imedi /  29 მაისი 2019, 17:14 / სანდო წყარო

Boeing 737 MAX-ი შესაძლოა ავიაბაზარზე აგვისტომდე დაბრუნდეს

Boeing 737 MAX -ი

Boeing 737 MAX -ი

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) განცხადებით, Boeing 737 MAX-ი ავიაბაზრზე სავარაუდოდ აგვისტოში დაბრუნდება, - წერს Reuters-ი

„ჩვენ  ვვარაუდობთ, რომ  Boeing 737 MAX-ი ექსპლუატაციაში დაახლოებით 10-12 კვირის შემდეგ ჩაეშვება“, - განაცხადა IATA-ს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ჟუნიაკმა სეულში ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მისი თქმით, IATA გეგმავს ავიაკომპანიების სამიტის ორგანიზებას, მარეგულირებლებთან და Boeing-თან ერთად, რათა განიხილოს ის წინაპირობები, რაც 737 MAX-ის ექსპლუატაციაში დაბრუნებისთვის არის საჭირო. 

გამოცემის ცნობით, ავიაკომპანიამ მძიმე 6 თვე გაიარა. გაეზარდა ხარჯები საწვავზე, სამუშაო ძალასა და ინფრასტრუქტურაზე. ასევე პრაქტიკულად გაუქმდა ყველა შეკვეთა Boeing 737 MAX-ზე

თვითმფრინავების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია Boeing-ს 2019 წლის აპრილში შეკვეთა არ მიუღია.

CNN-ის ცნობით, კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, რომელიც 15 მაისს გამოქვეყნდა, ეთიოპიაში Boeing 737 Max-ის ავიაკატასტროფის შემდეგ წარმოების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. 

ორი ავიაკატასტროფის შემდეგ Boeing-მა რეპუტაცია დაკარგა და $1 მილიარდით იზარალა - წერს Business Insider-ი.

კომპანია Boeing-მა აღიარა, რომ ინდონეზიაში 737 Max-ის თვითმფრინავის კატასტროფამდე ჯერ კიდევ 1 წლით ადრე იცოდა, რომ მისი მუშაობის სისტემაში პრობლემები იყო. ამის შესახებ BBC -იმ 2019 წლის 6 მაისს ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. 

ეთიოპიაში Boeing 737 Max 8 10 მარტს ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა. 

ამ ავიაკატასტროფის შემდეგ Boeing 737 Max-ის ფრენები თავიანთ საჰაერო სივრცეში აკრძალა აშშ-მა, ჩინეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა. 

Boeing 737 MAX 8-მ ავიაკატასტროფა 2018 წლის ნოემბერშიც განიცადა და მაშინ 189 ადამიანი დაიღუპა.

ყველა სიახლე

რომან კაკულია

17 ნოემბერი 2019, 18:54

საქართველო

რომან კაკულიას თქმით პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რომან კაკულიას განცხადებით, ხელისუფლების მთავარი მოვალეობაა, რომ არ კონცენტრირდეს "არაადეკვატურ განცხადებებზე და მხოლოდ იმ მოხოვნებზე" მოახდინოს რეაგირება, რაც ოპოზიციამ დააყენა და რაზეც დიალოგი შეიძლება შედგეს.

აქცია

17 ნოემბერი 2019, 18:34

საქართველო

პარლამენტთან აქციის მონაწილეს უცნობი კაცი დაუპირისპირდა

პარლამენტთან მცირედი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეს უცნობი კაცი დაუპირისპირდა, თუმცა უცნობია ვინ არის ის პირი. ცოტა ხნის წინ პარლამენტის შესასვლელებთან კარვები გაშალეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია

17 ნოემბერი 2019, 18:27

საქართველო

„პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია დასრულდა

პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელ ხასიათს ატარებდა. დემონსტრაციაზე მათ მხარდამჭერებს ახალი გეგმის შესახებ განუცხადეს, რომლის მიხედვითაც თბილისში დაწყებული საპროტესტო მუხტი რეგიონებში გადაინაცვლებს და აქციები ქვეყნის ყველა მსხვილ ქალაქში ჩატარდება.

პროპორციული არჩევნები

17 ნოემბერი 2019, 18:26

საქართველო

ზუგდიდში მაჟორიტარების პლაკატები თავდაყირა გააკრეს

ზუგდიდში რამდენიმე ადგილას მაჟორიტარი დეპუტატების მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას პლაკატები თავდაყირა გააკრეს. სოციალურ ქსელში ჰეშთეგი #ამოაყირავემაჟორიტარი-ც გამოჩნდა. პლაკატების ამგვარად გაკვრა სავარაუდოდ პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე პროექტის ჩაგდებას უკავშირდება.

ილია მეორე

17 ნოემბერი 2019, 18:13

საქართველო

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს: ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება საზოგადოებაში სამართლიან პროტესტს იწვევს

პატრიარქის წერილში წერია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო ყველა შეშფოთებულია, და გულისტკივილით ადევნებს თვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევისა და საზღვრისპირა ზოლიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს.

კარავი პარლამენტთან

17 ნოემბერი 2019, 18:07

საქართველო

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის შესასვლელებთან კარვები გაშალეს

ამ ეტაპზე პარლამენტთან 6 კარავია, თუმცა ოპოზიცია მათი რაოდენობის გაზრდას აპირებს. „24 საათის განმავლობაში კარვები იქნება გაშლილი. „ქართული ოცნების“ წევრები ვერ შევლენ პარლამენტში“, -აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა უგულავამ.

მკვლელობა

17 ნოემბერი 2019, 18:05

ძალოვნები

ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი მოკლეს

თბილისში, ატენის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, პირმა ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. შსს ადასტურებს, რომ გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი, თუმცა დეტალებზე უწყებაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

17 ნოემბერი 2019, 18:00

თემა

გერმანული მოდელი. როგორ ირჩევენ პარლამენტის წევრებს გერმანიაში?

მას შემდეგ, რაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა და რუსთაველის გამზირი ისევ საპროტესტო გამოსვლებმამოიცვა, ოპოზიცია ეგრეთ წოდებულ გერმანულ მოდელზე ალაპარაკდა. ამ ინიციატივითთავდაპირველად შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი გამოვიდა. საპასუხოდ ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციასთან ამ წინადადების შეუსაბამობაზეაკეთებს აქცენტს.

თაკო ჩარკვიანი

17 ნოემბერი 2019, 17:56

საქართველო

თაკო ჩარკვიანი: მიყვარხართ, რა ლამაზი სამშობლო გვაქვს

ასე მიმართა პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს. თაკო ჩარკვიანმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ მას პროპორციულზე უკან დახევა და ვადამდელის დანიშვნა მოუწევს.

გიორგი მარგველაშვილი

17 ნოემბერი 2019, 17:38

საქართველო

მარგველაშვილი: ეს ბრძოლა შედეგს 1-2 დღეში ვერ გამოიღებს

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სასწორზე თავისუფლება დევს და ამიტომ ბრძოლა, რომელიც ხალხმა და ოპოზიციამ დაიწყო უნდა გაგრძელდეს. ექსპრეზიდენტის თქმით, ეს ბრძოლა შედეგს 1-2 დღეში ვერ გამოიღებს. მარგველაშვილის თქმით, მას ოპოზიციის ტაქტიკა არ აინტერესებს.

აქცია რუსთაველზე

17 ნოემბერი 2019, 17:35

საქართველო

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

პარლამენტის შესასვლელთან ვითარება დაიძაბა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის ეზოსთან, იმ ადგილზე გადაინაცვლეს, სადაც გისოსებს მიღმა პოლიციია მობილიზებული. მანამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა სწორედ დეპუტატებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა დააანონსეს

ბათუმი

17 ნოემბერი 2019, 17:22

საქართველო

ბათუმში აჭარის მთავრობასთან კარავი გაშალეს

ბათუმში საპროტესტო აქციის ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის მოპირდაპირე მხარეს კარავი გაშალეს და როგორც თბილისში, პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდნენ. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გელა დეკანაძემ განაცხადა.

ჰონგ-კონგი დემონსტრაცია

17 ნოემბერი 2019, 17:14

მსოფლიო

ჰონგ-კონგში დემონსტრანტებმა პოლიციელი მშვილდ-ისრით დაჭრეს

შემთხვევა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსთან მოხდა, რომელსაც მშვილდ-ისრებით შეიარაღებული დემონსტრანტები პატრულირებენ. ბოლო დროს პოლიცია და დემონსტრანტები ერთმანეთს სულ უფრო ხშირად სწორედ უნივერსიტეტების ტერიტორიებზე უპირისპირდებიან. მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ჰონგ-კონგში ივნისში დაიწყო.

გიგი უგულავა

17 ნოემბერი 2019, 17:09

საქართველო

უგულავა: ხვალიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში ვეღარ შევლენ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციის გეგმების განხორციელებისთვის საჭირო ზომად დეპუტატებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა დაასახელა.

ფრანკფურტის აეროპორტი

17 ნოემბერი 2019, 17:06

მსოფლიო

ფრანკფურტის აეროპორტში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი დაეჯახა

ფრანკფურტის აეროპორტში შაბათს საღამოს ორი თვითმფრინავი ერთმანეთს დაფრენის დროს დაეჯახა. როგორც აეროპორტში აცხადებენ, ერთმანეთს Air Namibia და Korean Air-ის თვითმფრინავი დაეჯახა, ისინი მსუბუქად დაზიანდნენ. კორეულმა ავიაკომპანიამ უკან დაბრუნების რეისი ამ ავარიის გამო გააუქმა.

მამუკა ხაზარაძე

17 ნოემბერი 2019, 16:52

საქართველო

ხაზარაძე: მე ჩემი უზარმაზარი გუნდით დავდგები იქ, სადაც თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება

მე ჩემი უზარმაზარი გუნდით, „ლელოელებით“, დავდგები თქვენ ერთად იქ, სადაც თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება. პროტესტი იქნება ძლიერი და არ გასცდება კანონის ფარგლებს. შევათანხმოთ ყველა ნაბიჯი ერთმანეთთან, რომ სიურპრიზები არ იყოს, - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

პატრიოტთა ალიანსი

17 ნოემბერი 2019, 16:52

საქართველო

რესპუბლიკის მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ აქციის გამო გზა გადაიკეტა

რესპუბლიკის მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია იწყება. სულ ცოტა ხნის წინ გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობაც. აქციის მონაწილეები პროპორციული არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ისინი ქვეყანაში არსებულ ვითარებასაც აპროტესტებენ.

მაკდოლანდსი

17 ნოემბერი 2019, 16:46

ტაბლოიდი

McDonaldʼs-ის ყოფილმა თანამშრომელმა აღიარა, რომ მომხმარებლებს დამატებით ნაგეთსს აძლევდა

კანადელმა ბლოგერმა და პოდკასტის Heart Half Full-ის ავტორმა კოდი ბონდარჩაკმა Twitter-ზე დაწერილ პოსტში აღიარა, რომ "მაკდონალდსში" მუშაობის დროს მომხმარებელბს ყოველთვის უდებდა შეფუთვაში ქათმის ნაგეთსის ერთით მეტ, მეთერთმეტე ნაჭერს. პოსტმა 700 ათასამდე მოწონება დაიმსახურა.

გია ვოლსკი

17 ნოემბერი 2019, 16:44

საქართველო

ვოლსკი: პარლამენტმა მუშაობა არ უნდა შეაჩეროს, ბიუჯეტი გვაქვს დასამტკიცებელი

პიკეტირების მიუხედავად პარლამენტმა მუშაობა არ უნდა შეაჩეროს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ლარის კურსის დაცემა და ეკონომიკის კოლაფსი, რომელიც შესაძლოა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის გაჩერებას მოჰყვეს.

ჭადრაკი

17 ნოემბერი 2019, 16:35

სპორტი

საჭადრაკო გუნდი „ნონა“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია

მონტენეგროში გამართულ პრესტიჟულ ტურნირზე, "ნონამ" შვიდი შეხვედრიდან ოთხი მოიგო, სამი ყაიმით დაასრულა და კონტინენტის პირველობის ოქროს მედალი არსებობის ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა. საჭადრაკო გუნდის ღირსებას ხუთი მოჭადრაკე, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, ნინო ბაციაშვილი და ბელა ხოტენაშვილი იცავდა.