imedi /  12 იანვარი 2019, 14:39 / სანდო წყარო

ვანის რესტორნის ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს უფლებამოსილება შეუჩერეს

შსს

შსს

„11 იანვარს, ვანში, ერთ-ერთ კვების ობიექტზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო. ფაქტის შესწავლა ასევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ“, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს შეუჩერდათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება. გამოძიება დაადგენს ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი. ნებისმიერი სამართალდამცველის მხრიდან პროფესიული ეთიკის და პოლიციელის ღირსების შემლახველ ყველა ქმედებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება.

ვანში, ერთ-ერთ რესტორანში გუშინ სამართალდამცველები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ყველა სიახლე

პროპორციული სისტემა

14 ნოემბერი 2019, 08:12

საქართველო

დღეს პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე კენჭისყრა გაიმართება

პარლამენტი საარჩევნო წესში ცვლილებებს კენჭს დღეს უყრის. კენჭისყრა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე უნდა გამართულიყო, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა გადადება მოითხოვა. მას მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა. კენჭისყრამდე „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

რიკოთის გვირაბი

14 ნოემბერი 2019, 08:00

საქართველო

რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის გვირაბში, 14 ნოემბერს მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 08:00 საათიდან 18:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

ვირუსი

14 ნოემბერი 2019, 00:54

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა უცნობი ვირუსი აღმოაჩინეს

მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფმა ადამიანის ფიზიოლოგიური სითხის ნიმუშებში აქამდე უცნობი ვირუსი აღმოაჩინა, ამის შესახებ phys.org წერს. ვირუსის ახალი ტიპი მიეკუთვნება ბაქტერიოფაგებს. სპეციალისტებმა 111 ადამიანის შარდის ნიმუში შეისწავლეს. მათ 43 ბაქტერიოფაგი გამოავლინეს. ამასთან ახალი სახეობაც, რომელიც Tunavirinae-ს მიეკუთვნება.

14 ნოემბერი 2019, 00:38

კულტურა

Blackpink-ი პირველი კეი-პოპ ჯგუფი გახდა, რომლის ვიდეორგოლმა Youtube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა

სამხრეთ კორეული ჯგუფის Blackpink ვიდეორგოლმა „Ddu-Du Ddu-Du“ Youtube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა. გოგონებისთვის ეს პირველი რეკორდი არ არის. აპრილში მათი სიმღერას „Kill This Love“ ვიდეოჰოსტინგზე ორ დღეში 100 მილიონჯერ მოუსმინეს, რაც Youtube-ის ისტორიაში მანამდე არ მომხდარა.

ბორკილები

14 ნოემბერი 2019, 00:12

ძალოვნები

თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ემზარ კვიციანის ძმისშვილი დააკავეს

თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი ბექა კვიციანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, კვიციანი ბრალდებულის სტატუსით არის დაკავებული. ის მოკლულის შვილის ნათლიაა. ბექა კვიციანს, რომელიც წარსულში ნასამართლევია, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ლეკვი კუდით თავზე

13 ნოემბერი 2019, 23:55

ტაბლოიდი

აშშ-ში იპოვეს ლეკვი, რომელსაც კუდი თავზეც აქვს

10 კვირის ლეკვს ნარვალი დაარქვეს. თავშესაფრის თანამშრომლების თქმით, მას ძალიან უყვარს თამაში. ზედმეტი კუდი ცხოველს ხელს არ უშლის და ტკივილს არ აყენებს. ამიტომ, როცა ლეკვი ოდნავ წამოიზრდება თავშესაფარი მისთვის სამუდამო სახლის ძებნას დაიწყებს.

რენე მაგრიტი, „16 სექტემბერი“

13 ნოემბერი 2019, 23:40

კულტურა

რენე მაგრიტის „16 სექტემბერი“ Christie's აუქციონზე $19,6 მილიონად გაიყიდა

ბელგიელი მხატვრის რენე მაგრიტის ყველაზე დიდი ნახატი Christie's აუქციონზე $19,6 მილიონად გაიყიდა. ტილო „თექვსმეტი სექტემბერი“ მხატვარმა 1957 წელს დახატა. მყიდველი აუქციონში ტელეფონით მონაწილეობდა. ნახატის საწყისი ფასი $7 მილიონი იყო. მანამდე ეს ნამუშევარი აუქციონზე 2005 წელს გაიტანეს და $6 მილიონად იყო შეფასებული, თუმცა მყიდველი არ გამოუჩნდა.

ღამის სექტორი

13 ნოემბერი 2019, 23:15

მსოფლიო

ღაზაში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ღაზის სექტორში ორდღიანი ავიაიერიშების შედეგად სულ ცოტა 23 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის სამიზნე ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადია“. დაჯფუპებამ ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაუშვა. ისრაელში არავინ დაღუპულა, თუმცა არიან დაშავებულები.

MacBook Pro

13 ნოემბერი 2019, 22:58

ტექნოლოგიები

Apple-მა MacBook Pro-ს ახალი მოდელი წარმოადგინა

კომპანია Apple-მა დღეს MacBook Pro-ს ახალი მოდელი წარმოადგინა. კომპიუტერს აქვს Retina-ს 16 დიუმიანი მონიტორი რეზოლუციით 3072×1920. მანამდე კომპანიამ ანალოგიური რეზოლუციით 15 დიუმიანი MacBook-ი გამოუშვა. TechCrunch-ის ცნობით, ახალ MacBook-ში დაარეგულირა რამდენიმე ხარვეზი, რაზეც მომხმარებლებს პრეტენზიები ჰქონდათ.

რამზან კადიროვი

13 ნოემბერი 2019, 22:39

საქართველო

კადიროვი ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის საავტომობილო გზის მშენებლობას აუცილებლად მიიჩნევს

ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა. „ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში ეს გზა უნდა გავხსნათ და მეზობლებთან, კერძოდ კი საქართველოსთან, ურთიერთობა დავალაგოთ“, - განაცხადა კადიროვმა.

ოკუპაცია

13 ნოემბერი 2019, 21:53

საქართველო

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა გაიტაცეს

უკვე 5 დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაშია ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ის შაბათს საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს, თუმცა ფაქტი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ორთოპედ ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს ოჯახთან ბოლო კონტაქტი გატაცებისას ჰქონდა. ოკუპანტები მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

დონალდ ტრამპი

13 ნოემბერი 2019, 21:44

მსოფლიო

კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე საჯარო მოსმენები დაიწყო

კონგრესმენები სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი ჯორჯ კენტი და უკრაინაში აშშ-ის ყოფილ ელჩ ბილ ტეილორს უსმენენ. თეთრმა სახლმა კი Twitter-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც დონალდ ტრამპი გამოძიებას აკრიტიკებს. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო.

შეზღუდვა გზებზე

13 ნოემბერი 2019, 21:37

საქართველო

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო დღეს 23:00 საათიდან 14 ნოემბრის 07:00 საათამდე ნავთლუღის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

ახალი ზელანდიის პარლამენტი

13 ნოემბერი 2019, 21:22

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში ევთანაზიის ლეგალიზების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება

კანონის მიხედვით, ადამიანებს, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზი 6 თვეს არ აღემატება, სიცოცხლიდან ნებაყოფლობით წასვლის საშუალება ექნებათ. გამოკითხვების თანახმად, ევთანაზიის ლეგალიზაციას ქვეყნის მოსახლეობის 72% უჭერს მხარს.

Apple

13 ნოემბერი 2019, 20:55

ტექნოლოგიები

აშშ-ში Apple Store-ის თანამშრომელმა საკუთარ თავს მომხმარებლის ინტიმური ფოტო გაუგზავნა

გლორია ფუენტესის თქმით, მაღაზიის თანამშრომელმა მის ტელეფონში შეყვარებულისთვის გადაღებული ინტიმური ფოტო იპოვა და საკუთარ თავს გაუგზავნა. დაზარალებულის თქმით, მან ეს მხოლოდ სახლში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინა.

პოლიცია

13 ნოემბერი 2019, 20:49

ძალოვნები

ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, დადიანის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

13 ნოემბერი 2019, 20:45

სპორტი

ტოჩინოშინი ტრავმის გამო შესაძლოა ბაშოს გამოეთიშოს

ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) ნეკნი გაუტყდა. მან ნოემბრის ბაშოზე ორი საწყისი წაგების შემდეგ სიტუაცია გამოასწორა და მეოთხე დღის შემდეგ მოგება-წაგებათა ბალანსი 2/2-ზე ჰქონდა. მეორე გამარჯვება ტაკარაფუჯისთან მოიპოვა, რის შემდეგაც ხელი ნეკნზე დაიდო. გაშუქების შემდეგ ნეკნი გატეხილი აღმოჩნდა.

აქცია პარლამენტთან

13 ნოემბერი 2019, 20:28

საქართველო

პარლამენტთან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობის წინ 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები არიან. მოძრაობის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხალხის მობილიზებაა საჭირო, რათა მმართველმა გუნდმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებაზე უარი არ თქვას.

ირაკლი შიოლაშვილი

13 ნოემბერი 2019, 20:22

საქართველო

ირაკლი შიოლაშვილი: მე მგონი ვაწყენინე ბატონ ბიძინას

„ჩემსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს შორის საკმაოდ მძიმე შეხვედრა შედგა. ვისაუბრეთ ჩვენს პოზიციასა და მის პოზიციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვერ შევჯერდით. მე მგონი, ვაწყენინე ბატონ ბიძინას. ვერ დავარწმუნე ჩვენი პოზიციის სიზუსტეში. ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე “, – განაცხადა შიოლაშვილმა.

ივანე მაჭავარიანი

13 ნოემბერი 2019, 19:58

ეკონომიკა

მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს

„დღეის მდგომარეობით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ვალი 45 პროცენტია. 41 პროცენტიდან ზრდა კურსის ვარდნამ გამოიწვია“, - ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, დღეს პარლამენტის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის წარდგენისას გააკეთა.