imedi /  01 მაისი 2019, 17:23 / სანდო წყარო

სებ-მა სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-ზე დატოვა

კობა გვენეტაძე

კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) მონეტარული პოლიტიკა არ შეარბილა. სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განმარტებით, რეფინანსირების განაკვეთის 6.5%-ის ნიშნულზე შენარჩუნება საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკებს უკავშირდება.

2018 წლის დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7%-ზე დატოვა. 2019 წლის მარტში 0,25 პუნქტით 6,75%-მდე შეამცირა, ხოლო 2019 წლის მარტში კიდევ 0,25 პუნქტით 6.50%-მდე. 

სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას საბანკო ბაზარზე რეგულაციების გავლენა შეაფასა: „თუ შედეგებზე ვისაუბრებთ სამომხმარებლო სესხებში არის შემცირება, მაგრამ აქამდე სამომხმარებლო სესხები არაჯანსაღად იზრდებოდა. მაგრამ ამავე დროს გვაქვს ის შედეგები რასაც მოველოდით, კერძოდ სესხების გადამისამართება სამომხმარებლო სესხებიდან ბიზნეს-სესხებში

სებ-ის პრეზიდენტი სარეიტინგო კომპანია Ftch-ის მიერ საქართველოსთვის რეიტინგის გაზრდის და კომერციული ბანკებისთვის რეიტინგის შემცირებას გამომეხმაურა:

„ცოტახნის წინ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Ftch-მა  გააკეთა შეფასება, საქართველოს რეიტინგის გაზრდა მოხდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ზუსტად იყო ეს რეგულაციები. ამავე დროს ცოტახნის წინ რამდენიმე კომერციულ ბანკს და მათ შორის სისტემურ ბანკებს იგივე კომპანია Ftch-მა გაუუარესა რეიტინგი. ზუსტად ის მიზეზები იყო ჩამოთვლილი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სესხების მაღალი დოლარიზაცია და შინამეურნეობებზე გაცემული მაღალი სესხები“ - განაცხადა გვენეტაძემ. 

სებ-ის პრეზიდენტი პროდუქტების უფრო გამრავალფეროვნებას და ახალი სასესხო შეთავაზებების გაჩენას ელის.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Standard & Poor's-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ „BB-“-ის დონეზე დაადასტურა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

მსოფლიოს ქვეყნების და ბანკების საკრედიტო რეიტინგებს, Fitch-ის გარდა ადგენენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: Standard&Poor’s–ი და Moody’s.

სარეიტინგო კომპანიების მიერ საკრედიტო შეფასება მსოფლიოს 200 ქვეყნიდან მხოლოდ 125 ქვეყანაზეა მოცემული. ქვეყნებს საკრედიტო რეიტინგი სჭირდებათ იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანონ ფასიანი ქაღალდები და მოიზიდონ ინვესტიციები.

რას ნიშნავს რეიტინგები და რა იცვლება რიგითი მოქალაქეებისათვის, ვრცელი სტატია წაიკითხეთ აქ. 

ყველა სიახლე

Huawei

18 იანვარი 2020, 15:45

ტექნოლოგიები

გერმანია 5G ტექნოლოგიის უზრუნველსაყოფად Huawei-სთან თანამშრომლობას გეგმავს

გერმანიას არ შეუძლია უზრუნველყოს 5G ქსელი ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტის, Huawei,-ს გარეშე, ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს. AP წერს, რომ ეს არის საკითხი, რომელმაც აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის დაძაბულობა გამოიწვია და ვაშინგტონი Huawei-ს აკრძალვის მიზნით მის მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს.

პაველ დუროვი

18 იანვარი 2020, 15:18

ტექნოლოგიები

Telegram-ის დამფუძნებელი ნიუ-იორკის სასამართლოში დაკითხეს

დაკითხვისას დუროვმა განმარტა, რამდენი ფული დახარჯა Telegram-ის განვითარებასა და ბლოკჩეინ პლატფორმა TON-ზე და რატომ გადაწყვიტა პირველადი მონეტარული შეთავაზებების (ICO) ჩატარება. 17 იანვარს SEC-მა დაკითხვის ოქმები ნაწილობრივ გაასაჯაროვა.

ტოჩინოშინი

18 იანვარი 2020, 14:59

სპორტი

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა გამარჯვება მოიპოვა

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის, ჰაცუ ბაშოს მეშვიდე დღეს ლევან გორგაძემ გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი ჰატატიკომის ილეთით დაამარცხა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18 იანვარი 2020, 14:50

მსოფლიო

ერდოღანი ევროპას ტერორიზმის ახალი საფრთხის შესახებ აფრთხილებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროპას ტერორიზმის ახალი საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ერდოღანის განმარტებით, ასეთი საფრთხის წინაშე ევროპა იმ შემთხვევაში დადგება, თუ გაეროს მიერ აღიარებული მთავრობა ტრიპოლში დამარცხდება.

აფრიკა შიმშილი

18 იანვარი 2020, 14:29

მსოფლიო

WFP: აფრიკაში 45 მილიონ ადამიანს შიმშილი ემუქრება

2015 წლიდან აფრიკის სამხრეთში არაერთი ბუნებრივი ანომალია დაფიქსირდა. ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი წვიმის სეზონის არარსებობამ აგრარულ სექტორს სერიოზული ზიანი მიაყენა. ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში ნალექის სიმცირეს თან სდევს არნახული გვალვა და ტემპერატურის მკვეთრი ზრდა.

საქართველო XV

18 იანვარი 2020, 14:20

სპორტი

„საქართველო XV“ არგენტინის „ხაგუარესთან“ დამარცხდა

„დიდი ათის“ მორაგბეებით დაკომპლექტებულმა „საქართველო XV“-მა არგენტინის „ხაგუარესთან“ პირველი შეხვედრა გამართა. ქართველი მორაგბეები სუპერაგბის ვიცეჩემპიონ გუნდთან დიდი ანგარიშით, 3:66 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთადერთი საჯარიმო რევაზ ჯინჭველაშვილმა გაიტანა.

მკვლელობა

18 იანვარი 2020, 13:03

ძალოვნები

სურამში ქმარმა ცოლი სავარაუდოდ ნაჯახით მოკლა

დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია, მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ პუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

18 იანვარი 2020, 12:56

ვიდეო

კალმისკაცი მთიდან

ზვიად კუპრავა

18 იანვარი 2020, 12:55

ძალოვნები

გენერალურ პროკურატურასთან ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს

გენერალურ პროკურატურასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორი ადამიანი, მათ შორის „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა დააკავეს. კუპრავამ პროკურატურასთან გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნა გააპროტესტა და პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარა.

წყალბურთი

18 იანვარი 2020, 12:50

სპორტი

წყალბურთელთა ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს

ქართველი წყალბურთელების მეტოქე 3-გზის მსოფლიოს და 3-გზის ევროპის ჩემპიონი იტალიის ნაკრები იქნება. საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ფრანგებს 9:7 მოუგო, რის შემდეგაც საბერძნეთის გუნდთან 10:17 დამარცხდა.

ბათუმი

18 იანვარი 2020, 12:30

საქართველო

გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნა ბათუმში გააპროტესტეს

გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნა ბათუმში აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს. მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრები იუსტიციის სახლთან, სადაც აჭარის პროკურატურაა განთავსებული, საკენკით მივიდნენ.

კანადა

18 იანვარი 2020, 12:25

მსოფლიო

თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპული კანადელების ოჯახებს მთავრობა $25000-ს გადაუხდის

ირანის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპულთა ოჯახის წევრები კანადის მთავრობისგან $25,000-ს მიიღებენ. ქვეყნის პრემიერმინისტრის განცხადებით, მისი მიზანი კანადის დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრებისთვის ამ დროისთვის ყველაზე საჭირო და აუცილებელი დახმარებით უზრუნველყოფაა.

რეკორდი სნიკერსი

18 იანვარი 2020, 12:23

ტაბლოიდი

ტეხასში რეკორდული ზომის „სნიკერსი“ დაამზადეს

ტეხასის ქალაქ ვაკოში, კომპანია Mars-ის ქარხანაში 3,5 მეტრის სიგრძის „სნიკერსი“ დაამზადეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. შოკოლადის ფილის წონა 2 ტონას აღემატება, ზომით კი ის ჩვეულებრივ „სნიკერსზე“ 43-ჯერ დიდია.

Uefa

18 იანვარი 2020, 12:13

სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას სპეციალური ჯილდო მიიღო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას Fair Play-ს სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 55 წევრი ასოციაციიდან სამი საუკეთესო დაასახელა.მათ შორის, ფეარ პლეის ლიდერი, ყველაზე პროგრესირებადი და ყველაზე მოწესრიგებული გულშემატკივრით გამორჩეული ევროპული ქვეყანა.

18 იანვარი 2020, 12:00

სპორტი

აფეთქების გამო კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის ტურის თამაშები გადაიდო

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატს 36 ქულით თემურ ქეცბაიას მომზადებული „ანორთოსისი“ ლიდერობს, სადაც ოთხი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკოლოზ კაჭარავა თამაშობს.

18 იანვარი 2020, 11:30

სპორტი

გოგა ბითაძის „ინდიანამ“ „მინესოტა“ დაამარცხა

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში „ინდიანამ“ „მინესოტა“ ანგარიშით 116:114 დაამარცხა. „პეისერსის“ ქართველმა ლეგიონერმა გოგა ბითაძემ 10 წუთში, 5 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. 20 წლის ქართველმა კალათბურთელმა ორიდან ორი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა.

Boeing 737 MAX

18 იანვარი 2020, 11:09

ეკონომიკა

Boeing 737 MAX-ში კიდევ ერთი ხარვეზი აღმოაჩინეს

კორპორაცია Boeing-მა 737 MAX-ის ტიპის თვითმფრინავის განახლებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში კიდევ ერთი ხარვეზი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ახალი გაუმართაობა აშშ-ში, აიოვას შტატში ჩატარებული ტექნიკური შემოწმების დროს აღმოაჩინეს.

Brexit

18 იანვარი 2020, 11:00

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის მთავრობა Brexit-მდე დარჩენილი დროის ასათვლელად ემზადება

Brexit-მდე დარჩენილ წამებს ბრიტანელები 31 იანვარს Downing Street-ზე დაითვლიან. შესაბამის ღონისძიებას მთავრობა გეგმავს. Brexit-ის დროის ათვლამდე, საღამოს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი მოსახლეობას მიმართავს.

დაკავება

18 იანვარი 2020, 10:47

ძალოვნები

დააკავეს მრავალჯერ ნასამართლევი კაცი, რომელიც თავს პოლიციელად ასაღებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ბ. მუქარის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ავსტრალია წყალდიდობა

18 იანვარი 2020, 10:44

მსოფლიო

ავსტრალიაში ხანძრისგან დაზარალებულ შტატებში წყალდიდობაა

ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. წყალდიდობისგან დაზარალდა ვიქტორიის, ახალი სამხრეთ უელსის და ქუინსლენდის შტატები, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ტყის ხანძრები მძვინვარებს.