომელიც „ატლეტიკო“„იუვენტუსის“ თამაშისას მოხდა. სტუმრების სექტორის მისამართით უცენზურო ჟესტი რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ შეხვედრაში აჩვენა. ირკვევა, რომ 34 წლის პორტუგალიელს 20 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

ირაკლი კობახიძე

21 მარტი 2019, 21:27

საქართველო

ირაკლი კობახიძე მუსლიმ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

მანამდე საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან ერთად დღეს მარნეულში იყო, სადაც ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

21 მარტი 2019, 21:20

საქართველო

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საქართველოც შეუერთდა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

ისრაელის დროშა

21 მარტი 2019, 21:06

მსოფლიო

ტრამპი: დროა გოლანის მაღლობები ისრაელის ტერიტორიად ვაღიაროთ

„52 წლის შემდეგ დროა, აშშ-მა სრულად აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე, რომელიც სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ისრაელის სახელმწიფოსა და რეგიონული სტაბილურობისთვის!“, - წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე.

ქვეწარმავალი

21 მარტი 2019, 20:59

საქართველო

გურჯაანის საბავშვო ბაღში ღუმელთან ქვეწარმავალი იპოვეს

გურჯაანის მერიის შესაბამისი სამსახური სწავლობს მიზეზს, როგორ მოხვდა ქვეწარმავალი საბავშვო ბაღის ერთ-ერთ ოთახში. პირველადი შესწავლის შედეგად შენობაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები გამოიკვეთა, რის გამოც მერია აღნიშნულ საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას დაჩქარებულ ვადებში გეგმავს.

21 მარტი 2019, 20:50

საქართველო

სტოლტენბერგი რუსეთს: ოკუპაციას საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება

იენს სტოლტენბერგი საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში „ქრონიკის“ კორესპონდენტს ქეთევან ქარდავას ესაუბრა. გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ნატოსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მტკიცეა, საქართველოს მოქალაქეებს ნატოს იმედი უნდა ჰქონდეთ, ალიანსი ერთგულია იმ პირობის, რომელიც ქვეყანამ 2008 წელს მიიღო.

21 მარტი 2019, 20:47

საქართველო

პრემიერთან ერთად პარლამენტში განათლებისა და შს მინისტრებიც მივლენ

ხვალ პარლამენტში პრემიერს ელოდებიან. ფორმატი, რომლითაც მამუკა ბახტაძე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ისარგებლებს, ახალია და პრემიერი პირველია, ვინც ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვას პლენარულ სხდომაზე უპასუხებს. პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტში თვის ბოლო პარასკევს წარდგება.

21 მარტი 2019, 20:39

საქართველო

წულუკიანი ოპოზიციას: მეგონა გუშინდელი მარცხის შემდეგ ღამე მაინც იმეცადინებდით

ურთიერთბრალდებების ერთ-ერთი მიზეზი რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გახდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა თეა წულუკიანი იმ განცხადების გამო გააკრიტიკა, რომლითაც მინისტრმა სამადაშვილის მიმართ თქვა, რომ მან უკადრებელი იკადრა.

21 მარტი 2019, 20:32

საქართველო

ანაკლიის პორტის შესახებ დეპუტატების შეკითხვებს მაია ცქიტიშვილმა უპასუხა. მთავარი

ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე არ ემუქრება ეს იყო მინისტრის მთავარი გზავნილი საპარლამენტო ტრიბუნიდან. მას კითხვა 36-მა დეპუტატმა დაუსვა.ვიცეპრემიერმა პასუხი გასცა ასევე ფოთის პორტისა და ანაკლიის პორტის შესახებ დასმულ შეკითხვას.

Windows 7

21 მარტი 2019, 20:30

ტექნოლოგიები

Microsoft-ი Windows 7-ის მხარდაჭერას წყვეტს

Microsoft-მა უკვე გამოუშვა განახლება, რომელიც ოპერაციული სისტემის მომხმარებლებს მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ საქმის კურსში ჩააყენებს და სისტემის განახლებისკენ მოუწოდებს. Windows 7 2009 წლის 22 ივლისს გახდა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი.

ტვიტერი

21 მარტი 2019, 20:28

ტექნოლოგიები

Twitter-ი 13 წლის გახდა

21 მარტს „ტვიტერი“ 13 წლის გახდა. სერვისის დამფუძნებელმა და მისმა კოლეგებმა ეს დღე საზეიმო ტორტით აღიშნეს. ჩვენ კი შეგახსენებთ ყველაზე აბსურდულ, უცნაურ, სულელურ და გულისამაჩუყენებლ ტვიტებს, რისთვისაც ეს სოცქსელი უყვართ.

გიორგი გახარია

21 მარტი 2019, 20:06

საქართველო

შსს მინისტრმა მესაზღვრეები დააჯილდოვა

მესაზღვრის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. მინისტრმა ამავდროულად აშშ-ის საელჩოს, სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

21 მარტი 2019, 19:55

საქართველო

უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების „შავ სიაში“ შეყვანაზე საგარეოს ოფიციალური წერილი არ მიუღია

"უკრაინაში საქართველოს საელჩოს, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი და შეტყობინება არ მიუღია. მიუხედავად ამისა, უკრაინაში საქართველოს საელჩომ მოახდინა დაუყოვნებელი რეაგირება აღნიშნულ თემაზე,"- ნათქვამია საგარეო უწყების წერილში.

ირაკლი ღარიბაშვილი და რუდოლფ მიხალკა

21 მარტი 2019, 19:42

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს.ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის პოლიტიკურ მდივნად დანიშვნა მიულოცა.

ერაყი

21 მარტი 2019, 19:39

მსოფლიო

ერაყში ბორანის ჩაძირვას ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 70 ადამიანი, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. ინფორმაციას ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტო ადასტურებს. უბედური შემთხვევა მოსულთან ახლოს ტურისტულ ზონაში მოხდა. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ამსტერდამი, ნიდერლანდები

21 მარტი 2019, 19:33

ეკონომიკა

ამსტერდამში წითელი ფანრების ქუჩაზე ექსკურსიები იკრძალება

ქალაქის მუნიციპალიტეტის განმარტებით, ახალი რეგულაცია მიზნად ამსტერდამის ცენტრის განტვირთვას ისახავს. „ახლა უკვე ის დრო აღარ არის, სექსმუშაკები ტურისტულ ღირშესანიშნაობად განვიხილოთ“, - აცხადებენ მერიის წარმომადგენლები. წითელი ფანრების კვარტალი ამსტერდამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რაიონია.

გოგა ბითაძე

21 მარტი 2019, 19:15

სპორტი

გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის MVP გახდა

19 წლის ქართველი ცენტრი ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ქართველმა კალათბურთელმა აღიარება მიმდინარე სეზონში ჯერ სერბულ „მეგა ბიმაქსში“, შემდეგ კი მონტენეგროულ „ბუდუჩნოსტში“ ჩატარებული შთამბეჭდავი მატჩებისთვის დაიმსახურა.

გაზეთები

21 მარტი 2019, 19:10

საქართველო

ბრიტანეთის საელჩო მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს

"საქართველოში დღეს პირველი მედია საშუალების დაფუძნებიდან 200 წელს აღნიშნავენ. თავისუფალი მედია დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია. ვულოცავთ მედია სივრცეში მომუშავე ყველა პროფესიონალს. თქვენი როლი სიტყვის თავისუფლების დაცვასა და განმტკიცებაში უმნიშვნელოვანესი,"- წერია მილოცვაში.

ჯესიკა სიმპსონი

21 მარტი 2019, 18:56

ტაბლოიდი

ჯესიკა სიმპსონი დედა გახდა

ვარსკვლავისთვის ეს მესამე შვილია. ჯესიკა სიმპსონსა და მის მეუღლე ერიკ ჯონსონს ქალიშვილი შეეძინათ. წყვილს უკვე ჰყავს 2 საერთო შვილი გოგოც და ბიჭიც. წყვილმა ურთიერთობა 2014 წელს დააკანონა.

მეცნიერება

21 მარტი 2019, 18:50

ტექნოლოგიები

რატომ გვეჩვენება რომ ასაკის მატებასთან ერთად დრო სწრაფად გადის

ახალი ჰიპოთეზის მიხედვით, დროის აღქმა დამოკიდებულია ასაკზე. ახალგაზრდობის პერიოდში ადამიანის ტვინი გაცილებით სწრაფად ამუშავებს ინფორმაციას, აქედან გამომდინარე უფრო მეტი მონაცემების გაანალიზება შეუძლია. ეს კი კვლევის თანახმად, ახალგაზრდებს უქმნის განცდას, რომ დრო ნელა გადის.