imedi /  23 აპრილი 2019, 15:08 / სანდო წყარო

დაგროვებით საპენსიო სისტემას უმეტესად საჯარო სექტორში დასაქმებულები ტოვებენ

ლევან სურგულაძე

ლევან სურგულაძე

დაგროვებითი საპენსიო რეფორმიდან გასული 2 915 ადამიანიდან 2 650 საჯარო სექტორიდანაა, რამაც ჩვენი გაკვირვება გამოიწვია, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე საპენსიო სისტემაში 748 ათასი ადამიანია გაწევრიანებული. გასულები უკვე ამ ციფრს გამოკლებულია. სქემიდან 2 915 ადამიანია გასული. ამის უდიდესი ნაწილი – 2 650, საჯარო სექტორიდანაა, რამაც ჩვენი გაკვირვება გამოიწვია, რადგან აქამდე ძირითადად კერძოდან იყო. ეს გაუგებარია და მიზეზი არ ვიცი. აღნიშნული რაოდენობა არანაირად შემაშფოთებელი არ არის, რადგან ეს სისტემაში გაწევრიანებული ადამიანების 0,3%-ია”, - განაცხადა სურგულაძემ.

საპენსიო სისტემის დატოვება 1 აპრილიდან გახდა შესაძლებელი.

როგორ შეუძლია 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეს საპენსიო სისტემიდან გასვლა, ინსტრუქციას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

09 მარტი 2021, 12:37

ეკონომიკა

ნათია თურნავა: არავინ ამბობს რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა უნდა შეწყდეს, მაგრამ შემაშფოთებელია, თუ ჩვენი ეკონომიკური განვითარება დამოკიდებული გახდება ჩვენი მეზობელი ქვეყნების ნება-სურვილზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმდება, რომ უახლოეს 10 წელიწადში საქართველოს ენერგომოხმარება დღევანდელი 12 მილიარდი კილოვატსაათიდან სულ მცირე 21 – 22 მლრდ კვსთ-მდე გაიზრდება, ანუ პრაქტიკულად გაორმაგდება. ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.

09 მარტი 2021, 12:36

COVID19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, განიხილეს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია და ამ კუთხით არსებული პოზიტიური მაჩვენებლები.

09 მარტი 2021, 12:34

სამართალი

შს სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, რომელსაც ჩვილის გარდაცვალება მოჰყვა, კახეთში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებული ზ.შ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

ნათია თურნავა

09 მარტი 2021, 12:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საკუთარი ენერგორესურსების გამოყენებაზე დამყარებული ჰიდროენერგეტიკა გახლავთ ძლიერი დამოუკიდებელი ეკონომიკის ქვაკუთხედი

„დიდი ჰესების წინააღმდეგ მოძრაობა, „არა ჰესებს“ პროპაგანდა საქართველოში ჯერ კიდევ წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან მოდის და ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთი ცალკეული ენერგეტიკის მინისტრი ვერ დაძლევს ამ პრობლემას, თუკი არ გვექნება ფართო ეროვნული თანხმობა ფუძემდებლურ საკითხებზე“, - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებისას.

თამარ გაბუნია

09 მარტი 2021, 12:31

COVID19

თამარ გაბუნია: საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც შეისწავლის, რა ცვლილებებია მოსალოდნელი კოვიდის გადატანის შემდეგ

ბევრ ქვეყანაში ტარდება მსგავსი კვლევა და საქართველოც იქნება ერთ-ერთი მათ შორის, რომლებიც განსაკუთრებული ყურადღებით შეისწავლიან, რა ცვლილებებია მოსალოდნელი კოვიდის გადატანის შემდეგ პერიოდში, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, კვლევის ფარგლებში მიშვნელოვანია შეფასდეს, რამდენად დაუბრუნდა ნორმას ის ცვლილებები, რაც კოვიდის პერიოდში დაფიქსირდა.

ამირან გამყრელიძე

09 მარტი 2021, 12:30

COVID19

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავა

09 მარტი 2021, 12:28

ეკონომიკა

ნათია თურნავა: როცა ვინმე დაჟინებით ქადაგებს, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა მოგონილია, ან ცდება ან არ ემსახურება ქართულ ინტერესებს

მინდა მოსახლეობის გასაგონად ვთქვა, თუკი რომელიმე პირი დაჟინებით ქადაგებს, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა მოგონილი რამ არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პირი ან ორგანიზაცია უბრალოდ შეცდომაშია შეყვანილი ან არ ემსახურება ქართულ ინტერესებს, - ეს განცხადება, პარლამენტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გააკეთა.

09 მარტი 2021, 12:26

სამართალი

გენპროკურატურამ კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის და მიყურადების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ამირან გამყრელიძე

09 მარტი 2021, 12:23

COVID19

ამირან გამყრელიძე: პირბადის მოხმარება 75-დან 43 პროცენტზე ჩამოვიდა, ეს საგანგაშოა

„თუ ჩვენ მარტსა და აპრილში, ამ ფარგლებში როგორშიც დღეს ვართ, ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, მაშინ ჩვენ თბილ პერიოდში, მაისსა და ივნისში კარგი მაჩვენებლებით შევალთ. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, პირბადე იყოს მთავარი, რაზეც ყურადღებას გავამახვილებთ. “, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

თამარ გაბუნია

09 მარტი 2021, 12:15

COVID19

თამარ გაბუნია: ყველანაირი დიპლომატიური არხია გამოყენებული, რომ ინდოეთიდან ვაქცინების იმპორტი დროულად მოვახერხოთ

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უკვე თითქმის კვირაა იმყოფება ინდოეთში, რომელიც კორონავირისის ვაქცინების ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია, მათ შორის არის „ასტრაზენეკა“, რასაც სერუმის ინსტიტუტი აწარმოებს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, „ნოვავაქსის“ ვაქცინასაც სერუმის ინსტიტუტი გამოუშვებს. გაბუნიას თქმით, არის ასევე ინდური ვაქცინები, რომლებსაც ჯერჯერობით ჯანმოს ავტორიზაცია არ მიუღიათ, თუმცა მათი რეგისტრაცია და გამოყენება უკვე დაიწყო არაერთმა ქვეყანამ, მილიონობით დოზა შეიძინა ბრაზილიამ.

ლევან იოსელიანი

09 მარტი 2021, 12:13

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: არსებითი მნიშვნელობა აქვს 2010 წელს არის საუბარი ჩაწერილი, 2012-სა თუ 2016-ში, ეს განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს აყენებს

ლოგიკური იქნებოდა, პირველივე წუთიდან თავად პროკურატურას დაეწყო გამოძიება და ასე ხდება სამართლებრივ სახელმწიფოში, როცა ასეთი სახის ჩანაწერები გამოდის და ხდება საჯარო. მაშინ გამოძიება იწყება, რადგან ამ ჩანაწერებიდან იკვეთება შესაძლო სისხლის სამართლებრივი დანაშაული, მთელი რიგი თანამდებობის პირების მიერ, - აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი. გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე საუბრისას.

ნათია თურნავა

09 მარტი 2021, 12:09

ეკონომიკა

ნათია თურნავა: თუ საქართველო ენერგოიმპორტზე დიდი დოზით გახდა დამოკიდებული, ეს ქვეყნის ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნის

თუ საქართველო ენერგოიმპორტზე დიდი დოზით გახდა დამოკიდებული, ეს ქვეყნის ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნის, - ეს განცხადება, პარლამენტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გააკეთა.

09 მარტი 2021, 12:05

რეგიონი

ვაზიანი-გომბორი-თელავისა და ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და ამ დროისთვის, აღნიშნულ გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ნათია თურნავა

09 მარტი 2021, 12:03

ეკონომიკა

ნათია თურნავა: „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით გაგრძელდება დისკუსია ღია ფორმატში, რომ პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას და არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები

„ჩვენი ამოცანაა, რომ, პირველ რიგში, უკეთ გადაწყდეს ადგილობრივი მოსახლეობის საკითხები და პრობლემები „ნამახვანი ჰესის“ პროექტის ფარგლებში და ვამზადებთ საკმაოდ საინტერესო წინადადებებს ამ თვალსაზრისით, რომელიც გულისხმობს პროექტის მომზადებასა და შემდეგ უკვე ზედამხედველობაში როგორც დამოუკიდებელი ექსპერტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის, უფრო ფართო ჩართულობას“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძე კელი დეგნანი

09 მარტი 2021, 12:02

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი კელი დეგნანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

09 მარტი 2021, 12:01

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს: მე კი არ ვიკბინები, თქვენ შემოხვედით ჩემს კომიტეტში და ერთხელ არ დაგაინტერესათ, რა ხედვა მაქვს, რას ვაკეთებ

ბატონი ალექსანდრე ელისაშვილი ბრძანდება ის კაცი, რომელიც გულშემატკივრობს ქართულ კულტურას, მაგრამ ამ კულტურის დასაცავად პარლამენტში კულტურის კომიტეტის არსებობას არ ემხრობა. ეს უბრალოდ ისტორიას რომ დარჩეს, რადგან მე და თქვენ რომ კასტილებით ვივლით, ახალი თაობა ამ სხდომას ჩახედავს, ასე მიმართა, - ამის შესახებ პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტური სამინისტროს გაყოფის შესახებ განხილვისას თეა წულუკიანმა განაცხადა.

09 მარტი 2021, 11:57

საზოგადოება

30 ონლაინ ლექცია და 160,000-ზე მეტი ვიზიტორი 6 თვეში - მასტერკლასის მიმართ ინტერესი იზრდება

მედია სკოლის ექსკლუზიურ პროექტს „ისწავლე საუკეთესოსგან“, 160,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს და 6 თვის შემდეგაც აქტუალობას არ კარგავს, პირიქით, პროექტის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება. იზრდება იმ მომხმარებელთა რიცხვი, ვინც სახლიდან გაუსვლელად უფასოდ დაეუფლა ჟურნალისტიკის საფუძვლებს და ისწავლა, როგორ იქმნება მედიაპროდუქტი.

09 მარტი 2021, 11:50

რეგიონი

დაბა ხარაგაულში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს

წყალმომარაგების კომპანია, დაბა ხარაგაულის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ხარაგაულში მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, მოსახლეობას წყალი დღეში 5 საათის განმავლობაში მიეწოდება.

ნათია თურნავა

09 მარტი 2021, 11:48

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველოში ენერგომოხმარების მესამედი იმპორტზეა დამოკიდებული, თუ ჰესებზე უარი ვთქვით, ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება

ამ ბოლო დროს გვესმის შემაშფოთებელი რამ, რომ ქვეყანაში ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა არ არსებობს და ეს მოგონილი და არარეალისტურია და თითქოს ჩვენ არ გვჭირდება საკუთრი ენერგეტიკისა და ჰიდრორესურსების განვითარება, - ეს განცხადება, პარლამენტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გააკეთა.

ირაკლი ზარქუა

09 მარტი 2021, 11:46

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: დიახ, პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟსა და მონტაჟზე

მგონია, რომ დიახ, პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე ამ უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟზე, დაჭრასა და მონტაჟზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განცხადა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ჩანაწერები ფაბრიკაციაა.