დავით ქართველიშვილი უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე: ვაშინგტონი შეეცდება შუალედური შეთანხმებების მიღწევას და მოსკოვისა და კიევის სამმხრივ ფორმატში დაბრუნებას
დავით ქართველიშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ამ პროცესში მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ის როლზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ვრცელ პოსტში ექსპერტი აღნიშნავს, პროცესი აჩვენებს, რომ ახალი იდეები გაჩნდა და სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობა არსებობს.
დავით ქართველიშვილი განმარტავს, თუ რა საკითხზეა შესაძლებელი შეთანხმებების მიღწევა და რა წინადადებები შეიძლება წამოაყენოს მომლაპარაკებელმა, ანუ ოფიციალურმა ვაშინგტონმა, პროცესის წარმატებით დასასრულებლად. თუმცა, აქვე, ექსპერტი დასძენს, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში გამოჩნდება, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამერიკულ მედიაციას.
„ამერიკელი მომლაპარაკებლების მოსკოვისა თუ კიევის მონახულების შემდეგ, ყოველთვის საჭიროა დაიჭირო 2-3-დღიანი პაუზა, სანამ კულუარებიდან მეტ-ნაკლებად სანდო ინფორმაცია თავად არ გამოჟონავს. დღეს კიევში სულ უფრო აქტიურად ვრცელდება მოსაზრება, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან ამერიკელების ბოლო კონტაქტების შემდეგ, ვაშინგტონის მოლაპარაკების პოზიცია მნიშვნელოვნად შეიცვალა და ეს ცვლილება სულაც არაა უკრაინის სასარგებლოდ. მართალია, ვაშინგტონის ახალი წინადადებების შინაარსი საჯაროდ არ გახმაურებულა, თუმცა მოვლენების თანმიმდევრობაა საყურადღებო: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ვლადიმირ პუტინთან ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ პირდაპირ კიევში გაემგზავრნენ და განაცხადეს, რომ ახალი იდეები გაჩნდა და სამმხრივი მოლაპარაკებების პროცესის განახლების აუცილებლობა არსებობს.
ამასთან, უკრაინის ხელისუფლებაც თავად აღიარებს, რომ ტერიტორიული საკითხი კვლავ მთავარ დაბრკოლებად რჩება, მაშინ, როდესაც მოსკოვი დონბასთან დაკავშირებით საკუთარ მოთხოვნებზე უარს არ იძახის. ამ ფონზე უკრაინის პოლიტიკურ წრეებში (როგორც წესი, რადას დეპუტატები) სულ უფრო აქტიურად განიხილება ყველაზე მტკივნეული სცენარი: ვაშინგტონი შესაძლოა თანდათან ჩამოშორდეს ფორმულას, რომლის მიხედვითაც კიევი მხოლოდ ფაქტობრივად ეგუება ბრძოლის არსებულ ხაზს და უკრაინას უფრო ფორმალიზებული ტერიტორიული კომპრომისისკენ უბიძგოს - ანუ დომბასის დაკარგვა აღიაროს. ზელენსკის ადმინისტრაციისთვის კი ეს პრინციპულად განსხვავებული რამ არის.
ფაქტობრივი გამყოფი ხაზის მიხედვით კონფლიქტის გაყინვა ერთია, ხოლო ტერიტორიული დათმობების შედეგების იურიდიულად გაფორმება - სრულიად სხვა. მეორე ვარიანტი უკრაინის ხელისუფლებისთვის უკიდურესად მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა, მით უმეტეს, რომ უკრაინის კონსტიტუცია სერიოზულ შეზღუდვებს აწესებს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული ცვლილებების მიმართ, ხოლო ქვეყნის ტერიტორიის შეცვლა საერთო-სახალხო რეფერენდუმის საკითხს წარმოადგენს. თუმცა, ამ ეტაპზე ნაადრევია დასკვნა, რომ ასეთი მოთხოვნა კიევს უკვე ოფიციალურად წარედგინა. არც ვაშინგტონს და არც კიევს სამშვიდობო დოკუმენტის ახალი ვერსია არ გამოუქვეყნებია. უფრო მეტიც, მხარეთა საჯარო რიტორიკა ჯერ კიდევ გაცილებით ფრთხილი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა: აშშ საუბრობს მოლაპარაკებების განახლებისთვის პირობების ძიებაზე, ხოლო ზელენსკი აცხადებს, რომ ტერიტორიული საკითხები ლიდერების დონეზე უშუალო შეხვედრის დროს უნდა გადაწყდეს.
პარალელურად, ვაშინგტონი დიპლომატიურ პროცესს ზამთრის პერიოდში შეზღუდული დეესკალაციის, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხებს უკავშირებს, რაც შეიძლება მიუთითებდეს ეტაპობრივ სტრატეგიაზე: პირველ ეტაპზე ომის ინტენსივობის თუნდაც ნაწილობრივი შემცირების მიღწევა, შემდეგ კი, წარმოქმნილი პაუზის გამოყენება ყველაზე რთული პოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად. მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე სავარაუდო სწორედ ასეთი სცენარია: მხარეები კვლავ დააფიქსირებენ მოლაპარაკებებისადმი მზადყოფნას, მაგრამ ტერიტორიულ საკითხზე საბოლოო შეთანხმებას დაუყოვნებლივ არ მიაღწევენ.
ვაშინგტონი, სავარაუდოდ, შეეცდება შუალედური შეთანხმებების მიღწევას - ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების, ტყვეების გაცვლის, მარცვლეულის, უსაფრთხოების და სხვა საკითხების მიმართულებით და, ამავდროულად, მოსკოვისა და კიევის სამმხრივ ფორმატში დაბრუნებას. თუ ეს მცდელობები შედეგს ვერ გამოიღებს, ზეწოლა როგორც კიევზე, ისე მოსკოვზე თანდათან გაიზრდება. ამასთან, რუსეთის მხრიდან გაგრძელებული დარტყმები (თუნდაც კიევზე მიყენებული ბოლო მორიგი „არმაგედონი“) და საჰაერო თავდაცვის საშუალებების დეფიციტი აჩვენებს, რომ დიპლომატიური პროცესი ამ ეტაპზე სამხედრო ზეწოლის ნაცვლად კი არა, არამედ მასთან პარალელურად ვითარდება.
რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, მთავარი საკითხი უკვე მხოლოდ ის აღარ იქნება, თუ ვინ აკონტროლებს სადავო ტერიტორიებს, არამედ ის, რა იურიდიულ სტატუსს მიიღებს ომის შედეგად ჩამოყალიბებული რეალობა. თუ აშშ მართლაც გადავა უკრაინისგან ტერიტორიული ცვლილებების ფორმალურად აღიარების მოთხოვნაზე, ეს მთელი მოლაპარაკებების არქიტექტურის თვისებრივ ცვლილებას გამოიწვევს და კიევს უკიდურესად რთული არჩევანის წინაშე დააყენებს - მძიმე პოლიტიკური კომპრომისი თუ ომის გაგრძელება, რომლის პერსპექტივებიც კვლავ გაურკვეველი იქნება.
თუკი ვაშინგტონი მხოლოდ კონფლიქტის ფაქტობრივი გაყინვით შემოიფარგლება, ახალი დიპლომატიური აქტიურობა შესაძლოა სრულფასოვან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მეტად ხანგრძლივ ზავამდე მივიდეს. ამიტომ უახლოესი კვირების მთავარი ინდიკატორი შეხვედრების რაოდენობა ან პოლიტიკური განცხადებების ხმაურიანობა კი არა, არამედ ის იქნება, გაჩნდება თუ არა ამერიკულ ფორმულაში კონკრეტული მოთხოვნა ომის ტერიტორიული შედეგის იურიდიულად გაფორმების შესახებ. ყოველ შემთხვევაში, „კორეული სცენარი“ ჯერ კიდევ დღის წესრიგშია“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
09 სექტემბერი 2026, 14:24
სამართალი
გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე, მისი ნათესავი, მსჯავრდებული ანდრია ლილუაშვილი იკითხება
პროკურორის განმარტებით, ბრალდების მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარის მოწმე, მის დანაშაულებრივ ქმედებებს აღიარებს. პროკურორის თქმით, არაერთი მტკიცებულებით დასტურდება მსჯავრდებულ ანდრია ლილუაშვილისა და ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის კავშირები.
09 სექტემბერი 2026, 14:22
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა, შეარჩიოს თავის დაცვის ის სტრატეგია, რომელსაც იმ მომენტისთვის საჭიროდ მიიჩნევს, თუმცა ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები თვიდან ბოლომდე მოტივირებულები არიან და იცავენ კონსტიტუციას და საკანონმდებლო ჩარჩოს
ამ [ღარიბაშვილის] შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები თვიდან ბოლომდე მოტივირებულები არიან და იცავენ კონსტიტუციას და საკანონმდებლო ჩარჩოს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.
09 სექტემბერი 2026, 14:21
პოლიტიკა
ნინო წილოსანი გაეროში ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე: ერთადერთი თვითნებური, რაც იყო, ეს იყო ევროკავშირის რიგი ფონდების დაფინანსება, რომელიც საქართველოში თვითნებურად მოედინებოდა და იმ არეულობებს აფინანსებდა, რომელთა შედეგად დაკავებულების დაცვას ახლა ისინი ცდილობენ
ერთადერთი თვითნებური, რაც იყო, ეს იყო ევროკავშირის რიგი ფონდების დაფინანსება, რომელიც საქართველოში თვითნებურად მოედინებოდა და იმ არეულობებს აფინანსებდა, რომელთა შედეგად დაკავებულების დაცვას ახლა ისინი ცდილობენ, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, გაეროში ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომ გმობს საქართველოში თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს.
09 სექტემბერი 2026, 14:21
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: თუ ევრობიუროკრატები დასკვნებს დროულად არ გამოიტანენ, უარყოფითი დამოკიდებულება მათ მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება
„ფაქტია, რომ ევრობიუროკრატებს ძალიან ეწყინათ ის, რომ ამ ადამიანებმა აღიარეს საკუთარი დანაშაული, მოინანიეს და შეწყალების თხოვნით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს. ამავდროულად, ეს განცხადება ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენებაა, რომ ამ ესკალაციების უკან სწორედ ეს ევრობიუროკრატებიც იდგნენ და ისინი ახალისებდნენ ძალადობას საქართველოში. სწორედ იმიტომ, რომ მათ ხელიდან ეცლებათ ამ ადამიანების ირგვლივ ყალბად აწეული თემა, როგორც ინსტრუმენტი, როგორც ჩანს სასოწარკვეთაში არიან მოქცეულნი და ამიტომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია. თუ ევრობიუროკრატები დასკვნებს დროულად არ გამოიტანენ, უარყოფითი დამოკიდებულება მათ მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება, - განაცხადა იონათამიშვილმა.
09 სექტემბერი 2026, 14:11
პოლიტიკა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება
2026 წლის ფორუმის ფარგლებში, მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან მიწვეული მაღალი რანგის სტუმრები გლობალური ტურბულენტური გარემოს ფონზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მმართველობის საკითხებს განიხილავენ. ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებისა და სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები.
09 სექტემბერი 2026, 14:10
მსოფლიო
POLITICO: ურსულა ფონ დერ ლაიენი შესაძლო მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისისთვის მზად არ არის
POLITICO წერს, ევროკავშირში სახელმწიფო ვალის მომსახურების ხარჯების ზრდის ფონზე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შესაძლო მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისისთვის მზად არ არის.
09 სექტემბერი 2026, 14:06
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებულებს გერმანული კომპანიის დირექტორად გააცნო თავი და თითქოსდა ,,Mercedes-Benz“ ცენტრიდან, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მათთვის შეძენის მოტივით 222 700 ევრო ჩაარიცხვინა საკუთარ ანგარიშზე. ბრალდებულმა ჩარიცხული თანხა მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა, ხოლო დაზარალებულებს თითქოსდა გადაცემული თანხის უკან დაბრუნების საბანკო გადარიცხვის ყალბი დოკუმენტი გაუგზავნა.
09 სექტემბერი 2026, 13:50
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 8 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1124 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026წლის 1 იანვრიდან 31აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1124 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 136 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 13:41
კულტურა
AMC-მ „დერილ დიქსონის“ ფინალური სეზონის პირველი თიზერი გამოაქვეყნა
მეოთხე სეზონის სიუჟეტის ცენტრში კვლავ დერილი და ქეროლი იქნებიან, რომლებიც ამერიკაში, დაბრუნებას ცდილობენ. სამსახიობო შემადგენლობას ჯიმი სმიტსი შეუერთდა, რომელმაც კაპიტან აშშ-ის საზღვაო-სამხედრო ძალების ყოფილი ექიმის ალეხანდრო პერკინსის როლი შეასრულა. საკუთარ როლებს დაუბრუნდნენ ნორმან რიდუსი (დერილ დიქსონი) და მელისა მაკბრაიდი (ქეროლ პელეტიე).
09 სექტემბერი 2026, 13:34
მსოფლიო
Euractiv: ბრიუსელი კანდიდატ ქვეყნებს სთხოვს, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის MAGA-თან კავშირები გაწყვიტონ
ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყნებმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-თან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ევროკავშირში გაწევრიანდნენ. ინფორმაციას Euractiv-ი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსზე დაყრდნობით ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 13:23
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის საკითხები. კატარის სახელმწიფოს ელჩმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სახელით, ფინანსთა მინისტრს აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად ოფიციალური მოწვევა გადასცა.
09 სექტემბერი 2026, 13:22
ეკონომიკა
თამთა სოფრომაძე: ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკების მინიმიზაციის მიზნით, სებ-მა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება მიზანშეწონილად მიიჩნია
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველს, ერთის მხრივ, წარმოადგენს მიმდინარე ინფლაციის ტენდენციები, რაზეც საკმაოდ დიდი ზეგავლენა აქვს საგარეო ფაქტორებს. მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მსოფლიო ეკონომიკა რიგი გამოწვევების წინაშე დგას და, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგორესურსების ფასების საკმაოდ მკვეთრი ზრდა არის, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა თამთა სოფრომაძემ.
09 სექტემბერი 2026, 13:02
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გაგა კირკიტაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება
ფორუმზე, რომელიც 2022 წელს დაარსდა, განიხილება გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები და მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები.
09 სექტემბერი 2026, 12:52
მსოფლიო
Euronews: კაია კალასს ევროკავშირის დედაქალაქები ყველაზე მეტად იმ დროს უპირისპირდებიან, როცა მათი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა მორიგი პოლიტიკური მარცხი განიცადა მას შემდეგ, რაც წევრმა ქვეყნებმა მისი უკანასკნელი ინიციატივა, შეექმნა ექსპერტთა ჯგუფი ევროპული თავდაცვის საკითხებზე, ჩაშალეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 12:43
რეგიონი
ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის დარჩენილ სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის დარჩენილი სამუშაოების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
09 სექტემბერი 2026, 12:40
საზოგადოება
უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გივი მიქანაძეს მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვისა და მოსწავლეებისთვის უკრაინის უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის განკუთვნილი გამოცდების ორგანიზებისთვის
მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
09 სექტემბერი 2026, 12:36
მსოფლიო
AXIOS: ტრამპი ისრაელის დასახლებების წინააღმდეგ ბრიტანეთის სანქციებს არ შეეწინააღმდეგა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ შეეწინააღმდეგა დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, რომლის მიზანიც დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებთან დაკავშირებით ახალი სანქციების დაწესებაა. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 12:20
საზოგადოება
სარკინიგზო საზღვრის კვეთის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით,თბილისში, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებისას საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივების საკითხებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 12:18
ტექნოლოგიები
კვლევა: 2023 წელს პასიური მოწევა 1,66 მილიონი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გახდა
ნაშრომის ავტორებმა განმარტეს, რომ არამწეველები ძირითადად სიგარეტის გვერდით კვამლს ისუნთქავენ. ის ფილტრს არ გადის, ხოლო თამბაქო მისი წარმოქმნისას სრულად არ იწვის. ამიტომ, მოცულობის ერთეულზე ასეთ კვამლში შეიძლება უფრო მეტი ტოქსიკური და კანცეროგენული ნაერთი იყოს, ვიდრე იმ კვამლში, რომელსაც უშუალოდ მწეველი ისუნთქავს.


