Imedi /  13 ივნისი 2019, 17:15 / სანდო წყარო

კალაძე: 13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ფონდმა „ქართუმ“ 8 მილიონი ლარი დახარჯა

კახა კალაძე

კახა კალაძე

13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ჯამში 8 მილიონი ლარი დახარჯა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ დედაქალაქის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„13 ივნისი არის ერთობის ერთგვარი სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდი ტრაგედია იყო, მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, როგორი გაერთიანდა აბსოლუტურად ყველა, მიუხედავად ასაკისა. როდესაც 13 ივნისის დილა გათენდა და ვნახეთ, როგორ მდგომარეობაში იყო ჩვენი ქალაქი, ვფიქრობდით, რომ შეუძლებელი იქნებოდა მისი მოწესრიგება, თუმცა ერთად დგომამ, თანადგომამ ყველაფერი შეგვაძლებინა - დაწყებული ახალგაზრდებით, უწყებებით, ბიზნესსექტორის ჩართულობით. გვახსოვს, როგორი შემოწირულობები კეთდებოდა. არ შემიძლია, არ აღვნიშნო „ფონდი ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 8 მილიონი ლარი გადმორიცხა, რათა მოწესრიგებული ყოფილიყო ინფრასტრუქტურა და კომპენსაციები მიეცათ დაზარალებულებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს დაღუპულთა მემორიალთან დილიდან მიდიან გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები. მემორიალთან დედაქალაქის მთავრობის და საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა თბილისის მერი კახა კალაძე. ამასთან, თბილისის მერიამ საზოგადოებას 13 ივნისის სტიქიის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ "ბეგის"ქანდაკების ესკიზები წარუდგინა.

13 ივნისის სტიქიიდან 4 წელი გავიდა. 21 დაღუპული, ორი დაკარგული და ასობით დაზარალებული მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები.

მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.

თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა. კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული გახდა.

სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი – სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა – წყნეთის გზის მონაკვეთი.

ყველა სიახლე

ბრექსიტი

22 აგვისტო 2019, 12:49

მსოფლიო

მაკრონი Brexit-ის ხელშეკრულების გადახედვის შესაძლებლობას არ განიხილავს

ემანუელ მაკრონი Brexit-ის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას გამორიცხავს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ბორის ჯონსონთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა. "ახალ პირობებზე მოლაპარაკების დაწყება გამორიცხულია და პრეზიდენტი ტუსკი ამას ყოველთვის ცალსახად აღნიშნავდა", - განაცხადა მაკრონმა.

ვატო წერეთელი

22 აგვისტო 2019, 12:46

საქართველო

ვატო წერეთელი: ტელეკომპანია „პირველს“ ვერ წაიღებთ

მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი ცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! - ამ სიტყვებით მიმართავს პროკურატურას ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი მამის, ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ საქმის აღძვრის გამო.

51-ე სკოლა

22 აგვისტო 2019, 12:46

საქართველო

51-ე სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

51-ე სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია imedinews-ს საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა დაუდასტურა. როგორც უწყებაში განაცხადეს, მანანა თურქაძე ნამდვილად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა მიზეზს არ აკონკრეტებენ.

22 აგვისტო 2019, 12:37

საქართველო

ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელმა განმარტა, ხომ არ ემუქრება საქართველოს რადიაციული საფრთხე

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი განმარტავს, ემუქრება თუ არა საქართველოს რადიაციული საფრთხე. საქართველოში არსებული მონიტორინგის სადგურებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არანაირი ცვლილება არ დაფიქსირებულა.

ბათუმის საკრებულო

22 აგვისტო 2019, 12:27

საქართველო

ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

ბათუმის საკრებულოში, შავი ზღვის სანაპიროზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის საკითხს განიხილავენ. დეპუტატებმა ტერიტორიაზე, სადაც რივიერის პროექტი უნდა განხორციელდეს, განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცეს, რასაც მოქალაქეებისა და აქტივისტების პროტესტი მოყვა.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი

22 აგვისტო 2019, 12:17

კულტურა

ბრიტანული ტელეკომპანია პუტინის ჯაშუშურ წარსულზე დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს

ტელეკომპანია Channel 4 რუსეთის პრეზიდენტზე დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს. პროექტი სახელწოდებით "პუტინი: რუსი ჯაშუშის ისტორია" გაარკვევს რა გავლენა იქონია პუტინის პირადმა გამოცდილებამ მის პოლიტიკაზე. სერიალის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ლეონელ მესი

22 აგვისტო 2019, 12:06

სპორტი

ლეონელ მესიმ ვარჯიში განაახლა

კატალონიის „ბარსელონას“ შემტევმა ნახევარმცველმა ლეონელ მესიმ ვარჯიში განაახლა. ინფორმაცია „ბარსელონას“ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ტრამვირებული არგენტინელი ფეხბურთელი გუნდს რამდენიმე კვირის განმავლობაში აკლდა და წინასასეზონო მზადებაში აქტიური მონაწილეობა ვერ მიიღო.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

22 აგვისტო 2019, 11:54

საქართველო

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში ისევ დაიბარეს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები - მამაუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში ისევ დაიბარეს. როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, დაგეგმილია ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის დაზუსტება. ხაზარაძე და ჯაფარიძე უწყებაში 19:00 საათზე უნდა მივიდნენ.

22 აგვისტო 2019, 11:49

საქართველო

Human Rights Watch-ი მაღაროელთა სამუშაო პირობებზე კვლევას აქვეყნებს

Human Rights Watch-ი კვლევას აქვეყნებს, რომელიც მეშახტეთა და მაღაროელთა რთულ სამუშაო პირობებზე მიუთითებს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროებში დასაქმებულებმა Human Rights Watch-ს განუცხადეს, რომ ზოგიერთი მათგანი 12 საათიან რეჟიმში მუშაობს მიწის ქვეშ.

თეთრი სახლი აშშ-ის დროშა

22 აგვისტო 2019, 11:46

მსოფლიო

ტრამპი აშშ-ის მოქალაქეობის ავტომატური მინიჭების უფლების გაუქმებას აპირებს

დონალდ ტრამპი აშშ-ში არალეგალი მიგრანტების ან სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ გაჩენილი ბავშვებისთვის ქვეყნის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების უფლების გაუქმებას აპირებს. 1868 წლიდან აშშ-ში დაბადებულ ნებისმიერ ადამიანს ქვეყნის მოქალაქეობა ენიჭება.

კვენტინ ტარანტინო მეუღლესთან ერთად

22 აგვისტო 2019, 11:46

ტაბლოიდი

კვენტინ ტარანტინო მამა გახდება

კინორეჟისორი კვენტინ ტარანტინო მამა გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი People ავრცელებს. 56 წლის ვარსკვლავისთვის ეს პირველი შვილი იქნება და როგორც გამოცემა იუწყება ტარანტინო და მისი მეუღლე ამ ამბით ძალიან გახარებულები არიან.

ჰასან როუჰანი ირანის პრეზიდენტი

22 აგვისტო 2019, 11:27

მსოფლიო

ირანმა საკუთარი წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "ბავარ 373" წარადგინა

ირანის პრეზიდენტმა ახალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი წარადგინა. განცხადება ამის შესახებ ჰასან როუჰანის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. თეირანმა კომპლექსზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც გაეროს მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსეთმა ირანს საჰაერო დაცვის სისტემა S-300-ის გაყიდვაზე უარი უთხრა.

ბრიფინგი

22 აგვისტო 2019, 11:13

ძალოვნები

პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.- ამასთან დაკავშირებით პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. საგამოძიებო უწყების განმარტებით საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას.

Facebook

22 აგვისტო 2019, 10:52

ტექნოლოგიები

Facebook-მა მიანმარში 200-ზე მეტი ანგარიში დაბლოკა

Facebook-მა მიანმარში 200-ზე მეტი გვერდი დახურა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით კომპანიაში აცხადებენ, რომ საეჭვო გვერდები მფლობელები საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობდნენ. კერძოდ, საუბარია 89 პირად ანგარიშზე, 107 გვერდზე და 15 ჯგუფზე. ზოგ მათგანს ასობით ათასი გამომწერი ჰყავდა.

ამაზონის ტყეში ხანძარია

22 აგვისტო 2019, 10:18

მსოფლიო

ბრაზილიის პრეზიდენტი ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჯაირ ბოლსონარო ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციების ადანაშაულებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. პრეზიდენტის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ გზით მთავრობის დისკრედიტაციას ცდილობენ, ხოლო ამის მიზეზი მათი დაფინანსების შემცირებაა.

ემანუელ მაკრონი

22 აგვისტო 2019, 10:18

მსოფლიო

კრემლის ვებგვერდი მაკრონის გამოსვლის რედაქტირებაში გამოიჭირეს ​

კრემლის ვებგვერდზე საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენციის სტენოგრამა შეცდომებით არის გამოქვეყნებული. ეს BBC-ს რუსულენოვანი სამსახურის ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს. მათი თქმით, ტექსტში ვერ მოხვდა მაკრონის არცერთი ფრაზა, რომელშიც ის სიტყვა "არჩევნებს" იყენებს.

დონალდ ტრამპი

22 აგვისტო 2019, 10:10

მსოფლიო

ტრამპი დანიის პრემიერს: აშშ-ს ასე არ უნდა ესაუბრო

აშშ-ის პრეზიდენტმა დანიის პრემიერმინისტრს განცხადება დაუწუნა. დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მეტე ფრედერიქსენის ფრაზა, რომლის თანახმად აშშ-ის მიერ გრენლანდიის შეძენის იდეას „აბსურდი“ უწოდა, არასასიამოვნო და ცუდი შეფასება იყო.

გუგუტიანთკარი

22 აგვისტო 2019, 09:21

საქართველო

გუგუტიანთკარში ამ დროისთვის ოკუპანტების მიერ ბოძების დამონტაჟების პროცესი შეჩერებულია

გუგუტიანთკარში ამ ეტაპზე სიმშვიდეა, თუმცა საუკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გუშინ რუსული ვერტმფრენებით დაახლოებით დღის 12:00 საათზე გამოჩნდნენ. 160 საყრდენი ბოძი და დაახლოებით 400 მეტრით გადმოწეული ე.წ საზღავრი-ასეთია ვითარება გუგუტიანთკარში. მცოცავი ოკუპაცია უკვე მე-16 დღეა გრძელდება.

22 აგვისტო 2019, 08:55

მსოფლიო

პოლიცია: კალიფორნიის სასტუმროში მზარეული მასობრივ სროლას გეგმავდა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც კალიფორნიის სასტუმროში მზარეული მასობრივ სროლას გეგმავდა. CNN პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ 37 წლის რუდოლფო მონტოია მერიოტის თანამშრომლებსა და სტუმრებზე თავდასხმას გეგმავდა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის არჩევნები

22 აგვისტო 2019, 08:25

საქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორს დღეს აირჩევენ

აჭარის ტელევიზიის დირექტორს დღეს აირჩევენ. კონკურსი მესამედ გამოცხადდა და ის ამჯერად დირექტორობის მსურველთა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ტელევიზიას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე ხელმძღვანელობს. აჭარის ტელევიზიის დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური.