imedi /  13 ივნისი 2019, 08:04 / სანდო წყარო

13 ივნისის სტიქიიდან 4 წელი გავიდა

13 ივნისის სტიქია

13 ივნისის სტიქიიდან დღეს 4 წელი გავიდა - 21 დაღუპული, ორი დაკარგული და ასობით დაზარალებული მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები.

მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.

თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა. კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული გახდა.

სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი – სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა – წყნეთის გზის მონაკვეთი.

13 ივნისის სტიქიისა და დედაქალაქში მოულოდნელად დატრიალებული ტრაგედიის გამო, თბილისი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

ყველა სიახლე

24 აგვისტო 2019, 10:40

ტაბლოიდი

ფინეთში შექმნეს სუნამო, რომელსაც ადამიანის ოფლის არომატი აქვს

ფინეთში შექმნეს ახალი სუნამო, რომელსაც ადამიანის ოფლის სუნის არომატი აქვს, ამის შესახებ Flash Nord-ი წერს. გამოცემის ცნობით ეს არმატი სააგენტო Mirum Helsinki-მ წარადგინა. ტრადიციული ელემენტების გარდა სუნამოს შემადგენლობაში ორგანიზაციის ყველა თანამშრომლის ოფლის წვეთი შევიდა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ სუნამოს შექმნაზე შემოქმედებითმა ჯგუფმა ენთუზიაზმით იმუშავა.

საქართველოს კონსტიტუცია

24 აგვისტო 2019, 10:36

საქართველო

პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის მიღების დღე აღინიშნება

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი. პრეზიდენტის სასახლეში გამოიფინება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

24 აგვისტო 2019, 10:31

ტაბლოიდი

მედია: მეგან მარკლის გამო პრინც ჰარის რეიტინგი ეცემა

მეგან მარკლის გამო პრინცი ჰარის რეიტინგი ეცემა. ამის შესახებ The Sun-თან საუბარში სამეფო ოჯახის საკითხებზე მომუშავე ექსპერტმა დანკან ლარკომბმა განაცხადა. მისი თქმით, ჰარისა და მეგანის ცხოვრებაში ერთ პიარკატასტროფას მეორე ანაცვლებს.

24 აგვისტო 2019, 10:23

ტექნოლოგიები

ინტერნეტში Mastercard-ის 90 ათასი მომხმარებლის პირადმა ინფორმაციამ გაჟონა

საერთაშორისო საგადამხდელო სისტემა Mastercard-მა ინტერნეტში მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გაჟონვის შესახებ განაცხადა. ინციდენტი გასულ კვირას გერმანიაში და ბელგიაში მოხდა. დაზარალებულთა რაოდენობამ 90 ათასი შეადგინა. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაატარეს საჭირო ღონისძიებები და ის მონაცემები წაშალეს, რომელიც ინტერნეტში მოხვდა.

დონალდ ტრამპი

24 აგვისტო 2019, 09:48

მსოფლიო

ტრამპი: დანიის პრემიერმა დამირეკა, შესანიშნავი ქალია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, დანიაში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმების შემდეგ სკანდინავიური ქვეყნის პრემიერმინისტრი მას ტელეფონით ესაუბრა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში განუცხადა.

რაკეტების გაშვება

24 აგვისტო 2019, 09:32

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში კიდევ ორი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში კიდევ ორი რაკეტა გამოსცადა. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაკეტებმა 380 კილომეტრი გაიფრინა, თუმცა იაპონიის ტერიტორიულ წყლებს არ მიაღწია. ამის შესახებ The New York Times-ი წერს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების მეშვიდე გამოცდაა.

საფრანგეთი ანტიგლობალისტები

24 აგვისტო 2019, 09:17

მსოფლიო

საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტის საწინააღმდეგო აქციაზე 17 ადამიანი დააკავეს

შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ანტიგლობალისტების ბანაკის მახლობლად მოხდა. მანიფესტანტების მიერ ფოიერვერკის გაშვების შედეგად 4 პოლიციელი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაკავებულებს პოლიცია საჯარო ღონისძიების დროს სახეების დაფარვას და სამართალდამცველების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

კარლო დელე პიანე

24 აგვისტო 2019, 09:04

კულტურა

იტალიელი მსახიობი კარლო დელე პიანე გარდაიცვალა

რომში 84 წლის ასაკში იტალიელი მსახიობი კარლო დელე პიანე გარდაიცვალა. 70-წლიანი კარიერის მანძილზე კარლო დელე პიანე 100-ზე მეტ ფილმში გადაიღეს, მათ შორის არის „პოლიციელი და ქურდები“, „ამერიკელი რომში“, „მონაზონი მონციდან“, „ჟერარის თავგადასავლები“, „რა?“, „მატარებლის ბილეთი“ და სხვები.

ფრანგული ღვინო

24 აგვისტო 2019, 08:53

ეკონომიკა

აშშ-მა შესაძლოა ფრანგულ ღვინოს საბაჟო გადასახადები დაუწესოს

საფრანგეთის მიერ დაწესებული ციფრული გადასახადის გამო აშშ-მ შესაძლოა ფრანგულ ღვინოს საბაჟო ტარიფები დაუწესოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამგზავრებამდე თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განუცხადა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ხანძარი ამაზონის ტყეებში

24 აგვისტო 2019, 08:34

ძალოვნები

ბრაზილიამ ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად ჯარი გაგზავნა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად ჯარი გაგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. პრეზიდენტის ეს ბრძანება ევროკავშირის მხრიდან გაძლიერებულ ზეწოლას მოჰყვა. ირლანდიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ შესაძლოა სამხრეთ ამერიკასთან სავაჭრო ხელშეკრულება დაბლოკონ.

ზელიმხან ხანგოშვილი

24 აგვისტო 2019, 08:13

ძალოვნები

მედია: გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

ზელიმხან ხანგოშვილის სახელი და გვარი 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეში ფიგურირებს. 2015 წლის მაისში ხანგოშვილი თბილისში დაჭრეს. მირზა გელოვანის ქუჩაზე უცნობმა პირებმა ხანგოშვილს ოთხი ტყვია მაშინ ესროლეს, როდესაც იგი მანქანაში ჯდებოდა.

მფრინავი ტაქსი

24 აგვისტო 2019, 00:57

ტექნოლოგიები

კომპანია Volocopter-მა მფრინავი ტაქსი შექმნა

გერმანულმა კომპანია Volocopter-მა პირველი მფრინავი ტაქსი შექმნა, რომელსაც სინგაპურში 2019 წლის მე-4 კვარტალში დაგეგმილ გამოფენაზე წარადგენს. მფრინავი ტაქსის ბორტზე ორი ადამიანი მოთავსდება და მანქანა საათში 110 კილომეტრ სიჩქარეს ანვითარებს.

24 აგვისტო 2019, 00:32

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის მთავარი პირობა დაასახელეს

ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ზოგიერთ ეგზოპლანეტაზე სიცოცხლის არსებობისთვის უკეთესი პირობებიამ ვიდრე დედამიწაზე. მათ გამოყვეს მთავარი ფაქტორი, რაც ცოცხალი მიკროორგანიზმების გაჩენას განაპირობებს.

24 აგვისტო 2019, 00:06

მსოფლიო

ბოსნიაში პოლიტიკური პარტია LGBT პრაიდის გამართვის წინააღმდეგია

ბოსნიაში მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური პარტია „ხალხი და სიმართლე“ სარაევოში ქვეყნის ისტორიაში პირველი LGBT პრაიდის ჩატარებას ეწინააღმდეგება. france24-ის ცნობით, პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ღირსების მარში ქვეყანაში ვითარებას დაძაბავს. „ნებისმიერი ესკალაცია ნეგატიურ შედეგებს მოიტანს“, - აცხადებენ პარტიის წარმომადგენლები.

დეპრესია

23 აგვისტო 2019, 23:37

ტექნოლოგიები

მეცნიერები: დაბინძურებული ჰაერი ფსიქოლოგიურ დაავადებებს იწვევს

„დაბინძურებული ჰაერი ფსიქოლოგიურ დაავადებებს იწვევს“ - ეს დასკვნა ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დადეს. მათ აშშ-სა და დანიაში151 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სადაზღვევო კომპანიებში არსებული მონაცემები და გარემო პირობები შეისწავლეს.

23 აგვისტო 2019, 23:34

თემა

რატომ არის ზღვაზე დასვენებისთვის საუკეთესო დრო სექტემბერი და ოქტომბერი?

გამოთქმა ხავერდოვანი სეზონი XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. ასე უწოდებდნენ შუა გაზაფხულის რამდენიმე კვირას, როდესაც ბეწვის ტანსაცმლის უფრო მსუბუქი, ხავერდისსამოსით ჩანაცვლება ხდებოდა შესაძლებელი. 1920 წლისათვის ხავერდოვანი სეზონი სექტემბერ-ოქტომბერს შეარქვეს. მას შემდეგ ხავერდოვანისეზონი ზღვაზე დასვენებისთვისსაუკეთესო პერიოდად მიიჩნევა.

23 აგვისტო 2019, 23:12

მსოფლიო

გაერთიანებული საამიროების ფედერაციის საბჭოს არჩევნებში 200 ქალი დარეგისტრირდა

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფედერაციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 200-მა ქალმა გამოთქვა. მეოთხე მოწვევის საბჭოში დეპუტატის მანდატისთვის 555 კანდიდატი იბრძოლებს. აბუ-დაბიდან საარჩევნო კომისიაში 155 განაცხადი შევიდა. კანდიდატების საბოლოო სია 3 სექტემბერს დაზუსტდება.

23 აგვისტო 2019, 22:38

ძალოვნები

ყვარელში, ახალსოფლის მიმდებარედ ბუჩქნარი და ხეები იწვის

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ყვარლის რაიონში, სოფელი ახალსოფლის მიმდებარედ ბუჩქნარს და ხეებს უკიდია ცეცხლი. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20- მდე მეხანძრე.

Deutsche Bank

23 აგვისტო 2019, 22:25

ეკონომიკა

აშშ-მა რუსეთსა და აზიაში კორუფციული სქემებისთვის Deutsche Bank დააჯარიმა

გავრცელებული ცნობით, ფინანსურ ინსტიტუტს ამ ქვეყანებში სამსახურში აჰყავდა ჩინოსნების ნათესავები, რომლებიც საჭირო კვალიფიკაციას არ ფლობდნენ, ეს კი Deutsche Bank-ს არსებული ბიზნესის შესანარჩუნებლად ან ახალი კონტრაქტების გასაფორმებლად ხდებოდა.

ყვარელის ციხე

23 აგვისტო 2019, 22:01

კულტურა

ყვარლის ციხის სამხრეთ-დასავლეთ კოშკის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყვარლის ციხის სამხრეთ-დასავლეთ კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. კოშკის კედელზე, რომლის ქვის წყობაც ნახევრად ჩამოშლილ მდგომარეობაში იმყოფებოდა, აღდგა რიყის ქვით კირდუღაბზე. ფიზიკური სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 17 200 ლარი შეადგინა.