შს მინისტრის მოადგილემ დანაშაულის აღრიცხვის მეთოდები განმარტა
ნათია მეზვრიშვილი
ფოტო: შსს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა 2018 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაზე ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა „პირისპირში“ ისაუბრა. ნათია მეზვრიშვილმა სტატისტიკაში დანაშაულის აღრიცხვიანობის გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება.
"მოვისმინე განსხვავებული მოსაზრებები, არა მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან, არამედ საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, რომ თითქოს კრიმინალის მხრივ ქვეყანაში არის კატასტროფული მდგომარეობა. ასევე, მოვისმინეთ მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოვიდა დღეს და თქვა, რომ რეალურად არაფერი ხდება, არც ერთი მიმართულებით თითქოს ჩვენ ზრდა არ გვაქვს და ყველაფერი კარგად არის. რა თქმა უნდა, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უთქვამს, მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაცნობიეროთ, იმისთვის რომ განვსაზღვროთ რეალურად საქმე რასთან გვაქვს, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ არა ცალკე აღებულ ციფრებს, არამედ დანაშაულის შინაარსს, იმიტომ რომ ციფრები ცალკე აღებული და ამაში დამეთანხმებიან მათ შორის ჩვენი ოპონენტებიც, ის ადამიანებიც, რომლებიც სტატისტიკის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებენ, რომ ცალკე აღებული ციფრები რეალური კრიმინოგენული მდგომარეობის განმსაზღვრელი ქვეყანაში არ არის და ვერც იქნება. ეს ასეა განვითარებულ ქვეყნებშიც, ევროპის ქვეყნებშიც და ასეა საქართველოში. მნიშვნელოვანია შინაარსი", - თქვა ნათია მეზვრიშვილმა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, კრიმინოგენული მდგომარეობის და სტატისტიკის შეფასებისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2018 წელს დანაშაულის აღრიცხვიანობა მკვეთრად გააუმჯობესა.
მეზვრიშვილის თქმით, ყველა ფაქტი, რომელიც ოდნავ მაინც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რეგისტრირდება როგორც დანაშაული.
"მაგალითად, ადამიანები, როდესაც მოგვმართავენ და გვეუბნებიან, რომ მათ მობილური ტელეფონი ან რაიმე ნივთი დაკარგეს, გუშინ თუ ამაზე გამოძიება არ იწყებოდა, დღეს ამაზე გამოძიებას ვიწყებთ. ადამიანები,
რომლებიც მოდიან და გვეუბნებიან, რომ დაემუქრნენ - მიუხედავად იმისა, რომ ეს შეტყობინება ცალკე აღებული დანაშაულის ნიშნების შემცველი არ არის, იურისტები კარგად გაიგებენ ახლა მე რაზე ვსაუბრობ, გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს.
მაგალითად, როდესაც პოლიცია მიდის შემთხვევის ადგილზე და ნახავს, რომ გარდაცვლილია ხანშიშესული ადამიანი და შემთხვევის ადგილზე აბსოლუტურად ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ დანაშაულს რეალურად ადგილი არ ჰქონია, ადამიანი რეალურად ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, გამოძიებას ვიწყებთ და ვიწყებთ იმიტომ, რომ არ დარჩეს ერთი შემთხვევაც კი, სადაც ხვალ შეიძლება დაზარალებულს, ოჯახის ახლობელს რაიმე პრეტენზია ან ეჭვი ჰქონდეს, მაგალითად, მკვლელობასთან მიმართებით. ამიტომ, ჩვენ ვწევთ იმის რისკს რომ ათობით, ასობით და ათასობით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დავიწყოთ ერთი ფაქტის დაურეგისტრირებლობის რისკის ფასად. ანუ ყველა ამ შეტყობინებაზე გადაწყვეტილება მიიღება გამოძიების დაწყების სასარგებლოდ", - განმარტა შს მინისტრის მოადგილმე.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, რეალური მატება ძირითადად საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე.
"ჩვენს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მატების 75% მოდის იმ დანაშაულებზე, რომელთა აღრიცხვიანობა გაუმჯობესდა, ეს არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელთა შორის წამყვანია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, კლება გვაქვს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში. ეს არის მუქარა, იძულება, თაღლითობა, ის დანაშაულები, რომლის აღრიცხვიანობა 2018 წელს 2017 წელთან შედარებით გავაუმჯობესეთ. ანუ საუბარია სტატისტიკური ზრდის 75%-ზე, ამიტომ როდესაც ციფრებს ერთმანეთს ვადარებთ, უბრალოდ არ არის სწორი, 2018 წლის სტატისტიკური მონაცემების 2017 წელთან შედარება, იმიტომ რომ 2017 წელს განსხვავებულად ხდებოდა დანაშაულის აღრიცხვა, 2018-ში განსხვავებულად ხდება. სწორი იქნება რომ ჩვენ შევადაროთ, 2019 წლის ციფრები 2018 წლის ციფრებს.“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წელს რეგისტრირებული დანაშაულების სტატისტიკა წარადგინა.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 17:26
ეკონომიკა
The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი
საერთაშორისო გამოცემა The Report Company ბათუმში მშენებარე Ambassadori Island Batumi-ს სტატიას უძღვნის და მას საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილს უწოდებს.
31 აგვისტო 2026, 17:24
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება.
31 აგვისტო 2026, 17:21
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე, მათ შორის ნია იმნაძის ჯგუფელები დაკითხეს.
31 აგვისტო 2026, 17:12
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა
31 აგვისტო 2026, 17:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
31 აგვისტო 2026, 17:02
სამართალი
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინელ ქალს, ვალერია კირლიუკს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
31 აგვისტო 2026, 16:59
სამართალი
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
ამავე საქმეზე დაკავებულმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მეორე პირმა ს.ბ.-მ, ასევე უკანონოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად 29 აგვისტოს ამოიღეს.
31 აგვისტო 2026, 16:12
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა
„ღარიბაშვილი განთავსებულია დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა“, - აცხადებენ სამსახურში.
31 აგვისტო 2026, 16:11
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დავით მამისეიშვილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.
31 აგვისტო 2026, 16:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ
სამი თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ამბავი - რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი კონტაქტები და თბილისის ფრთხილი პოზიცია, ერთ სტრატეგიულ სურათს ქმნის, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
31 აგვისტო 2026, 15:47
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ
არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
31 აგვისტო 2026, 15:40
მსოფლიო
ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 15:20
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
31 აგვისტო 2026, 15:17
პოლიტიკა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა
საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
31 აგვისტო 2026, 15:01
პოლიტიკა
სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე
„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.
31 აგვისტო 2026, 14:54
მსოფლიო
დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ
დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.
31 აგვისტო 2026, 14:42
საზოგადოება
თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა
Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:40
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.
31 აგვისტო 2026, 14:38
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ
ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.
31 აგვისტო 2026, 14:32
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას გამოცემა dpa ავრცელებს.


