საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გაგა კირკიტაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება
გაგა კირკიტაძე
ფოტო: შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გაგა კირკიტაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ, მონაწილეობა მიიღო გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში (GPSCFL), რომელიც ქალაქ ლიენიუნკანგში იმართება.
ფორუმზე, რომელიც 2022 წელს დაარსდა, განიხილება გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები და მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ასევე მიიღო მონაწილეობა ქვე-ფორუმებში, რომელთა ფარგლებში განსახილველი საკითხები მოიცავდა ნარკოტიკების კონტროლის შესახებ საერთაშორისო თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას საპოლიციო განათლების სფეროში.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში არიან უწყების შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელი პირები.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ყველა სიახლე
09 სექტემბერი 2026, 13:50
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 8 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1124 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026წლის 1 იანვრიდან 31აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1124 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 136 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 13:48
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე: ვაშინგტონი შეეცდება შუალედური შეთანხმებების მიღწევას და მოსკოვისა და კიევის სამმხრივ ფორმატში დაბრუნებას
უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ამ პროცესში მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ის როლზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ვრცელ პოსტში ექსპერტი აღნიშნავს, პროცესი აჩვენებს, რომ ახალი იდეები გაჩნდა და სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობა არსებობს.
09 სექტემბერი 2026, 13:34
მსოფლიო
Euractiv: ბრიუსელი კანდიდატ ქვეყნებს სთხოვს, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის MAGA-თან კავშირები გაწყვიტონ
ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყნებმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-თან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ევროკავშირში გაწევრიანდნენ. ინფორმაციას Euractiv-ი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსზე დაყრდნობით ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 13:23
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის საკითხები. კატარის სახელმწიფოს ელჩმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სახელით, ფინანსთა მინისტრს აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად ოფიციალური მოწვევა გადასცა.
09 სექტემბერი 2026, 13:22
ეკონომიკა
თამთა სოფრომაძე: ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკების მინიმიზაციის მიზნით, სებ-მა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება მიზანშეწონილად მიიჩნია
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველს, ერთის მხრივ, წარმოადგენს მიმდინარე ინფლაციის ტენდენციები, რაზეც საკმაოდ დიდი ზეგავლენა აქვს საგარეო ფაქტორებს. მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მსოფლიო ეკონომიკა რიგი გამოწვევების წინაშე დგას და, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგორესურსების ფასების საკმაოდ მკვეთრი ზრდა არის, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა თამთა სოფრომაძემ.
09 სექტემბერი 2026, 12:52
მსოფლიო
Euronews: კაია კალასს ევროკავშირის დედაქალაქები ყველაზე მეტად იმ დროს უპირისპირდებიან, როცა მათი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა მორიგი პოლიტიკური მარცხი განიცადა მას შემდეგ, რაც წევრმა ქვეყნებმა მისი უკანასკნელი ინიციატივა, შეექმნა ექსპერტთა ჯგუფი ევროპული თავდაცვის საკითხებზე, ჩაშალეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 12:43
რეგიონი
ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის დარჩენილ სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის დარჩენილი სამუშაოების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
09 სექტემბერი 2026, 12:40
საზოგადოება
უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გივი მიქანაძეს მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვისა და მოსწავლეებისთვის უკრაინის უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის განკუთვნილი გამოცდების ორგანიზებისთვის
მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
09 სექტემბერი 2026, 12:36
მსოფლიო
AXIOS: ტრამპი ისრაელის დასახლებების წინააღმდეგ ბრიტანეთის სანქციებს არ შეეწინააღმდეგა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ შეეწინააღმდეგა დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, რომლის მიზანიც დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებთან დაკავშირებით ახალი სანქციების დაწესებაა. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 12:20
საზოგადოება
სარკინიგზო საზღვრის კვეთის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით,თბილისში, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებისას საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივების საკითხებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 12:18
ტექნოლოგიები
კვლევა: 2023 წელს პასიური მოწევა 1,66 მილიონი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გახდა
ნაშრომის ავტორებმა განმარტეს, რომ არამწეველები ძირითადად სიგარეტის გვერდით კვამლს ისუნთქავენ. ის ფილტრს არ გადის, ხოლო თამბაქო მისი წარმოქმნისას სრულად არ იწვის. ამიტომ, მოცულობის ერთეულზე ასეთ კვამლში შეიძლება უფრო მეტი ტოქსიკური და კანცეროგენული ნაერთი იყოს, ვიდრე იმ კვამლში, რომელსაც უშუალოდ მწეველი ისუნთქავს.
09 სექტემბერი 2026, 12:11
რეგიონი
ფოთის მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველ და საჭიროების მქონე ბავშვებს სასკოლო ნივთები საჩუქრად გადასცა
ფოთის მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველ და საჭიროების მქონე ბავშვებს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სასკოლო ნივთები საჩუქრად გადასცა, - ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 12:10
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 12:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: გარდაცვლილი ადამიანის ბოდვის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არასწორია, აქ უკვე ადამიანურ სტანდარტებზეა საუბარი
გარდაცვლილი ადამიანის ბოდვის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არასწორია, აქ უკვე ჟურნალისტურ სტანდარტებზე საუბარი აღარაა, აქ ადამიანურ სტანდარტებზეა საუბარი, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
09 სექტემბერი 2026, 12:07
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით თავისი პოლიტიკით ჩიხშია შესული და საკუთარი თავის ტყვე გახდა. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ბრიუსელს, რომ გამოვიდეს ამ ჩიხიდან. მნიშვნელოვანია წევრ ქვეყნებთან გვქონდეს დიალოგი, ვაჩვენოთ ჩვენი არგუმენტები და გავარღვიოთ ის სიცრუის ნარატივი, რომლის საქართველოსთან მიმართებით დამკვიდრებას ცდილობს ბრიუსელის ბიუროკრატია
თქვენ ყოველთვის გაქვთ მცდელობა იმის, რომ წარმოაჩინოთ თითქოს ევროპა არის საქართველოს მტერი. ჩვენ ეს არასდროს გვითქვამს. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ჯგუფებზე და ა.შ. თქვენი აზრით არის თუ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესების მტრობა საქართველოში ძალადობის დაფინანსება?!, - ასე მიმართა ოპოზიციასთან აფილირებული ერთ-ერთი ტელეკომპანიის წარმომადგენელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
09 სექტემბერი 2026, 12:01
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ის, რომ 2022 წელს საქართველოს ჩათრევა ვერ შეძლეს რუსეთთან ხელახალ სამხედრო დაპირისპირებაში, არის იმის შედეგი, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასწარ კარგად ხედავს საკითხებს და პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი ვირტუალური ფრონტის ხაზზე იდგა იმისთვის, რომ არ დაეშვა სამხედრო კონფლიქტი
ის, რომ 2022 წელს საქართველოს ჩათრევა ვერ შეძლეს რუსეთთან ხელახლა სამხედრო დაპირისპირებაში, მათ შორის არის ამ კონსტრუქციის შედეგი, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასწარ კარგად ხედავს საკითხებს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
09 სექტემბერი 2026, 12:00
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „გირჩისა“ და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო შეხვედრაზე: უჩვეულო რატომ არის ასეთი შეხვედრა?! „გირჩის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩვენც არაერთხელ გვქონია. ის, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იყოს, ამაში ან გასაკვირი, ან უჩვეულო რა არის?!
ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეხვედრებისა და დღის წესრიგის ინფორმაციის მფლობელი არ გახლავართ, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, მისთვის ცნობილია თუ არა, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი „გირჩს“ შეხვდა.
09 სექტემბერი 2026, 11:59
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, დაგლას უებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, დაგლას უებს შეხვდა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
09 სექტემბერი 2026, 11:53
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ყველაფერი ფასდება საქმეებით. როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს, ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველების წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა ეს საქმეები კითხვებს ბადებს
ყველაფერი ფასდება საქმეებით. როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს, ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველების წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა ეს საქმეები კითხვებს ბადებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას.


