როგორ ებრძვის შსს ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებას და რატომ ისჯება მათი შენახვა
შსს
ფოტო: არქივი
საქართველოში ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით შსს-ს რეაგირებისა და გამოძიებასთან მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ "იმედი LIVE"-ის ეთერში უპასუხა კითხვებს.
ბორცვაძის თქმით, პირველი დოკუმენტი, რომელიც ჩვენს პირად ცხოვრებას და ოჯახურ საიდუმლოებას იცავს კონსტიტუციაა, სადაც წერია რომ პირადი ცხოვრება/ოჯახური საიდუმლოება ხელშეუხებელია და მისი დარღვევის უფლება არავის აქვს გარკვეული გამონაკლისების გარდა.
ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, ეს გამონაკლისებია: როდესაც საგამოძიებო ორგანო იძიებს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს. გამოძიებას იმ შემთხვევაში შეუძლია ჩვენს პირად სივრცესა და ცხოვრებაში გარკვეული ინფორმაციის მოპოვების უფლება, როდესაც არსებობს გარკვეული საფუძველი. ეს საფუძველია - მტკიცებულებების მოპოვების კუთხით მოსამართლის მიერ გაცემული განჩინება - ვარაუდი, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული და ეს უფლების შემზღუდავი ღონისძიება აუცილებელია მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
კონსტიტუციის შემდეგ არის სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც არის მუხლი, რომელიც რომელიც არის პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფას დასჯად ქმედებად მიიჩნევს.
"პირველი ქმედება რაც ისჯება ეს არის პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება. შესაბამისად თუ ადამიანი ნებისმიერი ფორმით მოიპოვებს პირადი ცხოვრების ამსახველ ნებისმიერ მონაცემს, ეს დანაშაულია. ამასთან, ეს დანაშაულია იმ შემთხვევაშიც თუ მონაცემი მოპოვებულია იმ პიროვნების ნების საწინააღმდეგოდ და მისი თანხმობის გარეშე, ვისაც ეს მონაცემები ეხება", - განმარტავს ბორცვაძე.
შემდეგი ქმედება ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით არის შენახვა - თუ მაგალითად კონკრეტულმა პირმა არ მოიპოვა, მაგრამ მას გაუზიარეს და ეს ჩანაწერი ნახა, გაეცნო და შეინახა, ესეც დანაშაულია. რატომ შეიძლება იყოს შენახვა დანაშაული?
"საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა: მე თუ ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, გავხსენი ტელეფონი, გავეცანი მას და შევინახე - რა საფრთხეებია ამ შემთხვევაში: იმ მომენტისთვის მე თუ არ მქონდა ამ ჩანაწერის გავრცელების განზრახვა, ეს იმას არ გამორიცხავს, რომ ხვალ ანალოგიური განზრახვა არ გამიჩნდება", - თქვა ბორცვაძემ და დასძინა, რომ ჩანაწერი უნდა წაიშალოს. ასევე ბორცვაძემ თქვა, რომ მოქალაქეს კანონი ავალდებულებს, როდესაც ის დანაშაულის მომზადების, ჩადენის შესახებ იღებს ინფორმაციას, სამართალდამცავ ორგანოს აცნობოს.
ამასთან, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, კანონის არცოდნა ადამიანს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, ასევე არ ათავისუფლებს "მეგობრობაც".
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მსგავსი ტიპის საქმეების გამოძიებაში დაგროვებულ ცოდნას, ვლადიმერ ბორცვაძე ამბობს, რომ უწყებას ამ მიმართულებით გამოცდილება აქვს და არაერთი საქმე გამოუძიებიათ ამ ტიპის დანაშაულის:
"მსგავსი კატეგორიის საქმეების გამოძიება შეგვიძლია და თუ ამ დანაშაულის ჩამდენ პირებს ჰგონიათ, რომ იმდენად შეინიღბებიან და ლატენტურები იქნებიან, რომ კვალზე ვერ გავალთ, პირდაპირ ვეტყვი, რომ ძალიან ცდებიან", - თქვა ბორცვაძემ და დასძინა, რომ გამოძიების ფარგლებში შსს თანამშრომლობს არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო კომპანიებთანაც:
"ჩვენ მათთან თანამშრომლობის რამდენიმე ბერკეტი გაგვაჩნია. ჩვენ ვართ ინტერპოლის წევრი ქვეყანა, ასევე ვთანამშრომლობთ ევროპოლთან, 24-საათიან რეჟიმში ხდება მათთან ინფორმაციის გაცვლა, ასევე ვართ კონვენციის წევრი, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეგვიძლია გავგზავნოთ სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობა, მოვითხოვოთ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და ადგილობრივი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები ამ მოქმედებებს ახორციელებენ. ასევე შეგვიძლია ოპერატიული თანამშრომლობის კუთხით ვიურთიერთოთ და ინფორმაცია მივიღოთ როგორც Facebook-იდან ასევე სხვა ინტერნეტპროვაიდერისგან", - თქვა ვლადიმერ ბორცვაძემ.
ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მათი მთავარი მიზანია გამოძიება მივიდეს იმ პირველ წყაროსთან, ვისგანაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი გავრცელდა. ბორცვაძე ასევე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ გამოძიებასთან დაკავშირებით სპეკულაციებს არ აჰყვება:
"ჩვენ ვხელმძღვანელობთ შესაბამისი კანონმდებლობით და მტკიცებულებების თუ ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვებისას ვხელმძღვანელობთ კანონით, კანონში გაწერილი პროცედურებით. აქედან გამომდინარე ამ პროცედურებს მივყვებით და კანონის სრული დაცვით მოვიპოვებთ მტკიცებულებებს", - თქვა ბორცვაძემ.
ყველა სიახლე
21 ივლისი 2026, 16:51
ეკონომიკა
ნათია თურნავა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 16:30
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში არსებული არაალკოჰოლური სასმელების წარმოებები შპს „სურნელი 2008“ (მისამართი: თავაძის ქ 12) და ინდივიდუალური მეწარმის გ.მ. წარმოება „თბილისური“ (მისამართი: სერგი ჯიქიას ქუჩა N28).
21 ივლისი 2026, 16:14
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 3.6 მილიონს მიაღწია
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან პირდაპირი ფრენების რაოდენობები და სიხშირეები იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარი სტაბილურად ვითარდება, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა.
21 ივლისი 2026, 16:07
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური ზრდა იყო 9.3%, ახლაც, პირველ ხუთ თვეში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, აღნიშნული გამოწვეულია იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს
საქართველო წარმოადგენს ერთგვარ მშვიდობის კუნძულს არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ რეგიონში. შესაბამისად, აღნიშნული უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალი წლების განმავლობაში საქართველოს ექნება სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, რომ ეს ტენდენცია კვლავ შენარჩუნდეს, - განუცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს.
21 ივლისი 2026, 16:00
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: China Eastern Airlines-ის პირველი სამი რეისი 95% დატვირთულობით შესრულდა, რაც ახალ მიმართულებაზე მაღალი მოთხოვნის მაჩვენებელია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ჩინეთის ბაზარი მზარდია და საქართველოს მიმართულებით მაღალი ინტერესით გამოირჩევა. მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითია ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა, რომელიც თბილისსა და შანხაის შორის ფრენებს კვირაში სამი სიხშირით ახორციელებს.
21 ივლისი 2026, 15:44
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
21 ივლისი 2026, 15:35
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: პოზიტიური მომენტია, როდესაც ჩვენს ელჩს ექნება შესაძლებლობა გადასცეს რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტს და ის სრულუფლებიანად შეუდგეს საქმიანობას გერმანიაში. იმედი მაქვს, ეს იქნება გერმანიასთან ურთიერთობების პოზიტიური გადატვირთვის შესაძლებლობა
პოზიტიური მომენტია, როდესაც ჩვენს ელჩს ექნება შესაძლებლობა გადასცეს რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტს და ის სრულუფლებიანად შეუდგეს საქმიანობას გერმანიაში. მე იმედი მაქვს რომ ეს იქნება პოზიტიური გადატვირთვის შესაძლებლობა გერმანიასთან ურთიერთობების, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
21 ივლისი 2026, 15:13
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე: მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე იძულებით გადაადგილებული დოქტორანტები 1000 და 1500-ლარიან ერთჯერად სტიპენდიას მიიღებენ
„წელს პირველად დაემატა დოქტორანტების სტიპენდიის კომპონენტი. აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე იძულებით გადაადგილებული დოქტორანტები 1000 და 1500-ლარიან ერთჯერად სტიპენდიას მიიღებენ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
21 ივლისი 2026, 15:03
ტექნოლოგიები
რობოტებმა ცოცხალ ცხოველს ოპერაცია პირველად ჩაუტარეს
Gizmodo-ს ცნობით, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა Surgie-ს სისტემა ღორზე გამოცადეს. რობოტებმა ცხოველს ნაღვლის ბუშტი ლაპაროსკოპიის მეთოდით ამოკვეთეს. ექსპერიმენტების მსვლელობისას, ერთ სცენარში ანდროიდი ქირურგთან წყვილში მუშაობდა, ხოლო მეორეში ორი რობოტი შეთანხმებულად მოქმედებდა. ორივე შემთხვევაში ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ღორები გადარჩნენ.
21 ივლისი 2026, 14:49
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: ,,ქართული ოცნების“' ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ საქართველო, კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში, 13-წლიანი პროგრესით (2013-2025), მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს
,,ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსს, რომლის მიხედვითაც, საქართველო, კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი 13-წლიანი პროგრესით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა, სოციალურ ქსელში აფასებს.
21 ივლისი 2026, 14:46
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 14:25
მსოფლიო
ირანის იერიშების შედეგად 100-მდე ამერიკელი სამხედრო დაშავდა
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ესკალაციის შედეგად 100-მდე ამერიკელი სამხედროა დაშავებული. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 14:23
მსოფლიო
Telegraph: ბრიტანეთი და გერმანია თავდაცვითი თანამშრომლობის „ოქროს ეპოქაში“ შეაბიჯებენ
გამოცემის ინფორმაციით, გერმანია და გაერთიანებული სამეფო იმედოვნებენ, რომ 2034 წლისთვის ექნებათ მაღალი სიზუსტის რაკეტა, რომლითაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ვლადიმერ პუტინის სამხედრო მარაგების განადგურებას შეძლებენ.
21 ივლისი 2026, 14:21
სამართალი
პროკურორი კახეთის სასტუმროში მომხდარ ინციდენტზე: ყველა მიმართულებით ამომწურავად ვაწარმოებთ საგამოძიებო მოქმედებებს. როგორც კი გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები და გვექნება შესაბამისი მტკიცებულებები, მოხდება დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა
ყველა გამოკითხული პირის მოწოდებული ინფორმაციით, დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზე ბრალდების მხარემ ისაუბრა სასამართლო პროცესზე და ბრალად აქვს წარდგენილი ბრალდებულს, - განაცხადა ჟურნალისტებთან პროკურორმა ბექა ნათელაურმა კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძის სასამართლო პროცესის შემდეგ.
21 ივლისი 2026, 14:20
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძe: აფხაზეთის თემატიკის გაძლიერების მიზნით, ამოქმედდა აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია
აფხაზეთის თემატიკის გაძლიერების მიზნით, ამოქმედდა აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია, აღნიშნული ინიციატივის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
21 ივლისი 2026, 14:18
მსოფლიო
რუსეთის იერიშის შედეგად უკრაინაში კიდევ 4 ბავშვი დაშავდა
უკრაინის ქალაქ სუმში რუსულმა დრონებმა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და სავაჭრო ცენტრი დააზიანა. დაშავდა 6 ადამიანი მათ შორის 4 ბავშვია. რუსული თავდასხმის გამო, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სამშენებლო მასალებს გაუჩნდა.
21 ივლისი 2026, 13:45
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთიდან დევნილთა სამოქალაქო ინტეგრაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების მიზნით კონკურსი „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“ დაიწყო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამოქალაქო ინტეგრაციისა და სამშვიდობო ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით ახალი პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა.
21 ივლისი 2026, 13:14
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ვიმედოვნებთ, გერმანიის ხელისუფლება მიხვდება, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მეგობრული სჯობს, ვიდრე მტრული
მაჭარაშვილი გამოეხმაურა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლას, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.
21 ივლისი 2026, 13:01
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველი: ევროკავშირის ენთუზიაზმი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ სუსტდება
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ ენთუზიაზმი თანდათან იკლებს, თუმცა ეს შეცდომაა, რადგან სწორედ ახლაა საჭირო სანქციების როგორც შენარჩუნება, ისე გაძლიერება. ნამდვილად ჩანს, რომ თვითონ რუსეთის პოზიციაში გარკვეული მერყეობა შეინიშნება“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველმა.
21 ივლისი 2026, 12:57
სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 9 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.


