imedi /  15 მაისი 2019, 11:58 / სანდო წყარო

კალაძე: ჭავჭავაძეზე მოძრავი ავტომობილი შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს მიწისქვეშ აღმოჩნდეს

ჭავჭავაძის გამზირი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორია სრულად არ გადაიკეტება. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველ ეტაპზე გზა ვარაზისხევის ბოლოდან "პიქსელის" შენობამდე დაიკეტება, რადგან ეს არის გზის ყველაზე მეტად დაზიანებული მონაკვეთი და კონტრაქტორთან ერთად იქ "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერიც" იმუშავებს.

კახა კალაძის განცხადებით, გამზირის რეაბილიტაცია თვის ბოლოდან იწყება. "როდესაც გვქონდა კომუნიკაცია და საუბარი კომპანია GWP-სთან, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე ისეთი უმძიმესი მდგომარეობაა, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს, მოძრავი ავტომობილი აღმოჩნდეს მიწისქვეშ. მუდმივად ხდება მიწის გამორეცხვა. არის მონაკვეთები, რომელიც არის ჩავარდნილი და ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები არის უმძიმეს მდგომარეობაში.

ჩვენ გვესმის თუ რამდენად რთული იქნება ამ ქუჩის გადაკეტვა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად გავაკეთოთ, სექციებად დავყოთ, რომ მთლიანად არ გადაიკეტის და არ გამოიწვიოს პარალიზება ქალაქში", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ასევე იწყება საფეხმავლო ბილიკების მოწესრიგება, განათებების გამოცვლა, რეაბილიტაციის ფარგლებში მიწის ქვეშ ჩავა ელექტროგადამცემი ხაზები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს და 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი; 2.5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას 3 თვე დასჭირდა და პროექტისთვის 15 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ყველა სიახლე

თბილისის საქალაქო სასამართლო

22 მაისი 2019, 15:17

ძალოვნები

სასამართლომ მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებულებთან მიმართებაში სუს-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნიკა დაუშვილის, ირაკლი ხუჭუას, ვახტანგ ჯაყელისა და ლაშა ჩაფიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის, ხოლო დანარჩენი 7 ბრალდებულის - გიორგი ბედიაშვილის, ირაკლი ბაჯელიძის, ჯონი შეროზიას, რობერტ იმერლიშვილის, პაატა ღუდუშაურის, ნოდარ კიკნაველიძისა და ნიკოლოზ მაისურაძისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

22 მაისი 2019, 14:47

ეკონომიკა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საბაჟო-გამშვები პუნქტები სადღესასწაულოდ გაფორმდა

გაიმართება ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. ასევე, „გააზიარე ცოდნა“, კამპანიის ფარგლებში, წარდგენილი იქნებიან ქართველი მეწარმეები. საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს ლიტერატურული კაფე. იქნება სპეციალურად მოწყობილი სივრცე, ანიმატორები, საბავშვო შემეცნებითი გასართობი პროგრამა.

22 მაისი 2019, 14:37

საქართველო

სპილო გრანდის ოპერაციაზე გადაღებული ფილმის თიზერი გამოქვეყნდა. ვიდეო

ცხოველს ეშვის ამოღების ოპერაცია 31 ოქტომბერს ჩაუტარდა და მისი მიმდინარეობა BBC-ის ჯგუფმა სერიალში "დიდი ცხოველების ოპერაციები" გადაიღო. სპილო გრანდის შესახებ გადაღებული ეპიზოდის პრემიერა 6 ივნისს BBC Two-ს ეთერში ინგლისის დროით 21:00 საათზე შედგება.

კახა გულედანი

22 მაისი 2019, 14:29

საქართველო

სამგორის გამგებელი კახა გულედანი თანამდებობას ტოვებს

"კახა არის ერთ-ერთი საუკეთესო გამგებელი. სამწუხაროდ, ის ტოვებს პოსტს. მან მიიღო გადაწყვეტილება, გადავიდეს კერძო სექტორში, ბიზნესში - ამისგან ვერავის შევზღუდავ. გული გვწყდება, რომ ასეთი კადრი ტოვებს ჩვენს რიგებს. წარმატებები მას“, - განაცხადა კალაძემ.

22 მაისი 2019, 14:24

საქართველო

რა ღონისძიებები გაიმართება დამოუკიდებლობის დღეს

დამოუკიდებლობის დღეს მთავარი ღონისძიება ფიცის დადების ცერემონია იქნება. საწყისი საბრძოლო მომზადების 288 რეკრუტი სამშობლოსა და ერის წინაშე ფიცს თავისუფლების მოედანზე დადებს. თბილისის გარდა, 26 მაისს 175 რეკრუტი ფიცს ქვეყნის მასშტაბით ხუთ ლოკაციაზე დადებს: ზუგდიდში, მრავალძალში, უფლისციხეში, ანანურსა და გრემში.

YouTube

22 მაისი 2019, 14:23

ტექნოლოგიები

აგვისტოდან YouTube-ზე არხების გამომწერთა რაოდენობა დამრგვალებულად გამოჩნდება

„ახლა გამომწერთა მთვლელი არხების უმრავლესობაზეა დამრგვალებული. აგვისტოდან ეს ყველა არხს შეეხება, რომლებსაც 1000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ვიცით, რომ გამომწერთა რიცხვი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბლოგერებისთვის, ასევე მათი ფანებისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, ისინი წინასწარ გავაფრთხილოთ!“ - წერია განცხადებაში.

22 მაისი 2019, 14:08

საქართველო

მოკლული 7 თვის ბავშვის ოჯახი არასრულწლოვანი დედის მკაცრად დასჯას ითხოვს. ვიდეო

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

პრაღა აქცია

22 მაისი 2019, 13:55

მსოფლიო

ჩეხეთში იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვენ

დემონსტრანტების მტკიცებით, ბენეშოვა ჩეხეთის პრემიერმინისტრის ანდრეი ბაბიჩის წინააღმდეგ გამოძიებას ეწინააღმდეგება. ბაბიჩს ევროკავშირის სუბსიდიების განაწილებისას თაღლითობაში ადანაშაულებენ. საუბარია 1,6 მილიონ ევროზე, რომელიც ევროკავშირმა რეკრეაციული კომპლექსის მშენებლობისთვის გამოყო.

იგორ კოლომოისკი

22 მაისი 2019, 13:51

მსოფლიო

კოლომოისკის ადვოკატი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა

მანამდე ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი უკრაინაში დაბრუნდა. იგორ კოლომოისკიმ ქვეყანა 2017 წლის ივნისში დატოვა. ის ამ დრომდე შვეიცარიასა და ისრაელში ცხოვრობდა. ბიზნესმენის ქვეყნიდან წასვლა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. 2017 წელს, კიევის სასამართლომ კოლომოისკის ქონება დააყადაღა.

ფეხმძიმე ქალები

22 მაისი 2019, 13:51

ტაბლოიდი

ბოსტონში საავადმყოფოს 14 მედდა ერთდროულად არის ფეხმძიმედ

აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში ერთ-ერთი საავადმყოფოს ონკოლოგიური განყოფილების 14 მედდა ერთდროულად არის ფეხმძიმედ. ამის შესახებ Massachusetts General Hospital-ი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს. „დედიკოებო! ონკოლოგიური განყოფილების ოჯახში მატებას ველოდებით. ერთდროულად 14 ფეხმძიმე მედდა, რომელთაგან ერთი ტყუპს ელოდება. ისინი ღიმილის 15 მიზეზს გვაძლევენ“, - წერია პოსტში.

22 მაისი 2019, 13:51

მსოფლიო

ინგლისში პლასტმასის საწრუპებისა და ყურის ჩხირების გაყიდვა აიკრძალება

ბრიტანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება მიზნად გარემოს დაბინძურების შემცირებას ისახავს. გამოცემის ცნობით, გაერთიანებულ სამეფოში ყოველწლიურად ჯამში პლასტმასის 5 მილიარდ საწრუპს, სასმლის 300 მილიონ მოსარევ ჯოხს და ყურის 2 მილიარდ ჩხირს იყენებენ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

22 მაისი 2019, 13:19

საქართველო

სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ ლექტორს სტუდენტებთან აუდიტორიაში საქმიანობის უფლება შეუჩერდა

გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღეს, რაც სტუდენტებმა აქცია გამართეს. ბსუ-ს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ფაქტს უნივერსიტეტის ეთიკის საბჭო შეისწავლის. დღესვე გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ლექტორის მიერ სტუდენტის სავარაუდო სექსუალურ შევიწროვებაზე გამოძიება დაიწყო.

ინდონეზია

22 მაისი 2019, 13:16

მსოფლიო

ინდონეზიაში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა

ინდონეზიაში საპროტესტო აქციებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 200 კი დაშავდა. მასობრივი საპროტესტო აქცია, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, 17 აპრილის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. ქუჩაში გამოსულებმა მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვება გააპროტესტეს, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრელებული მონაცემების მიხედვით, ხმათა 55. 5 პროცენტი მოიპოვა.

22 მაისი 2019, 12:59

ტექნოლოგიები

საქართველოს ოჯახების 74% ფიქსირებულ ინტერნეტს მოიხმარს

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურეობების პენეტრაცია 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7%-ით გაიზარდა და ჯამში 74%-ი შეადგინა. გაზრდილია მობილური კომპანიების ჯამური შემოსავალი.

გადაცემის „საღამო ვლადიმერ პუტინთან“ პრომო

22 მაისი 2019, 12:53

ტაბლოიდი

ანიმირებული პუტინი BBC-ზე თოქშოუს „წაიყვანს“

BBC-ს ერთ-ერთ არხზე გადაცემას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „წაიყვანს“. როგორც ტელეკომპანიის პრესცენტრის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შოუს ორი საპილოტე ეპიზოდი უკვე მზად არის. გადაცემას „საღამო ვლადიმერ პუტინთან“ (Tonight With Vladimir Putin) ჰქვია. თოქშოუს ფორმატში ანიმირებული პუტინი რეალურ სტუმრებთან ისაუბრებს. ამასთან, გადაცემის გადაღებისას სტუდიაში მაყურებლები იქნებიან.

22 მაისი 2019, 12:38

ძალოვნები

დედის მიერ 7 თვის ჩვილის მკვლელობაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ოფიციალური ინფორმაციით კი, შემთხვევა 21 მაისს გამთენიისას მოხდა. რა დროსაც, ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა. როგორც ის ჰყვება, ამ დროს სახლში უკვე აღარ იყო ბავშვის დედა. რომელიც რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ თბილისში ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.

ტოჩინოშინი

22 მაისი 2019, 12:37

სპორტი

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე მეორედ დამარცხდა

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე მეორედ დამარცდა. ტურნირის მე-11 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე მაეგაშირა აბი იყო. ლევან გორგაძეს ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად მხოლოდ 1 გამარჯვება სჭირდება. ნაცუ ბაშოზე სულ 15 ბრძოლა იმართება, შესაბამისად, დარჩენილი 4 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთის მოგებაც საკმარისია.

სკოლა

22 მაისი 2019, 12:29

საქართველო

ექიმის ვარაუდით, ბავშვებში ტყვიის მომატების მიზეზი შესაძლოა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გამოყენებული საღებავები იყოს

"დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გარემოს დაცვის ორგანიზაციასთან ერთად იბრძვის იმ საღებავების ამოღებისთვის, რომელიც ტყვიას შეიცავს. კარგი და მნიშვნელოვანი იქნება საქართველოშიც ამ რეგულაციების შემოღება. სკოლები, ბაღები ყოველწლიურად იღებება საღებავებით და სულ უფრო მეტი კონცენტრაციის მიღება ხდება ბავშვთა ასაკში ამ მეტალისა“, - აღნიშნა ხათუნა ჩიტიძემ.

ბათუმი

22 მაისი 2019, 12:23

საქართველო

აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

აჭარაში ზაფხულის საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს "ზაფხულის ფესტივალით" გაიხსნება. სლოგანის მსგავსად „ზაფხული იწყება აქ“ უცვლელია ფესტივალის ჩატარების ადგილიც. ფესტივალი წელსაც ანბანის კოშკის მოპირდაპირედ, ზღვის სანაპიროზე ჩატარდება. საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ სანაპიროზე ფესტივალის სტუმრებს სხვადასხვა გასართობი ღონისძიება დახვდებათ.

ნაყინი

22 მაისი 2019, 12:15

ეკონომიკა

ნაყინის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

შემოწმდა როგორც ნაყინის საწარმოებში არსებული ვითარება, ასევე სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებული პროდუქცია. მონიტორინგის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში ლაბორატორიულად გამოკვლეულია სხვადასხვა დასახელების ნაყინის 15 ნიმუში, რომელთაგანაც დარღვევა არცერთში არ გამოვლენილა.