imedi /  21 მაისი 2019, 14:22 / სანდო წყარო

ბადრი ჯაფარიძე: ანაკლიის პროექტს არანაირი შეფერხება არ ემუქრება

ბადრი ჯაფარიძე

ბადრი ჯაფარიძე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. მხარეებმა კრედიტორი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილი 8-პუნქტიანი მოთხოვნა განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტს არანაირი შეფერხება არ ემუქრება. 

„ამ ორი დღის განმავლობაში უნდა ველოდოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრესი იქნება. არანაირი შეფერხება პროექტს არ ემუქრება. სამუშაო პროცესია, ყველა მხარე მონდომებულია, რომ ეს პროექტი ვადებში განხორციელდეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის თქმით კი, ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევის მიმართულებით სახელმწიფო დათმობაზე ვეღარ წავა.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი უკვე იგრძნობა. „ჩვენი ვალდებულებაა, რომ გავიყვანოთ რკინიგზა, გზა, დავეხმაროთ მიწების გამოსყიდვაში. 100 მილიონი დაფინანსება გამოვუყოთ. ეს ყველაფერი ძალაშია, ურყევია და ამაზე ზემოთ კიდევ წავედით შემხვედრ ნაბიჯებზე. თუ მთლიანად ამ პროექტის კომერციული რისკის გადმოტანა მოხდა სახელმწიფოზე, მაშინ სადაა კომერციული კომპონენტი, სადაა კერძო ინიციატივა?! მაშინ როგორც ვაკეთებთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ გზას, იმას უნდა გავუტოლოთ”, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტოს, საქართველოს რკინიგზის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, აზიის განვითარების ბანკის (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) წარმომადგენლები და მხარეების ტექნიკური და იურიდიული მრჩევლები. მოლაპარაკებებში მონაწილეობს საქართველოს მთავრობის საკონსულტაციო კომპანიის (White & Case) კონსულტანტიც.

ყველა სიახლე

სენეგალი

15 დეკემბერი 2019, 15:15

მსოფლიო

სენეგალში გარემოს დაბინძურება გააპროტესტეს

პროტესტის მიზნით ასეულობით მომიტინგე დასავლეთ აფრიკის რესპუბლიკაში ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს ნაგავსაყრელთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ყოველდღიურად აქ 2000 ტონაზე მეტი ნარჩენი გროვდება და ისინი არ მუშავდება.

ქეთევან ციხელაშვილი

15 დეკემბერი 2019, 14:58

საქართველო

ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების გაჭიანურებით საოკუპაციო რეჟიმი ჩვენს გამძლეობას ცდის

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობით და გათავისუფლების გაჭიანურებით საოკუპაციო რეჟიმი თავის სახეს მთელი სისრულით აჩვენებს. ამით ისინი ვაჟა გაფრინდაშვილის და ყველა ჩვენგანის გამძლეობას ცდიან, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

რუთ ბალუნი

15 დეკემბერი 2019, 14:37

ტაბლოიდი

ბანკმა ამერიკელ ქალს შეცდომით 37,2 მილიონი დოლარი ჩაურიცხა

აშშ-ის ქალაქ დალასში კომერციულმა ბანკმა LegacyTexas-მა ფეხსაცმლის მაღაზიის თანამშრომელს შეცდომით 37,2 მილიონი დოლარი ჩაურიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი KTVT ავრცელებს. რუტ ბალუნმა მაღაზია Roma Boots-ში ცვლის დასრულების შემდეგ საბანკო ანგარიშის შემოწმება გადაწყვიტა და აღმოაჩინა, რომ 37,2 მილიონი დოლარით გამდიდრდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი

15 დეკემბერი 2019, 14:15

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობას საოკუპაციო ხაზთან აპროტესტებენ

აქციის მონაწილეები, რომელთა შორის მოძრაობა „სირცხვილიას“ და ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, სოფელ ოძისისკენ დღეს დილით რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ. პროტესტი, რომელსაც ექიმებიც შეუერთდნენ, ვაჟა გაფრინდაშვილის და მისი შვილების ორგანიზებით იმართება.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 13:21

საქართველო

თალაკვაძე: ერეკლე კუხიანიძის პოზიცია ვერ იქნება ხელისუფლების პოზიცია

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ეხმაურება თბილისის საკრებულოს დეპუტატის, „ქართული ოცნების“ წევრ ერეკლე კუხიანიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ქვეყნის მოსახლეობის ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს. თალაკვაძის თქმით, კუხიანიძემ თავისი პოზიცია უნდა განმარტოს, მაგრამ ხელისუფლება ამ პოზიციას არ მიესალმება.

ერეკლე კუხიანიძე

15 დეკემბერი 2019, 13:07

საქართველო

ერეკლე კუხიანიძე: ჩვენი მოსახლეობის ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს

ვაკვირდები უბადრუკ და ზღვარსგადასულ სიბინძურეს, რაც წამოვიდა ჩემი მისამართით, და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს, - ამის შესახებ Facebook-ზე თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი ერეკლე კუხიანიძე წერს.

ალეკო ელისაშვილი

15 დეკემბერი 2019, 12:58

საქართველო

ჩოხატაურში აქციას „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” დაპირისპირება მოჰყვა

მოძრაობის წევრებს საკრებულოს დეპუტატები „ქართულო ოცნებიდან“ და ბაზრის დირექტორი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მათი თქმით ალეკო ელისაშვილის ბრალდებები, რომ გურიის მაჟორიტარებს ნინო წილოსანსა და არჩილ თალაკვაძეს არაფერი გაუკეთებიათ, უსაფუძვლოა.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 12:48

საქართველო

თალაკვაძე: ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის და მთელი საზოგადოების მოთხოვნა ლეგიტიმურია

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის და მთელი საზოგადოების მოთხოვნა ლეგიტიმურია. ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები და როგორც მოქალაქეები, ვდგავართ მისი ოჯახის გვერდით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილი საპროტესტო აქციის შეფასებისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 12:43

საქართველო

თალაკვაძე: პრეზიდენტს პოლიტიკურ პარტიებთან ვალდებულებები არ აქვს

პარლამენტის თამჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტის ერთწლიანი მუშაობა შეაფასა. თალაკვაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ დღესაც მიაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა და ეს პრეზიდენტმაც დაამტკიცა.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 12:27

საქართველო

თალაკვაძე: მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით ოპოზიციას არგუმენტებს გავაცნობთ

„წინასწარ კომენტარებს არ გავაკეთებ, რადგან მეორე მხარეს არის ოპოზიცია, სხვადასხვა საპარლამენტო, არასაპარალამენტო პოლიტიკური პარტიები და შეხვედრის შედეგები მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოზიციას დააფიქსირებს თითოეული პოლიტიკური პარტია“.

გრიგოლ ვაშაძე

15 დეკემბერი 2019, 12:14

საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს

დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით 8 დეკემბერს გამართულ მეორე რაუნდზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ. ახალ ინიციატივაზე მხარეები სწორედ ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

სამაშველო ოპერაცია

15 დეკემბერი 2019, 11:56

ძალოვნები

მაშველებმა მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი კაცი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე 3000 მეტრის სიმაღლეზე მყოფი კაცი იპოვეს. დაშავებული განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენში სპეციალური ტექნიკით აიყვანეს.

ყავის დედოფალი

15 დეკემბერი 2019, 11:42

ტაბლოიდი

შვედური კომპანია საოცნებო სამსახურისთვის „ყავის დედოფალს“ ეძებს

შვედური კომპანია ყავის მოყვარულებს საოცნებო სამსახურს სთავაზობს. კომპანია „Gevalia“ ეძებს „ყავის დედოფალს“, რომელიც ერთ კვირას შოტლანდიაში, ედინბურგის (Carlowrie Castle) ციხესიმაგრეში იცხოვრებს. მსურველებს განაცხადის შეტანა 21 დეკემბრამდე შეუძლიათ. გამარჯვებული 2020 წლამდე გაირკვევა.

აშშ

15 დეკემბერი 2019, 11:35

საქართველო

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 16-19 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ვაშინგტონში დელეგაციის წევრები შეხვედრებს აშშ-ის კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართავენ.

15 დეკემბერი 2019, 11:22

მსოფლიო

ნეპალში მომლოცველების ავტობუსი 500 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა

ნეპალში, სინდჰუპალჩოკის რაიონში მომლოცველების ავტობუსი 500 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Himalayan Times-ი ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსს ქალაქ კალინჩოუკედან ინდუისტი მომლოცველები გადაჰყავდა, როდესაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

თამილა ლაფანაშვილი

15 დეკემბერი 2019, 11:18

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: გვინდა გავაგონოთ მას, რომ ჩვენც ვიცავთ ამ პრინციპებს

გვინდა გავაგონოთ ვაჟას, რომ ჩვენც ვიცავთ იმ პრინციპებს, რომლებსაც ის ახლა იქ იცავს, - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილის თქმით, ასეთია საოკუპაციო ხაზთან დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციის მიზანი.

ანტონიო კონტე

15 დეკემბერი 2019, 10:50

სპორტი

კონტემ მატჩამდე დაგეგმილი პრესკონფერენცია პროტესტის ნიშნად გააუქმა

„ფიორენტინასთან“ მატჩამდე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა მედიასაშუალება ვალდებულია, პატივი სცეს ხალხის გარანტირებულ უფლებას. პრესკონფერენცია დღეს არ ჩატარდება“, - წერს კლუბის ხელმძღვანელობა. საქმე ეხება „კორიერე დელო სპორტი“ მიერ გამოქვეყნებულ წერილს კონტესთან დაკავშირებით.

გერშონ კინგსლი

15 დეკემბერი 2019, 10:29

კულტურა

ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი გერშონ კინგსლი გარდაიცვალა

გერშონ კინგსლი (ნამდვილი სახელი - გიოტც გუსტავ კსინსკი) 1922 წელს გერმანიის ქალაქ ბოხუმში დაიბადა. 1946 წელს ის ნიუ-იორკში ჩავიდა, 1955 წლიდან კი ბროდვეიზე, მუსიკალურ რეჟისორად დაიწყო მუშაობა. 1969 წელს გამოსული კომპოზიცია Popcorn-ისთვის მან „ემის“ ჯილდო მიიღო.

აშშ ჩინეთი

15 დეკემბერი 2019, 09:49

ეკონომიკა

ჩინეთმა ამერიკული პროდუქციის იმპორტზე დამატებითი ტარიფების დაწესება გადადო

ჩინეთის ხელისუფლებამ ამერიკული პროდუქციის, მათ შორის ავტომობილების იმპორტზე დამატებითი ტარიფების დაწესება გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს საბაჟო გადასახადებისა და ტარიფების კომიტეტი ავრცელებს. სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესის მიღწევას უკავშირდება.

აილამა

15 დეკემბერი 2019, 09:21

ძალოვნები

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე მყოფი კაცი მოყინული კიდურების გამო ვერ გადაადგილდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე იმყოფება კაცი, რომელსაც მაშველების დახმარება ესაჭიროება. არსებული ინფორმაციით, კაცის თანმხლებმა პირმა უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა და სამაშველო სამსახურის გამოძახება მოახერხა.