imedi /  07 ივნისი 2019, 17:42 / სანდო წყარო

სებ-მა სავალუტო ბაზარზე კიდევ $20 მილიონი შეისყიდა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) სავალუტო ბაზარზე ამერიკული დოლარი დღესაც იყიდა. 7 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7384 შეადგინა. 6 ივნისს სებ-მა სავალუტო ბაზრიდან $10 დოლარი ამოიღო. 

2019 წლის პირველი მაისიდან 29 მაისამდე ეროვნული ლარი 10 თეთრით გაუფასურდა.  ეროვნულმა ბანკმა 8 ივნისისთვის ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2.7344 ნიშნულზე დაადგინა. ეროვნული ლარი აშშ დოლართან მიმართებით გასულ კვირას 6 თეთრით გამყარდა. 

ყველა სიახლე

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები

22 აგვისტო 2019, 13:51

სპორტი

ფეხბურთში საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უეფას განვითარების თასი მოიგო

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უეფას განვითარების თასის დასკვნით შეხვედრაში მასპინძელი ლიეტუვა 9:0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით უეფას განვითრების თასზე ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა 3 მატჩი გამართა და სამივე დიდი ანგარიშით მოიგო.

წყალი

22 აგვისტო 2019, 13:31

ტექნოლოგიები

ჯანმო: სასმელ წყალში არსებული მიკროპლასტიკი ადამიანისთვის უსაფრთხოა

სპეციალისტების თქმით, სასმელი წყალი პლასტიკის ნაწილაკებს შეიცავს, თუმცა მათი მოცულობა ადამიანის ორგანიზმისთვის საშიში არ არის. თანაც, ნაწილაკების უმეტესობა ადამიანის სხეულიდან მალევე გადის. თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ზუსტი შედეგების მისაღებად უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო.

მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი

22 აგვისტო 2019, 13:28

ტაბლოიდი

მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი ოფიციალურად განქორწინდნენ

მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი ოფიციალურად დაშორდნენ ერთმანეთს. ინფორმაციას ჟურნალი PEOPLE-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაშორებიდან სულ მალე ავსტრალიელმა მსახიობმა განქორწინების მიზნით სასამართლოს მიმართა და მაილიმაც საბუთებს ხელი მოაწერა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

22 აგვისტო 2019, 13:10

ძალოვნები

პოლიციამ 3 თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა

პოლიციამ 3 თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა. 2019 წლის 10 მაისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც სექსუალური შევიწროებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა.

ბრექსიტი

22 აგვისტო 2019, 12:49

მსოფლიო

მაკრონი Brexit-ის ხელშეკრულების გადახედვის შესაძლებლობას არ განიხილავს

ემანუელ მაკრონი Brexit-ის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას გამორიცხავს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ბორის ჯონსონთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა. "ახალ პირობებზე მოლაპარაკების დაწყება გამორიცხულია და პრეზიდენტი ტუსკი ამას ყოველთვის ცალსახად აღნიშნავდა", - განაცხადა მაკრონმა.

51-ე სკოლა

22 აგვისტო 2019, 12:46

საქართველო

51-ე სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

51-ე სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია imedinews-ს საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა დაუდასტურა. როგორც უწყებაში განაცხადეს, მანანა თურქაძე ნამდვილად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა მიზეზს არ აკონკრეტებენ.

ვატო წერეთელი

22 აგვისტო 2019, 12:46

საქართველო

ვატო წერეთელი: ტელეკომპანია „პირველს“ ვერ წაიღებთ

მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი ცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! - ამ სიტყვებით მიმართავს პროკურატურას ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი მამის, ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ საქმის აღძვრის გამო.

ვასილ გედევანიშვილი

22 აგვისტო 2019, 12:37

საქართველო

ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელმა განმარტა, ხომ არ ემუქრება საქართველოს რადიაციული საფრთხე

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი განმარტავს, ემუქრება თუ არა საქართველოს რადიაციული საფრთხე. საქართველოში არსებული მონიტორინგის სადგურებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არანაირი ცვლილება არ დაფიქსირებულა.

ბათუმის საკრებულო

22 აგვისტო 2019, 12:27

საქართველო

ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურით დასრულდა

ბათუმის საკრებულომ „რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმა ხმაურის ფონზე დაამტკიცა. საკითხს მხარი 19 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი ორი იყო. კენჭისყრას მოქალაქეებისა და აქტივისტების პროტესტი მოყვა. „ნუ იმეტებთ ქალაქს“, „პარტიული მონები“,„მოღალატეები ხართ“- რეპლიკები დარბაზში რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი

22 აგვისტო 2019, 12:17

კულტურა

ბრიტანული ტელეკომპანია პუტინის ჯაშუშურ წარსულზე დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს

ტელეკომპანია Channel 4 რუსეთის პრეზიდენტზე დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს. პროექტი სახელწოდებით "პუტინი: რუსი ჯაშუშის ისტორია" გაარკვევს რა გავლენა იქონია პუტინის პირადმა გამოცდილებამ მის პოლიტიკაზე. სერიალის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ლეონელ მესი

22 აგვისტო 2019, 12:06

სპორტი

ლეონელ მესიმ ვარჯიში განაახლა

კატალონიის „ბარსელონას“ შემტევმა ნახევარმცველმა ლეონელ მესიმ ვარჯიში განაახლა. ინფორმაცია „ბარსელონას“ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ტრამვირებული არგენტინელი ფეხბურთელი გუნდს რამდენიმე კვირის განმავლობაში აკლდა და წინასასეზონო მზადებაში აქტიური მონაწილეობა ვერ მიიღო.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

22 აგვისტო 2019, 11:54

საქართველო

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში ისევ დაიბარეს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები - მამაუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში ისევ დაიბარეს. როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, დაგეგმილია ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის დაზუსტება. ხაზარაძე და ჯაფარიძე უწყებაში 19:00 საათზე უნდა მივიდნენ.

Human Rights Watch

22 აგვისტო 2019, 11:49

საქართველო

Human Rights Watch-ი მაღაროელთა სამუშაო პირობებზე კვლევას აქვეყნებს

Human Rights Watch-ი კვლევას აქვეყნებს, რომელიც მეშახტეთა და მაღაროელთა რთულ სამუშაო პირობებზე მიუთითებს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროებში დასაქმებულებმა Human Rights Watch-ს განუცხადეს, რომ ზოგიერთი მათგანი 12 საათიან რეჟიმში მუშაობს მიწის ქვეშ.

კვენტინ ტარანტინო მეუღლესთან ერთად

22 აგვისტო 2019, 11:46

ტაბლოიდი

კვენტინ ტარანტინო მამა გახდება

კინორეჟისორი კვენტინ ტარანტინო მამა გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი People ავრცელებს. 56 წლის ვარსკვლავისთვის ეს პირველი შვილი იქნება და როგორც გამოცემა იუწყება ტარანტინო და მისი მეუღლე ამ ამბით ძალიან გახარებულები არიან.

თეთრი სახლი აშშ-ის დროშა

22 აგვისტო 2019, 11:46

მსოფლიო

ტრამპი აშშ-ის მოქალაქეობის ავტომატური მინიჭების უფლების გაუქმებას აპირებს

დონალდ ტრამპი აშშ-ში არალეგალი მიგრანტების ან სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ გაჩენილი ბავშვებისთვის ქვეყნის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების უფლების გაუქმებას აპირებს. 1868 წლიდან აშშ-ში დაბადებულ ნებისმიერ ადამიანს ქვეყნის მოქალაქეობა ენიჭება.

ჰასან როუჰანი ირანის პრეზიდენტი

22 აგვისტო 2019, 11:27

მსოფლიო

ირანმა საკუთარი წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "ბავარ 373" წარადგინა

ირანის პრეზიდენტმა ახალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი წარადგინა. განცხადება ამის შესახებ ჰასან როუჰანის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. თეირანმა კომპლექსზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც გაეროს მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსეთმა ირანს საჰაერო დაცვის სისტემა S-300-ის გაყიდვაზე უარი უთხრა.

ბრიფინგი

22 აგვისტო 2019, 11:13

ძალოვნები

პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.- ამასთან დაკავშირებით პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. საგამოძიებო უწყების განმარტებით საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას.

Facebook

22 აგვისტო 2019, 10:52

ტექნოლოგიები

Facebook-მა მიანმარში 200-ზე მეტი ანგარიში დაბლოკა

Facebook-მა მიანმარში 200-ზე მეტი გვერდი დახურა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით კომპანიაში აცხადებენ, რომ საეჭვო გვერდები მფლობელები საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობდნენ. კერძოდ, საუბარია 89 პირად ანგარიშზე, 107 გვერდზე და 15 ჯგუფზე. ზოგ მათგანს ასობით ათასი გამომწერი ჰყავდა.

ამაზონის ტყეში ხანძარია

22 აგვისტო 2019, 10:18

მსოფლიო

ბრაზილიის პრეზიდენტი ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჯაირ ბოლსონარო ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციების ადანაშაულებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. პრეზიდენტის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ გზით მთავრობის დისკრედიტაციას ცდილობენ, ხოლო ამის მიზეზი მათი დაფინანსების შემცირებაა.

ემანუელ მაკრონი

22 აგვისტო 2019, 10:18

მსოფლიო

კრემლის ვებგვერდი მაკრონის გამოსვლის რედაქტირებაში გამოიჭირეს ​

კრემლის ვებგვერდზე საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენციის სტენოგრამა შეცდომებით არის გამოქვეყნებული. ეს BBC-ს რუსულენოვანი სამსახურის ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს. მათი თქმით, ტექსტში ვერ მოხვდა მაკრონის არცერთი ფრაზა, რომელშიც ის სიტყვა "არჩევნებს" იყენებს.