კომერციული ბანკებისთვის სანქცირების ახალი ტარიფები ამოქმედდა
ფოტო: shutterstock.com
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკებისთვის სანქცირების ახალი ტარიფები ამოქმედდა. შესაბამისი ბრძანება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გამოსცა.
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკებისთვის სანქცირების ახალი ტარიფები ამოქმედდა.
შესაბამისი ბრძანება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გამოსცა.
ახალი სანქციების მიხედვით საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ინფორმირების წესების დარღვევისთვის ბანკი 1 000 ლარით დაჯარიმდება.
სებ-ის წერილობითი გაფრთხილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში 10 000 ლარით.
სებ-ის განმეორებითი ან მრავალჯერადი შეუსრულებლობის შემთხვევაში 20 000 ლარით. ანგარიშგების, სხვა საფინანსო/ სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი ფორმით (მათ შორის, არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა) და ვადით წარუდგენლობის შემთხვევაში დარღვევის თითოეულ ფაქტზე ჯარიმა 5 000 ლარია.
სხვადასხვა პერიოდის დებულებებში ცვლილებების შეტანა სებ-ის პრეზიდენტის 25 მარტის ბრძანებით (57/04) გადაწყდა.
ყველა სიახლე
26 ივლისი 2026, 17:11
მსოფლიო
ბრიტანეთში მიგრაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა
ინგლისის საპორტო ქალაქ დუვრში საპროტესტო მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეებმა ლა-მანშის სრუტეზე ემიგრანტთა ნავების გადასვლის შესაჩერებლად მკაცრი ზომების გატარება მოითხოვეს. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მათ უკონტროლო მიგრაციის შეჩერებების უუნარობაში დაადანაშაულეს. აქციაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
26 ივლისი 2026, 17:08
მსოფლიო
ენდი ბერნემი: პირველ რიგში, საკუთარი ეროვნული ინტერესები უნდა დაიცვა. ეს არის ის, რაც მოგეთხოვება
„ჩემი ძლიერი მხარე ხალხთან, საზოგადოებასთან სიახლოვეა და ეს პრემიერ-მინისტრის რანგშიც არ შეიცვლება. პირველ რიგში, საკუთარი ეროვნული ინტერესები უნდა დაიცვა. ეს არის ის, რაც მოგეთხოვება, თუ გსურს, რომ ეს საქმე ჯეროვნად შეასრულო“, - განაცხადა ბერნემმა.
26 ივლისი 2026, 17:03
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა პუტინისადმი ტოკაევის მოწოდებაზე: ეს რეალისტური, დროული და გონივრული გზავნილია
„ეს რეალისტური, დროული და გონივრული გზავნილია. უკრაინამ შესთავაზა რუსეთს ომის შეჩერება ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ და დიპლომატიურ გზაზე გადასვლა, თუმცა კრემლი მშვიდობისკენ მიმავალ ამ მკაფიო გზას კვლავ უარყოფს. პუტინის პრესსპიკერმა უკვე უარყო ყაზახეთის პრეზიდენტის ეს წინადადებაც, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაა საჭირო“, - წერს ანდრეი სიბიგა.
26 ივლისი 2026, 15:32
მსოფლიო
რუმინეთში 3 დღის განმავლობაში მესამე რუსული დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადეს
„დღეს დილით, 10:13 საათზე, რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა F-16 რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში, სულინა-კილიას რაიონში, კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდო“, - დაწერა რუმინეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
26 ივლისი 2026, 15:14
მსოფლიო
საფრანგეთში ტყის ხანძრების გამო კიდევ 55 ათასი ადამიანია ევაკუირებული
საფრანგეთის 6 ქალაქიდან კიდევ 55 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან ტყის ხანძრები, რომლებმაც მთელ ქვეყანაში დიდი ზიანი გამოიწვია, კიდევ უფრო გაძლიერდა.
26 ივლისი 2026, 14:36
კულტურა
ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე სეზონი სპექტაკლ „ვერაგობა და სიყვარულის“ პრემიერით დაიხურა
ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე სეზონი სპექტაკლ „ვერაგობა და სიყვარულის“ პრემიერით დაიხურა. ფრიდრიხ შილერის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა.
26 ივლისი 2026, 14:28
მსოფლიო
კეტი პერიმ თეთრი სახლი მისი სიმღერის უნებართვოდ გამოყენების გამო გააკრიტიკა
„შოკირებული და აღშფოთებული ვარ, რომ ჩემი სიმღერა გამოიყენება ფონად თეთრი სახლის მიერ TikTok-ზე გამოქვეყნებული სამხედრო დარტყმების ამსახველ ვიდეოებში. მე ამას არ ვეთანხმები, ჩემთვის ეს არ უთხოვიათ და ამას არანაირად არ ვამართლებ“, - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
26 ივლისი 2026, 14:22
მსოფლიო
The New York Times: დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაძლიერების გეგმაზე უარი თქვა
დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაძლიერების გეგმაზე უარი თქვა, - წერს „ნიუ იორკ ტაიმსი“. მიზეზი საბრძოლო მასალების მარაგის ამოწურვის საფრთხე გახდა.
26 ივლისი 2026, 14:18
მსოფლიო
ბულგარეთში, ბეზმერის ავიაბაზასთან შეკრებილმა მანიფესტანტებმა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისა და კონტინგენტის განთავსების გეგმა გააპროტესტეს
ბულგარეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ბეზმერის ავიაბაზასთან შეკრებილმა მანიფესტანტებმა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისა და კონტინგენტის განთავსების გეგმა გააპროტესტეს.
26 ივლისი 2026, 14:16
მსოფლიო
იტალიაში რკინიგზის მშენებლობისა მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა
მასობრივი არეულობების გამო შეჩერდა მატარებლების მოძრაობა. დროებით დაიკეტა ადგილობრივი ავტომაგისტრალიც. ლიონსა და ტურინს შორის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ჩქაროსნული რკინიგზის პროექტი ალპებში 57- კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას გულისხმობს. მისი ღირებულება 26 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.
26 ივლისი 2026, 14:13
მსოფლიო
მიუნხენში მერცის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
მიუნხენის ცენტრში საპროტესტო აქციაზე გერმანიის კანცლერის გადადგომა მოითხოვეს. დემონსტრანტები ფრიდრიხ მერცის მთავრობას სამხედრო ხარჯების გაზრდის გამო აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ უკრაინის მხარდაჭერას მთავრობა მოსახლეობის ინტერესებზე მაღლა აყენებს.
26 ივლისი 2026, 14:12
საზოგადოება
შიო მესამე: უფლის რწმენა ჩვენ გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა
რწმენის ძალასა და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე იქადაგა პატრიარქმა. შიო მესამემ გაიხსენა სახარებიუსეული ეპიზოდი, როდესაც მაცხოვარმა 5 პურით 5 000 ადამიანი დააპურა. უწმინდესმა ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
26 ივლისი 2026, 14:06
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, დაიგება ასფალტის საფარი. შეიცვლება გარე განათების ქსელი - დამონტაჟდება თანამედროვე LED-განათების სისტემა. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
26 ივლისი 2026, 14:04
საზოგადოება
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა, გავრცელებული ინფორმაციით, 13 მგზავრი დაშავდა
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, 13 მგზავრი დაშავდა. დაშავებულები ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
26 ივლისი 2026, 13:58
ტექნოლოგიები
SpaceX-მა Starship-ის წარმატებული ფრენა შეასრულა
SpaceX-მა თავისი მეგარაკეტის, Starship-ის საცდელი ფრენა შეასრულა. აფრენიდან ერთი საათის შემდეგ რაკეტა ინდოეთის ოკეანეში წარმატებულად დაეშვა.
26 ივლისი 2026, 13:17
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე Varta AG-ის და მისი სამი შვილობილი კომპანიის გაკოტრებაზე: ბუთქეთ მილიარდები უკრაინისთვის და გაკოტრებული კომპანიების რიგები დაგიდგებათ. თუმცა, ბოდიშით, ეს ხომ სტრატეგიული ინვესტიციაა „რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაში“
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გერმანული ბატარეების მწარმოებელი კომპანია Varta AG-ის და მისი სამი შვილობილი კომპანიის გაკოტრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 ივლისი 2026, 13:17
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებაზე: „ჩვენ მივესალმებით ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან“ - მოუსმინეთ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე უცხოურ-ქართული ოპოზიციის ლიდერის განცხადებას და მათივე დღევანდელი ლოგიკა შეუტრიალეთ: მიიღებთ თუ არა რუსულ ოპოზიციას?
„მოუსმინეთ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე უცხოურ-ქართული ოპოზიციის ლიდერის განცხადებას და მათივე დღევანდელი ლოგიკა შეუტრიალეთ: მიიღებთ თუ არა რუსულ ოპოზიციას?”- წერს ცოტნე ანანიძე.
26 ივლისი 2026, 13:11
მსოფლიო
ორბანს მიაჩნია, რომ 25 წლის შემდეგ ევროკავშირი აღარ იარსებებს, რადგან „ადაპტაციის უნარი არ გააჩნია“
„ისინი, ვისაც ადაპტაციის უნარი არ შესწევთ, ქრებიან. ჩემი აზრით, ევროკავშირს ჯერჯერობით არ გააჩნია ადაპტაციის უნარი. მე არ მინდა, რომ ის გაქრეს. მე მინდა, რომ მან ადაპტირება შეძლოს, ამაში უნგრეთმა თავისი როლი ითამაშოს, ჩვენ ამ ადაპტაციით სარგებელი მივიღოთ და გამარჯვებულები გავხდეთ. მაგრამ დღევანდელ ევროკავშირზე გულახდილად რომ ვთქვათ, ეტყობა, რომ მას თვითრეფორმირების უნარი არ შესწევს. სწორედ ამიტომ არ ვუწინასწარმეტყველებ მას დიდ მომავალს“, - განაცხადა ორბანმა.
26 ივლისი 2026, 12:13
კულტურა
„ძალაუფლების ბეჭდების“ მესამე სეზონის თიზერი გამოვიდა🎬
სერიალი ჯონ ტოლკინის ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული. მოვლენები პიტერ ჯექსონის ლეგენდარული ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე ვითარდება. მთავარ როლებს სერიალში მორფიდ კლარკი, ჩარლი ვიკერსი, რობერტ არამაიო, ისმაელ კრუს კორდოვა, ჯოზეფ მოული, სოფია ნომვეტე და სხვები ასრულებენ.
26 ივლისი 2026, 11:39
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
26 ივლისის ღამეს რუსულმა ჯარებმა კიევზე ბალისტიკური დარტყმა განახორციელეს. დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, შევჩენკოს რაიონში ნამსხვრევები18-სართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. მისივე თქმით, სოლომენკის რაიონში ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე, ხოლო დესნიანსკის რაიონში ავტოსადგომზე ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, შევჩენკოს რაიონში ასევე იწვოდა ოთხსართულიანი შენობა.


