ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტში პირველი გემის შესვლის თარიღის გადავადება არ გამორიცხა
მაია ცქიტიშვილი
ფოტო: ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტში პირველი გემის შემოსვლა 2020 წლის ივლისშია დაგეგმილი, მაგრამ ვინაიდან კონსორციუმს დაფინანსება არ აქვს, სავარაუდოდ, ეს ვადებიც დაირღვევა,
"ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, ანუ პორტის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 31 დეკემბრამდე, მას შემდეგ, რაც ინვესტორი მოახდენდა სრულ ფინანსურ დახურვას ანუ მოიზიდავდა როგორც საკუთარ დაფინანსებას, კაპიტალს, ასევე ნასესხებ თანხებს, იმდენს, რამდენიც სჭირდებოდა ამ პროექტის განხორციელებისთვის, მას შემდეგ, რაც დასრულდებოდა საპროექტო დოკუმენტაცია, შეირჩეოდა მშენებელი და შეთანხმდებოდა მთავრობასთან კონტრაქტორი კომპანია, პორტის ოპერატორი და მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასამშენებლო გარანტიები ჯამურად 40 მილიონი დოლარის ოდენობით იქნებოდა წარმოდგენილი.
გარდა ამისა, 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ის სამუშაოები, რომელთაც ჩვენ ახლა ვხედავთ. ეს არის ფსკერის დაღრმავების სამუშაოების პირველი წინასწარი ფაზა. ეს სამუშაოები რომ დაწყებულიყო, ჩვენ შევიტანეთ ცვლილებები ხელშეკრულებაში, გამოვიტანეთ ეს სამუშაოები ძირითადი ფაზიდან მოსამზადებელ ფაზაზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ ამ სამუშაოების შესრულებაზე ნებართვა მივეცით, სანამ იყო დასრულებული საპროექტო სამუშაოები, არ გვყავდა შერჩეული პორტის ოპერატორი, მშენებელი კონტრაქტორი და რაც მნიშვნელოვანია, კონსორციუმს არ ჰქონდა მოზიდული არც საკუთარი დაფინანსება და ასევე არ იყო სრულად მოზიდული ის სასესხო კაპიტალი, რომელიც არის საჭირო ამ პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოს ვიცეპრემიერმა პარლამენტში, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოსვლისას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნებზე ილაპარაკა, რომელიც 8 ძირითად ცვლილებას მოიცავს.
"მე-5 პუნქტია ოქროს წილთან დაკავშირებული მოთხოვნა. პროექტის განმახორციელებელ კონსორციუმში სახელმწიფოს აქვს მხოლოდ ერთი აქცია. არსებული ხელშეკრულებით, ამ ოქროს აქციით სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ მოითხოვოს რიგ არსებით საკითხებზე თანხმობა. ბანკების წინადადებაა, რომ ამ ოქროს აქციის და შესაბამისად, სახელმწიფოს ზემოქმედების მექანიზმი და უფლებები შემცირდეს მნიშვნელოვნად, მინორიტარული ინტერესის უფლებამდე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცეპრემიერის ინფორმაციით, შემდეგი პუნქტები ეხება იმ მოვლენებს, რომელიც განაპირობებს ვადების გაგრძელებას, კომპენსაციას ან პოლიტიკურ ფორსმაჟორს და ყველა შემთხვევაში, ცვლილებები, არსებულ რედაქციასთან შედარებით, სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს.
ყველა სიახლე
19 მარტი 2026, 18:40
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: ჩვენ არ გვსურს ომის დასრულების კონკრეტული ვადების დადგენა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ ირანთან ომში დასახული მიზნებს გეგმის შესაბამისად მიჰყვება, თუმცა მას კვლავ არ დაუკონკრეტებია ომის დასრულების ზუსტი ვადები.
19 მარტი 2026, 18:37
საზოგადოება
გურამ ნიკოლაშვილი: როდესაც ის პატრიარქი გახდა, ხანდახან წირვაც აკრძალული ჰქონდა. ამ მდგომარეობიდან მოახერხა არა მარტო ეკლესიის ფეხზე წამოყენება, ეკლესია აქცია იმ სივრცედ, ბუდედ, სადაც ყველაზე პროგრესულ ნაწილს კრებდა
როდესაც ის პატრიარქი გახდა, ხანდახან წირვაც აკრძალული ჰქონდა, მთელს ზაფხულს მარტყოფში ატარებდა და თბილისშიც ვერ ჩამოდიოდა, ყველა ნაბიჯი უნდა შეეთანხმებინა მაშინდელი სამსახურებისთვის. ამ მდგომარეობიდან მოახერხა არა მარტო ეკლესიის ფეხზე წამოყენება, ეკლესია აქცია იმ სივრცედ, ბუდედ, სადაც ყველაზე პროგრესულ ნაწილს კრებდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე საუბრისას.
19 მარტი 2026, 18:35
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი ილია მეორეზე: პატარა მდოგვის მარცვლიდან რამხელა შედეგი მივიღეთ. მინავლებული ნაკვერჩხლიდან მან აანთო კოცონი - იგი შეუერთდა მე-20 საუკუნის მოწამე, დიდი პატრიარქების რიცხვს
სამებაში დღე და ღამე ხალხის ნაკადი არ წყდება. ეს მეტყველებს, საიდან დაიწო და პატარა მდოგვის მარცვლიდან რა შექმნა - რამხელა შედეგი მივიღეთ. მინავლებული ნაკვერჩხლიდან მან აანთო კოცონი. იგი შეუერთდა მე-20 საუკუნის მოწამე, დიდი პატრიარქების რიცხვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას.
19 მარტი 2026, 18:32
საზოგადოება
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ილია II განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით წინამძღვრობდა ქართული სულიერებისა და კულტურული იდენტობის განმტკიცებას. მისი დიდი ღვაწლი დიდხანს ემახსოვრებათ საქართველოში და მის საზღვრებს მიღმაც
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნადეჟდა ნეინსკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.
19 მარტი 2026, 18:24
საზოგადოება
გურამ ნიკოლაშვილი: ვერ დავასახელებთ ვერაფერს, რასაც ილია მეორე შეეხო და რაც არ იყო გამსჭვალული ეროვნული სულისკვეთებით. სხვანაირად ის არ აკეთებდა არაფერს
მან ყველაფერში ჩადო უდიდესი სიყვარული მრევლის, ქართველების და საქართველოსი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე საუბრისას.
19 მარტი 2026, 18:23
პოლიტიკა
არქიმანდრიტი იოვანე: იმდენად დიდი იყო ჩვენი პატრიარქის მიმართ სიყვარული, მისი სიყვარული ჩვენ მიმართ, რომ ჩვენს გულებში სულ გვინდოდა, რომ ცოცხალი ყოფილიყო
„ვუსამძიმრებ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ შვილს, რომლებიც ნამდვილად ჩვენი პატრიარქის სულიერი შვილები ვართ და ყველანი ძალიან განვიცდით ჩვენი უწმინდესის გარდაცვალებას. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პატრიარქი უკვდავი გვეგონა და ვერ წარმოგვედგინა, რომ შეიძლებოდა გარდაცვლილიყო. იმდენად დიდი იყო ჩვენი მის მიმართ სიყვარული, მისი სიყვარული ჩვენ მიმართ და ჩვენს გულებში სულ გვინდოდა, რომ ცოცხალი ყოფილიყო. სამწუხაროდ, დადგა ის დღე, როცა ჩვენ გარდაცვლილ პატრიარქზე გვიწევს საუბარი და ძალიან ვწუხვართ ამის გამო“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა.
19 მარტი 2026, 18:20
საზოგადოება
ბათუმის მერია პატრიარქის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველებს უფასოდ მოემსახურება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველთათვის 21 და 22 მარტს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას, - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
19 მარტი 2026, 18:20
საზოგადოება
აღმასრულებელი მთავრობის წევრები და პრეზიდენტი სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები სამების საკათედროს ტაძარში მივიდნენ, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
19 მარტი 2026, 18:15
საზოგადოება
ირაკლი ბრაჭული: პატრიარქი ხშირად იმეორებდა, რომ მთავარი უნდა იყოს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, არა ინფორმაციის დაგროვებაზე, არამედ ანალიზის უნარზე
პატრიარქი ხშირად იმეორებდა, რომ მთავარი უნდა იყოს ანალიტიკური აზროვნება, ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, არა ინფორმაციის დაგროვებაზე, არამედ ანალიზის უნარზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ფილოსოფოსმა ირაკლი ბრაჭულმა.
19 მარტი 2026, 18:11
საზოგადოება
თბილისის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფოტოები განთავსდა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ბანერები განთავსდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. პატრიარქის ბანერები ასევე განთავსდება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.
19 მარტი 2026, 18:05
საზოგადოება
ირაკლი ბრაჭული ილია მეორეზე: პატრიარქი არ იყო მარტო ეკლესიის ხელმძღვანელი და ფართომასშტაბიანი ისტორიული მოვლენების ორგანიზატორი, ის იყო დიდი მოაზროვნე და ერის ინტელექტუალური ლიდერიც
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ფილოსოფოსმა ირაკლი ბრაჭულმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის იმ ინტერესებზე და ხედვებზე ისაუბრა, რომლებიც მისი თქმით, ფართო საზოგადოებისთვის შესაძლოა, ნაკლებად იყოს ცნობილი.
19 მარტი 2026, 17:54
საზოგადოება
არქიმანდრიტი იოვანე: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის მთავარი საზრუნავი იყო, რომ ადამიანი ახლოს მისულიყო ღმერთთან
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის მთავარი საზრუნავი იყო, რომ ადამიანი ახლოს მისულიყო ღმერთთან, რაც ხდება სწორი ეკლესიური ცხოვრებით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით და ყველა ქრისტიანს ურჩევდა, ხშირად მიეღო წმინდა ზიარება. ეს მისი ერთგვარი ანდერძიც არის“, - აღნიშნა მამა იოვანემ.
19 მარტი 2026, 17:51
მსოფლიო
„ევროპის სახალხო პარტია“ უკრაინას მედიის თავისუფლების დაცვისა და ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს
„ევროპის სახალხო პარტიამ“ 50 წლის იუბილესთად დაკავშირებით გაფართოებული სამიტი ჩაატარა და სპეციალური განცხადება გაავრცელა.
19 მარტი 2026, 17:38
საზოგადოება
კუბაში საქართველოს საელჩოში უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილია სამძიმრის წიგნი
კუბაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილია სამძიმრის წიგნი.
19 მარტი 2026, 17:32
რეგიონი
დეკანოზი გიორგი პაპუნაშვილი: ერთი მლოცველი და ჩვენი ერის დიდი მეოხი შეემატა ზეციურ საქართველოს. ჩვენი პატრიარქი ისეთი ადამიანია, რომელშიც გაერთიანდა მეცნიერება და რელიგია, ასევე საქართველოს სიყვარული
ერეკლე მეფის სასახლის კარის ეკლესიაში პანაშვიდი დეკანოზმა გიორგი პაპუნაშვილმა გადაიხადა. მან პატრიარქის განვლილი წლები გაიხსენა და მის ღვაწლზე ისაუბრა.
19 მარტი 2026, 17:18
საზოგადოება
PABSEC: მისი უწმინდესობა ილია II საერთაშორისოდ იყო აღიარებული, როგორც გამორჩეული სულიერი ლიდერი, რომელმაც სიცოცხლე მშვიდობის, ერთიანობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას მიუძღვნა. გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა
„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოსა (PABSEC) და პირადად ჩემი სახელით, მსურს გამოვხატო ღრმა მწუხარება სრულიად საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. მისი უწმინდესობა ილია II საერთაშორისოდ იყო აღიარებული, როგორც გამორჩეული სულიერი ლიდერი, რომელმაც სიცოცხლე მშვიდობის, ერთიანობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას მიუძღვნა, როგორც საქართველოში, ისე შავი ზღვის რეგიონში. მისმა სიბრძნემ, მორალურმა ავტორიტეტმა და დიალოგისა და ურთიერთგაგებისადმი ურყევმა ერთგულებამ უდიდესი წვლილი შეიტანა ხალხთა შორის ჰარმონიის გაძლიერებაში. თქვენო აღმატებულებავ, მწუხარების ჟამს გთხოვთ მიიღოთ ჩვენი ღრმა პატივისცემა და გულწრფელი თანაგრძნობა ქართველი ხალხის მიმართ“, - აღნიშნულია წერილში.
19 მარტი 2026, 17:16
მსოფლიო
აშშ-მა ირანულ ნავთობს, შესაძლოა, სანქციები დროებით მოუხსნას
აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ამერიკის მთავრობამ, შესაძლოა, ირანულ ნავთობს სანქციები დროებით მოუხსნას.
19 მარტი 2026, 16:54
საზოგადოება
პარლამენტის სასახლეზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ფოტოები განთავსდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე ილია მეორის ბანერი განთავსდა.
19 მარტი 2026, 15:58
მსოფლიო
კაია კალასი ირანში მიმდინარე ომზე: ჩვენ გვჭირდება ომიდან გამოსვლა და არა ესკალაცია
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, საჭიროა ირანის ომიდან გამოსვლის გზების ძებნა და არა ესკალაცია.
19 მარტი 2026, 15:32
მსოფლიო
ფაშინიანი: სომხეთის ხელისუფლება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ხელისუფლება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის დღეს უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი.


