imedi /  30 აპრილი 2019, 18:20 / სანდო წყარო

ეკონომიკის სამინისტრო 1 მაისიდან ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ახალ ეტაპს იწყებს

ენერგეტიკა

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, პირველი მაისიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს შესაძლებლობა ეძლევა, ელექტროენერგია ბაზარზე საბაზრო ფასად შეისყიდონ. უწყების ცნობით, მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე დაშვება ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლის ტარიფზე დატვირთვას შეამსუბუქებს, რაც მთავრობას  საშუალებას მისცემს, მეტი დაცვის მექანიზმები აამოქმედოს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად. სამინისტრო დასძენს, რომ ამით საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყება.

„პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოები საქართველოს მსხვილი ინდუსტრიული კომპანიები არიან. ისინი ქმნიან საქართველოს ეკონომიკის დიდ ნაწილს, არიან უმსხვილეს დამსაქმებლებს შორის. ჩვენ თითოეულ მათგანთან ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებას ენერგობაზარზე ისინი მომზადებული შეხვდნენ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოები ორიენტირებული არიან, გაზარდონ საკუთარი წარმოების ენერგოეფექტურობა. ნათია თურნავას თქმით, რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ტექნოლოგიური გადაიარაღების პროგრამებზე, რომლის შედეგადაც ისინი ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას შეძლებენ. მინისტრის თქმით, ბაზრის დერეგულირებამ მათ მისცა დამატებითი სტიმული, რომ მეტი იფიქრონ ენერგოეფექტურობასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.

„გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ მათ არა მხოლოდ ენერგეტიკული საკითხების გადაწყვეტაში დავეხმაროთ, არამედ  რაშიც შეგვეძლება, გვერდში ამოვუდგეთ. ქართული წარმოების მხარდაჭერა ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტი არის და იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკული რეფორმა კარგი სტიმული გახდება იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც საქართველოს გენერაციის ობიექტებში დამატებითი ინვესტიციას განხორციელებით არიან დაინტერესებულნი.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

14 აგვისტო 2020, 17:11

რეგიონი

გიორგი გახარია: რეგიონებში გზის, წყალმომარაგებისა და გაზის პრობლემის მოგვარებას წლები არ უნდა დასჭირდეს

„ძალიან კარგად გვესმის, რომ დედოფლისწყაროში ბევრია საშრომი. ბევრია საშრომი, რომ პირველ რიგში, წყალმომარაგების პრობლემა მოვაგვაროთ. მთელს საქართველოში ასეა - გზა, წყალმომარაგება და გაზი სოფლად და რეგიონში მცხოვრები ადამიანების პირველადი მოთხოვნაა. ამას წლები არ უნდა დასჭირდეს“.

გიორგი გახარია

14 აგვისტო 2020, 17:05

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯან-ღონით სავსე ადამიანებს სამართლიან გარემოში შრომის შესაძლებლობა ჰქონდეთ

გიორგი გახარია: 2012 წელს კახეთში ჩაბარდა 52 000 ტონა ყურძენი, 2019 წელს - 278 000 ტონა ყურძენი და 2020 წელს ჩაბარდება 300 000 ტონა

14 აგვისტო 2020, 16:57

მსოფლიო

დასახელდა ევროპული ქალაქები, სადაც ბინის დაქირავება ყველაზე ძვირია

ევროპული ქალაქი, სადაც ბინის დაქირავება ყველაზე ძვირია, მალტის დედალაქი ვალეტაა. როგორც PropertyWire წერს, Spotahome-ის კვლევის თანახმად, იქ ფართის დაქირავება თვეში 942 ფუნტი სტერლინგი ღირს. რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს ვილნიუსი, მესამეზე კი ვარშავაა. ათეულში ასევე მოხვდნენ კოპენჰაგენი, სტოკჰოლმი, ათენი, ბუდაპეშტი და პრაღა.

14 აგვისტო 2020, 16:55

COVID19

თურქეთში კორონავირუსს უკვე 5 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 243 შემთხვევა გამოვლინდა, 21 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 968 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 245 635 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 5 912 ადამიანი, 228 057-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

14 აგვისტო 2020, 16:49

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერები საგარეჯოში, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ ჩირის საწარმო „ჯეოორგანიკში“ იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი ჩირის საწარმო „ჯეო ორგანიკში“ იმყოფებოდნენ.

14 აგვისტო 2020, 16:25

სამართალი

ბათუმში, საკარანტინო სასტუმროდან მოქალაქის გადახტომის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

13 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

კორონავირუსი ტესტი

14 აგვისტო 2020, 16:24

COVID19

ბავარიაში 44 000 ადამიანი კორონავირუსზე ტესტის პასუხს კვირაზე მეტხანს ელოდებოდა

ბავარიაში 44 000 ადამიანი კორონავირუსზე ტესტის პასუხს კვირაზე მეტხანს ელოდებოდა, რის გამოც რეგიონის პრემიერ-მინისტრ მარკუს ზედერს ბოდიშის მოხდა მოუწია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Local-ი ავრცელებს.

დავით სონღულაშვილი

14 აგვისტო 2020, 16:21

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: ჩემ უკან წარმატებული გუნდია, „ქართული ოცნების“ სახით

მე კახელი ვარ და მაჟორიტარობის კანდიდატობა კახეთში არ არის მხოლოდ პოზიცია ან მომავალი თანამდებობის დაკავების სურვილი. მე ამ კულტურის ნაწილი ვარ და კახეთის მსახურება ჩემი სულიერი მისიის დიდი ნაწილია, - ამის შესახებ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

14 აგვისტო 2020, 16:09

COVID19

დაბა სტეფანწმინდაში კორონავირუსზე ტესტირება 50-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

დაბა სტეფანწმინდაში ეპიდემიოლოგიური კვლევა დასრულდა. სპეციალისტებმა 50-ზე მეტი ადამიანის ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიებში გადააგზავნეს კორონავირუსზე ტესტირებისთვის. ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

ტიგრან ხაჩატრიანი

14 აგვისტო 2020, 16:07

COVID19

სომხეთის პოლიციამ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრს პრესკონფერენციაზე პირბადის გარეშე გამოჩენის გამო ჯარიმა გამოუწერა

სომხეთის პოლიციამ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრს, ტიგრან ხაჩატრიანს ჯარიმა გამოუწერა პრესკონფერენციაზე პირბადის გარეშე გამოჩენის გამო. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანა ოგანიანმა განაცხადა.

გიორგი გახარია

14 აგვისტო 2020, 16:04

პოლიტიკა

პრემიერი: „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანი და მასზე ზრუნვა, ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული, რომელიც ბოლოშია გასაყვანი

მოგესალმებით კუთხეში, სადაც ბრძოლის ფასიც იციან, სითამამეც და სტუმარ-მასპინძლობაც. აუცილებლად უნდა დავიწყოთ იმით, რომ დღეს 28 წელი გავიდა მას შემდეგ რაც სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი. საერთოდ, აგვისტო მძიმე თვე დაგვებედა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავწყვიტოთ მშვიდობით, შრომით და იმით, რომ ავაშენებთ წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს. ჩვენი დევნილები, რომლებიც თავის სამშობლოში ცხოვრობენ დევნილად, აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ სახლებში და ერთიან, გამთლიანებულ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მიზანმიმართულობით, ერთიანობით, რა თქმა უნდა, ჩვენი შრომით და რაც ყველაზე მთავარია, მშვიდობიანად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, დავით სონღულაშვილი წარადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აგვისტო 2020, 15:56

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ღრმად ვართ დარწმუნებულნი გამარჯვებაში, ვინაიდან დღეს ქვეყანაში ჩვენს ხელისუფლებასა და პარტიას ალტერნატივა არ აქვს

მე მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საღად და პასუხისმგებლობით უყურებს ამ არჩევნებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული გამარჯვებაში, ვინაიდან, მოდით, ვთქვათ, ჩვენს ხელისუფლებასა და პარტიას დღეს ქვეყანაში არ ჰყავს, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

დავით სონღულაშილი

14 აგვისტო 2020, 15:55

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: საგარეჯოში წყალმომარაგების პრობლემა პირველი საზრუნავი იქნება

ერთადერთი მწვავე პრობლემა, რომელიც დღეს საგარეჯოში დგას ეს არის წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც პირველი საზრუნავი იქნება შემდეგი 4 წლის განმვლობაში - ამის შესახებ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

გიორგი გახარია

14 აგვისტო 2020, 15:55

რეგიონი

გიორგი გახარია: წელს ჩვენ უფრო მეტ ყურძნის მოსავალს ველოდებით, მივუკაკუნებთ 300 ათას ტონაზე მეტს

ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ შრომა უნდა იყოს დაფასებული და ქვეყანაში არცერთი მტკაველი მიწა უპატრონო და დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საგარეჯოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. მისივე თქმით, შრომა კახეთის რეგიონში ფუჭი სიტყვა არ არის. ამის მაგალითად მან მოიყვანა არსებული მონაცემები რთველის შესახებ.კერძოდ, გახარიას განცხადებით, 2012 წელს კახეთში მთლიანად 52 ათასი ტონა ყურძენი აწარმოეს, გასულ წელს კი სახელმწიფომ გლეხებისგან ჩაიბარა 278 ათასი ტონა ყურძენი, რაც 5-ჯერ მეტია.

14 აგვისტო 2020, 15:44

სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ირაკლი შოთაძესთან გამართული შეხვედრით კმაყოფილია

ბაჩალიაშვილების ოჯახი მთავარ პროკურორს თითქმის ერთი საათის განმავლობაში ხვდებოდა. ოჯახი ირაკლი შოთაძესთან გამართული შეხვედრით კმაყოფილია, როგორც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა განმარტავს, მათ საქმის პროკურორის შეცვლა მოითხოვეს, რაზეც მთავარი პროკურორისგან თანხმობა მიიღეს. თეონა თამაზაშვილის თქმით მათ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები მიიღეს, თუმცა რა საკითხებზე ჰქონდა ოჯახს კითხვები ბაჩალიაშვილის დედამ არ დააკონკრეტა. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით მთავარ პროკურორთან შეხვედრა ორშაბათს დაიგეგმა.

დავით სონღულაშილი

14 აგვისტო 2020, 15:36

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: სირთულეების ნამდვილად არ გვეშინია, ჩვენმა ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ყველანაირი დაბრკოლების გადალახვის რესურსი აქვს

„საქმიანობა რთულ პერიოდში მოგვიწევს, პანდემიის გლობალური ხასიათიდან გამომდინარე გამოწვევებიც ერთი-ორად ამწვავებს ეკონომიკურ თუ სოციალურ ფონს. სირთულეების ნამდვილად არ გვეშინია, ჩვენმა ხელისუფლებამ „ქართულმა ოცნების“ მთავრობად დაამტკიცა, რომ ყველანაირი დაბრკოლების გადალახვის რესურსი აქვს, როცა ადამიანზე ზრუნვა არის უპირველესი ღირებულება, როცა მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა მთავარია, ეკონომიკური თუ სოციალური ზედნაშენები აღარ წარმოადგენს სირთულეს. მოსახლეობა, ხალხი, ჩვენი კახელები ამას კარგად ხედავენ და გრძნობენ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გიორგი გახარია

14 აგვისტო 2020, 15:30

პოლიტიკა

გიორგი გახარია: დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული - ეს ის პრობლემაა, რომელიც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავწყვიტოთ მშვიდობითა და შრომით

„ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავწყვიტოთ, მშვიდობით, შრომით და იმით, რომ ავაშენებთ წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს“.

კახა კალაძე

14 აგვისტო 2020, 15:23

პოლიტიკა

კახა კალაძე: დავით სონღულაშვილი იქნება საგარეჯოელების ინტერესების დამცველი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში

წარმოგიდგენთ მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც იქნება თქვენი, საგარეჯოელების ინტერესების დამცველი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, - ასე წარუდგინა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, დავით სონღულაშვილი.

ალექსანდრე ლუკაშენკო

14 აგვისტო 2020, 15:20

მსოფლიო

ბელარუსის ცესკომ ალექსანდრე ლუკაშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ალექსანდრე ლუკაშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.

გიგი წერეთელი

14 აგვისტო 2020, 15:17

მსოფლიო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, შეაჩერონ რეპრესიული ტაქტიკა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები სრულად დაიცვან

გიგი წერეთელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპონენტების რეპრესიები, დევნა მიუღებელია და ეუთოს პრინციპების საწინააღმდეგო. მისი თქმით, ახლა საჭიროა დეესკალაცია და მოლაპარაკება, ხოლო არჩევნების შემდგომი მოვლენები იმის ნიშანია, რომ საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები და რეფორმები.