პირველი ქართული ელექტრომობილი 2020 წელს შეიქმნება
თბილისში, აბანოთუბანში, ამიერკავკასიაში ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფ aigroup-ის პრეზენტაცია გაიმართა.
დედაქალაქში ამოქმედდება პროექტი „საზიარო ავტომობილი“, რომელიც ელექტრომობილით სარგებლობის სერვისს მოიცავს. 2020 წელს კი ქართული ბრენდის ქვეშ, პირველი ელექტრომობილი შეიქმნება.
საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: aienergy-ს, aicar-ი aipower-სა და aiproduction.
ჰოლდინგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში პირველი ინდუსტრიული ბიზნეს ჯგუფია, რომელიც ეკოლოგიური მიმართულებების პროექტებში კომპლექსურად იწყებს ინვესტიციეის განხორციელებას.
აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგი მოიცავს "ქარშეარინგის", ელექტროდამტენების და მზის პანელების დამონტაჟების სერვისს და კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებაა.
სულ რამოდენიმე დღის წინ აღნიშნულ საკითხზე გაფორმდა მემორანდუმი კომაპნია Aigroup-სა და უმსხივლეს 157 წლიანი ინდუსტრიული ისტორიის მქონე, ჩინურ კომპანია Changan-ს შორის. მემორანდუმის საფუძველზე, ქართული ბრენდით ელექტრომობილი პირველად შეიქმნება, რომლის გამოშვებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება.
„რაც შეეხება aigroup-ში შემავალ კიდევ ერთ კომპანია "aicar“-ს, „aicar“-ის მუშაობის მთავარი პრინციპია დაზოგო დრო და ფინანსები, ამ კუთხით ის მომხმარებელს მოქნილ სერვისს ე.წ საზიარო ავტომობილს სთავაზობს. მომხმარებელს შეუძლია, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, იპოვოს უახლეს წერტილში aicar-ის მანქანა და გადაადგილდეს სასურველი მიმართულებით. ავტომანქანით სარგებლობის შემდეგ, ავტომობილის დატოვება მომხმარებელს თბილისის მასშტაბით ნებისმიერ პარკინგზე შეეძლება. აღსანიშნავია, რომ aicar-ის ავტოპარკის ყველა ავტომობილი ელექტრონულია“ -განაცხადა პრეზენტაციაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
aiproduction-ი კი ითვალისწინებს პირველი ქართული ელექტრომობილების წარმოებას საქართველოში. შეიქმნება მანქანების ქართული ბრენდი, რომელიც ელექტრო მანქანებით მოამარაგებს არა მხოლოდ ქართულ ბაზარს არამედ კავკასიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას.პირველი ქართული ელექტრომობილის წარმოება, წლის ბოლომდე იგეგმება.
საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაცით, კი საქართველოში პირველი ექლექტრომობილების ქარხანა 2020 წელს გაიხსნება. ქარხანა ქუთაისში აშენდება და რეგიონს ელექტრომობილებით მოამარაგებს:
„უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები. ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც, რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება. ქალაქი, რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს. ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში აშენდება. მე მინდა ქუთაისელებს მივულოცო. ქარხნის წარმადობა იქნება 40 000 ავტომობილი, საიდანაც 50 % განკუთვნილი იქნება შიდა ბაზრისთვის, ხოლო 20 000 ავტომობილი ევროკავშირში ექსპორტზე იქნება გატანილი. ეს არის უდიდესი წარმატება“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმინისტრის თქმით, ქარხანაში დამზადდება ოთხი მოდელის ავტომობილი და საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები წარწერით - Made in Georgia - იქნება მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპულ ბაზარზე საქართველოდან.
პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, დედაქალაქის მერი, მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ყველა სიახლე
02 ივნისი 2026, 03:09
მსოფლიო
ზელენსკი: პუტინი ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად ახლოსაა რუსეთი კრიზისთან
მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე 15 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ამასთანავე, რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს ამ თავდასხმებით გამოწვეული ზიანის რეალურ მასშტაბებს უმალავენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
02 ივნისი 2026, 03:04
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: უკრაინაში საომარი მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულება პრეზიდენტის პირდაპირი ბრძანებაა, ხოლო კონფლიქტის ზამთრამდე დასრულება სრულიად რეალისტური მიზანია
უკრაინაში საომარი მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულება პრეზიდენტის პირდაპირი ბრძანებაა, ხოლო კონფლიქტის ზამთრამდე დასრულება სრულიად რეალისტური მიზანია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა საერთაშორისო ფორუმზე „უსაფრთხოების არქიტექტურა“ განაცხადა.
02 ივნისი 2026, 02:54
მსოფლიო
South China Morning Post: ტრამპმა სი ძინპინს პირადად მოუწოდა, ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების პროცესში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს პირადად მოუწოდა, ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების პროცესში. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა South China Morning Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 02:33
მსოფლიო
AXIOS: „შენ საერთოდ გაგიჟდი?“ - ტრამპმა ნეთანიაჰუ ლიბანში ესკალაციის გამო მწვავედ გააკრიტიკა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანში ესკალაციის გამო მწვავედ გააკრიტიკა. ორშაბათს შემდგარი სატელეფონო საუბრის დეტალებზე გამოცემა AXIOS-ს აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა და კიდევ ერთმა ინფორმირებულმა წყარომ შეატყობინა.
02 ივნისი 2026, 02:20
მსოფლიო
POLITICO: ალბანეთის ანტიკორუფციული პროკურატურა ძვირადღირებული დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობას იძიებს, რომელიც ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს უკავშირდება
ალბანეთის ანტიკორუფციული პროკურატურა ძვირადღირებული დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობას იძიებს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს უკავშირდება, - წერს გამოცემა POLITICO.
02 ივნისი 2026, 02:05
მსოფლიო
ტრამპი: ირანთან შეთანხმება შეიძლება მომავალ კვირას შედგეს - ირანთან სამშვიდობო შეთანხმება სამხედრო გამარჯვებაზე ბევრად უკეთესიც კი შეიძლება იყოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია ABC News-ს განუცხადა, რომ მისი აზრით, „მომავალი კვირის განმავლობაში“ ირანთან მიაღწევს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის თაობაზე.
02 ივნისი 2026, 01:25
საზოგადოება
კახა კალაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გვქონდა არაერთი შეხვედრა ახალ საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით - მოეწყოს მცხეთიდან ალტერნატიული შემოსასვლელი დიდი დიღმის მიმართულებით
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართული დებატების დროს, ახალ საგზაო პროექტებსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა.
02 ივნისი 2026, 00:54
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: თუ „ჰეზბოლა“ ისრაელის ჩრდილოეთზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, ისრაელი ბეირუთზე დარტყმების განხორციელების თავდაპირველ გეგმას შეასრულებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, თუ ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელის ჩრდილოეთზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, ისრაელი ბეირუთზე დარტყმების განხორციელების თავდაპირველ გეგმას შეასრულებს.
02 ივნისი 2026, 00:53
პოლიტიკა
კახა კალაძე: ირაკლი ბენდელიანს სხვა მისამართზე აქვს შეძენილი ბინა, ისიც - ბანკის სესხით
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სინამდვილეს არ შეესაბამება ბრალდება იმასთან დაკავშირებით, თითქოს მის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს ტვერელის ეკლესიის წინ აშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად აქვს შეძენილი.
02 ივნისი 2026, 00:26
პოლიტიკა
კახა კალაძე ირაკლი კუპრაძეს: ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია
„ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია. ეს იყო ძალიან მძიმე თემა, ძალიან მძიმე იყო პირადად ჩემთვისაც. უდიდესი ტრაგედია იყო პირადად ჩემთვისაც და მე მაშინ მთავრობის სხდომაზე აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ გამოვედი და ვთქვი, არ დავმალულვარ. როდესაც დედაქალაქი პრობლემების წინაშეა, არასდროს გავურბივარ პრობლემებს, არც მე, არც ჩემი თანაგუნდელები, გამოვდივართ და ვსაუბრობთ, თუ რა მოცემულობაა და არ გავურბივართ პასუხისმგებლობას“.
02 ივნისი 2026, 00:12
პოლიტიკა
კახა კალაძე ე.წ არსენალის მთის პროექტზე: რა ინტერესზე საუბრობთ? 2011 წელს დავტოვე ეს კომპანია
დედაქალაქის მერი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გამართული დებატების დროს, პოლიტიკოს ნიკა ობოლაძის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც კახა კალაძე ბიზნესინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ე.წ. არსენალის მთის პროექტის განმახორციელებელ კომპანიასთან 2011 წლიდან არანაირი შეხება და ინტერესი არ გააჩნია.
02 ივნისი 2026, 00:07
პოლიტიკა
კახა კალაძე: თუ ნახავთ, რომ „არქისთან“ ან ნებისმიერ სხვა დეველოპერულ კომპანიასთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, გპირდებით თანამდებობას დავტოვებ
რა პრობლემაა, რომ ილია წულაია არის ჩემი მეგობარი და ჩემი ბავშვის ნათლია? „არქისთან“ დამოკიდებულებაში რამე არასწორი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული? ისეთი ნებართვა გავეცი, რომელიც არ უნდა გამეცა? - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პოლიტიკოს ნიკა ობოლაძის მიერ შესაბამის თემაზე დასმულ შეკითხვას.
02 ივნისი 2026, 00:04
პოლიტიკა
კახა კალაძე ნიკა ობოლაძის ბრალდებებზე: ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, მას პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ
„იქ, სადაც ურბანულად მიუღებელია განაშენიანება, არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას. ამ საკითხს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ ამ ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი. ამის მაგალითია პარტია „ლელოს“ ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს უდიდესი მშენებლობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას ყველანაირი ხელშეწყობა აქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
01 ივნისი 2026, 23:58
პოლიტიკა
გიორგი ტყემალაძე: უფასო სასადილოებზე ქილიკს ვერ მივიღებთ
26 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება უფასო სასადილოების მიმართულებით. ზოგადად, სოციალური მიმართულება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია - ამაზე ქილიკს, თითქოს რაღაც ეკონომია ხდება ამ მიმართულებით, ნამდვილად ვერ მივიღებთ, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერით გამართულ დებატებში განაცხადა, რითაც მან უპასუხა პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელს, ირაკლი კუპრაძეს.
01 ივნისი 2026, 23:54
მსოფლიო
The Washington Post: პენტაგონმა თავისი პრესსამსახურის ოფისი დახურული დაშვების ზონად გამოაცხადა და ჟურნალისტებს იქ შესვლა აუკრძალა
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა თავისი პრესსამსახურის ოფისი დახურული დაშვების ზონად გამოაცხადა და ჟურნალისტებს იქ შესვლა აუკრძალა საზოგადოებასთან ურთიერთობის იმ ოფიცრებთან შესახვედრად, რომლებიც ტრადიციულად პასუხობდნენ მათ კითხვებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 23:43
საზოგადოება
კახა კალაძე: ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო კომფორტული გახდეს, მოქალაქეები კი თავად გადაწყვეტენ, კერძო მანქანით იარონ თუ - ავტობუსით
ვთქვათ, მივყევით იაგოს რჩევას, რომ გვირაბები, ესტაკადები მოვაწყოთ, ქუჩები გავაფართოოთ, ათი წლის შემდეგ რას ვშვრებით? რას ვაფართოებთ? სად ვაკეთებთ ესტაკადას?“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას კითხვას.
01 ივნისი 2026, 23:31
პოლიტიკა
კახა კალაძე კუპრაძის ბრალდებებზე: უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული
უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო იმ ტიპის განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“, სადაც პარტია „ლელოს“ ლიდერი ირაკლი კუპრაძე ცრუ ბრალდებებში ამხილა.
01 ივნისი 2026, 23:22
საზოგადოება
უახლოეს პერიოდში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ახალი ტენდერი გამოცხადდება
„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის თითოეული გამზირის რეაბილიტაცია. რუსთაველის გამზირს თავისი ისტორიული არეალებით და ძეგლებით მეტი დატვირთვა აქვს, ჩვენი ქალაქის გულია. შესაბამისად, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ცენტრალურ მთავრობასთან და განხორციელდა ბაზრის სიღრმისეული კვლევა, სამშენებლო რესურსების, მასალების, ზედნადები ხარჯების და ა.შ. უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა, გამოვაცხადოთ ახალი ტენდერი და დარწმუნებულები ვართ, მაღალი კონკურენცია იქნება. უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც, დაახლოებით, 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება“, - განაცხადა ვიცე-მერმა.
01 ივნისი 2026, 23:16
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია
საინტერესო და საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა და რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის სახელით მივიღე, - წერს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში.
01 ივნისი 2026, 22:42
პოლიტიკა
კახა კალაძე: ლიდერობა ის კი არ არის, რომ ვისაუბროთ ამ ცხრა წელში ყველაფერი გავაკეთეთო, არამედ ის, რომ ვაღიარებთ გამოწვევებს და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს
„ცვლილებები უკეთესობისთვის არის შეუქცევადი პროცესი, რაც მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი გახდა სისტემური. დავიწყებ სატრანსპორტო პოლიტიკით. გავიხსენებ იმ მძიმე მდგომარეობას, რაც ამ მიმართულებით გვქონდა - გაუბედურებული, ძირგამომპალი ავტობუსები, მიკროავტობუსები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებდა. ეკოლოგიური და ადამიანების ჯანმრთელობის კუთხით, მათი გამონაბოლქვი უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. მეტროში იყო უდიდესი პრობლემები.


